მთავარი გვერდი ახალი ამბები
შედგა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის შეხვედრა სრულიად…

შედგა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-სთან

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 01.10.2026. გააგრძელა რა საქართველოში თავის მოგზაურობა, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი და მისი თანმხლები პირები თბილისის წმინდა ადგილებს ეწვივნენ.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სტუმრებმა მოილოცეს წმინდა სამების სახ. საკათედრო ტაძარი – სამება, რომელიც აშენდა ნეტარხსენებული კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ინიციატივით.

შემდეგ სსკგ-ის თავმჯდომარე და მისი თანმხლები პირები გაემართნენ უძველესი სიონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზთან ერთად, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩევლის, დეკანოზ ნიკოლოზ ბალაშოვისა და სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილის, დეკანოზ იგორ იაკიმჩუკის თანამსახურებით, სულის განსასვენებლი ლიტია აღავლინა უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის საფლავზე. ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის ხელმძღვანელი საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოსთან დ.ა. ოლისოვი. მეუფე ანტონიმ თაყვანი სცა ტაძარში დავანებულ სიწმინდეებს: წმინდა მოციქულთასწორ ნინოს სასწაულმოქმედ ჯვარს და წმინდა მღვდელთმთავარ იოანე მანგლელის წმინდა ნაწილებს.

შემდეგ სსკგ-ის თავმჯდომარე გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიასა და ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზის თანხლებით, ეწვია კეთილმორწმუნე დიდი მთავრის, ალექსანდრე ნეველის სახელობის რუსულ ტაძარს თბილისში, სადაც მას თბილად დახვდა ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ბიძინა გუნია. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წევრებმა თაყვანი სცეს წმინდა ზინობის, სქემაში სერაფიმეს, თეთრწყაროელი მიტროპოლიტის და მისი მოწაფის, სქემარქიმანდრიტ ვიტალის (სიდორენკო) საფლავებს.

საქართველოს საპატრიარქოს შენობაში ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი მიიღო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა, უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ.

შეხვედრაში, რომელიც გულთბილ ატმოსფეროში გაიმართა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიიდან ასევე ესწრებოდნენ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველი, დეკანოზი ნიკოლოზ ბალაშოვი; მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი; დეკანოზი ვლადიმერ ალექსანდროვი და საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის მდივანი, მღვდელი ნიკოლოზ ვასინი. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შეხვედრაზე წარმოადგენდნენ: ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, ნიკორწმინდის ეპისკოპოსი ვახტანგი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საქართველოს საპატრიარქოს თანამშრომლები – დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს გადასცა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს ძმური სალამი და კეთილი სურვილები. თავის მხრივ, უწმინდესმა და უნეტარესმა პატრიარქმა შიომ მადლობა გადაუხადა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციას ვიზიტისთვის და აღნიშნა ვიზიტის მნიშვნელობა ეკლესიათაშორისი ურთიერთობების განმტკიცების საქმეში. საუბრის მსვლელობისას განხილულ იქნა ძმური თანამშრომლობის საკითხები ორ ეკლესიას შორის, ასევე ზოგადმართლმადიდებლური მნიშვნელობის თემები. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს.

გაზიარება:
უწმინდეს პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით უმაღლესი საეკლესიო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

17.09.2026

მოსკოვის წმინდანთა კრების დღესასწაულზე, უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საღმრთო ლიტურგია აღავლინა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში

07.09.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ვოსტრას მიტროპოლიტ ტიმოთეს, კვიპროსში იერუსალიმის საპატრიარქოს ეგზარქოსს, 75 წლის იუბილე მიულოცა

30.08.2026

უფლის ფერისცვალების დღესასწაულზე უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღავლინა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში და ამასთანავე არქიმანდრიტ ეფთვიმეს (კულიკოვი) ანადირის ეპისკოპოსად კურთხევის წეს-განგებას უხელმძღვანელა

19.08.2026

რუსეთის ნათლობის დღესასწაულზე უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღავლინა მოსკოვის კრემლის მიძინების საკათედრო ტაძარში

28.07.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს ხელმძღვანელობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

16.07.2026

წმინდა სინოდის წევრებმა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისა და მიტროპოლიტ ანტონისათვის (ჩერემისოვი) სულის მოსახსენიებელი ლიტია აღავლინეს

14.05.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგ სხდომას უხელმძღვანელა

14.05.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს მილოცვა სრულიად საქართველოს ახალარჩეულ კათოლიკოს-პატრიარქს

11.05.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

12.04.2026

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

11.04.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს სამძიმარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო

18.03.2026

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს მიმართ სამღვდელთმთავრო ქიროტონიის 50 წლისთავთან დაკავშირებით

14.03.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2026 წლის პირველ სხდომას

12.03.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უმაღლესი საეკლესიო საბჭოს მუშაობას უხელმძღვანელა

17.02.2026

შედგა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-სთან

01.10.2026

დაიწყო ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის ვიზიტი საქართველოში

30.09.2026

მოსკოვის წმინდანთა კრების დღესასწაულზე, უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საღმრთო ლიტურგია აღავლინა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში

07.09.2026

სსკგ-ის თავმჯდომარე კერკირის მიტროპოლიტ ნეკტარიოსს შეხვდა

18.08.2026

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო მოსკოვში ანტიოქიის მეტოქიონის სასაყდრო დღესასწაულში

26.07.2026

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებს შეხვდა

24.07.2026

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებს შეხვდა

22.07.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს ხელმძღვანელობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

16.07.2026

სსკგ-ის თავმჯდომარე სიტყვით გამოვიდა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ პლენარულ სხდომაზე „ოჯახი, როგორც ტრადიციული სულიერ-ზნეობრივი ღირებულება“

23.06.2026

სსკგ-ის თავმჯდომარის მისასალმებელი სიტყვა პლენარულ სხდომაზე „ოჯახი, როგორც ტრადიციული სულიერ-ზნეობრივი ღირებულება"

23.06.2026

წმინდა სინოდის წევრებმა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისა და მიტროპოლიტ ანტონისათვის (ჩერემისოვი) სულის მოსახსენიებელი ლიტია აღავლინეს

14.05.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგ სხდომას უხელმძღვანელა

14.05.2026

სსკგ-ის თავმჯდომარემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

11.05.2026

სსკგ-ის თავმჯდომარემ სამძიმარი გამოთქვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის გარდაცვალების გამო

18.03.2026

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში „ბიბლიის სინოდალური თარგმანის 150 წლისთავი: ტრადიციები და თანამედროვეობა“

16.02.2026

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

Page is available in the following languages
უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب