მთავარი გვერდი ახალი ამბები
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ე…

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს

სააღდგომო ეპისტოლე

მწყემსმთავრებს, მწყემსებს, დიაკვნებს, მონოზვნებს და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ერთგულ შვილს

უფლის მიერ საყვარელნო ყოვლადუსამღვდელოესნო მწყემსთმთავრებო, ყოვლადპატიოსანნო მღვდლებო და დიაკვნებო, ღვთისმოყვარე ბერ-მონაზვნებო, ძვირფასო ძმებო და დებო!

ქრისტე აღდგა!

ადამიანური ენის მთელს სიმდიდრესა და მრავალფეროვნებაში არ არსებობს უფრო სასიხარულო და სასურველი სიტყვები მორწმუნე გულისთვის, ვიდრე არის სიცოცხლის სიკვდილზე და სიკეთის ბოროტებაზე მიღწეული გამარჯვების ეს დამაჯერებელი მოწმობა.

„ქრისტე აღდგა!“ – ამ სასიხარულო უწყებაში ფოკუსირებულია იმედის იდუმალი ძალა და რწმენის უდიდესი სასოება, რომლითაც ადამიანები ცხოვრობენ სამოთხიდან გამოძევების დროიდან. ჩვენ ვცხოვრობდით პატიების, შერიგებისა და განთავისუფლების მოლოდინით, მაგრამ უფალმა შეუდარებლად მეტი მოგვცა, რამეთუ თავისი სიყვარულით ღმერთმან ჩუენთვის უმჯობესი წინასწარ განიგულა (ებრ. 11:40).

ძე ღვთისა ქვეყნად მოვიდა და გახდა ადამიანი, ჩვენთან ერთად გაიზიარა მიწიერი ყოფის ყველა სიმძიმე და ბოლომდე შესვა ტანჯვის თასი, მათ შორის ყველაზე მწარე – სიკვდილის თასი. კაცი მყოფი წყლულებასა შინა და მეცნიერი თავს-დებად გუემულებასა (ეს. 53:3), მან თავს-იდო ჩვენი ცოდვები და ნებაყოფლობით აღვიდა ჯვარზე.

მაგრამ შეეძლო განა სიკვდილს სიცოცხლის შემოქმედის დაჭერა? შეეძლო განა ჯოჯოხეთის გაუმაძღარ უფსკრულს შთაენთქა ის, ვისი სიტყვითაც ყოველივე შეიქმნა, და თვინიერ მისა არცა ერთი რაი იქმნა (ინ. 1:3)? „ღვთის დიდება გამოჩნდა სამყაროში და გააცისკროვნა ქვესკნელი. სიკვდილი დაითრგუნა, ჯოჯოხეთის ბჭენი შეიმუსრა და ყველა ქმნილებას, რომლებიც მანამდე სიბნელეში იმყოფებოდნენ, ნათელი მოეფინა“, – აღტაცებით ღაღადებს ღირსი ეფრემ ასური სიკვდილზე მაცხოვრის გამარჯვებას („იესო – ნათელი სოფლისა“).

გაგონილა, რომ სიკვდილს თავისი ნადავლი დაებრუნებინოს? და თუ დაუბრუნებია, ისიც მხოლოდ დროებით, რათა შემდგომში კვლავ წაეყვანა იგი. მაგრამ ქრისტე აღდგა მკუდრეთით, არღარა მოკუდეს, და სიკუდილი მის ზედა არღარა უფლებდეს (რომ. 6:9)! და იქმნა რა იგი დასაბამ შესუენებულთა. (1 კორ. 15:20), ჩვენ ამ გზაზე წინ მიგვიძღვის: პირველად ქრისტე და მერმე ქრისტესნი იგი მოსვლასა მას მისსა (1 კორ. 15:23).

თავისი განკაცებით ღმერთმა განაახლა ადამიანური ბუნება და განკურნა იგი ცოდვის წყლულებისგან, და აღდგომის გზით კიდევ უფრო უკეთესი საძოვრებისკენ მივყავართ. ის ადამიანებს არა მხოლოდ დაკარგულს უბრუნებს, ანიჭებს რა მიტევებასა და თავისთან შერიგებას, არამედ შვილებადაც გვიღებს იესუ ქრისტეს მიერ (ეფეს. 1:5) – ღვთის შვილებად წოდების უფლებას აძლევს ყველას, რომელთა ჰრწამს სახელი მისი (ინ. 1:12) და ღმერთებად ჰყოფს მადლით.

აყვავებული ბუნების საგაზაფხულო ფერისცვალებასთან ერთად კვლავ და კვლავ ვრცელდება მთელს მსოფლიოში საოცარი უწყება ცხონების შესახებ: იესუს ეძიებთ ნაზარეველსა, ჯუარ-ცუმულსა; აღდგა, არა არს აქა. (მარკ. 16:6). საფლავი ცარიელია! აღდგა უფალი, ვითარცა თქუა (მთ. 28:6)!

ქრისტეს პასექი ჩვენი დიდი სიხარულის ამოუწურავი წყაროა, იმ სიხარულის, რომელიც ღვთის კაცობრიობისადმი სიყვარულიდან მომდინარეობს, რომელიც ყოველგვარ გამოუთქმელ გაგებას აღემატება და რომლის მეშვეობითაც ჩვენთვის გამოვლინდა ხილული და უხილავი სიკეთეები. ამ თავგანწირული სიყვარულის უსაზღვრო ძალა იმდენად შორს ვრცელდება, რომ ამარცხებს ჯოჯოხეთს, აღებს სამოთხის კარს, ანიჭებს ადამიანებს მიტევებას და ჭეშმარიტ სულიერ თავისუფლებას.

მტკიცე არს, ვითარცა სიკუდილი, სიყვარული (ქებათა-ქება 8:6) – კონსტატირებდა სიბრძნით მდიდარი მეფე სოლომონი. მაგრამ ჩვენ, ქრისტეს მოწაფენი, დარწმუნებით ვამოწმებთ, რომ სიყვარული სიკვდილზეც კი ძლიერია. ის დროსა და სივრცეს ლახავს, ცოდვისა და სიბნელის ძალებს ამსხვრევს. ყოვლადკეთილი უფალი სიყვარულის სასუფეველში გვიხმობს, მაგრამ ჩვენ ვერ შევალთ მასში, თუ საკუთარ გულში სიყვარული არ გვექნება. მაშ, მივუტევოთ ერთმანეთს, მოვიშოროთ ურთიერთ შეურაცხყოფისა და წყენის ბორკილები, შევრიგდეთ და ჩავეხუტოთ ერთმანეთს. გავიღოთ წყალობა შეჭირვებულებზე და ვანუგეშოთ მწუხარენი.

ქრისტეს მიერ განწმენდილნი და აღდგომის საოცარ ზეიმში შესულნი, ჩვენ ვცვლით ჩვენ გარშემო არსებულ სამყაროს აღდგომის უხრწნელი შუქით, შეგვყავს ის ცხონების სიხარულში, რომელსაც მთელი სამყარო ელოდება, ესწრაფვის რა აზნაურებასა მას დიდებისა შვილთა ღმრთისათა (რომ. 8:21). მაშინ თვით ჩვენი ცხოვრება, უფალთან ერთობაში, ჭეშმარიტ ლიტურგიად იქცევა – ჭეშმარიტად კოსმიური მასშტაბის ლიტურგიად, რომელშიც თითოეულ ქმნილებას შეუძლია მადლობა აღუვლინოს და ქება შეასხას შემოქმედს, და შეჰღაღადოს: დიდება აღდგომასა შენსა, ქრისტე! დიდება სასუფეველსა შენსა! დიდება განგებასა შენსა, ხოლოო კაცთმოყვარეო!“ (იხ. აღდგომის ტროპარი, ხმა 1).

მსოფლიოში მრავალი სულიერი ძიებაა, მაგრამ მხოლოდ ერთია – გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება (ინ. 14:6). მხოლოდ ერთია ცოდვასა და სიკვდილზე გამარჯვებული. მხოლოდ ერთია ზეცის განმღებელი. მისი სახელია იესო ქრისტე
და არავინაი არს სხვით ცხორებაი (საქ. 4:12).

ყველას გულთბილად გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს, და კვლავ და კვლავ მოვმართავ თქვენკენ სიცოცხლის დამადასტურებელ და მარადიულად გამამხნევებელ მოწმობას, რომ

ჭეშმარიტად აღდგა უფალი!


მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი

ქრისტეს აღდგომა

2026 წ.

გაზიარება:
უწმინდეს პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით უმაღლესი საეკლესიო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

17.09.2026

მოსკოვის წმინდანთა კრების დღესასწაულზე, უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საღმრთო ლიტურგია აღავლინა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში

07.09.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ვოსტრას მიტროპოლიტ ტიმოთეს, კვიპროსში იერუსალიმის საპატრიარქოს ეგზარქოსს, 75 წლის იუბილე მიულოცა

30.08.2026

უფლის ფერისცვალების დღესასწაულზე უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღავლინა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში და ამასთანავე არქიმანდრიტ ეფთვიმეს (კულიკოვი) ანადირის ეპისკოპოსად კურთხევის წეს-განგებას უხელმძღვანელა

19.08.2026

რუსეთის ნათლობის დღესასწაულზე უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღავლინა მოსკოვის კრემლის მიძინების საკათედრო ტაძარში

28.07.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს ხელმძღვანელობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

16.07.2026

წმინდა სინოდის წევრებმა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისა და მიტროპოლიტ ანტონისათვის (ჩერემისოვი) სულის მოსახსენიებელი ლიტია აღავლინეს

14.05.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგ სხდომას უხელმძღვანელა

14.05.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს მილოცვა სრულიად საქართველოს ახალარჩეულ კათოლიკოს-პატრიარქს

11.05.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

12.04.2026

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

11.04.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს სამძიმარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო

18.03.2026

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს მიმართ სამღვდელთმთავრო ქიროტონიის 50 წლისთავთან დაკავშირებით

14.03.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2026 წლის პირველ სხდომას

12.03.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უმაღლესი საეკლესიო საბჭოს მუშაობას უხელმძღვანელა

17.02.2026

დასრულდა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის ვიზიტი საქართველოში

02.10.2026

გრძელდება ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის ვიზიტი საქართველოში

01.10.2026

შედგა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-სთან

01.10.2026

დაიწყო ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის ვიზიტი საქართველოში

30.09.2026

მოსკოვის წმინდანთა კრების დღესასწაულზე, უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საღმრთო ლიტურგია აღავლინა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში

07.09.2026

სსკგ-ის თავმჯდომარე კერკირის მიტროპოლიტ ნეკტარიოსს შეხვდა

18.08.2026

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო მოსკოვში ანტიოქიის მეტოქიონის სასაყდრო დღესასწაულში

26.07.2026

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებს შეხვდა

24.07.2026

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებს შეხვდა

22.07.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს ხელმძღვანელობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

16.07.2026

სსკგ-ის თავმჯდომარე სიტყვით გამოვიდა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ პლენარულ სხდომაზე „ოჯახი, როგორც ტრადიციული სულიერ-ზნეობრივი ღირებულება“

23.06.2026

სსკგ-ის თავმჯდომარის მისასალმებელი სიტყვა პლენარულ სხდომაზე „ოჯახი, როგორც ტრადიციული სულიერ-ზნეობრივი ღირებულება"

23.06.2026

წმინდა სინოდის წევრებმა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისა და მიტროპოლიტ ანტონისათვის (ჩერემისოვი) სულის მოსახსენიებელი ლიტია აღავლინეს

14.05.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგ სხდომას უხელმძღვანელა

14.05.2026

სსკგ-ის თავმჯდომარემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

11.05.2026

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب