მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდეს პატრიარქ კირილეს ხელმძღვანელობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 16.06.2026. 2026 წლის 16 ივლისს მოსკოვში, დანილოვოს მონასტრის საპატრიარქო და სინოდალურ რეზიდენციაში, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს ხელმძღვანელობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომის გახსნისას, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი მიესალმა წმინდა სინოდის წევრებს და გამოაცხადა დღის წესრიგი.
სხდომაში მონაწილეობას იღებენ:
წმინდა სინოდის მუდმივი წევრები: კიშინიოვისა და სრულიად მოლდოვას მიტროპოლიტი ვლადიმერი; ასტანისა და ყაზახეთის მიტროპოლიტი ალექსანდრე, ყაზახეთის რესპუბლიკაში სამიტროპოლიტო ოლქის მეთაური; ტაშკენტისა და უზბეკეთის მიტროპოლიტი ბიკენტი, შუააზიის სამიტროპოლიტო ოლქის მეთაური; სანქტ-პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტი ბარსანუფი; კრუტიცისა და კოლომნის მიტროპოლიტი პავლე, მოსკოვის სამიტროპოლიტოში პატრიარქის ადგილმონაცვლე; მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტი ბენიამინი, სრულიად ბელორუსიის საპატრიარქო ეგზარქოსი; ვოსკრესენსკის მიტროპოლიტი გრიგოლი, მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი; ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე; ვლადიმირისა და სუზდალის მიტროპოლიტი ნიკანდრე, მოსკოვის საპატრიარქოს ფინანსური და სამეურნეო სამმართველოს თავმჯდომარე;
წმინდა სინოდის დროებითი წევრები: კაიროსა და ჩრდილოეთ აფრიკის მიტროპოლიტი კონსტანტინე, აფრიკის საპატრიარქო ეგზარქოსი; კანაშისა და ბელოვოლგის ეპისკოპოსი სტეფანე; გატჩინასა და ლუგის ეპისკოპოსი მიტროფანე; ნოვოროსიისკისა და გელენჯიკის ეპისკოპოსი სერგი; ბიისკისა და ბელოკურიხის ეპისკოპოსი სერაფიმე.