მთავარი გვერდი ახალი ამბები
სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელის…

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა


2021 წლის 3 ოქტომბერს, წმინდა მოწამეთა და აღმსარებელთა ჩერნიგოვის თავადის მიქაელისა და მისი ბოიარის თეოდორეს სასწაულთმოქმედების ხსენების დღეს, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, წმინდა მოციქულთა სწორთა კირილესა და მეთოდეს სახელობის ზოგადსაეკლესიო ასპირანტურისა და დოქტორანტურის რექტორმა, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა, მოსკოვში ამ წმინდანების სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა. ტაძარი ჩერნიგოვის საპატრიარქოს მეტოქიონის კომპლექსის შემადგენლობაში შედის, რომლის შენობაშიც ზოგადსაეკლესიო ასპირანტურა და დოქტურანტურა არის განთავსებული.

საღმრთო ლიტურგიაზე მწყემსმთავარს თანამსახურებას უწევდნენ ზოგადსაეკლესიო ასპირანტურისა და დოქტურანტურის სწავლებითი მიმართულების პრორექტორი მღვდელმონაზონი პავლე (ჩერქასოვი), მეტოქიონის კლირიკოსები.

მრჩობლი კვერექსის შემდეგ მიტროპოლიტმა ილარიონმა სნების განმფენი ქარის დროს საკითხავი ლოცვა აღავლინა.

ღვთისმსახურების დასრულებისას მეუფემ მორწმუნეებს სიტყვით მიმართა:

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!

რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსლვაჲ, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე. რამეთუ რომელსა უნდეს სულისა თჳსისა განრიდებაჲ, წარიწყმიდოს „იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს გინა სახარებისათჳს, მან აცხოვნოს იგი“ (მკ. 8:34-35). „რამეთუ რომელსა-იგი სირცხჳლ უჩნდეს ჩემი და სიტყუათა ჩემთაჲ, ნათესავსა ამას მემრუშესა და ცოდვილსა, ძემანცა კაცისამან არცხჳნოს მას, რაჟამს მოვიდეს დიდებითა მამისა თჳსისაჲთა ანგელოზთა თანა წმიდათა“ (მკ. 8:38).

ჩვენ ეს სიტყვები დღევანდელი სახარების საკითხავიდან მოვისმინეთ. ისინი ძალიან შეესაბამება იმ მოვლენას, რომელსაც ჩვენ დღეს აღვნიშნავთ – ჩვენი წმინდა ტაძრის ზეციური მფარველების, მოწამეთა მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების ხსენების დღეს.

რას ნიშნავს „სულისა თჳსისა განრიდებაჲ“ და „წარიწყმიდოს სული თჳსი“? რას გულისხმობდა იესო ქრისტე, როდესაც ამ სიტყვებს ამბობდა? სიტყვა „სული“ ამ შემთხვევაში ნიშნავს ადამიანურ სიცოცხლეს, ხოლო „განრიდებაჲ“ მისი – ნიშნავს, რომ ადამიანები ყოველთვის ზედმეტად ზრუნავენ იმაზე, რომ სიცოცხლე შეინარჩუნონ, გაახანგრძლივონ ის, საფრთხეებს გაექცნენ. მაგრამ ქრისტე აქ საუბრობს იმაზე, რომ თუ ადამიანი თავის სიცოცხლეს გასწირავს ან თუ სიცოცხლეს წაართმევენ მისი სახელის გამო, სახარების სახელის გამო, მაშინ ადამიანი გადაარჩენს თავის სიცოცხლეს (სულს), ანუ ის იხსნის საკუთარ სულს.

წმინდა კეთილმსახურმა მიქაელ ჩერნიგოველმა და მისმა ერთგულმა ბოიარმა თეოდორემ სიცოცხლეშიც და სიკვდილშიც სრულად აღასრულეს ის სიტყვები, რაც ჩვენ დღეს მოვისმინეთ.

ეს იყო ბურუსით მოცული დრო რუსეთისთვის – XIII საუკუნის პირველი ნახევარი. მთავართა ურთიერთბრძოლის შედეგად დაშლილი რუსეთი იმდენად იყო დასუსტებული, რომ ოქროს ურდოს ვასალურ დამოკიდებულებაში აღმოჩნდა. და ყველა მთავარი, რომელიც ხელისუფლებაში მოდიდოდა, სანამ მმართველობაში ჩაერთვებოდა, უნდა მიეღო ეტიკეტი, ანუ მანდატი მონღოლთა ხანისგან.

ჯერ კიდევ ახალგაზრდა მიქაელმა ჩერნიგოვის სამთავრო მემკვიდრეობით მიიღო. ის ღვთისმოსაობითა და სამართლიანობით გამოირჩეოდა, ხალხს უყვარდა და პატივს სცემდა. რაღაც პერიოდში ის ნოვგოროდის მთავარიც იყო. ერთი პერიოდი –კიევის დიდი მთავარი. მაგრამ ყოველ ჯერზე, მას შემდეგ, რაც მას იწვევდნენ სხვა რომელიმე სამთავროში მმართველად და ის მართვაში ებმებოდა, ის მერე მაინც თავის მშობლიურ და საყვარელ ჩერნიგოვში ბრუნდებოდა.

და აი, დადგა მომენტი, როდესაც მონღოლმა ხანმა ის დაიბარა, რათა მისთვის მთავრის ეტიკეტი გადაეცა. მიქაელს ესმოდა, რომ ურდოში მოგზაურობა მისი სიცოცხლის რისკთან იყო დაკავშირებული, მაგრამ სხვა გზა არ იყო. და ის წავიდა უცხო ქვეყანაში, სადაც უკვე იცოდნენ, რომ თავადი მიქაელი ურდოს წინააღმდეგ ბრძოლაში მოკავშირეებს ეძებდა, რათა, რუსი ხალხი საძულველი მონღოლების უღლისგან გაეთავისუფლებინა. ამიტომ მას არა მხოლოდ ეტიკეტის გადასაცემად ელოდებოდნენ, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ხანისადმი მისი ერთგულების გამოსაცდელად.

როდესაც მთავარი ჩავიდა, მას უთხრეს, რომ სანამ ხანს მიეახლებოდა, მას წარმართული რიტუალი უნდა გაევლო – გამწმენდი კოცონი. მასთან გავლისას თაყვანი უნდა ეცა ღმერთებისთვის, რომლებსაც მონღოლები აღიარებდნენ. მაგრამ კეთილმსახურმა თავადმა, მართლმადიდებლური რწმენით აღზრდილმა და ამ რწმენაში მტკიცემ, როგორც ადამანტმა, თქვა: „მე შემიძლია თაყვანი ვცე მხოლოდ ერთ ღმერთს. მე მზად ვარ ხანს ვემსახურო როგორც მიწიერ მმართველს, მაგრამ უცხო ღმერთებს მე თაყვანს არ ვცემ“. ამის გამო მან მრავალი წამება გადაიტანა და თავის მოკვეთით აღესრულა. თავადი მიქაელის გარდაცვალების შემდეგ, მთავრობა მის ნაცვლად მის ერთგულ ბოიარს თეოდორეს შესთავაზეს, მაგრამ მანაც უარი თქვა წარმართული რიტუალის გავლაზე, და ასევე თავი მოჰკვეთეს.

ამ ორი წმინდა მოწამის თაყვანისცემა დაიწყო მას შემდეგ, რაც რუსეთში ცნობილი გახდა მათი წამების ამბავი. მიუხედავად იმისა, რომ მათი სხეულები გარეული მხეცების დასაგლეჯად იქნა გადაგდებული, ღვთისმოსავმა ქრისტიანებმა მოახერხეს მათი ნეშტების შენარჩუნება და ჩერნიგოვში გადასვენება, სადაც ისინი საზეიმოდ დაკრძალეს.

იოანე მრისხანის დროს, მისი მითითებით წმიდა მოწამეთა ნაწილები დედაქალაქ მოსკოვში გადმოასვენეს. სწორედ აქ, ამ ადგილას შეხვდა მეფე იოანე მრისხანე წმიდა მოწამეთა ნაწილებს. ამ მოვლენის სამახსოვროდ აიგო ეს ტაძარი – წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის ტაძრის მოპირდაპირედ.

ჩვენ დღეს განვადიდებთ წმინდა მოწამეებს – მიხეილ ​​ჩერნიგოველ თავადს და მის ბოიარ თეოდორეს ­­­– როგორც ადამიანებს, რომლებმაც საკუთარ სიცოცხლესა და სიკვდილში უფალ იესო ქრისტესადმი ერთგულება გამოავლინეს; მარადიული სიცოცხლე დროებით ცხოვრებას ამჯობინეს და საკუთარი სიცოცხლე წარიწყმიდეს, რათა თავიანთი და სხვა მრავალი ადამიანის სიცოცხლე გადაერჩენათ, რადგან ისინი აღესრულებოდნენ არა მხოლოდ ქრისტესთვის, არამედ თავიანთი მშობლიური მიწისთვისაც.

წმინდა კეთილმსახური მთავარი მიქაელი ურდოში პირველი მოწამე გახდა. მას სხვა მოწამეებიც მიჰყვნენ. წმინდა ეკლესია ყველა მათგანს განადიდებს, რადგან ისინი ზრუნავდნენ თავიანთ ხალხზე, საკუთარ სიცოცხლეს არ იშურებდნენ თავიანთი ხალხის გამო და უფალი იესო ქრისტეს აღთქმა აღასრულეს, საკუთარ სიცოცხლესა და სიკვდილში უფლის ერთგულება აჩვენეს.

განვადიდებთ რა ჩერნიგოველ წმინდა მოწამეებს, ვევედროთ მათ იმისთვის, რომ ჩვენც დაგვეხმარონ გვქონდეს მტკიცე და ძლიერი რწმენა. რათა ჩვენც გავიაზროთ, რომ მიწიერი ცხოვრების გარდა არის მარადიული სიცოცხლე, და რომ ზრუნვა ჭირდება არა მიწიერი სიცოცხლის შენარჩუნებას, არამედ სულის გადარჩენას მარადიულ ცხოვრებაში, ხოლო ამისკენ მიმავალი გზა უფალ იესო ქრისტეს აღსმარებლობაზე გადის.

უფალი მოგვიწოდებს ღიად ვაღიაროთ ის ხალხის წინაშე. ამისთვის ჩვენს დროში არანაირი დაბრკოლება არ არსებობს. იყო დრო, როდესაც ქრისტიანებს უწევდათ საკუთარი რწმენის დაფარვა და მდევნელებისგან დამალვა. მაგრამ ახლა ამის არანაირი საჭიროება არ არის. ამიტომ, თითოეული ჩვენგანი მოწოდებულია იყოს არა მხოლოდ მორწმუნე, არამედ მოციქულიც, ქრისტეს მქადაგებელი და ქრისტეს შესახებ ყველას მოუთხროს, ვისაც ამ სიტყვის მოსმენა შეუძლია. ნურც თავზე მოახვიოთ ვინმეს რაიმეს, და ნურც შემთხვევას გაუშვებთ ხელიდან, მოუთხროთ იმის შესახებ, ვინც ხორცშესხმული ღმერთია, ვინც სიცოცხლესა და მარადიულ ხსნას ანიჭებს თითოეულ ადამიანს.

ვილოცოთ წმიდა მოწამე მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მიმართ, რომ უფალმა მათი შუამდგომლობით თითოეულ ჩვენგანს მოგვანიჭოს ძლიერი რწმენა და ცათა სასუფევლში მიმყვანი სახარებისეული გზის გაყოლის სურვილი, ამინ.

ყველას გილოცავთ ჩვენი წმინდა ტაძრის სასაყდრო დღესასწაულს. უფალი ფარავდეს ყველა თქვენგანს“.

სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური

გაზიარება:
პატრიარქ კირილეს მილოცვა საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს მოციქულთასწორი ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით

27.01.2023

რუსეთის ეკლესიის წინამძღვრის თავმჯდომარეობით გაიმართა XXXI საერთაშორისო საშობაო საგანმანათლებლო საკითხავების პლენარული სხდომა

25.01.2023

შედგა თათბირი, რომელიც უკრაინაში არსებული ვითარების განხილვას მიეძღვნა

10.01.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე საშობაო ზავის დადების მოწოდებით გამოვიდა

05.01.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს დაბადების 90 წლისთავთან დაკავშირებით

04.01.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

28.12.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და ეკლესიის უმაღლესი საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

28.12.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს მიულოცა, რომლებიც შობის დღესასწაულს გრიგორიანული კალენდრით აღნიშნავენ

25.12.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ინტრონიზაციის 45 წლისთავი მიულოცა

25.12.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რუმინეთის უნეტარეს პატრიარქ დანიელს ანგელოზის დღე მიულოცა

17.12.2022

შედგა უწმინდესი პატრიარქის შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან, დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსთან და ეგზარქოსის ვიკარიუსთან

29.11.2022

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მილოცვა უწმინდეს პატრიარქ კირილეს დაბადების 76 წლისთავთან დაკავშირებით

20.11.2022

უფალს მიებარა კვიპროსის მთავარეპისკოპოსი უნეტარესი ქრიზოსტომოს II

07.11.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება საერთაშორისო რელიგიათაშორისო ფორუმის – G20 „რელიგია, როგორც გლობალური პრობლემების გადაჭრის წყარო“ – მონაწილეებს

02.11.2022

დასრულდა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის სამუშაო ვიზიტი ანტიოქიის საპატრიარქოში

24.01.2023

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა ანტიოქიის პატრიარქ იოანე X-სთან

21.01.2023

სსკგ-ის თავმჯდომარე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

18.01.2023

სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილეს პატრიარქის ჯილდო გადაეცა

17.01.2023

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილეს, არქიმანდრიტ ფილარეტს (ბულეკოვი) 55 წლის იუბილე მიულოცა

16.01.2023

შედგა თათბირი, რომელიც უკრაინაში არსებული ვითარების განხილვას მიეძღვნა

10.01.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს 90 წლის იუბილე მიულოცა

04.01.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

28.12.2022

შედგა ჟურნალის – „ეკლესია და დრო“ განახლებული სარედაქციო საბჭოს პირველი სხდომა

28.12.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და ეკლესიის უმაღლესი საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

28.12.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ სსკგ-ის რიგი თანამშრომლები დააჯილდოვა

27.12.2022

სსკგ-ის თავმჯდომარემ უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს საშობაო მილოცვები გაუგზავნა

25.12.2022

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II ს საწინამძღვრო მსახურების 45 წლისთავი მიულოცა

25.12.2022

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო იუნესკოს საქმეებთან დაკავშირებით რფ-ს კომისიის საერთო კრების მუშაობაში

21.12.2022

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب