მოსკოვის საპატრიარქო
სსკგ-ის თავმჯდომარე სიტყვით გამოვიდა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ პლენარულ სხდომაზე „ოჯახი, როგორც ტრადიციული სულიერ-ზნეობრივი ღირებულება“
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 23.06.2026. 2026 წლის 23 ივნისს, სტრატეგიული სესიის – „ტრადიციული რუსული სულიერ-ზნეობრივი ღირებულებების მსოფლმხედველობრივი შინაარსი, როგორც რუსეთის ხალხთა ერთობის საფუძველი“ – ფარგლებში, სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პლენარული სხდომა სახელწოდებით „ოჯახი, როგორც ტრადიციული სულიერ-ზნეობრივი ღირებულება“,
ღონისძიება ორგანიზებული იყო სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, სამეცნიერო-საგანმანათლებლო თეოლოგიური ასოციაციისა და რუსეთის განათლების აკადემიის სულიერ-ზნეობრივი აღზრდისა და თეოლოგიის ცენტრის მხარდაჭერით.
სხდომაში მონაწილეობდნენ კულტურისა და განათლების სფეროს მოღვაწეები, მეცნიერები, სასულიერო პირები, თეოლოგები, ტრადიციული რელიგიების წარმომადგენლები და უნივერსიტეტის პედაგოგები.
შეხვედრის მოდერატორი გახლდათ სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი დ.მ. შმონინი.
სიტყვით გამოვიდნენ და მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და პარტნიორობის პირველმა პრორექტორმა ა.ს. იარმოშმა; რელიგიურ გაერთიანებებთან ურთიერთქმედების საპრეზიდენტო საბჭოს პასუხისმგებელმა მდივანმა ა.ვ. ტრეტიაკოვმა; რუსეთის ფედერაციის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების მინისტრის მოადგილემ ო.ვ. პეტროვამ; მსოფლიო რუსეთის სახალხო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ა.ვ. შჩიპკოვმა; სანქტ-პეტერბურგისა და რუსეთის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონის მუსლიმთა სულიერი სამმართველოს თავმჯდომარემ მუფთმა რ.დ. პანჩეევმა; რელიგიურ გაერთიანებებთან ურთიერთქმედების საპრეზიდენტო საბჭოს წევრმა ო.იუ. გონჩაროვმა; რუსეთის ებრაული თემების ფედერაციის სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთქმედების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რაბინმა ა.იუ. გურევიჩმა; და მოწვეულმა ექსპერტებმა.
პლენარული სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ.
მან აღნიშნა, რომ თანამედროვე სამყარო ღირებულებების ღრმა კრიზისს განიცდის. საგანგაშო ტენდენციებს შორის მეუფე ანტონიმ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოჯახის ინსტიტუტის შესუსტებაზე. „რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია განუწყვეტლივ ამოწმებს, რომ კაცობრიობის განვითარება შეუძლებელია მყარი ზნეობრივი საძირკვლის, ტრადიციულ ღირებულებების საყრდენის გარეშე, რომლებიც არ წარმოადგენს წარსულის გადანაშთებს ან პროგრესის დაბრკოლებას, პირიქით, ისინი ქმნიან პირობებს პიროვნების ჰარმონიული განვითარების, მორალის განმტკიცებისა და ხალხთა კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის“, – განაცხდა მაღალყოვლადუსამღვდელოესმა მიტროპოლიტმა ანტონიმ.
შეხვედრის მონაწილეებს შორის ასევე იყვნენ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველი, დეკანოზი ნიკოლოზ ბალაშოვი; საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების მდივანი შორეული საზღვარგარეთის საქმეთა საკითხებში, დეკანოზი სერგი ზვონარევი და სსკგ-ის თავმჯდომარის მდივანი, მღვდელი ნიკოლოზ ვასინი.
ღონისძიების დასრულების შემდეგ, სსკგ-ის დელეგაციისთვის სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო საქმიანობის საკითხებში პრორექტორის, ს.ვ. ანდრიუშინის მონაწილეობით, ჩატარდა ექსკურსია სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიულ შენობაში.
27.01.2026
07.01.2026