მოსკოვის საპატრიარქო
ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებს შეხვდა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 22.07.2026. 2026 წლის 22 ივლისს, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი, რომელიც მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს ლოცვა-კურთხევით კვიპროსში სამუშაო ვიზიტს აგრძელებს, კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მორფოსის სამიტროპოლიტოს ეწვია. მორფოსის მიტროპოლიტმა ნეოფიტემ სსკგ-ის თავმჯდომარე თავის რეზიდენციაში, დაბა ევრიხუში, თბილად მიიღო.
იმავე დღეს, მიტროპოლიტი ანტონი ნიქოზიაში, კიკოსის მონასტრის მეტოქიონს ეწვია, სადაც მონასტრის წინამძღვართან, კიკოსისა და ტილირიის მიტროპოლიტ ნიკიფორესთან ძმური შეხვედრა და საუბარი ჰქონდა.
კვიპროსში ყოფნის დასასრულს, სსკგ-ის თავმჯდომარე ლიმასოლის მიტროპოლიტ ათანასეს შეხვდა და მასთან ერთად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი მოილოცა.
შეხვედრებზე მართლმადიდებელთაშორის ურთიერთობებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი განიხილეს.