მთავარი გვერდი ახალი ამბები
სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის …

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა


2021 წლის 17 ოქტომბერს, სულთმოფენობიდან მე-17 კვირიაკეს, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ძველმესტილეთა სამრევლოების საქმეთა და ძველმესტილეებთან ურთიერთობის კომისიის თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა მოსკოვში რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში, სადაც ძველირუსული საღვთისმსახურო ტრადიციის საპატრიარქო ცენტრი მოქმედებს, საღვთო ლიტურგია აღასრულა.

ღვთისმსახურების დროს, რომელიც ძველრუსული წეს-განგებით შესრულდა, მწყემსთმთავარს თანამსახურებდნენ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძრის წინამძღვარი, ძველმესტილეთა სამრევლოების საქმეთა და ძველმესტილეებთან ურთიერთობის კომისიის მდივანი დეკანოზი იოანე მიროლიუბოვი, ტაძრის კლირიკოსები.

ლიტურგიაზე მრჩობლ კვერექსზე გაჟღერდა კორონავირუსული ინფექციისგან დასახსნელი სავედრებელი ლოცვები.

მრჩობლი კვერექსის შემდეგ მიტროპოლიტმა ილარიონმა სნების განმფენი ქარის დროს საკითხავი ლოცვა აღავლინა.

საღმრთო ლიტურგიაზე ფილიპ კალინგტონის დიაკვნად ქიროტონია აღესრულა.

ღმრთისმსახურების დასრულების შემდეგ მწყემსთმთავარმა დამსწრეებს ქადაგების სიტყვით მიმართა:

„თქვენო მაღალღირსებავ, მამა წინამძღვარო, ძვირფასო ძმებო, ძვირფასო დებო!

ყველას გულითადად გილოცავთ ამ კვირა დღეს, როდესაც ჩვენ აქ საღმრთო ლიტურგია შევასრულეთ და ჩემი თანამოძმის, რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის პირველიერარქის, აღმოსავლეთ ამერიკისა და ნიუ-იორკის მიტროპოლიტის, ყოვლადუსამღვდელოესი ილარიონის თხოვნით და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმიდესი პატრიარქის კირილეს ლოცვა-კურთხევით დიაკვნად ხელთდასხმა შევასრულე პენსილვანიის შტატის ქალაქ ერის ერთსარწმუნოების სამრევლოსთვის.

დღეს ჩვენ მოვისმინეთ სახარების საკითხავი ქანაანელი დედაკაცის შესახებ, რომელიც უფალ იესო ქრისტეს მიჰყვებოდა, წყალობას ითხოვდა, მაგრამ უფალს თითქოსდა არ ესმოდა მისი. და მხოლოდ მაშინ, როდესაც მოწაფეებმა მისი ყურადღება ამ დედაკაცზე მიაქციეს, ის შემობრუნდა და გამოელაპარაკა მას. დედაკაცმა მაცხოვარს თავისი ეშმაკეული ქალიშვილის განკურნება სთხოვა, მაგრამ იესო ქრისტემ თავდაპირველად ერთი სიტყვითაც არ უპასუხა მის თხოვნას. ხოლო როდესაც მოციქულებმა დაუწყეს თხოვნა ქანაანელი დედაკაცის შესახებ, უფალმა მათ მიუგო: „არა ვიდრე მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა“ (მთ. 15:24), შემდეგ კი, როდესაც ქანაანელმა დედაკაცმა, მიუხედავად მოჩვენებითი უყურადღებობისა მის მიმართ იესო ქრისტეს მხრიდან თხოვნა მაინც არ შეწყვიტა, უფალი მიუბრუნდა და უთხრა: „არა კეთილ არს მოღებად პური შვილთაგან და დაგებად ძაღლთა“ (მთ. 15:26). და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქანაანელი დედაკაცი შეევედრა მას და უთხრა: „ჰე, უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ჭამედ ნაბიჭევისაგან, რომელ გარდამოცჳვინ ტაბლისაგან უფალთა მათთაჲსა“ (მთ. 15:27), ქრისტემ, დაინახა რა მისი დიდი სიმდაბლე და რწმენა, მის თხოვნას უპასუხა.

სახარების ამ მონაკვეთზე სხვადასხვა განმარტება არსებობს. ბევრი წმინდა მამა ამბობს, რომ უფალს თავიდანვე სურდა ქანაანელი დედაკაცის ასულის განკურნება, მაგრამ აყოვნებდა, რათა თავისი მოწაფეების წინაშე ამ ქალის თავმდაბლობა გამოევლენა.

მაგრამ შეიძლება ეს ეპიზოდი სხვაგვარადაც განიმარტოს. შემთხვევით ხომ არაა, რომ დედაკაცმა დაუყოვნებლივ არ მიიღო პასუხი მის თხოვნაზე. ნუთუ ჩვენ, როდესაც ვლოცულობთ, ყოველთვის და დაუყოვნებლივ ვიღებთ ღვთისგან იმას, რასაც ვითხოვთ? არც ყოველთვის და არც მაშინვე. ზოგჯერ გვიწევს დიდხანს ვევედროთ უფალს, რათა მისი წყალობა აღსრულდეს. ზოგჯერ კი ჩვენ ღმერთს ერთს ვთხოვთ და რაღაც სხვას ვიღებთ. ან მივმართავთ მას ერთი ლოცვით და შემდეგ ჩვენ თვითონ გვესმის, რომ ეს არ არის ის ლოცვა, რომელიც ღმერთისკენ უნდა მივმართოთ, და ვცვლით ჩვენს თხოვნას.

ღმერთთან ურთიერთობა არასოდეს მოიაზრებს იმას, რომ ჩვენ რაღაცას ვითხოვთ და ის დაუყოვნებლივ მოგვეცემა. ზოგჯერ უფალი მაშინვე პასუხობს ჩვენს თხოვნას, ზოგჯერ კი აყოვნებს, რათა გამოავლინოს თავისი სულგრძელება, ჩვენ კი ლოცვა გვასწავლოს, – როგორც სახარებისეული მაწყინებელი ქვრივის იგავშია. ეს ქვრივი დიდხანს დადიოდა უსამართლო მსაჯულთან, რომელსაც ღვთის არ ეშინოდა და ხალხის არ რცხვენოდა, და მას არ სურდა მისი საქმით დაკავება, რადგან მას არაფერი გააჩნდა, რომ მისთვის გადაეხადა. მაგრამ რადგან ის არ ეშვებოდა და უაღრესად მაწყინებელი (მომაბეზრებელი) გახდა, ბოლოს და ბოლოს მსაჯულმა იფიქრა: „დაღათუ ღმრთისა არა მეშინის და კაცთაგან არა მრცხუენის, ამისთჳს, რამეთუ შრომასა შემამთხუევს მე მარადის ქურივი ესე, უსაჯო მას, რაჲთა არა მარადის მოვიდოდის და მაწყინებდეს მე“ (ლკ. 18:4-5) და შეასრულა მისი თხოვნა.

„ისმინეთ, რასა-იგი მსაჯული სიცრუვისაჲ იტყვს? ხოლო ღმერთმან არა-მე ყოსა შურის-გებაჲ რჩეულთა მისთაჲ, რომელნი ღაღადებენ მისა დღე და ღამე, და სულგრძელ არს მათ ზედა?“ (ლკ. 18:6-7) ­– გვეუბნება უფალი. ის უწყვეტი, გულითადი ლოცვისკენ მოგვიწოდებს. და თუ ჩვენ გვსურს უფლისგან რამე მივიღოთ, ის მოგვიწოდებს ამისთვის დღე და ღამე ვილოცოთ, არ ველოდოთ, რომ ჩვენი თხოვნითი ლოცვა დაუყოვნებლივ შესრულდება, და ჩვენი ვედრება იმავე წუთს დაკმაყოფილდება.

როდესაც უფლის მიმართ ვლოცულობთ, ჩვენ ძალიან ხშირად ვითხოვთ ან მატერიალურ სიკეთეს, ან ჯანმრთელობას, ან წარმატებას, ან სხვა რამეს, რაც, როგორც გვეჩვენება, ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ხშირად გვავიწყდება, რომ ლოცვა – ეს, უპირველეს ყოვლისა, ღვთის წინაშე დგომაა, ღმერთთან საუბარია. უფალს არ სურს, რომ მასთან ჩვენი ურთიერთობა შემოიფარგლოს მხოლოდ იმით, რომ ჩვენ რაღაცას ვითხოვთ და ის რაღაცას გვაძლევს. უფალს სურს, რომ ჩვენ ვიცოდეთ მისი საბოძვრებისათვის მადლობა გადახდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ის ჩვენგან მოელის – ეს ღია გულია. ის ელოდება, რომ ჩვენი გული ღია იყოს მასთან ურთიერთობისთვის, და რომ ლოცვა ჩვენში ინტერესს იწვევდეს არა მხოლოდ როგორც საშუალება, მივიღოთ ღმერთისგან ის, რისი მიღწევაც გვინდა ცხოვრებაში, არამედ რათა ლოცვამ უნდა მოგვიტანოს უპირველეს ყოვლისა სიხარული და ნუგეში, როგორც უზენაეს ღმერთთან ურთიერთობამ. ლოცვაში ეს ყველაზე მთავარია.

საღმრთო ლიტურგიაზე ჩვენ ვლოცულობთ, უპირველეს ყოვლისა, როგორც მაცხოვრის მოწაფეთა ერთიანი კრებული, გაერთიანებული მისდამი რწმენით, მისდამი სიყვარულით და ღვთის ტაძრისადმი სიყვარულით. საერთო კრებსითი ლოცვისას ჩვენ განსაკუთრებით ვგრძნობთ ჩვენ შორის ღმერთის მყოფობას. მაგრამ ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ განმარტოებაში ვლოცულობთ, ჩვენი სენაკის ან ოთახის კარის დახურვისას, ჩვენ ვლოცულობთ როგორც ქრისტეს ერთი სხეულის ნაწილები.

ჩვენი ერთობა განსაკუთრებული სახით ევქარისტიაში ვლინდება, როდესაც ჩვენი ერთობლივი ლოცვით სულიწმიდა გარდამოდის პურსა და ღვინოზე, გარდაქმნის მათ ქრისტეს ხორცად და სისხლად. როდესაც ჩვენი ერთობლივი ლოცვით სულიწმიდა გარდამოდის ჩვენზე და გარდაქმნის ჩვენს ადამიანურ ბუნებას, როდესაც ჩვენ ვეზიარებით ქრისტეს წმინდა საიდუმლოებს და ჩვენში ხორცშესხმული ღმერთის ხორცსა და სისხლს ვიღებთ. როგორც წმიდა ზიარების წინა ლოცვებშია ნათქვამი: „ხორცი ღვთისა განმამღმრთობს მე და მზრდის, განაღმრთობს სულსა და ჰზრდის გონებასა უცხოდ“, ანუ სასწაულებრივად, ღვთაებრივი სხეული თავად შემოდის ჩემი სხეულის ბუნებაში, თავად ღმერთკაცის სისხლი იწყებს ჩემს ძარღვებში დენას, და მე ღმერთის მსგავსი ვხდები არა ჩემი ადამიანური თვისებებით, არამედ ღვთაებრივი თვისებებით, რომელიც მე საკუთარ თავში მივიღე უფალ იესო ქრისტეს ხორცთან და წმინდა სისხლთან ზიარებით.

აი რატომ წრმოადგენს ევქარისტიის აღსრულება საეკლესიო ცხოვრების გულს. ამიტომაც მოვდივართ ევქარისტიაზე, რათა ყველამ ერთად ვადიდოთ უფალი, ვეზიაროთ ქრისტეს წმინდა საიდუმლოებს, და ამ ლოცვით, ლიტურგიაში მონაწილეობით, ქრისტეს ხორცისა და სისხლის ზიარებით ვიგრძნოთ ჩვენი ერთობა უფალთან და ერთმანეთთან.

ყველას გისურვებთ, ძვირფასო მამებო, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ უფალმა დაგლოცოთ თქვენი ცხოვრების გზაზე, რათა ყოველთვის დაიმარხოთ მართლმადიდებლური სარწმუნოება, გიყვარდეთ ღვთის ტაძარი და ქრისტეს წმინდა საიდუმლოთა ზიარებით შეერთდეთ მასთან, ლოცვის მეშვეობით კი თქვენი გული უფალთან შესახვედრად გაგეღოთ.

მინდა გისურვოთ, თქვენ, პატივცემულო მამა წინამძღვარო, ღვთის შეწევნა იმ საპასუხისმგებლო მსახურებაში, რომელსაც თქვენ ატარებთ, წინამძღვრობთ რა ამ წმინდა ტაძარს და ძველრუსული კულტურის ცენტრს, რომელიც ამ ტაძართან შეიქმნა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს ლოცვა -კურთხევით.

მინდა გისურვოთ თქვენ, დიაკონო ფილიპე, რომ თქვენი მსახურება ყოფილიყოს ხანგრძლივი და მადლიანი, რათა ამაღლდეთ ძალითი-ძალად და თქვენი სადიაკვნო მსახურების საშუალებით ხალხი ქრისტეს სახარებასა და ქრისტეს ეკლესიას ეზიაროს.

ღმერთმა ყველანი დაგიფაროთ. გილოცავთ დღესასწაულს!“.

სსკგ-ს კომუნიკაციის სამსახური

გაზიარება:
უწმინდესი პატრიარქი კირილე დამწუხრებული და აღშფოთებულია სერბეთის ეკლესიის წინამძღვრისა და მღვდელთმთავრების კოსოვოში შესვლის აკრძალვით

17.05.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

05.05.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მილოცვები გაუგზავნა ძველი აღმოსავლეთის ეკლესიების წინამძღვრებს, რომლებიც აღდგომას 5 მაისს დღესასწაულობენ

05.05.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

04.05.2024

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის თავისუფალი ადამიანი

07.01.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2024

შედგა სატელეფონო საუბარი უწმინდეს პატრიარქ კირილესა და ბელგოროდის მიტროპოლიტ იოანეს შორის

02.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს სააღდგომო მილოცვები გაუგზავნა

05.05.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ სააღდგომო მილოცვა გაუგზვნა ძველი აღმოსავლური ეკლესიების მეთაურებს, რომლებიც აღდგომას 5 მაისს აღნიშნავენ

05.05.2024

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

სსკ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

26.12.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب