მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდეს პატრიარქ კირილეს მილოცვა სრულიად საქართველოს ახალარჩეულ კათოლიკოს-პატრიარქს
უწმინდეს პატრიარქ კირილეს მილოცვა სრულიად საქართველოს ახალარჩეულ კათოლიკოს-პატრიარქს
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 11.05.2026. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა.
მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, მაღალყოვლადუსამღვდელოეს შიოს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტს, სრულიად საქართველოს არჩეულ კათოლიკოს-პატრიარქს
თქვენო მღალყოვლადუსამღვდელოესობავ, ძვირფასო მეუფევ!
ქრისტე აღდგა!
გულითადად გილოცავთ თქვენი სიწმინდის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევას. ცნობამ, ამ მოვლენის შესახებ, გააძლიერა ბრწყინვალე აღდგომის სიხარული ჩვენი ეკლესიის შვილების გულებში, რომლებშიც ცოცხალია გულწრფელი სიყვარული ივერიისადმი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედომილისადმი.
ღვთის განგებით, ჩვენი და-ეკლესიები, ოდითგანვე დაკავშირებულნი თავიანთი საერთო ისტორიის მანძილზე, მოშურნედ მოწმობდნენ სახარების ჭეშმარიტებას და ურყევად იმარხავდნენ და იღვწოდნენ ერთ გზის მოცემულისა მისთვის წმიდათა სარწმუნოებისა (იუდ. 1:3). მრავალჯერ ვსტუმრებივარ საქართველოს და, ასევე, მიმიღია სტუმრები ივერიის მიწიდან, და ყოველთვის ვგრძნობდი ჩვენი ერთმორწმუნე ხალხების ღრმა სულიერ სიახლოვეს.
ვლოცულობ, რომ ღვთის შეწევნით, თქვენმა საწინამძღვრო მსახურებამ ღირსეული გაგრძელება ჰპოვოს იმ ძმური ურთიერთობის ტრადიციისა, რომელიც ჩამოყალიბდა თქვენი ღირსეული წინამორბედების, განსაკუთრებით კი მთელს მართლმადიდებლურ სამყაროში პატივდებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის დროს.
მთელი გულით გისურვებთ ჯანმრთელობას, და მშვიდობიან და ღვთივკურთხეულ საპატრიარქო მოღვაწეობაში დაუშრეტელ ზეგარდამო შეწევნას მრავალი მადლიანი წლების განმავლობაში.
უფალში ძმური სიყვარულით,
+კირილე, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი
27.01.2026
07.01.2026