მოსკოვის საპატრიარქო
დასრულდა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის ვიზიტი საქართველოში
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 02.10.2026. 2026 წლის 2 ოქტომბერს, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველის, დეკანოზ ნიკოლოზ ბალაშოვის, სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილის, დეკანოზ იგორ იაკიმჩუკის, თბილისში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კლირიკოსის, დეკანოზ ვლადიმერ ალექსანდროვისა და სსკგ-ის თავმჯდომარის მდივნის, მღვდელ ნიკოლოზ ვასინის თანხლებით, ღირსი გაბრიელის (ურგებაძე) მშობლურ სახლს ეწვია, რომელსაც დიდ პატივს მიაგებენ როგორც საქართველოს, ისე რუსეთის ეკლესიები.
ამ სახლის ეზოში წმინდა მოსაგრემ საკუთარი ხელით მოაწყო ტაძარი და მორთო ის გაზეთებიდან, ჟურნალებიდან და წიგნებიდან ამოჭრილი მაცხოვრის, ღვთისმშობლისა და წმინდანების ხატებით. ბერდიდის მიერ ნაშენი ეკლესია რამდენჯერმე დაანგრიეს, მაგრამ მამა გაბრიელი ყოველ ჯერზე აღადგენდა მას.
სტუმრებმა დაათვალიერეს ეს ღირსშესანიშნავი მემორიალი და ილოცეს ღირსი მამის მიმართ, რის შემდეგაც სამშობლოში გაფრინდნენ.
თბილისის აეროპორტში მათ აცილებდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები: გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი, თბილისში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კლირიკოსი დეკანოზი ვლადიმერ ალექსანდროვი, ასევე რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის ხელმძღვანელი საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოსთან დ.ა. ოლისოვი.