მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 22.10.2026. 2026 წლის 22 ოქტომბერს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა მოსკოვის დანილოვოს მონასტრის საპატრიარქო და სინოდალურ რეზიდენციაში.
პატრიარქის პრეს-სამსახურის ცნობით, სხდომის გახსნისას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი წმინდა სინოდის წევრებს მიესალმა და დღის წესრიგი გამოაცხადა.
სხდომაში მონაწილეობდნენ:
წმინდა სინოდის მუდმივი წევრები: კიშინიოვისა და სრულიად მოლდოვას მიტროპოლიტი ვლადიმერი; ასტანისა და ყაზახეთის მიტროპოლიტი ალექსანდრე, ყაზახეთის რესპუბლიკაში სამიტროპოლიტო ოლქის მმართველი; ტაშკენტისა და უზბეკეთის მიტროპოლიტი ბიკენტი, ცენტრალური აზიის სამიტროპოლიტო ოლქის მმართველი; სანქტ-პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტი ბარსანოფი; კრუტიცისა და კოლომნის მიტროპოლიტი პავლე, მოსკოვის სამიტროპოლიტოში პატრიარქის ადგილმონაცვლე; მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტი ბენიამინი, სრულიად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი; ვოსკრესენსკის მიტროპოლიტი გრიგოლი, მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი; ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე; ვლადიმირისა და სუზდალის მიტროპოლიტი ნიკანდრე, მოსკოვის საპატრიარქოს საფინანსო-სამეურნეო სამმართველოს თავმჯდომარე;
წმინდა სინოდის დროებითი წევრები: უფისა და ბაშკორტოსტანის მიტროპოლიტი ფილარეტი; ეკატერინოდარისა და ყუბანის მიტროპოლიტი ვასილი; ნოვოსიბირსკის და ბერდსკის მიტროპოლიტი ბართლომე; არსენიევისა და დალნეგორსკის ეპისკოპოსი გური; სერგიევ პოსადისა და დმიტროვის ეპისკოპოსი კირილე.
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრეს-სამსახურის ფოტო