მოსკოვის საპატრიარქო
მიტროპოლიტი ილარიონი: უკრაინაში შეჭრით პატრიარქმა ბართლომეოსმა პოლიტიკური ბრძანება შეასრულა
ვოლგოგრადში ახალგაზრდების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ს. ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია „ახლა განიცდის ყველაზე ძლიერ ზეწოლას რიგი დასავლური სახელმწიფოსგან, პირველ რიგში შეერთებული შტატებისგან, რომლებმაც მიზნად დაისახეს მსოფლიო მართლმადიდებლობის ერთობის დაშლა“.
პროგრამა „ეკლესია და მსოფლიო“–ს ეთერში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ წამოჭრილ თემაზე კომენტირებისას, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ მიტროპოლიტმა ილარიონმა შემოგვთავაზა აშშ-ს საგარეო პოლიტიკის საქმიანობის შეფასება: „ამერიკულ პოლიტიკაში, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად გამოიყენება ცნობილი პრინციპი „დაყავი და იბატონე“ ანუ ფსონი იდება ხალხის გაყოფაზე, კონფლიქტის გაღრმავებაზე. ჩვენ ამას ვხედავთ ახლო აღმოსავლეთშიც, უკრაინაშიც. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც ძალა, – რომელიც თავისი ბუნებით მოწოდებულია ადამიანების კონსოლიდირებისთვის, გასაერთიანებლად და არა გასაყოფად, მათ შორის სხვადასხვა ქვეყანაში, – შეერთებული შტატებისთვის, გვინდა ეს თუ არა, გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეს წარმოადგენს. ამიტომ, შეერთებულ შტატებში არსებობს მოსაზრება, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია უნდა დასუსტდეს, დანაწევრდეს“.
მეუფე ილარიონის აზრით, სწორედ ეს შეკვეთა შეასრულა კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომეოსმა უკრაინაში შეჭრით. „მან შეკვეთა სრული პროგრამით შეასრულა:: დღეს უკრაინული საზოგადოება დაყოფილია არა მხოლოდ ენის საკითხზე და პოლიტიკურ ორიენტაციაზე შეხედულებათა სხვადასხვაობით, არამედ რელიგიური ნიშნითაც“, – კონსტანტირება მოახდინა სსკგ–ს თავმჯდომარემ. –„პატრიარქი ბართლომეოსი დაჰპირდა განხეთქილების განკურნებას, მაგრამ მოხდა მისი გაღრმავება, დაჰპირდა მართლმადიდებელი მორწმუნეების გაერთიანებას, მაგრამ გაერთიანების ნაცვლად მოხდა შემდგომი გაყოფა, პოლარიზაცია“.
ხელმძღვანელობს რა „დაყავი და იბატონეს“ პრინციპით, შეუძლებელია გაერთიანების ან კონსოლიდაციის მიღწევა, – ხაზი გაუსვა მწყემსმთავარმა. „რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში ასრულებს მაკონსოლიდირებელ როლს“ – შენიშნავს ის. – იმ სიტუაციაშიც, როცა სახელმწიფოებს შორის კონფლიქტები წარმოიქმნება, ეკლესია განაგრძობს ხალხის გაერთიანებას, აი, რატომაც თვალში ეკალივითაა ის იმ პოლიტიკოსებისთვის, ვინც „დაყავი და იბატონეს“ პრინციპს იყენებენ“.
საუბრობს რა იმაზე, თუ როგორ რეაგირებს ეკლესია თავის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა აღნიშნა: „ის პასუხობს ისე, როგორც ყოველთვის პასუხობდა: განაგრობს თავისი მხსნელი მისიის შესრულებას, მსოფლიოში უფალ იესო ქრისტეს სიტყვის გავრცელებას, განაგრძობს ხალხის გაერთიანებას, შეახსენებს სიყვარულს, რწმენას, იმას, რომ შეუძლებელია გაყოფის პრინციპზე სამოქალაქო მშვიდობის დამყარება, და რაც მთავარია – შეახსენებს მათ იმას, რომ მატერიალური ფასეულობების გარდა, ადამიანის ცხოვრებაში სულიერი ფასეულობებიც არსებობს. ის თითოეულ ადამიანს უცხადებს ცხოვრების იმ განზომილებას, რომელიც ცხადდება მხოლოდ ადამიანის ღმერთთან ურთიერთობის წყალობით“.
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.11.2024
06.11.2024