მთავარი გვერდი ახალი ამბები
მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვ…

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

2021 წლის 27 ივნისს, სულთმოფენობიდან პირველ კვირიაკეს, ყოველთა წმინდანთა დღეს, მოსკოვის საპატრიაქოს საგარეო საეკლესიო განყოფილების თავმჯდომარემ, წმინდა მოციქულთასწორთა კირილესა და მეთოდეს სახ. ზოგადსაეკლესიო ასპირანტურისა და დოქტორანტურის რექტორმა, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა ზსად-ს აკადემიურ ტაძარში – იოანე წინამორბედის თავისკვეთის ეკლესიაში, ჩერნიგოვის საპატრიარქო მეტოქში, ბორთან ახლოს, საღვთო ლიტურგია აღასრულა.   

მღვდელთმთავარს თანამწირველობა გაუწიეს ზსად-ს დოქტორანტურის განყოფილების უფროსმა დეკანოზმა ალექსი მარჩენკომ, ზსად-ს პრორექტორმა სასწავლო ნაწილში მღდელმონაზონმა პავლემ (ჩერკასოვი), მეტოქის კლირიკოსებმა.

მრჩობლ კვერექსზე აღვლენილ იქნა ლიცვითი ვედრება კორონოვირუსის ინფექციის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით.

მრჩობლი კვერექსის შემდეგ მიტროპოლიტმა ილარიონმა ლოცვა აღავლინა, რომელიც მავნებელი ჰაერის გავრცელების დროს იკითხება.

ლიტურგიის დასასრულს, მიტროპოლიტმა ილარიონმა ქადაგებაში ბრძანა:

„სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულის წმიდისათა!

სულთმოფენობის შემდგომ კვირიაკეს ეკლესია აღასრულებს ყოველთა წმინდანთა ხსენებას.

სულთმოფენობის დღესასწაულზე ჩვენ ვიხსენებდით, თუ როგორ გარდამოვიდა სულიწმიდა მოციქულებზე და მათ სხვადასხვა ენაზე დაიწყეს ლაპარაკი, და სხვადასხვა ეროვნების ხალხმა თავისი ენა იცნო. უსწავლელი გალილეველი მეთევზურნი ქრისტეს აღდგომის კადნიერ მქადაგებლებად იქცნენ.

დღეს კი, სულთმოფენობიდან პირველ კვირიაკეს, ჩვენ ვიხსენებთ, თუ როგორ განაგრძობდა სულიწმიდა ეკლესიაში მოქმედებას მისი ისტორიის მთელი ორიათასწლოვანი პერიოდის განმავლობაში. სულიწმიდა მაცხოვრის მოწაფეებს მოეფინა და აღაფრთოვანა ისინი ჯვარცმულ და მკვდრეთით აღმდგარ ქრისტეს საქადაგებლად. შემდგომი საუკუნეების განმავლობაში კი, დღევანდელ დღემდე, სულიწმიდა მოქმედებდა, მოქმედებას განაგრძობს და მომავალშიც იმოქმედებს ეკლესიაში. მისი მოქმედებითა და ადამიანების თანამოქმედებით ეკლესიას არასდროს განუცდია და არც განიცდის წმინდანების ნაკლებობას.

წმინდანები ეკლესიაში ცხოვრობდნენ ძველ დროშიც და უახლოეს დროშიც. წმინდანები დღესაც ცხოვრობენ მიწაზე, და სანამ მიწაზე ქრისტეს ეკლესია დგას, ის ყოველთვის მოუვლენს სამყაროს წმინდანებს, რადგან სიწმინდის იდეალი, რომელიც უფალ იესო ქრისტეს სახით იყო მოვლინებული, ჩვენს დროშიც ისევე აღაფრთოვანებს მორწმუნეთ, როგორც აღაფრთოვანებდა მისი მიწიერი ცხოვრების დროს და მოციქულთა ეპოქაშიც.

ფარისევლებსა და მწიგობრებს ეგონათ, რომ სიწმინდე ის არის, როცა ადამიანი უწმინდურს არაფერს ეკარება: იქნება ეს უწმინდური საჭმელი, უწმინდური ადამიანები თუ უწმინდური ადგილი. იმისათვის, რომ ადამიანს თავი დაეცვა რაიმე სახის წაბილწვისგან,ცხოვრობდა მოსეს სჯულის მრავალრიცხოვანი განწესებითა და იმ ზეპირი გადმოცემით, რომელიც საუკუნეების მანძილზე წამოცმული იყო ამ წერილობით კანონზე. და აი, ეს არის, ფიქრობდნენ ფარისევლები, ადამიანის სიწმინდე.

უფალი იესო ქრისტე კი, ამ ე.წ. სიწმინდეში ორგულობას ხედავდა. იგი ამხელდა თავისი დროის მწიგნობრებსა და ფარისევლებს იმისათვის, რომ ისინი გარეგნულად ღვთისმოსავებად და მართლებად გამოიყურებოდნენ, შინაგან კი მტაცებლობითა და უსამართლობით იყვნენ აღვსილნი.

ის სიწმინდე, რომელიც უფალ იესო ქრისტეს სახით იყო მოვლინებული და რომელსაც საუკუნეებია ავლენს ქრისტეს წმინდა ეკლესია, კარდინალურად განსხვავდება იმისგან, რასაც ფარისევლები და მწიგნობრები ქადაგებდნენ. ისინი გარეგნულ კეთილმსახურებას ქადაგებდნენ, უფალი კი ჩვენს ყურადღებას შინაგან კაცზე, მის გულზე მიაპყრობს. უფალი ამბობს, რომ შებილწვა ხდება არა იმის გამო, რომ რაღაც გარეგნულს ვეხებით, არამედ იმისგან, რომ ჩვენს გულში მწიფდება ბოროტი ზრახვები, სიძვა, მრუშობა, მტაცებლობა და ყოველგვარი სახის დანაშაული. სწორედ ეს ბილწავს ადამიანს შიგნიდან.

ქრისტიანი წმინდანები – ეს ის ადამიანები არიან, ვინც ყოველთვის არ გამოირჩეოდნენ გარეგანი კეთილმსახურებით. ზოგიერთი მათგანი გარეგნულად სრულიად შეუმჩნეველი, შეუხედავი და უწესოც კი ჩანდა, როგორც, მაგალითად, ზოგი სალოსი. მაგრამ ისინი ზრუნავდნენ გულის სიღრმეების გაწმენდაზე, რათა ყოველთვის ღმერთთან ყოფილიყვნენ. ისინი სულიწმიდის მადლს ეხსნებოდნენ, ის მათ ეფინებოდა და გარდამქმნელ და განმწმედელ ზემოქმედებას ახდენდა მათზე. უპირველეს ყოვლისა, სწორედ სულწმიდის მადლის წყალობით აღწევდნენ ისინი სიწმინდეს.

საღვთო მადლის მოქმედებით სიწმინდეს იხვეჭდნენ სხვადასხვა ეროვნების ადამიანები, სხვადასხვა ფენის ადამიანები – მდიდრებიც, ღარიბებიც, დიდგვაროვნებიც და დაბალი წრის წარმომდგენლებიც. მათ შორის იყვნენ მონაზვნებიც, ერისკაცებიც, დაქორწინებულებიც და დაუქორწინებლებიც, ხალხზე ძალაუფლების მქონენიც და ისინიც, ვისაც არანაირი ძალაუფლება არ გააჩნდა. თითოეული მათგანი თავის ადგლზე ავლენდა სიწმინდის მაგალითს, და ეს არ იყო დამოკიდებული ეკლესიაში მათ სტატუსზე – რა ხარისხს ფლობდა, იყო ის პატრიარქი თუ უბრალო მონაზონი, მღვდელთმთავარი თუ უბრალო მღვდელი, იყო ეკლესიაში პატივცემული თუ მთელს ცხოვრებას შეუმჩნევლად ატარებდა.

ჩვენ ვიცით, რომ ბევრ წმინდანს ეკლესიაში პატივი მიეგება, როგორც ღვთის სათნომყოფელს. მათი ხსენება ყოველდღიურად აღესრულება ეკლესიაში, და მათი სახელები საეკლესიო კალენდარშია შეტანილი. მაგრამ საუკუნეების განმავლობაში ისეთი წმინდანებიც ბრწყინდებოდნენ, რომელთა შესახებაც, სხვადასხვა გარემოებათა გამო, ხალხმა არაფერი იცოდა: ან იმიტომ, რომ ღმერთისთვის არა იყო სათნო ადამიანებისთვის მათი ღვაწლის გაცხადება, ანაც იმიტომ, რომ გაურბოდნენ პატივს, ან კიდევ სხვა რამ მიზეზით. მაგალითად, ღირსი სილუანე ათონელი წმინდანთა დასში შეირაცხა იმის წყალობით, რომ მისი ცხოვრების შესახებ ცნობილი გახდა მისი მოწაფის – არქიმანდრიტ სოფრონისგან. მან მასზე წიგნი დაწერა, რომელიც საქვეყნოდ ცნობილი გახდა. ამ წიგნით დაიწყო ღირსი სილუანეს ავტორიტეტის აღზევება და საბოლოოდ საქმე მის კანონიზირებამდე მივიდა – ჯერ კონსტანტინეპოლის საპატრიარქოში, მერე კი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაშიც.

მაგრამ ბევრი სხვა მოღვაწეც იყო იმავე დროს ათონის მთაზეც და მის საზღვრებს გარეთაც, რომელთა შესახებაც მსოფლიოს არაფერი გაუგია. მათზე წიგნი არავის დაუწერია, მაგრამ ისინი გაბრწყინდნენ სათნოებათა ღვაწლით, თუმცა მათ შესახებ ძალიან ცოტა ვინმემ თუ იცოდა, ან საერთოდ არავინ იცოდა.

უფლისთვის ფასეულია ადამიანის ნებისმიერი სულიერი ღვაწლი. ხოლო ამის შესახებ სხვები გაიგებენ თუ არა, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. წმინდანი ის არ არის, ვინც იმისთვის შრომობს, რომ წმინდანი გახდეს. იგი სულ სხვა საქმეებითაა დაკავებული: ზრუნავს საკუთარი გულისა და სულის ვნებებისგან, ცოდვილი აზრებისგან გაწმენდაზე; ლოცულობს თავისთვის და ახლობლებისთვის, ცოცხლებისა და მკვდრებისთვის. იგი ღვთის გუმოწყალებას სასოებს და შეჰჰღაღადებს, რომ უფალმა სულიწმიდა მოუვლინოს, რათა სულიწმიდამ ის შიგნიდან გაწმინდოს და გაანათლოს.

როდესაც ადამიანი სიწმინდეს აღწევს, ის ამ დროს სრულებითაც არ მიიჩნევს თავს წმინდანად. იმიტომ, რომ დაწყებული პავლე მოციქულიდან, რომელიც ამბობდა, რომ ქრისტე იესო მოვიდა ქვეყნად, რათა ეხსნა ცოდვილნი, რომელთა შორისაც პირველი მე ვარ (1 ტიმ. 1:15), ყველა წმინდანი სწორედ ასე ხედავდა საკუთარ თავს. ისინი პირველ ცოდვილებად მიიჩნევდნენ საკუთარ თავს და ეს არ იყო პირფერული ან რიტორიკული აღიარება საკუთარი ცოდვებისა, არამედ სულიწმიდისგან ბოძებული შეგრძნება – რაც უფრო იწმინდება შინაგანი ადამიანი, მით უფრო ხედავს საკუთარ ნაკლოვანებებს, ცოდვებს და იმას, თუ რაოდენ შორს დგას სიწმინდის იდეალისგან, რომელიც იესო ქრისტეს ცოცხალი მაგალითით მოგვეცა.

სიწმინდე – ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო იესო ქრისტეს. ეს არის ყოველდღიური, ყოველჟამიერი, ყოველწუთიერი შრომა საკუთარ თავზე; სიწმინდე – ეს არის ადამიანის მზადყოფნა , გაჰყვეს ქრისტეს, სადაც ის წაიყვანს,თუნდაც ჯვარზე ასასვლელად, ჯვარზე საღვაწოდ. სიწმიდე ის არ არის, რაც მხოლოდ ადამიანის ძალისხმევით მიიღწევა, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ღვთის მადლის საბოძვარია.

ყოველთა წმინდანთა ხსენების დღეს, ვადიდოთ ღვთის სათნომყოფელნი, რომლებიც უფალმა თავის წმინდა ეკლესიას მოჰმადლა, საკუთარი ძალისამებრ მივბაძოთ მათ ღვაწლს და შევთხოვოთ უფალს, რომ სულიწმიდის მადლი ჩვენც მოგვეფინოს, განგვწმიდოს ყოველგვარი ბიწისგან და ღირსგვყოს ცათა სასუფევლის მკვიდრობისა. ამინ.

ყველას გილოცავთ დღესასწაულს! უფალი გფარავდეთ!“.

სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური

სრულად ნახვა

გაზიარება:

გაზიარება:
უწმინდესი პატრიარქის კირილეს განცხადება მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების განახლებასთან დაკავშირებით

19.09.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით უმაღლესი საეკლესიო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

05.09.2023

კოპტური ეკლესიის პატრიარქმა მწუხარება და პროტესტი გამოთქვა მიტროპოლიტ იონათანის სასამართლო დევნის გამო

28.08.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს სამღვდელთმთავრო ქიროტონიის 60 წლის იუბილე მიულოცა

26.08.2023

წმინდა სინოდმა დაამტკიცა მღვდელთმთავართა თათბირის გადაწყვეტილებები

24.08.2023

უფლის ფერისცვალების დღესასწაულზე უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღასრულა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში

19.08.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს განცხადება უკრაინის სასამართლოს მიერ ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტ იონათანისათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანასთან დაკავშირებით

07.08.2023

პატრიარქ კირილეს სამძიმარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით

05.08.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ანგელოზის დღე მიულოცა

02.08.2023

წმინდა სერგის სამების ლავრაში მუშაობა დაიწყო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავართა სათათბირომ

19.07.2023

ღირსი სერგი რადონეჟელის ხსენების დღეს რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა წმინდა სერგის სამების ლავრაში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

18.07.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე მიმართავს რელიგიურ მოღვაწეებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კიევ-პეჩერის ლავრის წინამძღვრის დევნასთან დაკავშირებით

15.07.2023

უწმიდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი ეკლესიების წინამძღვრებს კიევ-პეჩერის ლავრის დაპყრობის ახალ მცდელობებთან დაკავშირებით მიმართა

14.07.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს განცხადება კიევ-პეჩერის ლავრიდან მორწმუნეთა გაძევების მცდელობებთან დაკავშირებით

14.07.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე: მივესალმებით ნებისმიერ საშუამავლო მისიას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინაში ტრაგიკული კონფლიქტის დაძლევას და სამართლიანი მშვიდობის რაც შეიძლება სწრაფად დამყარებას

29.06.2023

უფლის ჯვრის ამაღლების დღესასწაულზე სსკგ-ის თავმჯდომარემ ლიტურგია აღავლინა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, ფილიპე მოციქულის ტაძარში

27.09.2023

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქს შეხვდა

29.08.2023

კოპტური ეკლესიის პატრიარქმა მწუხარება და პროტესტი გამოთქვა მიტროპოლიტ იონათანის სასამართლო დევნის გამო

28.08.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს სამღვდელთმთავრო ქიროტონიის 60 წლის იუბილე მიულოცა

26.08.2023

უფლის ფერისცვალების დღესასწაულზე უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღასრულა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში

19.08.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს სამძიმარი გამოუცხადა შოვში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით

05.08.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ანგელოზის დღე მიულოცა

02.08.2023

წმინდა სერგის სამების ლავრაში მუშაობა დაიწყო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავართა სათათბირომ

19.07.2023

სსკგ-ის თავმჯდომარე მოსკოვში ანტიოქიის საპატრიარქოს მეტოქიონს ეწვია

03.07.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე: მივესალმებით ნებისმიერ საშუამავლო მისიას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინაში ტრაგიკული კონფლიქტის დაძლევას და სამართლიანი მშვიდობის რაც შეიძლება სწრაფად დამყარებას

29.06.2023

ჟენევაში ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ცენტრალური კომიტეტის სესია დასრულდა

27.06.2023

ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ცენტრალური კომიტეტის სხდომაზე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციას სსკგ-ის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს

21.06.2023

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდა

16.06.2023

შედგა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის შეხვედრა წმინდა ეგიდის თემის ხელმძღვანელობასთან

15.06.2023

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა წმიდა საყდრის მდივანთან სახელმწიფოებთან ურთიერთობის საკითხებში

15.06.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب