მთავარი გვერდი
განყოფილების თავმჯდომარე…

განყოფილების თავმჯდომარე

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი


მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე
2022 წლის 7 ივნისიდან დღემდე

ბიოგრაფიული ცნობები

მიტროპოლიტი ანტონი (ერისკაცობაში ანტონ იურის ძე სევრიუკი) დაიბადა 1984 წლის 12 ოქტომბერს ქ. ტვერში.


1991-2008

1991-1995 წლებში სწავლობდა ქ. ტვერის № 19 საშუალო სკოლაში. 1995 წ. მოეწყო მუნიციპალურ საგანმანათლებლო დაწესებულებაში „ტვერის ლიცეუმი“, რომელიც 2002 წ. ოქროს მედლით დაამთავრა. სკოლაში სწავლის დროს სტიქაროსნისა და იპოდიაკონის მორჩილებას ასრულებდა ქ. ტვერის ვოსკრესენის საკათედრო ტაძარში.

2002 წ. მოეწყო სანკტ-პეტერბურგის სასულიერო სემინარიაში. სწავლის პერიოდში ასრულებდა სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის საიტის თანამშრომლისა და ინგლისური ენის ფაკულტატიური კურსის მასწავლებლის მორჩილებას.

2006 წელს მონაწილეობდა ბრიუსელში ახალგაზრდული ორგანიზაცია „სინდესმოსი“-ს სემინარის მუშაობაში.

2004-2007 წლებში ყოველწლიურად იღებდა მონაწილეობას პოტამიტისში (კვიპროსი) ახალგაზრდული მართლმადიდებლური ბანაკის მუშაობაში თარჯიმნისა და რუსულენოვანის დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში.

2006 წლის ოქტომბერში სანკტ-პეტერბურგის სასულიერი აკადემიის რექტორის, ტიხვინის მთავარეპისკოპოს კონსტანტინეს მიერ მედავითნედ დადგინდა მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის სახ. აკადემიის ტაძარში.

2007 წლის მარტში სტაჟირების გასავლელად გაგზავნილ იქნა იოენსუს (ფინეთი) უნივერსიტეტში საღვთისმეტყველო ფაკულტეტის მართლმადიდებლურ განყოფილებაზე. სწავლის პერიოდში ასრულებდა ფინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო სემინარიასთან არსებული იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის კეთილმოწესის მორჩილებას, ხოლო ივნისში, სანკტ-პეტერბურგში დაბრუნების შემდეგ, დაიცვა სემინარიის კურსისი სადიპლომო ნაშრომი თემაზე „ესქატოლოგია მსოფლიო რელიგიებში“.

2007 წლის 17 ივნისს დაამთავრა სანკტ-პეტერბურგის სასულიერო სემინარია პირველი თანრიგით და დაჯილდოვდა ლენინგრადისა და ნოვგოროდის მიტროპოლიტ ნიკოდიმოსის (როტოვი) პრემიით. პედაგოგთა სათათბიროს გადაწყვეტილებით მიღებულ იქნა სანკტ-პეტერგურგის სასულიერო აკადემიის სტუდენტთა რიცხვში მისაღები გამოცდების გარეშე.

2007 სექტემბერში სტაჟიორად დაინიშნა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების კომუნიკაციის სამსახურში. 2007 ოქტომბრიდან – მს სსკგ-ის თავმჯდომარის, სმოლენსკისა და კალინინგრადის მიტროპოლიტ კირილეს (ამჟამად – მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქი) რეფერენტია. 2008 წლის სექტემბერში დაინიშნა სმოლენსკის სასულიერო სემინარიის პედაგოგად.

2009-2022

2009 წლის 5 თებერვლიდან უწმინდესი პატრიარქის კირილეს პირადი მდივანი.

2009 წლის 5 მარტს სერგის წმიდა სამების ლავრაში საპატრიარქოს სამყოფელის მართალი ფილარეტ მოწყალის კარის ეკლესიაში უწმინდესი პატრიარქის კირილეს მიერ აღკვეცილ იქნა მონაზვნად ანტონის სახელით ღირსმოწამე ანტონი ვალაამელის პატივისცემის ნიშნად.

2009 წ. 8 მარტს უწმინდესი პატრიარქის კირილეს მიერ ხელთდასხმულ იქნა მღვდელდიაკვნად ქ.მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში.

2009 წ. აპრილიდან 2011 წ. 8 აპრილამდე – მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პირადი სამდივნოს ხელმძღვანელი.

2010 წ. 3 აპრილს ქრისტე მაცხოვრის ტაძარში უწმინდესმა პატრიაქმა ხელნი დაასხა მღვდელმონაზვნად ენქერის ტარების უფლებით..

2010 წ. 5 ივნისს დაამთავრა სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემია პირველი თანრიგით.

წმინდა სინოდის 2011 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით (ჟურნალი № 32) დაინიშნა ქ. რომის წმინდა ნიკოლოზის სახ. სტავროპიგიალური სამრევლოს კლირიკოსად.

წმინდა სინოდის 2011 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით (ჟურნალი62) გათავისუფლდა ქ. რომის წმინდა ნიკოლოზის სახ. სტავროპოგიალური სამრევლოს კლირიკოსის თანამდებობიდან და დაინიშნა ქ. რომის დიდმოწამე ეკატერინეს სახ. სტავროპიგიალური ტაძრის წინამძღვრად.

2011 . 12 ივლისს უწმინდესი პატრიარქის კირილეს ბრძანებულებით დაინიშნა იტალიაში მოსკოვის საპატრიარქოს სამრევლოების მდივნად.

2013 . 18 ივლისს სერგის წმიდა სამების ლავრაში ღვთისმსახურების დროს უწმინდესი პატრიარქის კირილეს მიერ აყვნილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში.

2015 . 7 ოქტომბერს სერგის წმიდა სამების ლავრაში პატრიარქის სამყოფელის მართალი ფილარეტის სახ. კარის ეკლესიაში უწმინდესი პატრიარქის კირილეს მიერ მანტიაში აღიკვეცა ანტონის სახელით ღირსი ანტონი რომაელის პატივისცემის ნიშნად.

წმინდა სინოდის 2015 . 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (ჟურნალი № 62) გამორჩეულ იქნა ბოგოროდის ეპისკოპოსად, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის ვიკარიუსად, იტალიაში მოსკოვის საპატრიარქოს სამრევლოების სულიერი გამოკვების დავალებით და დაინიშნა მოსკოვის საპატრიარქოს საზღვარგარეთის დაწესებულებების სამმართველოს უფროსად.

2015 . 23 ოქტომბერს ოპტინის უდაბნოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების საკათედრო ტაძარში წოდებულ იქნა ეპისკოპოსად. ქიროტონია შედგა 26 ოქტომბერს ღვთისმსახურებისას ქ. მოსკოვის ნოვოდევიჩის მონასტერში; ლიტურგია აღასრულა უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ.

უწმინდესი პატრიარქის კირილეს 2015 . 28 ოქტომბრის ბრძანებულებით დაინიშნა ქ. მოსკოვში პრესნიაზე მდებარე იოანე წინამორბედის შობის ტაძრის წინამძღვრად.

წმინდა სინოდის 2015 წ. 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით (ჟურნალი № 89) შეყვანილ იქნა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი საეკლესიო საბჭოს შემადგენლობაში.

წმინდა სინოდის 2017 . 29 ივლისის გადაწყვეტილებით (ჟურნალი № 52) გათავისუფლებულია მოსკოვის საპატრიარქოს იტალიის სამრევლოების მმართველის თანამდებობიდან და ქ. რომის დიდმოწამე ეკატერინეს სტავროპიგიალური ტაძრის წინამძღვრობიდან. სინოდმა დაადგინა, მიენიჭოს „ზვენიგოროდელის“ ტიტული.

2017 . სექტემბერ-დეკემბერში ბერლინის ეპარქიის დროებითი მმართველი.

წმინდა სინოდის 2017 . 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით (ჟურნალი № 116) დაინიშნა ვენა-ავსტრიისა და ბუდაპეშტ-უნგრეთის ეპარქიების მმართველად „ვენელისა და ბუდაპეშტელის“ ტიტულით და მოსკოვის საზღვარგარეთის დაწესებულებების სამმართველოს უფროსის თანამდებობის შენარჩუნებით. ასევე წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით დაევალა იტალიაში მოსკოვის საპატრიარქოს სამრევლოების დროებითი მმართველობა.

2018 . 1 თებერვალს მოსკოვში ქრისტე მაცხოვრის ტაძარში ლიტურგიის დროს უწმინდესი პატრიარქის კირილეს მიერ აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში.

წმინდა სინოდის 2018 . 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (ჟურნალი № 77) გათავისუფლდა იატალიაში მოსკოვის საპატრიარქოს სამრევლოების დროებითი მმართველის თანამდებობიდან.

წმინდა სინოდის 2019 . 30 მაისის გადაწყვეტილებით (ურნალი № 49) დაინიშნა კორსუნისა და დასავლეთ ევროპის ყოვლადუსამღვდელოესობად, დასავლეთ ევროპის საპატრიარქოს ეგზარქოსად, იტალიაში მოსკოვოს საპატრიარქოს სამრევლოების დროებით მმართველად, ვენა-ავსტრიისა და ბუდაპეშტ-უნგრეთის ეპარქიების მმართელობიდან გათავისუფლებითა და მოსკოვის საპატრიარქოს საზღვარგარეთის დაწესებულებების სამმართველოს უფროსის თანამდებობის შენარჩუნებით.

2019 წლის 31 მაისს სანკტ-პეტერბურგის ნოვოდევიჩის მონასტრის ვოსკრესენის საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურებისას უწმინდესი პატრიარქის კირილეს მიერ აყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში.

წმინდა სინოდის 2022 . 7 ივნისის გადაწყვეტილებით (ჟურნალი № 61) დაინიშნა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარედ და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მუდმივ წევრად „ვოლოკოლამსკელის“ ტიტულით, საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის საეგზარქოსოს მმართველისა და მოსკოვის საპატრიარქოს საზღვარგარეთის დაწესებულებების სამმართველოს უფროსის თანამდებობების დროებით შენარჩუნებით და კორსუნის ეპარქიის მმართველობიდან გათავისუფლებით.  
სსკგ-ის თავმჯდომარე რუსეთის მართლმადიდებლური უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე ლექციით გამოვიდა

09.10.2024

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მოსკოვში ანტიოქიის საპატრიარქოს მეტოქიონს ეწვია

27.06.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ბაქოსა და აზერბაიჯანის ეპისკოპოს ალექსის შეხვდა

27.06.2024

პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატის მიბრძანებას წმინდა სერგის სამების ლავრაში

22.06.2024

სინოდის კონსტატაციით, შეუძლებელია ბულგარეთის ეკლესიის იმ იერარქებთან თანამსახურება, რომლებიც სქიზმატებთან საეკლესიო ზიარებაში შევიდნენ

30.05.2024

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

30.05.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს სააღდგომო მილოცვები გაუგზავნა

05.05.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ სააღდგომო მილოცვა გაუგზვნა ძველი აღმოსავლური ეკლესიების მეთაურებს, რომლებიც აღდგომას 5 მაისს აღნიშნავენ

05.05.2024

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

მიტროპოლიტი ილარიონი: მნიშვნელოვანია, რომ ეთნიკური კონფლიქტი რელიგიურად არ იქცეს

19.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ეკლესია თავის მოძღვრებას არასოდეს ახვევს თავს ადამიანებს

10.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ალბათობა იმისა, რომ სამყარო ღმერთის მონაწილეობის გარეშე შეიქმნა, ნულის ტოლია

05.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალი კანცლერის პირობებში რუსეთსა და გერმანიას შორის ურთიერთობა თანდათანობით განვითარდება

04.10.2021

რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში კოსოვოს ქრისტიანული სიწმინდეების ბედით შეშფოთებულნი არიან

04.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სტრუქტურულად როგორ გაფორმდება ჩვენი ყოფნა აფრიკაში, წმინდა სინოდი გადაწყვეტს

04.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: პატრიარქმა ბართლომეოსმა კანონიკური ცნობიერება სრულიად დაკარგა

04.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ეკლესიის შემოსავლების ირგვლივ არაჯანსაღი აჟიოტაჟი ყველაზე ხშირად ანტისაეკლესიო სპეკულაციებთან არის დაკავშირებული

27.09.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა დაასახელა ის თემები, რომლებიც ღირს იმად, რომ სახელმწიფო დუმის ახალი მოწვევის დეპუტატებმა ყურადღება მიაქციონ

26.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ალექსანდრე ნეველში სახელმწიფო სიბრძნე შერწყმული იყო პიროვნულ სიწმინდესთან

22.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უკრაინაში შეჭრით პატრიარქმა ბართლომეოსმა პოლიტიკური ბრძანება შეასრულა

13.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ხალხს აუკრძალო მუსიკის მოსმენა – იგივეა, რომ აუკრძალო წყლის დალევა

13.09.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა მოუწოდა არჩევნებში ხმის მიცემისას ამომრჩეველმა საკუთარი სინდისის ხმით იხელმძღვანელოს

13.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: რუსეთში თეოლოგიის სწავლება ძალიან დინამიურად ვითარდება

07.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის სამარცხვინო ვიზიტმა უკრაინაში მსოფლიოს წინაშე მისი საქმიანობის ნაყოფის დემონსტირება მოახდინა

06.09.2021

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის გამოსვლა მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების VII ყრილობის დახურვაზე

15.09.2022

ჩვენი ერთობა რუსული სულის ძალაშია: რუსეთი და თანამემამულენი ცვალებად სამყაროში

15.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარის გამოსვლა რელიგიათშორის შეხვედრაზე „რელიგია და განათლება“

06.10.2021

დოსტოევსკი და სახარება

20.09.2021

ავტოკეფალიის თემა იყო ერთადერთი, რაც უნდა განხილულიყო ყოველთა მართლმადიდებელთა კრებაზე, – მიიჩნევს ბაჩის ეპისკოპოსი ირინეოსი

17.09.2021

კიკოსის მიტროპოლიტი ნიკიფორე: პატრიარქ ბართლომეოსის ცალმხრივი გადაწყვეტილება უკრაინის შესახებ საერთო მართლმადიდებლურ ერთობას საშინელი მასშტაბის განხეთქილებას უქადის

17.09.2021

მიტროპოლიტ ილარიონის სიტყვით გამოსვლა წიგნის პრეზენტაციაზე – „კიევის მიტროპოლიის შეერთება რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან. 1676-1686 წწ. კვლევები და დოკუმენტები“

16.09.2021

კონსტანტინეპოლის ძალაუფლებრივი პრეტენზიები როგორც ეკლესიის ერთობის საფრთხე

16.09.2021

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სიტყვა კონფერენციის გახსნაზე, რომლის თემაა: „მსოფლიო მართლმადიდებლობა: პირველობა და კრებსითობა მართლმადიდებლური სარწმუნოების სწავლების შუქზე“.

16.09.2021

ევქარისტიის მართლმადიდებლური გაგება

06.09.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب