მთავარი გვერდი ახალი ამბები
მოსკოვის წმინდანთა კრების დღესასწაულზე, უწმინდესმა პატრ…

მოსკოვის წმინდანთა კრების დღესასწაულზე, უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საღმრთო ლიტურგია აღავლინა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 07.09.2026. 6 სექტემბერს, სულთმოფენობიდან მე-14 კვირიაკეს, კიევის, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტის, სასწაულთმოქმედის, წმინდა მღვდელთმთავარ პეტრეს წმინდა ნაწილების გადასვენებისა და მოსკოვის წმინდანთა კრების დღესასწაულზე, ღვთის ქმნილებებისთვის განსაკუთრებული ლოცვის დღეს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საღმრთო ლიტურგია აღავლინა მოსკოვში, ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში.

ძველი სტილით 26 აგვისტოს წინა კვირიაკეს ყოველწლიურად აღინიშნება მოსკოვის წმინდანთა კრების დღესასწაული, რომელიც დაწესდა 1997 წელს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით,  ასევე, 2015 წლის 13 ივლისს, წმინდა სინოდმა სექტემბრის პირველი კვირა (ძველი სტილით 18 აგვისტოს შემდგომი პირველი კვირიაკე) დააწესა ღვთის ქმნილებებისთვის განსაკუთრებული ლოცვის ყოველწლიურ დღედ.

ქრისტეს მაცხოვრის საკათედრო ტაძარში შესვლისთანავე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა თაყვანი სცა სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის სასწაულთმოქმედ ასლს, ღვთისმშობლის ვლადიმირის ხატს და მოსკოვის მიტროპოლიტის, წმინდა ფილარეტის წმინდა ნეშტს.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის XVII საუკუნის სმოლენსკის ხატის სასწაულთმოქმედი ასლი წინა დღით ჩამოაბრძანეს სმოლენსკის მიძინების საკათედრო ტაძრიდან. ხატი სრულიად მოსკოვის ჯვრით მსვლელობის ერთ-ერთ მთავარ სიწმინდედ იქცა.

შემოსვის შემდეგ, უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ლუსკუმის დახვედრას, რომელშიც დასვენებულია კეთილმსახური მთავრის, დიმიტრი დონელის წმინდა ნაწილაკი. ლუსკუმა გადმობრძანებულ იქნა მოსკოვის კრემლის მთავარანგელოზის საკათედრო ტაძრიდან. სიწმინდეს მოაცილებდა მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი, ვოსკრესენსკის მიტროპოლიტი გრიგოლი.

ლიტურგიაზე მის უწმინდესობას თანამსახურებდნენ: კრუტიცისა და კოლომნის მიტროპოლიტი პავლე, მოსკოვის სამიტროპოლიტოს საპატრიარქო ვიკარი; მიტროპოლიტი გრიგოლი, მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პირველი ვიკარი მოსკოვში, მოსკოვის ნოვოსპასკის სტავროპიგიალური მამათა მონასტრის წინამძღვარი; ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე; სმოლენსკისა და დოროგობუჟის მიტროპოლიტი ისიდორე; ზვენიგოროდის მიტროპოლიტი არსენი; ოდინცოვოსა და კრასნოგორსკის მთავარეპისკოპოსი თომა, მოსკოვის საპატრიარქოს ადმინისტრაციული სამდივნოს ხელმძღვანელი, მოსკოვის ელოხოვოს ბოგოიავლენსკის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი; პოდოლსკისა და ლიუბერცის მთავარეპისკოპოსი აქსიოსი; ზელენოგრადის მთავარეპისკოპოსი საბა, სინოდალური მისიონერული განყოფილების თავმჯდომარე, მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველის მოადგილე; სერპუხოვოს ეპისკოპოსი რომანი, ვისოცკის სტავროპიგიალური მამათა მონასტრის წინამძღვარი; ვიდნოვსკის ეპისკოპოსი ტიხონი, წმინდა ეკატერინეს სტავროპიგიალური მამათა მონასტრის წინამძღვარი; პავლოვო-პოსადის ეპისკოპოსი სილუანე, მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველის მოადგილე; ისტრის ეპისკოპოსი სერაფიმე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გამომცემლობის საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე; სერგიევო-პოსადისა და დმიტროვის ეპისკოპოსი კირილე, წმინდა სერგის წმინდა სამების ლავრის წინამძღვარი, მოსკოვის სასულიერო აკადემიის რექტორი; რამენის ეპისკოპოსი ალექსი, უწმინდეს პატრიარქ კირილეს პირადი მდივანი; ეგორიევის ეპისკოპოსი მეთოდე, წმინდა ტიხონის მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტის რექტორი, ნიკოლო-უგრეშის სტავროპიგიალური მამათა მონასტრის წინამძღვარი; დეკანოზი მიხეილ რიაზანცევი, ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძრის უფროსი მეკლიტური; დეკანოზი დიონისე კაზანცევი, უწმინდესი პატრიარქის მდივანი მოსკოვის ოლქში; დეკანოზი ვასილი მოვჩანიუკი, სმოლენსკის ეპარქიის იარცევოს ოლქის კეთილმოწესე; მღვდელი ვასილი ლოსევი, მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სამდივნოს ხელმძღვანელი, მოსკოვის სამიტროპოლიტის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი; ქ. მოსკოვის სასულიერო პირები.

ლიტურგიკული საგალობლები შეასრულა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდმა (რეგენტი – ი.ბ. ტოლკაჩევი).

უწმინდესმა მეუფემ საღმრთო მსახურება აღასრულა მიტროპოლიტ პეტრეს საპირველიერარქო კვერთხის ასლით, რომელიც დაცულია მოსკოვის კრემლის იარაღის პალატაში.

საპატრიარქო ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ: რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ცენტრალურ ფედერალურ ოლქში ი.ო. შჩეგოლევი; რუსეთის ფედერაციის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი ა.ა. ალიხანოვი; რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილე ა.იუ. კუზნეცოვა; რუსეთის ლიბერალური დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების სახელმწიფო დუმის ლიბერალური და სახალხო პარტიის ფრაქციის ხელმძღვანელი, სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლ.ე. სლუცკი; ეკლესიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე ვ.რ. ლეგოიდა; რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების სახელმწიფო დუმის კომიტეტის თავმჯდომარე საკუთრების, მიწისა და ქონებრივი ურთიერთობების საკითხებში ს.ა. გავრილოვი; რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების ფედერაციის საბჭოს ბიუჯეტისა და ფინანსური ბაზრების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ა.ვ. შენდერიუკ-ჟიდკოვი; რუსეთის გმირი, მფრინავ-კოსმონავტი ე.ო. სეროვა; რუსეთის ფედერაციის ანგარიშების პალატის აუდიტორი ი.ნ. კაგრამანიანი; ღსს „რუსეთის სარკინიგზო გზის“ გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ვ.ვ. მიხაილოვი; მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების თავმჯდომარის მოადგილე, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის რუსული მართლმადიდებლური უნივერსიტეტის რექტორი ა.ვ. შჩიპკოვი; მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების თავმჯდომარის მოადგილე, სრულიად რუსული საზოგადოებრივი მოძრაობის „მართლმადიდებლური რუსეთის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მ.მ. ივანოვი; ტელეარხ „სპასის“ გენერალური დირექტორი ბ.ვ. კორჩევნიკოვი; პირველი ვიცე-პრეზიდენტი – ფინანსური დირექტორი, სსს სამთო-მეტალურგიული კომბინატის „ნორილსკ ნიკელის“ დირექტორთა საბჭოს წევრი ს.გ. მალიშევი; ტელეარხ „როსია-24“-ის მთავარი რედაქტორი ე.ვ. ბეკასოვი და სხვები.

ტაძარში ლოცულობდნენ ქ. მოსკოვის დედათა მონასტრების იღუმენიები და ბინადრები,სამხედრო მოსამსახურენი – პროგრამა „გმირების დრო“-ს მონაწილენი, სრულიად რუსეთის კაზაკთა საზოგადოებისა და ცენტრალური კაზაკთა არმიის კაზაკები, მრავალრიცხოვანი მორწმუნეები.

საპატრიარქო წირვა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ტელეარხებით „სოიუზი“ და „სპასი“, ასევე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ ვებგვერდზე, Патриархия.ru. ტრანსლაცია ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძრის წინ დამონტაჟებულ დიდ ეკრანებზეც გადაიცემოდა.

მრჩობლ კვერექსზე აღვლენილ იქნა ვედრება – რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა წმინდა რუსეთი ღმერთს შეავედრა.

ზიარების წინ მოსკოვის სოლომენი სტოროჟკის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ვლადიმერ ნოვიცკიმ იქადაგა.

ზიარების შემდეგ, უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ სამწყსოს საწინამძღვრო ქადაგებით მიმართა, რომელიც სარულიად მოსკოვის ჯვრით მსვლელობის დაწყებას მიეძღვნა:

„მოგესალმებით ყველას, ძვირფასო მეუფენო, მამანო, ძმანო და დანო, და გულითადად გილოცავთ წმინდა მღვდელთმთავარ პეტრეს ხსენების დღესასწაულს!

ამ დღეს ჩვენ განსაკუთრებულად ვიკრიბებით, რათა გავიხსენოთ წმინდა მღვდელთმთავარი პეტრე და ვადიდოთ მოსკოვის მიწაზე გაბრწყინებული ყველა წმინდანი.

ჩვენთან ახლა ფეხს იდგამს სრულიად მოსკოვის ჯვრით მსვლელობის შესანიშნავი ტრადიცია. დღეს ჩვენ კიდევ ერთ წვლილს შევიტანთ ამ ტრადიციის განმტკიცებაში, რათა ლოცვა მოსკოვის მიწაზე გაბრწყინებული ყველა წმინდანისა და წმინდა პეტრესადმი მომავალი თაობების მონაპოვარიც გახდეს.

ამისთვის საჭიროა დავიცვათ მართლმადიდებლური სარწმუნოება, მივაჩვიოთ ჩვენი შვილები ეკლესიაში ლოცვას, ჯვრით მსვლელობაში მონაწილეობას. არ უნდა შევიბრალოთ ბავშვები, ანუ ძალიან უნდა გვებრალებოდეს ისინი გარდა ერთი შემთხვევისა და ერთი გარემოებისა – როდესაც საქმე ლოცვას ეხება.

მინდა რაღაც გავიხსენო ჩემი ბავშვობიდან. ჩემს შებრალებასაც ცდილობდნენ. მე კი მიყვარდა, როდესაც უფროსებს ეკლესიაში მივყავდი, განსაკუთრებით წმინდა ნიკოლოზის აკათისტურ მსახურებაზე, რომელიც სრულდებოდა მაშინდელი ლენინგრადის ფერისცვალების ტაძარში. ბევრი ხალხი იკრიბებოდა. მაგრამ, როგორც ჩანს, ჩემს მშობლებს დიდად არ სურდათ ჩემი წაყვანა, რადგან მსახურება ხანგრძლივი იყო და ბავშვი შეიძლება დაღლილიყო. სიტყვასიტყვით მახსოვს ჩემი დისკუსია მშობლებთან: „თქვენ შვილი ეკლესიაში წაყვანას გთხოვთ. არა თეატრში, არა ბაზარში – ეკლესიაში! და თქვენ არ მიგყავთ!“. ამ სიტყვების შემდეგ დედამ მითხრა: „ჩაიცვი!“, და ამის მერე მშობლებს აღარასოდეს შეუშლიათ ხელი, მონაწილეობა მიმეღო ჯვრით მსვლელობაში.

აი, რაღაც გავიხსენე ბავშვობიდან. ეს რთული ბავშვობა იყო. ჩვენ ათეისტურ ქვეყანაში ვცხოვრობდით და, რა თქმა უნდა, ყველა ეს ღონისძიება, მათ შორის, ლიტანიობა, ჩვენს ხალხში, ჩვენს ქვეყანაში შენარჩუნებული რწმენის მოწმობა იყო.

დღეს კი, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, სახელმწიფო ხელისუფლების მხარდაჭერით, რომელიც უზრუნველყოფენ ჩვენი ჯვრით მსვლელობის უსაფრთხოებას, ეს ყველაფერი დიდი ღირსებით და დიდძალი ხალხის მონაწილეობით სრულდება.

კიდევ ერთხელ მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი მოვლენა და გისურვოთ, რომ ჯვრით მსვლელობები რუსეთის მიწაზე, ქალაქ მოსკოვში, არასდროს შეწყვეტილიყოს, რომ ისინი ჩვენს ხალხში მართლმადიდებლური რწმენის ხილულ მოწმობად დარჩენილიყოს. დაე უფალმა, მოსკოვის მიტროპოლიტის, წმინდა მღვდელთმთავარ პეტრეს ლოცვით, დაიცვას მართლმადიდებლური რწმენა ჩვენს ხალხში და ეს რწმენა თაობიდან თაობას გადასცემოდეს. ამინ!

გილოცავთ დღესასწაულს!“.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ აღევლინა მოსკოვის წმინდანთა კრების სადიდებელი, რის შემდეგაც რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი სრულიად მოსკოვის ჯვრით მსვლელობას ჩაუდგა სათავეში.

გაზიარება:
უწმინდეს პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით უმაღლესი საეკლესიო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

17.09.2026

მოსკოვის წმინდანთა კრების დღესასწაულზე, უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საღმრთო ლიტურგია აღავლინა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში

07.09.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ვოსტრას მიტროპოლიტ ტიმოთეს, კვიპროსში იერუსალიმის საპატრიარქოს ეგზარქოსს, 75 წლის იუბილე მიულოცა

30.08.2026

უფლის ფერისცვალების დღესასწაულზე უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღავლინა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში და ამასთანავე არქიმანდრიტ ეფთვიმეს (კულიკოვი) ანადირის ეპისკოპოსად კურთხევის წეს-განგებას უხელმძღვანელა

19.08.2026

რუსეთის ნათლობის დღესასწაულზე უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღავლინა მოსკოვის კრემლის მიძინების საკათედრო ტაძარში

28.07.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს ხელმძღვანელობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

16.07.2026

წმინდა სინოდის წევრებმა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისა და მიტროპოლიტ ანტონისათვის (ჩერემისოვი) სულის მოსახსენიებელი ლიტია აღავლინეს

14.05.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგ სხდომას უხელმძღვანელა

14.05.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს მილოცვა სრულიად საქართველოს ახალარჩეულ კათოლიკოს-პატრიარქს

11.05.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

12.04.2026

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

11.04.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს სამძიმარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო

18.03.2026

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს მიმართ სამღვდელთმთავრო ქიროტონიის 50 წლისთავთან დაკავშირებით

14.03.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2026 წლის პირველ სხდომას

12.03.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უმაღლესი საეკლესიო საბჭოს მუშაობას უხელმძღვანელა

17.02.2026

მოსკოვის წმინდანთა კრების დღესასწაულზე, უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საღმრთო ლიტურგია აღავლინა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში

07.09.2026

სსკგ-ის თავმჯდომარე კერკირის მიტროპოლიტ ნეკტარიოსს შეხვდა

18.08.2026

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო მოსკოვში ანტიოქიის მეტოქიონის სასაყდრო დღესასწაულში

26.07.2026

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებს შეხვდა

24.07.2026

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებს შეხვდა

22.07.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს ხელმძღვანელობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

16.07.2026

სსკგ-ის თავმჯდომარე სიტყვით გამოვიდა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ პლენარულ სხდომაზე „ოჯახი, როგორც ტრადიციული სულიერ-ზნეობრივი ღირებულება“

23.06.2026

სსკგ-ის თავმჯდომარის მისასალმებელი სიტყვა პლენარულ სხდომაზე „ოჯახი, როგორც ტრადიციული სულიერ-ზნეობრივი ღირებულება"

23.06.2026

წმინდა სინოდის წევრებმა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისა და მიტროპოლიტ ანტონისათვის (ჩერემისოვი) სულის მოსახსენიებელი ლიტია აღავლინეს

14.05.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგ სხდომას უხელმძღვანელა

14.05.2026

სსკგ-ის თავმჯდომარემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

11.05.2026

სსკგ-ის თავმჯდომარემ სამძიმარი გამოთქვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის გარდაცვალების გამო

18.03.2026

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში „ბიბლიის სინოდალური თარგმანის 150 წლისთავი: ტრადიციები და თანამედროვეობა“

16.02.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ XXXIV საერთაშორისო საშობაო საგანმანათლებლო საკითხავების პლენარულ სხდომას უხელმძღვანელა

28.01.2026

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2026

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب