მთავარი გვერდი ახალი ამბები
რუსეთის ნათლობის დღესასწაულზე უწმინდესმა პატრიარქმა კირ…

რუსეთის ნათლობის დღესასწაულზე უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღავლინა მოსკოვის კრემლის მიძინების საკათედრო ტაძარში


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 29.07.2026. 2026 წლის 28 ივლისს, წმინდა მოციქულთასწორი დიდი მთავრის, ვლადიმერის ხსენების დღეს, რუსეთის ნათლობის საეკლესიო და სახელმწიფო დღესასწაულზე, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საღვთო ლიტურგია აღავლინა მოსკოვის კრემლის საპატრიარქო მიძინების საკათედრო ტაძარში.

პატრიარქის პრეს-სამსახურის ცნობით, ქრისტეს მაცხოვრის საკათედრო ტაძრიდან მიძინების ტაძარში ლუსკუმით მიაბრძანეს წმინდა მოციქულთასწორი დიდი მთავრის, ვლადიმერის წმინდა ნაწილაკი. ტაძარში სიწმინდე დასვენებულ იქნა სამეფო კარის მარჯვნივ.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსთა კრებამ, რომელიც 2008 წლის 24-29 ივნისს გაიმართა, დაადგინა, რომ რუსეთის ნათლობის დღის აღსანიშნავად წმინდა ვლადიმერის ხსენების დღეს, 15/28 ივლისს, „ღვთისმსახურება უნდა აღესრულოს დიდი დღესასწაულის წეს-განგებით, და ამით სათანადო პატივი მიეგოს რუსეთის ნათლისმცემელს“.

წირვის დაწყებამდე უწმინდესმა მეუფემ თაყვანი სცა წმინდა მოციქულთასწორის, დიდ მთავარ ვლადიმერის წმინდა ნაწილაკს.

ლიტურგიაზე მის უწმინდესობას თანამსახურებდნენ: პატრიარქის ადგილმონაცვლე მოსკოვის სამიტროპოლიტოში, კრუტიცკისა და კოლომნის მიტროპოლიტი პავლე; მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პირველი ვიკარი ქალაქ მოსკოვში, ნოვოსპასკის სტავროპიგიალური მონასტრის წინამძღვარი, ვოსკრესენსკის მიტროპოლიტი გრიგოლი; მონასტრებისა და მონაზვნობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე, დონსკოის სტავროპიგიალური მონასტრის წინამძღვარი, კაშირის მიტროპოლიტი თეოგნოსტე; ზვენიგოროდის მიტროპოლიტი არსენი; მოსკოვის საპატრიარქოს ადმინისტრაციული სამდივნოს ხელმძღვანელი, ქ. მოსკოვის ელოხოვოში ბოგოავლენსკის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, ოდინცოვოსა და კრასნოგორსკის მთავარეპისკოპოსი თომა; მოსკოვის სამიტროპოლიტოს ეპისკოპოსთა საბჭოს მდივანი, პოდოლსკისა და ლიუბერცის მთავარეპისკოპოსი აქსიი; სინოდალური მისიონერული განყოფილების თავმჯდომარე, ზელენოგრადის მთავარეპისკოპოსი საბა; მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველის მოადგილე, პერმისა და კუნგურის ეპისკოპოსი ეგნატე; ვისოცკის სტავროპიგიალური მონასტრის წინამძღვარი, სერპუხოვოს ეპისკოპოსი რომანი; უწმინდესი პატრიარქის კირილეს პირადი მდივანი, რამენის ეპისკოპოსი ალექსი; მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მდივანი ქ. მოსკოვში, მოსკოვის ცენტრალური საეკლესიო ოლქის კეთილმოწესე, პროტოპრესვიტერი ვლადიმერ დივაკოვი; მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძრის მნათე, დეკანოზი მიხეილ რიაზანცევი; უწმინდესი პატრიარქის მდივანი მოსკოვის ოლქში, დეკანოზი დიონისე კაზანცევი; საეკლესიო საგარეო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი; სრეტენის სტავროპიგიალური მონასტრის წინამძღვარი, სრეტენის სასულიერო აკადემიის რექტორი, იღუმენი იოანე (ლუდიშჩევი); მოსკოვის ვოსკრესენსკის საეკლესიო ოლქის კეთილმოწესე, დეკანოზი ალექსანდრე დასაევი; მოსკოვის დონსკოის საეკლესიო ოლქის კეთილმოწესე, დეკანოზი ალექსანდრე ფარკოვეცი; მოსკოვის ზარიადიეში საპატრიარქო მეტოქიონის ტაძრების წინამძღვარი, მოსკოვის კრემლის ტაძრებისა და მიძინების საკათედრო ტაძრის მესაჭურჭლე, დეკანოზი ვიაჩესლავ შესტაკოვი; მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სამდივნოს ხელმძღვანელი, მოსკოვის სამიტროპოლიტის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი, მღვდელი ვასილი ლოსევი; მოსკოვის (საქალაქო) ​​ეპარქიის საეკლესიო ოლქების კეთილმოწესენი; დედაქალაქის ტაძრების კლირიკოსები.

ღვთისმსახურებაში მონაწილეობდნენ ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმსახურები და მღვდელმსახურები: ფილიპოპოლის მიტროპოლიტი ნიფონტი, ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქის წარმომადგენელი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან; ზაჰლესა და ბაალბექის მიტროპოლიტი ანტონი; ზაჰლეს სამიტროპოლიტოს კლირიკოსი, არქიმანდრიტი იერემია (აზამი); ბალამანდის უნივერსიტეტის წმინდა იოანე დამასკელის სახელობის საღვთისმეტყველო ინსტიტუტის დოცენტი, არქიმანდრიტი ქრიზოსტომოსი (ელ-მეშერკი); ბალამანდის უნივერსიტეტის სტუდენტები: მღვდელი სილუანე ჯბარა, მღვდელი ათანასე მახული და ბერდიაკონი არსენი (კუსა).

საპატრიარქო მიძინების ტაძარში სადღესასწაულო წირვას ესწრებოდნენ: ეკლესიის საზოგადოებასა და მედიასთან სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე ვ.რ. ლეგოიდა; რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების სახელმწიფო დუმის ქონების, მიწისა და ქონებრივი ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ს.ა. გავრილოვი; რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების სახელმწიფო დუმის დეპუტატი, კრემლში მდებარე საპატრიარქო მიძინების ტაძრის მამასახლისი ნ.იუ. ჩაპლინი; რუსეთის ფედერაციის კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ს.გ. ობრივალინი; რუსეთის ფედერაციის ფედერალური დაცვის სამსახურის მოსკოვის კრემლის კომენდანტის სამსახურის უფროსი, მოსკოვის კრემლის კომენდანტი ს.ნ. უდოვენკო; რუსეთის ფედერაციის საანგარიშო პალატის აუდიტორი ი.ნ. კაგრამანიანი; მოსკოვის ქალაქის ეროვნული პოლიტიკისა და რეგიონთაშორისი ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვ.ი. სუჩკოვი; მსოფლიო რუსეთის ხალხო კრების თავმჯდომარის მოადგილე, სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი მოძრაობის „მართლმადიდებლური რუსეთის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მ.მ. ივანოვი; „რუსული ჯვრის“ დახმარების ფონდის ხელმძღვანელი ე.ო. ბლაგოვი; ცენტრალური კაზაკთა ლაშქრის ატამანი ა.ვ. ფადიუხინი; სანქტ-პეტერბურგის პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძრის ქტიტორი, საიუველირო და სამხატვრო სახელოსნო „აპოსტოლის“ დირექტორი ი.ს. ხარკოვი.

ლიტურგიაზე ლოცულობდნენ სტავროპიგიალური მონასტრების იღუმენები და მონაზვნები, პრეზიდენტის პოლკის სამხედრო მოსამსახურეები, ცენტრალური კაზაკთა ლაშქრის კაზაკები, „საპატრიარქოს მოხალისეების“ მოძრაობის წევრები, მოსკოვის ტაძრების მრევლი და მომლოცველები.

ლიტურგიკული საგალობლები შეასრულა მოსკოვის კრემლის საკათედრო ტაძრების ახალგაზრდულმა გუნდმა ა.მ. ხარკოვას ხელმძღვანელობით.

არაბულ ენაზე წაიკითხეს რიგი სავედრებლები და ასამაღლებლები.

მცირე შესვლისას, უწმინდეს პატრიარქ კირილის ბრძანებულებით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2026 წლის 16 ივლისის განჩინების საფუძველზე (ჟურნალი № 53), პერმისა და კუნგურის ეპისკოპოსი ეგნატე, პერმის სამიტროპოლიტოს მმართველად დადგინებასთან დაკავშირებით, აყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2026 წლის 12 მარტის განჩინების საფუძველზე (ჟურნალი № 20), ზაიკონოსპასკის სტავროპიგიალური მონასტრის ადგილმონაცვლის მოვალეობის შემსრულებელი, მღვდელმონაზონი დანიელი (კონსტანტინოვი) აყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში კვერთხის ბოძებით აღნიშნული მონასტრის ადგილმონაცლედ დამტკიცებასთან დაკავშირებით.

მრჩობლ კვერექსზე აღვლენილ იქნა ვედრება წმინდანის მოსახელე პრეზიდენტის, ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინისათვის:

„ჩვენ ვლოცულობთ ჩვენი რუსეთის ქვეყნის პრეზიდენტისთვის, დღევანდელი წმინდანის სახელის მატარებლის, ვლადიმერ ვლადიმერის ძისთვის, რათა მას ზეციდან მიეცეს ძალა და სიბრძნე მმართველობისა და მართლმსაჯულებისთვის, ჩვენი ქვეყნის კეთილად მართვისთვის, მასში მშვიდობისა და კეთილდღეობის დამყარებისთვის, მისი მტრებისა და მოწინააღმდეგების შეშინებისა და უკუქცევისთვის, და ყველანი შევღაღადებთ: ისმინე უფალო და შეგვიწყალე.

ასევე ვლოცულობთ, რომ სიკეთითა და წყალობით მოიხილო, უფალო, ჩვენი სამშობლოს მხედრობა და ყველა მისი დამცველი, ვინც კი განსაცდელის ჟამს სულსა თვისსა დებს თავისი მოყვასებისთვის, და მოუვლენე მათ შენი ყოვლადძლიერი შეწევნა, და ამისთვის ვღაღადებთ: ისმინე უფალო და შეგვიწყალე.

ასევე ვლოცულობთ, რომ შენი სიბრძნის ნათელით გაანათლო გასასტიკებული ხალხი, შენი ერთგულნი კი განამტკიცო ერთსულოვნებასა და ერთობაში. გევედრებით შენ, ყოვლადკეთილო უფალო, კეთილი გვიყავ და შეგვიწყალე“.

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა ლოცვა აღავლინა წმინდანის მოსახელე პრეზიდენტისთვის:

„უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, ყოველგვარი მოწყალებისა და სიკეთის ღმერთო, რომლის წყალობა უსაზღვრო არს და კაცთმოყვარება – გამოუკვლეველი უფსკრული! შიშითა და ძრწოლით შევუვრდებით შენს დიდებულებას, ვითარცა უღირსი მონანი, მადლიერნი შენი კეთილქმედებებისთვის ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის, დღეს თავისი სახელობის აღმნიშვნელ ვლადიმერ ვლადიმერის ძის მიმართ.

შენ, ვითარცა უფალსა, მეუფესა და კეთილისმყოფელსა ჩვენსა, გადიდებთ, გაქებთ, გიგალობთ და განგადიდებთ, და კვლავაც მოწიწებით ვემხობით შენ წინაშე და მადლობას შეგწირავთ და მდაბლად ვევედრებით შენსა გამოუთქმელსა და უსაზღვრო წყალობასა.

და როგორც აწ ღირსჰყავ ვედრებათა მონათა შენთა შეწყნარება და მოწყალებით მათი აღსრულება, ეგრეთვე მომავალშიც ღირსჰყავ დღეს პატივდებული ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმირ ვლადიმერის ძე, რათა წარემატოს შენდამი სიყვარულსა და ერთგულებასა, და ყოველთა სათნოებათა შინა და ღირსიქმნეს შენთა კეთილმოქმედებათა.

ხოლო მის მიერ მართული ჩვენი რუსეთის ქვეყანა იხსენ ყოვლისაგან ბოროტისა, ყოვლისა განსაცდელისა და მტრისა ხილულისა და უხილავისაგან; მიჰმადლე მას მშვიდობა, მყუდროება და კეთილდღეობა, რათა ჩვენ, შენსა დაუსაბამოსა მამასა, და ყოვლადწმიდასა, და სახიერსა, და ერთარსსა სულსა შენსა ერთარსებაში განდიდებულსა ღმერთსა, მარადის მადლობასა შეგწირავდეთ, და სახელსა შენსა ვადიდებდეთ და ვგალობდეთ, მეტყველნი:

დიდება შენდა, ღმერთო, კეთილისმყოფელო ჩვენო, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

შემდგომ ამისა, უწმინდესმა მეუფემ ლოცვა აღავლინა წმინდა რუსეთისათვის.

ზიარების წინა ქადაგება წარმოთქვა დეკანოზმა ვასილი გელევანმა, მოსკოვის სოკოლნიკებში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების ტაძრის კლირიკოსმა.

წირვის დასრულების შემდეგ მისმა უწმინდესობამ მორწმუნეებს საწინამძღვრო ქადაგებით მიმართა.

ტრადიციისამებრ, საღვთო ლიტურგიის დასასრულ გაიმართა ჯვრით მსვლელობა მიძინების საკათედრო ტაძრიდან წმინდა მოციქულთასწორის და დიდი მთავრის, ვლადიმერის ძეგლამდე, ხოლო პარაკლისი ბოროვიცკაიას მოედანზე ჩატარდა. ლუსკუმა, წმინდა მთავარ ვლადიმერის წმინდა ნაწილაკით, ლიტანიობით იქნა მიბრძანებული ბოროვიცკაიას მოედანზე და პარაკლისის შემდეგ მორწმუნეებს საშუალება მიეცათ სიწმინდეს მიახლებოდნენ და მთხვევოდნენ.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრეს-სამსახურის ფოტო

 

გაზიარება:
რუსეთის ნათლობის დღესასწაულზე უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღავლინა მოსკოვის კრემლის მიძინების საკათედრო ტაძარში

28.07.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს ხელმძღვანელობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

16.07.2026

წმინდა სინოდის წევრებმა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისა და მიტროპოლიტ ანტონისათვის (ჩერემისოვი) სულის მოსახსენიებელი ლიტია აღავლინეს

14.05.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგ სხდომას უხელმძღვანელა

14.05.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს მილოცვა სრულიად საქართველოს ახალარჩეულ კათოლიკოს-პატრიარქს

11.05.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

12.04.2026

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

11.04.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს სამძიმარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო

18.03.2026

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს მიმართ სამღვდელთმთავრო ქიროტონიის 50 წლისთავთან დაკავშირებით

14.03.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2026 წლის პირველ სხდომას

12.03.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უმაღლესი საეკლესიო საბჭოს მუშაობას უხელმძღვანელა

17.02.2026

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილესადმი ინტრონიზაციის მორიგ წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ XXXIV საერთაშორისო საშობაო საგანმანათლებლო საკითხავების პლენარულ სხდომას უხელმძღვანელა

28.01.2026

უწმინდესი პატრიარქი კირილე საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს წმინდა ნინოს ხსენების დღეს ულოცავს

27.01.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს საშობაო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს

07.01.2026

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო მოსკოვში ანტიოქიის მეტოქიონის სასაყდრო დღესასწაულში

26.07.2026

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებს შეხვდა

24.07.2026

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებს შეხვდა

22.07.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს ხელმძღვანელობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

16.07.2026

სსკგ-ის თავმჯდომარე სიტყვით გამოვიდა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ პლენარულ სხდომაზე „ოჯახი, როგორც ტრადიციული სულიერ-ზნეობრივი ღირებულება“

23.06.2026

სსკგ-ის თავმჯდომარის მისასალმებელი სიტყვა პლენარულ სხდომაზე „ოჯახი, როგორც ტრადიციული სულიერ-ზნეობრივი ღირებულება"

23.06.2026

წმინდა სინოდის წევრებმა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისა და მიტროპოლიტ ანტონისათვის (ჩერემისოვი) სულის მოსახსენიებელი ლიტია აღავლინეს

14.05.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგ სხდომას უხელმძღვანელა

14.05.2026

სსკგ-ის თავმჯდომარემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

11.05.2026

სსკგ-ის თავმჯდომარემ სამძიმარი გამოთქვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის გარდაცვალების გამო

18.03.2026

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში „ბიბლიის სინოდალური თარგმანის 150 წლისთავი: ტრადიციები და თანამედროვეობა“

16.02.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ XXXIV საერთაშორისო საშობაო საგანმანათლებლო საკითხავების პლენარულ სხდომას უხელმძღვანელა

28.01.2026

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2025 წლის დასკვნითი სხდომა

26.12.2025

შედგა წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

25.12.2025

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب