მთავარი გვერდი ახალი ამბები
მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკად…

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა


2021 წლის 11 სექტემბერს, როდესაც ეკლესია უფლის წმინდა წინასწარმეტყველის, წინამორბედისა და ნათლისმცემლის თავის კვეთას იხსენიებს, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, წმინდანთა მოციქულთასწორთა კირილესა და მეთოდეს სახ. ზოგადსაეკლესიო ასპირანტურისა და დოქტორანტურის რექტორმა, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა საღმრთო ლიტურგია აღასრულა ზსად-ის აკადემიურ ტაძარში – იოანე-წინამორბედის ეკლესიაში ბორთან ახლოს საპატრიარქოს ჩერნიგოვის მეტოქიონში.

მწყემსთმთავარს თანამსახურებდნენ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის წარმომადგენელი ანტიოქიის საპატრიარქოს საყდართან, ზოგადსაეკლესიო ასპირანტურისა და დოქტორანტურის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი იღუმენი არსენი (სოკოლოვი); ზსად-ის პრორექტორი სასწავლო ნაწილში მღვდელმონაზონი პავლე (ჩერქასოვი); ზსად-ის პრორექტორის თანაშემწე მღვდელმონაზონი იოანე (კოპეიკინი); მეტოქიონის კლირიკოსები.

მრჩობლ კვერექსზე გაჟღერდა კორონავირუსული ინფექციისგან დასახსნელი სავედრებელი ლოცვები.

შემდეგ მიტროპოლიტმა ილარიონმა სნების განმფენი ქარი დროს საკითხავი ლოცვა აღავლინა.

ღმრთისმსახურების დასრულების შემდეგ, მიმართა რა მორწმუნეებს ქადაგების სიტყვით, მწყემსთმთავარმა ბრძანა:

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!

ჩვენ დღეს ვიხსენებთ უფლის წმინდა წინასწარმეტყველის, წინამორბედისა და ნათლისმცემლის თავის კვეთას და აღვასრულებთ ჩვენი ტაძრის სასაყდრო დღესასწაულს. თითქოსდა – წმინდა წერილის ახალი აღთქმის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი მოვლენაა, ჩვენ კი დღესასწაულს ვზეიმობთ. ადამიანს თავი მოჰკვეთეს, ჩვენ კი წითელი რიზებით შევიკრიბეთ და ვზეიმობთ, – თითქოს პასექი დამდგარიყოს. ცხოვრებაში და ეკლესიის აღქმაში ყველაფერი სხვაგვარად ხდება, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებაში და აღქმაში, და ის, რაც ჩვეულებრივ ადამიანს შეიძლება ტრაგიკულ ინციდენტად მოეჩვენოს, ეკლესიაში სულ სხვაგვარად შეიძლება აღიქმებოდეს.

შემთხვევითი არ არის, რომ ეკლესიის არსებობის უადრინდელესი პერიოდიდან მასში განსაკუთრებული პატივით სარგებლოდნენ მოწამენი – ადამიანები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე, – ადამიანური განზომილებით რომ ვიმსჯელოთ, – ტრაგიკულად დაასრულეს, მათი ცხოვრება დროზე ადრე შეწყდა. ბევრი მოწამე ამ ცხოვრებიდან სრულიად ჭაბუკი წავიდა, თითქოსდა, ვერ მოახდინეს რეალიზება საკუთარი მიწიერი ადამიანური პოტენციალისა. მაგრამ ისინი მოწამეობრივი გვირგვინის ღირსიქმნენ, – აღასრულეს რა ქრისტე მაცხოვრის აღმსარებლობის ღვაწლი, რისთვისაც განადიდებს კიდეც მათ წმინდა ეკლესია.

უფლის წმინდა წინასწარმეტყველი, წინამორბედი და ნათლისმცემელი იოანე იყო უკანასკნელი წინასწარმეტყველთა და პირველი მოწამეთა შორის. იგი დგას ახალი აღთქმის ზღურბლზე, – აუწყებს რა ადამიანებს: „ესერა მოვალს უძლიერესი ჩემსა შემდგომად ჩემსა, რომლისა ვერ ღირს ვარ განჴსნად საბელსა ჴამლთა მისთასა. მე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა, ხოლო მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა“ (მარკ. 1:7-8). იოანე წინამორბედი მიუთითებს გზად მომავალ მაცხოვარზე და ამბობს: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი“ (ინ. 1:29). იგი პირველი შეიცნობს იესო ქრისტეში არა უბრალო ადამიანს, არა უბრალო წინასწარმეტყველს, არამედ იმას, ვინც ღმერთმა აღუთქვა ისრაელის ერს – ქრისტე მესიას, მსოფლიოს მაცხოვარს, რომელმაც საკუთარ ქედზე ტვირთულობს მთელი მსოფლიოს ჯვარს; ვინც იმისთვის მოვიდა, რომ კაცობრიობა გამოესყიდა ცოდვისა და სიკვდილისგან.  

წმინდა იოანე წინამორბედი, თითქოსდა, მორბედობს უფალ იესო ქრისტეს არა მხოლოდ აქ, მიწაზე, არამედ მარადისობაშიც, და კვდება მასზე ადრე იმისათვის, რომ მოუმზადოს მას გზა არა მხოლოდ აქ, არამედ – იქაც. ეკლესიის რწმენით, მას შემდეგ, რაც იოანე მოკვდინებულ იქნა უკანონო მეოთხედმთავარ ჰეროდეს მიერ (ეს ამბავი ჩვენ მოვისმინეთ მარკოზისაგან სახარების დღევანდელ საკითხავში), მისი სული ჯოჯოხეთის უფსკრულებში შთავიდა, რომ იქაც განემზადებინა გზა მაცხოვრისთვის, გაესწორებინა ალაგნი მისნი, რათა იქაც ეუწყებინა იმის შესახებ, რომ აჰა, მომავალ არს ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი.

და როდესაც უფალი იესო ქრისტე ჯვარზე აღესრულა, მაშინ, როგორც ჩვენ გვწამს, ჯოჯოხეთში მისი სული შთავიდა არა იმისათვის, რომ იქ დარჩენილიყო, არამედ – ჯოჯოხეთის უფსკრულებიც რომ აღვსილიყო საღვთო დასწრებით, რომ გაეხსნა გზა მკვდრეთიდან აღდგომისკენ და მარადიული ცხოვრებისკენ ყველა იმათთვის, ვინც ელოდა მაცხოვარს ჯოჯოხეთის იმ ბნელ სანახებში და, რა თქმა უნდა, მათთან ერთად იქიდან აღმოყვანილ იქნა, ასევე, უფლის წმინდა წინასწარმეტყველი, წინამორბედი და ნათლისმცელი იოანე, რომელსაც ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ და ვადიდებთ როგორც წინასწარმეტყველს, რომელმაც მიუთითა და კვლავ განაგრძობს გზის მითითებას ადამიანებისთვის ქრისტე მაცხოვრისკენ“.

ზსად-ის პროფესორ-მასწავლებელთა კორპორაციის წარმომადგენლებისა და მოწაფეებისადმი მიმართვაში, სასწავლებლის რექტორმა აღნიშნა:

„ჩვენ ვზეიმობთ სასაყდრო დღესასწაულს და, იმავდროულად, აღვნიშნავთ სასწავლო წლის დაწყებას ზოგადსაეკლესიო ასპირანტურასა და დოქტორანტურაში. წლევანდელი წელი იწყება არამარტივ პირობებში, იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, გრძელდება კორონავირუსის პანდემია. არ არის შესაძლებლობა, რომ სრულყოფილად ყველა სტუდენტისთვის უზრუნველვყოთ დასწრებითი სწავლება, თუმცა, ყოველ შემთხვევაში, მთელი წლის შემდეგ, რაც ჩვენ დაუსწრებლად ვმეცადინეობდით, დღეს გვაქვს შესაძლებლობა, ერთმანეთი პირისპირ ვიხილოთ, თუნდაც – ნიღბებში. ჩვენ გვაქვს საშუალება, სასწავლო წელი დავიწყოთ დასწრებით რეჟიმში იმ იმედით, რომ ეპიდემიის საწინააღმდეგო აუცილებელი ზომების მკაცრი დაცვის პირობებში – პედაგოგების, დაწესებულების ხელმძღვანელებისა და სტუდენტების მხრიდან, შევძლებთ თავიდან ავიცილოთ კორონავირუსის გავრცელება და სწავლა ნორმალურ პირობებში განვაგრძოთ.

წლევანდელი სასწავლო წლის დაწყება ნიშანდობლივი გახდა იმითაც, რომ სტუდენტებისთვის გავხსენით ახალი საერთო საცხოვრებელი – ეს ფრიად მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენი სასწავლო დაწესებულების ცხოვრებაში. არსებითად, ეს ნიშნავს სარემონტო და სარეტავრაციო სამუშაოების დასრულებას, რასაც ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვატარებდით. ასევე დასრულდა სამუშაოები ყოფილ სასეფისკვერო შენობაში (ზოგიერთი ცნობით – ეს საჯინიბო იყო); ახლა იქ ჩვენი წიგნების მაღაზია იქნება. ამგვარად, ჩვენ სრულად მზად ვართ იმისათვის, რომ ხარისხიანად უზრუნველვყოთ სასწავლო პროცესი.

ერთადერთი, რაც თითოეული ჩენგანისთვის აუცილებელია – ეს არის ყველა იმ ზომის მკაცრი დაცვა, რომლებიც დღეისთვის დაწესებულია ინფექციის გავრცელებისაგან ასარიდებლად, საკუთარი და გარშემომყოფთა სიცოცხლის დასაცავად“.

ასპირანტურის საერთო საცხოვრებლისათვის ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა გადასცა ნახატი, რომელიც მან საჩუქრად მიიღო მიმდინარე წელს ნიჟეგოროდის მიტროპოლიაში სტუმრობისას. ტილოზე გამოსახულია ღირსი სერაფიმე ქრისტიანული ცხოვრების მიზნის შესახებ ნიკოლოზ მოტოვილოვთან საუბრისას.

„დაე, ამ სურათმა ჩვენს მოწაფეებს გაახსენოს ქრისტიანული ცხოვრებისა და სწავლის მიზანი, – აღნიშნა მწყემსთმთავარმა. – როგორც ღირსი სერაფიმე საროველი ამბობს, ქრისტიანული ცხოვრების მიზანი ღვთის წმიდა სულის მოხვეჭაა, ხოლო სწავლის მიზანი (ამას უკვე ჩემგან ვამბობ) ის არ არისა, რომ მხოლოდ ცოდნის რაღაც ჯამი მოიპოვო, არამედ, ასევე – ჩააყენო ის ეკლესიоს სამსახურში, რათა ცოდნა ცხონებას ემსახუროს“.

ამავე დღეს, ზსად-ის სააქტო დარბაზში საზეიმო ღონისძიების მიმდინარეობისას, მიტროპოლიტმა ილარიონმა სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

„ჩვენი სასწავლო დაწესებულება შექმნილია იმ სახით, როგორიც ის დღეს არის. ეს მოხდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქ კირილეს ინიციატივით, წმინდა სინოდის პირველ სხდომაზე მას შემდეგ, რაც ის პატრიარქად გამოირჩიეს, – შეახსენა ზსად-ის რექტორმა დამსწრე საზოგადოებას. – ზოგადსაეკლესიო ასპირანტურას თავისი წინაისტორია აქვს. 80-იან, 90-იან და 2000--ან წლებში, საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებასთან არსებობდა მოსკოვის სასულიერო აკადემიის ასპირანტურა, სადაც სწავლოვდა სტუდენტების მცირე რიცხოვნობა – უმთავრესად, ისინი, ვინც ემზადებოდნენ საგარეო საეკლესიო საერთაშორისო მოღვაწეობისათვის. უწმინდესი პატრიარქი კირილე (იმ დროს სმოლენსკისა და კალინინგრადის მიტროპოლიტი და სსკგ-ს თავმჯდომარე) პირადად მონაწილეობდა ამ ასპირანტურის მუშაობაში. იგი თვალყურს ადევნებდა სტუდენტების წარმატებებს, ეცნობოდა სადიპლომო ნაშრომებს. მეც მათ რიცხვში ვარ, ვინც ეს ასპირანტურა დაამთავრა, მერე კი, როცა უკვე საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თანამშრომელი გავხდი, მასზე ხელმძღვანელობითი საზრუნავი დამეკისრა. უწმინდეს პატრიარქს დიდი ხანია ჰქონდა აზრი იმის შესახებ, რომ ასპირანტურა გამოეყო ცალკე სასწავლო დაწესებულებად, და მისი ეს იდეა განხორციელდა მას შემდეგ, რაც ის საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრდა“.

როგორც ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა აღნიშნა, ზსად-ში მიზნად ისახავენ, უპირველეს ყოვლისა, სტუდენტების განსწავლას მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში, მართლმადიდებლურ გარდამოცემაში მთელი მისი მრავალგვაროვნებით. „როგორც ყველა საეკლესიო სასწავლებელში, აქაც ჩვენ ვცდილობთ ორი მიდგომა შევათავსოთ: ერთი მხრივ, მივცეთ ჩვენს მოწაფეებს თანამედროვე სამეცნიერო დონის ცოდნა ამა თუ იმ სფეროში, მეორე მხრივ, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით, რომ ჩვენი სწავლება არ მოწყდეს საეკლესიო რეალობას, რომ ჩვენი ის სტუდენტები, რომლებიც არასაკმარისად ეკლესიურები არიან, სწავლის პარალელურად გაეკლესიურდნენ და საკუთარი შემეცნება თეოლოგიური მეცნიერების სხვადასხვა სფეროში ჩაღრმავებას მოახმარონ“, – განაცხადა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურისა და დოქტორანტურის რექტორმა.

მწყემსთმთავარმა დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ უკანასკნელ წლებში რუსეთის ფედერაციაში თეოლოგიამ აღიარება მიიღო სახელმწიფო დონეზე, როგორც ერთ-ერთმა ჰუმანიტარულმა მეცნიერებამ. „მარტივი არ იყო ამ აღიარების მიღწევა, იმიტომ, რომ სამეცნიერო საზოგადოებაში არსებობდა ძალიან აქტიური ოპოზიცია, განსაკუთრებით, ბუნებისმეტყველების მეცნიერების წარმომადგენელთა შორის, რომლებიც ამბობდნენ, რომ თეოლოგია არანაირი მეცნიერება არ არის, – როგორც თავის დროზე, ათი თუ ოცი წლის წინ ამბობდნენ, რომ სოციოლოგია – ეს მეცნიერება არ არის, ფილოსოფია მეცნიერება არ არის, – უამბო აუდიტორიას მიტროპოლიტმა ილარიონმა. – მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ ამ წინააღმდეგობის დაძლევა. ჩვენ მივაღწიეთ თეოლოგიური მეცნიერების აღიარებას და დღეს უკვე შესაძლებელია, მიიღო სახელმწიფოს მიერ აღიარებული თეოლოგიის დიპლომი“.

„საეკლესიო სასწავლო დაწესებულებაში სწავლის შემთხვევაში (სწორედ ასეთი ფუნქციისაა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურა და დოქტორანტურა), საქმე, გარკვეულწილად, მარტივია, რადგან ჩვენ არ გვჭირდება ფასდაკლება გავუკეთოთ საერო განათლების ხასიათს, – განაგრძო ზსად-ის რექტორმა. – ჩვენ არ გვჭირდება თეოლოგიური ჭეშმარიტებები კულტუროლოგიის ან რელიგიათმცოდნეობის, სოციოლოგიის ან ფილოსოფიის საფენებში შევახვიოთ – ჩვენ შეგვიძლია აქვე ვსვათ წმინდა წყაროდან და ვეზიაროთ იმ ორიათასწლოვან ტრადიციას, რომელიც აღდის თავად უფალ იესო ქრისტემდე და მის მოციქულებამდე. აი, რატომაც მოვუწოდებ ყველა თქვენგანს, რომ თქვენი განსწავლა არ იყოს მოწყვეტილი თქვენივე ეკლესიური ცხოვრებისგან, რომ თქვენი სწავლის პროცესი იმგვარად დაალაგოთ, რომ ის მოგეხმაროთ, იმ სარწმუნოების უფრო ღრმად შემეცნებაში, რომელსაც თქვენ ეზიარეთ, რომელსაც თქვენ მიეკუთვნებით“.

დასასრულ, მიტროპოლიტმა ილარიონმა სტუდენტებს წმინდანთა მოციქულთასწორთა კირილესა და მეთოდეს სახ. ზოგადსაეკლესიო ასპირანტურასა და დოქტორანტურაში ჩარიცხულთ სტუდენტური ბილეთები დაურიგა.

სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური


გაზიარება:
გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უკრაინის უმაღლესი რადას მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიკვიდაციაზე მიმართული კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით რელიგიურ მოღვაწეებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართა

24.08.2024

წმინდა სერგი რადონეჟელის ხსენების დღეს უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღავლინა წმინდა სერგის სამების ლავრაში

18.07.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელს საპატრიარქო ტახტზე გამორჩევა და აღსაყდრება მიულოცა

30.06.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე პატიმრობიდან გათავისუფლებულ ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტ იონათანს შეხვდა

25.06.2024

პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატის მიბრძანებას წმინდა სერგის სამების ლავრაში

22.06.2024

ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტი იონათანი გაათავისუფლეს

22.06.2024

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

30.05.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დამწუხრებული და აღშფოთებულია სერბეთის ეკლესიის წინამძღვრისა და მღვდელთმთავრების კოსოვოში შესვლის აკრძალვით

17.05.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

05.05.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მილოცვები გაუგზავნა ძველი აღმოსავლეთის ეკლესიების წინამძღვრებს, რომლებიც აღდგომას 5 მაისს დღესასწაულობენ

05.05.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

04.05.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე მიმართვით გამოვიდა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე ზეწოლის აღმაშფოთებელ შემთხვევებთან დაკავშირებით

27.04.2024

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე რუსეთის მართლმადიდებლური უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე ლექციით გამოვიდა

09.10.2024

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მოსკოვში ანტიოქიის საპატრიარქოს მეტოქიონს ეწვია

27.06.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ბაქოსა და აზერბაიჯანის ეპისკოპოს ალექსის შეხვდა

27.06.2024

პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატის მიბრძანებას წმინდა სერგის სამების ლავრაში

22.06.2024

სინოდის კონსტატაციით, შეუძლებელია ბულგარეთის ეკლესიის იმ იერარქებთან თანამსახურება, რომლებიც სქიზმატებთან საეკლესიო ზიარებაში შევიდნენ

30.05.2024

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

30.05.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს სააღდგომო მილოცვები გაუგზავნა

05.05.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ სააღდგომო მილოცვა გაუგზვნა ძველი აღმოსავლური ეკლესიების მეთაურებს, რომლებიც აღდგომას 5 მაისს აღნიშნავენ

05.05.2024

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب