მთავარი გვერდი ახალი ამბები
მიტროპოლიტი ილარიონი: პატრიარქმა ბართლომეოსმა კანონიკურ…

მიტროპოლიტი ილარიონი: პატრიარქმა ბართლომეოსმა კანონიკური ცნობიერება სრულიად დაკარგა


რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 23-24 სექტემბრის სხდომებზე პატრიარქმა კირილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების მთავარ ამოცანათა შორის არის მუშაობა მსოფლიო მართლმადიდებლობაში განხეთქილებების დასაძლევად, რომლებიც წარმოშობილია „კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს უგუნური შეჭრით უკრაინაში“. პროგრამის, „ეკლესია და მსოფლიო“, წამყვანის თხოვნით, სსკგ-ს მეთაურმა მიტროპოლიტმა ილარიონმა განმარტა უკანასკნელი სინოდის რიგი გადაწყვეტილებები.

„კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ბართლომეოსმა აღიარა უკრაინელი სქიზმატიკოსები და კალმის ერთი მოსმით ისინი ვითომ ლეგიტიმურ „უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიად“ აქცია. ამ უკანონო და ანტიკანონიკურ ქმედებას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ დაეთანხმა მთელი რიგი მიზეზების გამო, რომელთაგან მთავარი ისაა, რომ ამ ადამიანებს კანონიკური ქიროტონია არ გააჩნიათ“, – დააზუსტა მიტროპოლიტმა ილარიონმა.

ამჟამინდელი ეპისკოპოსების ლეგიტიმურობა, რომლებიც ეკლესიაში მსახურობენ, მხოლოდ სამოციქულო მემკვიდრეობის ფაქტს ეფუძნება; სახელდობრ – ეს არის ხელთდასხმების ჯაჭვი, რომელიც მოციქულებიდან უწყვეტად მოვიდა ამ ეპისკოპოსებამდე. ამასთან, არსებობს წესი, რომ ეპისკოპოსის ხელთდასხმა შეუძლია მინიმუმ ორ ან სამ ეპისკოპოსს. თუ ადამიანი არ არის ხელთდასხმული ორი ეპისკოპოსის მიერ ან ხელთდასხმულია ორი არაეპისკოპოსის მიერ, მაშინ მისი ხელთდასხმა ნამდვილი არ არის. უკრაინულ განხეთქილებაში ხელთდასხმის სწორედ ეს მეთოდი გამოიყენეს. იქ იყო თვითმარქვია, რომელიც თავს ეპისკოპოსად წარმოაჩენდა (სინამდვილეში ის იყო გაქცეული დიაკონი) და იყო ხარისხჩამორთმეული ეპისკოპოსი, – ამ ორი ავანტიურისტიდან წამოვიდა უკრაინული განხეთქილების ერთ-ერთი შტოს ეგრეთ წოდებული „იერარქია“: „პატრიარქმა ბართლომეოსმა ეს თვითნაკურთხები ეპისკოპოსების ხარისხში აღიარა. უფრო მეტიც, მრავალმილიონიანი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში შედის, პატრიარქმა ბართლომეოსმა თავისი კალმის ერთი მოსმით ვითომ გააუქმა, და მისი უფლებები სქიზმატურ სტრუქტურას გადასცა, და ახლა ცდილობს, უკრაინის ხელისუფლების დახმარებით მიაღწიოს, რომ ამ სქიზმატურ სტრუქტურას კანონიკური ეკლესიის ქონება გადაეცეს“.

მთელი ეს საქმიანობა იმდენად უკანონოა, იმდენად უგუნურია, – როგორც უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ თქვა, – რომ ისინი მოწმობენ იმას, რომ პატრიარქმა ბართლომეოსმა კანონიკური ცნობიერება სრულიად დაკარგა. უფრო მეტიც, მან დაკარგა წარმოდგენა იმის შესახებ, რომ მოქმედება მართებს სხვა ადგილობრივ ეკლესიებთან თანხმობით. ამ აღებულ შემთხვევაში კი ის მოქმედებდა არათუ სხვებთან შეუთანხმებლად, არამედ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მკაფიოდ გამოხატულ პოზიციის საწინააღმდეგოდაც“, – განაცხადა მეუფე ილარიონმა.

თავისი საქმეების გამო პატრიარქი ბართლომეოსი „აღარ არის პირველი თანასწორთა შორის ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების ოჯახში, რადგან მოინდომა პირველობა თანასწორთა გარეშე. ასეთი რამ კი ჩვენს მართლმადიდებლურ ტრადიციაში არ ხდება. როგორც ჩვენმა წმინდა სინოდმა განაცხადა, მან დაკარგა უფლება, იწოდებოდეს პლანეტის 300 მილიონი მართლმადიდებელი მოსახლეობის სულიერ ლიდერად. ის უკვე აღარ წარმოადგენს მსოფლიო მართლმადიდებლობას, არამედ წარმოადგენს მხოლოდ საკუთარ ეკლესიას და, შესაძლებელია, იმ ეკლესიებს, რომლებიც მოისურვებენ, რომ მან ისინი წარმოადგინოს. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია კი ამ ეკლესიების რიცხვს არ მიეკუთვნება“, – რეზიუმირება მოახდინა მიტროპოლიტმა ილარიონმა.

სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური

 

გაზიარება:
რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მონაწილეობა მიიღო რუსეთის რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან რუსეთის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის შეხვედრაში

26.10.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე გამოეხმაურა უწმინდესი პატრიარქის ნეოფიტეს მიმართვას სოფიაში რუსული ტაძრის შესახებ

04.10.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს განცხადება მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების განახლებასთან დაკავშირებით

19.09.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით უმაღლესი საეკლესიო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

05.09.2023

კოპტური ეკლესიის პატრიარქმა მწუხარება და პროტესტი გამოთქვა მიტროპოლიტ იონათანის სასამართლო დევნის გამო

28.08.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს სამღვდელთმთავრო ქიროტონიის 60 წლის იუბილე მიულოცა

26.08.2023

წმინდა სინოდმა დაამტკიცა მღვდელთმთავართა თათბირის გადაწყვეტილებები

24.08.2023

უფლის ფერისცვალების დღესასწაულზე უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღასრულა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში

19.08.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს განცხადება უკრაინის სასამართლოს მიერ ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტ იონათანისათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანასთან დაკავშირებით

07.08.2023

პატრიარქ კირილეს სამძიმარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით

05.08.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ანგელოზის დღე მიულოცა

02.08.2023

წმინდა სერგის სამების ლავრაში მუშაობა დაიწყო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავართა სათათბირომ

19.07.2023

ღირსი სერგი რადონეჟელის ხსენების დღეს რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა წმინდა სერგის სამების ლავრაში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

18.07.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე მიმართავს რელიგიურ მოღვაწეებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კიევ-პეჩერის ლავრის წინამძღვრის დევნასთან დაკავშირებით

15.07.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

ვენის წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარში ღამისთევის ლოცვას ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი წარუძღვა

26.11.2023

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ხალხთა სულიერი ერთობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტს შეხვდა

13.11.2023

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი აფრიკის საპატრიარქო ეგზარქოსის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

13.10.2023

უფლის ჯვრის ამაღლების დღესასწაულზე სსკგ-ის თავმჯდომარემ ლიტურგია აღავლინა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, ფილიპე მოციქულის ტაძარში

27.09.2023

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქს შეხვდა

29.08.2023

კოპტური ეკლესიის პატრიარქმა მწუხარება და პროტესტი გამოთქვა მიტროპოლიტ იონათანის სასამართლო დევნის გამო

28.08.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს სამღვდელთმთავრო ქიროტონიის 60 წლის იუბილე მიულოცა

26.08.2023

უფლის ფერისცვალების დღესასწაულზე უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღასრულა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში

19.08.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს სამძიმარი გამოუცხადა შოვში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით

05.08.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ანგელოზის დღე მიულოცა

02.08.2023

წმინდა სერგის სამების ლავრაში მუშაობა დაიწყო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავართა სათათბირომ

19.07.2023

სსკგ-ის თავმჯდომარე მოსკოვში ანტიოქიის საპატრიარქოს მეტოქიონს ეწვია

03.07.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე: მივესალმებით ნებისმიერ საშუამავლო მისიას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინაში ტრაგიკული კონფლიქტის დაძლევას და სამართლიანი მშვიდობის რაც შეიძლება სწრაფად დამყარებას

29.06.2023

ჟენევაში ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ცენტრალური კომიტეტის სესია დასრულდა

27.06.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب