მთავარი გვერდი ახალი ამბები
კიკოსის მიტროპოლიტი ნიკიფორე: პატრიარქ ბართლომეოსის ცალ…

კიკოსის მიტროპოლიტი ნიკიფორე: პატრიარქ ბართლომეოსის ცალმხრივი გადაწყვეტილება უკრაინის შესახებ საერთო მართლმადიდებლურ ერთობას საშინელი მასშტაბის განხეთქილებას უქადის

2021 წლის 16 სექტემბერს კონფერენციის – ,,მსოფლიო მართლმადიდებლობა: პირველობა და კრებსითობა მართლმადიდებლური სწავლების შუქზე“ – სხდომაზე, რომელიც მოსკოვში ქრისტე მაცხოვრის ტაძარში გაიმართა, გაჟღერდა კიკოსისა და ტილირიის მიტროპოლიტ ნიკიფორესა და ტამასოსა და ორინიის მიტროპოლიტ ესაიას საერთო მოხსენება (კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესია).

მანამდე ტამასოსა და ორინიის მიტროპოლიტმა ესაიამ კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა: ,,თქვენო უწმინდესობავ, თქვენო ყოვლადუსამღვდელოესნო, კონფერენციის ღრმად პატივცემულო მონაწილენო! მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ მოგვიწვიეთ როგორც მე, ისე ჩემი სულიერი მოძღვარი, კიკოსისა და ტილირიის მიტროპოლიტი ნიკიფორე ამ მნიშვნელოვან საღვთისმეტყველო ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად. ჩვენ, მიტროპოლიტ ნიკიფორესთან ერთად, გადავწყვიტეთ, წარმოგიდგინოთ საერთო მოხსენება, რომელიც ეფუძნება კიკოსის მიტროპოლიტ ნიკიფორეს არც თუ დიდი ხნის წინ გამოცემულ წიგნს, რომელიც ეძღვნება უკრაინის პრობლემის გადაჭრის საკითხს წმინდა კანონებზე დაყრდნობით. ეს წიგნი ახლახან რუსულ ენაზეც ითარგმნა... როგორც მიტროპოლიტ ნიკიფორესთვის, ისე ჩემთვის და სხვა კვიპრელი ეპისკოპოსებისთვის, სულაც არ ყოფილა იოლი წერა, საუბარი და, საერთოდ, გამოსვლა მოცემულ თემასთან დაკავშირებით, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, გეოპოლიტიკური მოვლენები და მისგან გამომდინარე შედეგები იძულებულს ხდის კვიპროსს გაჰყვეს ევრო-ამერიკული პოლიტიკის კურსს. თუმცა ჩვენ კიდეც ვსაუბრობთ, ვწერთ და ასევე ვევედრებით უფალს განგვანათლოს, რომ სწორად ვმართოთ ჭეშმარიტების სიტყვით, როგორც გვკარნახობს ჩვენი სამღვდელთმთავრო სინდისი, მიუხედავად იმისა, რომ ამან შეიძლება ჩვენთვის ნეგატიური შედეგები მოიტანოს.

დიდხანს არ შევაჩერებ თქვენ ყურადღებას და წარმოგიდგენთ მიტროპოლიტ ნიკიფორეს ზოგიერთ შეხედულებას და იმედი მაქვს, რომ მართლმადიდებელი კვიპროსისა და რუსეთის მოწამენი და ყველა წმინდანი მეოხებას გაგვიწევს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის წინაშე მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობისა და ამ სერიოზული საეკლესიო პრობლემის დროულად გადაწყვეტისათვის, რომელიც არც კი უნდა წარმოშობილიყო“.

მოხსენება, რომლის ტექსტსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ, არქიმანდრიტმა სერაფიმემ (გავრიკოვი) წაიკითხა.

მართლმადიდებელი კათოლიკე ეკლესია დღეს უკრაინის საეკლესიო საკითხის გამო კრიზისისა და განყოფის მდგომარეობაშია. ამ საკითხის წარმოშობის მიზეზი გახდა კონსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქოს მიერ უკრაინის ეკლესიის განხეთქილებაში მყოფი სტრუქტურებისათვის თვითნებურად და არაკანონიკურად ,,ავტოკეფალიის“ მინიჭება, – რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ნების საწინააღმდეგოდ, რომელიც არის დედა-ეკლესია უკრაინის ტერიტორიაზე არსებული მართლმადიდებელი ეკლესიისათვის.

ძირითადი პრობლემა, რომლითაც ჩვენ კვლევის პროცესში ვიქნებით დაკავებული, ეს არის პასუხის ძიება კითხვაზე: სამართლიანად თუ შეცდომით მიენიჭა უკრაინას ,,ავტოკეფალია“?

თუმცა სანამ მოცემულ საკითხზე მსჯელობას დავიწყებდეთ, ჩვენ ვგრძნობთ აუცილებლობას, თავიდანვე განვაცხადოთ, რომ ღრმა პატივს ვცემთ და პატივს მივაგებთ კონსტანტინეპოლის წმინდა მსოფლიო საპატრიარქოს მისი უნიკალური და განუმეორებელი წვლილისათვის ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის ცხოვრებაში.

როგორც მართლმადიდებელი კათოლიკე ეკლესიის პირველი საყდრის წინამძღვარს, ყველა მსოფლიო პატრიარქს ჰქონდა, აქვს და ექნება შემდეგი კანონიკური უფლება:

1)     ყველა მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას შორის ფლობდეს საპატიო თავმჯდომარის ტიტულს წოდებით ,,პირველი თანასწორთა შორის“ (primus inter pares);

2)     მართლმადიდებელი ეკლესიების კოორდინაციისა იმ კრიტიკულ საკითხებზე, რომლებიც მართლმადიდებელთა საერთო ინტერესების შემცველია;

3)     მართლმადიდებლური კრებების ან მართლმადიდებელი წინამძღვრების სინაქსისის მიხედვით მიღებული გადაწყვეტილებების გაცხადება და აღსრულება;

4)     ავტოკეფალიისა თუ ავტონომიის მინიჭება დანარჩენი მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიების მხრიდან თანხმობისა და მოწონების პირობით, – და, ბოლოს,

5)     მსოფლიო პატრიარქი, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის პირველი საყდრის მეთაური, წარმოადგენს როგორც კანონიკური წესრიგის, ისე მართლმადიდებლობის კრებსითი და დემოკრატიული მოწყობის (σύστημα) წარმატებული ფუნქციონირების უცვლელ მცველსა და გარანტს.

ნებისმიერი ცრუ განმარტება, ნებისმიერი მცდელობა მსოფლიო საპატრიარქოს ღირსების ზემოჩამოთვლილი პრივილეგიების გადასხვაფერებისა ,,ხელისუფლების პირველობასთან“ დაკავშირებით, ამახინჯებს მართლმადიდებლურ ეკლესიოლოგიას, ანადგურებს მის კრებსით და დემოკრატიულ წყობას და შემოაქვს ერთმმართველური ხელისუფლება პაპიზმის სულისკვეთებით, მსოფლიო პატრიარქს კი აღმოსავლეთის პაპად აქცევს, რომელიც ex cathedra (,,კათედრიდან“) დაიწყებს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციის გაჟღერებას სხვა მართლმადიდებელ წინამძღვართა აზრის გაუთვალისწინებლად. მსგავს შემთხვევებში გულგრილი ვერ დარჩება მართლმადიდებელი ეკლესიის ვერც ერთი ეპისკოპოსი. მისი ვალია – პასიური განგაში საპასუხისმგებლო ქმედებით შეცვალოს, ამაღლდეს საკუთარ თავზე და ეპისკოპოსის სინდისით იხელმძღვანელოს, უანგაროდ და უშიშრად გამოვიდეს ნებისმიერ თვითნებობასთან ბრძოლაში, თუკი ეს თვითნებობა მიმართულია მართლმადიდებელი ეკლესიის კრებსითობის წინააღმდეგ და მსოფლიო მართლმადიდებლობას განყოფის საფრთხეს უქადის.

ყოველგვარ ეჭვს გარეშეა, რომ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის ცალმხრივი გადაწყვეტილება ,,ავტოკეფალური ეკლესიის“ სტატუსის მინიჭების შესახებ სინანულის არმქონე, ხარისხიდან დამხობილი, ანათემას გადაცემული და ხელთდაუსხმელი ცრუ მღვდელმსახურების განხეთქილებაში მყოფი სტრუქტურისათვის და, იმავდროულად, მიტროპოლიტ ონოფრეს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის კანონიკური ეკლესიის იგნორირება, – ყოველივე ეს ქმნის ურთულეს საეკლესიო პრობლემას, რომელიც ყოველთამართლმადიდებელთა ერთობას საშინელი მასშტაბის განხეთქილებით ემუქრება.

ამ სახით, აი, უკვე 330 და მეტი წელია, ყველა მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესია ყოველგვარი წინააღმდეგობისა და წინაპირობის გარეშე მიიჩნევს, რომ უკრაინის ეკლესია საეკლესიო ურთიერთობაში ექვემდებარება მოსკოვის, და არა კონსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქოს.

გარდა ამისა, თავად მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა 2008 წლის 26 ივლისს უკრაინელი ხალხისადმი თავის სიტყვაში გამოთქვა იგივე საერთო საეკლესიო შეხედულება იმის თაობაზე, რომ უკრაინა მსოფლიო საპატრიარქოს მიერ გადაეცა და მას შემდეგ ექვემდებარება რუსეთის ეკლესიას.

უფრო მეტიც, მოსკოვის პატრიარქისადმი მიწერილ თავის ორ საპასუხო წერილში, მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ცნობს მოსკოვის საპატრიარქოს მიერ კიევის ყოფილი მიტროპოლიტის – ფილარეტის როგორც საეპისკოპოსო ხარისხიდან დამხობას (1992), ისე მის ანათემირებას (1997).

ე.ი. ის აღიარებს მოსკოვის საპატრიარქოსადმი საეკლესიო დაქვემდებარების ორივე ფუნდამენტალურ უფლებას, ესენია: ხელთდასხმა და ეპისკოპოსთა გასამართლება. საეკლესიო დაქვემდებარების ამ ორივე ფუნდამენტალურ საეკლესიო უფლებას აღიარებს ასევე ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოსი იერონიმე, რომელმაც შემდგომში თავისი პოიზიცია მსოფლიო პატრიარქის კვალდაკვალ შეიცვალა.

ვფიქრობ, ყველაზე დამაჯერებელ პასუხს კითხვაზე, თუ ვის აქვს და რა პირობით ადგილობრივი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების უფლება, თავად მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი იძლევა. 2001 წლის იანვარში ბერძნული გაზეთისათვის ,,ნეა ელადა“ მიცემულ ინტერვიუში მისი მტკიცების თანხმად, ,,ავტოკეფალია და ავტონომია ყოველ ეკლესიას ენიჭება მსოფლიო კრების გადაწყვეტილებით. რამდენადაც სხვადასხვა მიზეზის გამო შეუძლებელია მსოფლიო კრების მოწვევა, ამდენად მსოფლიო საპატრიარქო, როგორც ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის კოორდინატორი, ანიჭებს ავტოკეფალიას ან ავტონომიას იმ პირობით, რომ ამას ისინი იწონებენ და ეთანხმებიან“.

კონსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქო, საღმრთო და წმინდა კანონების თანახმად (მეორე მსოფლიო კრების მე-3 კანონი და მეოთხე მსოფლიო კრების 28-ე კანონი), ფლობს „პატივის პირველობით“ აღმოსავლეთის ყველა საპატრიარქო საყდარს შორის. 1054 წლის დიდი განხეთქილების შემდეგ მსოფლიო საპატრიარქო ხდება პირველი საყდარი ერთ, წმინდა, კათლიკე და სამოციქულო მართლმადიდებელ ქრისტეს ეკლესიაში და ფლობს საპატიო თავმჯდომარეობის კანონიკურ უფლებას მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიებს შორის. უფრო სპეციფიკური გაგებით, მსოფლიო კონსტანტინეპოლის პატრიარქს, როგორც ,,პირველს თანასწორთა შორის“ (primus inter pares), აქვს მსოფლიო კრებაზე თავმჯდომარეობის უფლება და, შესაბამისად – მართლმადიდებელი ეკლესიების კოორდინაციის ვალდებულება. ის ასევე უფლებამოსილია მიანიჭოს ავტოკეფალია ან ავტონომია ამა თუ იმ საეკლესიო ოლქს გარკვეული, მკაფიო და მკაცრი პირობებით, რომლებიც დადგენილია საეკლესიო გადმოცემით და თანხმობაშია მართლმადიდებლურ ეკლესიოლოგიასა და კანონიკურ წესრიგთან. ეს პირობები იდენტურია იმათთან, რომლებითაც მიღწეულ იქნა ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთა თანხმობა, მართლმადიდებელთაშორისი მოსამზადებელი კომისიის სხდომებზე 1993 და 2009 წლებში, რომელიც კრეტის წმინდა და დიდი კრების (2016 წ.) მომზადების ახორციელებდა.

სამწუხაროდ, ამ საერთო გადაწყვეტილების ტექსტი არ წარუდგენიათ წმინდა და დიდ კრებაზე ქ. კოლიმბარში (კრეტა). ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ ეს მოხდა რუსეთის ეკლესიის მხრიდან უარის გამო. თუმცა რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდი თავისი 2019 წლის 17 ოქტომბრის ოფიციალური განცხადებით გვაუწყებს, რომ ,,სინამდვილეში ავტოკეფალიის თემა ამოღებულ იქნა კრების დღის წესრიგიდან... პატრიარქ ბართლომეოსის დაჟინებით“.

ამგვარად, უპირველეს ყოვლისა, რაც უნდა მოიმოქმედოს ეკლესიამ, რომელსაც ავტოკეფალიის მიღებას სურს, ეს არის – მთელი თავისი ქრისტიანად წოდებული სისავსის (სამღვდელოება და მრევლი) სახელით გამოხატოს ავტოკეფალურობის სურვილი და ის მსოფლიო საპატრიარქოს თხოვნის სახით განსახილველად წარუდგინოს.

რაც შეეხება სახელდობრ უკრაინის საკითხს, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, უნდა აღინიშნოს შემდეგი. ავტოკეფალიის შესახებ თხოვნის განხილვა მსოფლიო პატრიარქს შეეძლო მხოლოდ ქვეყნის ერთი საეკლესიო სტრუქტურის მხრიდან, ისიც იმ შემთხვევაში, თუკი ეს სტრუქტურა შეესაბამება კანონიკურ მოთხოვნებს. როგორც ყველა ჩვენგანისთვის ცნობილია, უკრაინის ერთადერთი კანონიკური ეკლესიური სტრუქტურა არის უკრაინის ავტონომიური ეკლესია, რომელსაც მეთაურობს მიტროპოლიტი ონოფრე, და რომელიც აღიარებულია ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ (უახლოეს დრომდე – მსოფლიო პატრიარქის მიერაც); ეს არის ეკლესია, რომლის წევრიცაა 90 ეპისკოპოსი, 12 500 სამრევლო, 250 მონასტერი, 5 000 მონაზონი და ათობით მილიონი მორწმუნე, რომლებიც მართლმადიდებელი უკრაინელი ხალხის დიდ უმრავლესობას წარმოადგენენ.

მაგრამ ამ კანონიკურ ავტონომიურ ეკლესიას, რომელიც 1686 წლიდან მოსკოვის საპატრიარქოს საეკლესიო იურისდიქციას ექვემდებარება, ავტოკეფალია არავისთვის მოუთხოვია და არც არასდროს არავისგან არანაირი ავტოკეფალურობა არ მიუღია.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალურობას ესწრაფვოდა, ითხოვდა და მიიღო ორმა განხეთქილებაში მყოფმა სტრუქტურამ.

მართალი გითხრათ, შეუძლებელია, გაიგო, თუ როგორ მიანიჭა ამჯერად მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა – იმის საპირისპიროდ, რასაც არცთუ ისე დიდი ხნის წინ, საკითხის წამოჭრამდე, თვითონ ამბობდა – ცალმხრივი წესით, სხვა მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიების მხრიდან წინასწარი თანხმობისა და დამტკიცების გარეშე (მათ შორის რუსეთის დედა-ეკლესიის გარეშე, რომელსაც უნდა გამოყოფოდა უკრაინის ეკლესია ასეთ შემთხვევაში) ავტოკეფალურობა, თანაც არა კანონიკურ უკრაინის ეკლესიას მიტროპოლიტ ონოფრეს წინამძღვრობით, არამედ ორ განხეთქილებაში მყოფ ჯგუფს, რომლებსაც მეთაურობენ ხარისხიდან დამხობილი ფილარეტი და სამოციქულო მემკვიდრეობის არმქონე, ხელთდაუსხმელი მაკარი.

რამდენადაც მოსალოდნელი იყო, ავტოკეფალურობის წმინდა ინსტიტუტის შეურაცხყოფამ, რასაც ადგილი ჰქონდა უკრაინის შემთხვევაში, არათუ არ მიგვიყვანა სასურველ საეკლესიო შერიგებასა და ერთობამდე, არამედ პირიქით, უკრაინელ ხალხის ცხოვრებაში, რომელმაც ესოდენ მძიმე განსაცდელი გამოიარა, კიდევ უფრო მეტი შფოთი და განყოფა შემოიტანა, და ასევე ღრმა კრიზისი გამოიწვია როგორც უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში, ისე მსოფლიო მართლმადიდებლობაში.

ამდენად:

1)     ავტოკეფალიის მინიჭება გამოთხოვილ იქნა არა საყოველთაოდ აღიარებული უკრაინის ეკლესიის მიერ, მიტროპოლიტ ონოფრეს წინამძღვრობით, არამედ განხეთქილებაში მყოფი ორი, გაცილებით მცირე ჯგუფის მიერ;

2)     დედა-ეკლესიის როლი, როგორიც უკრაინისთვის რუსეთის ეკლესიაა, სრულიად იგნორირებული და უგულებელყოფილ იქნა;

3)     მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ავტოკეფალიის მინიჭებას შეუდგა სხვა მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიების წინამძღვრებთან ყოველგვარი კონტაქტისა და მოლაპარაკებების გარეშე.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც შეუძლებელია არ განვმარტოთ, – ესაა ორ ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ევქარისტიული კავშირის გაწყვეტა.

ზოგი მოსკოვის მართლმადიდებელ საპატრიარქოს ადანაშაულებს იმაში, რომ მან აჩქარებით, ხელოვნურად და ეკლესიოლოგიური თვალსაზრისით უსაფუძვლოდ გაწყვიტა ევქარისტიული კავშირი მსოფლიო საპატრიარქოსთან, ხოლო მოგვიანებით მასთან მიმხრობილ ელადისა და ალექსანდრიის ეკლესიებთან – ან, ყოველ შემთხვევაში, იმ ეპისკოპოსებთან, რომლებიც უკრაინის ეკლესიის განხეთქილებაში მყოფი სამრევლოების კლირიკოსებთან თანამსახურებას დათანხმდნენ.

ისინი, ვინც ჩქარობენ მოსკოვის საპატრიარქოს დადანაშაულებას, არ ახსოვთ ან ცდილობენ არ გაიხსენონ, რომ ამაში მათი პირველი მასწავლებელი თავად მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი იყო. არ უნდა დაგვავიწყდეს ის პომპეზური რიტუალი ფანარიონზე, – მთელს მსოფლიოში პირდაპირი ტელეტრანსლაციით ნაჩვენები – რომელშიც მსოფლიო პატრიარქის გარდა მსოფლიო საყდრის მიტროპოლიტების სიმრავლე მონაწილეობდა, და რომელზეც ნეტარხსენებული ათენის მთავარეპისკოპოსი ქრისტოდულე დასაჯეს მასთან ერთობის გაწყვეტით – და მხოლოდ ერთადერთი მიზეზით: მარადსახსენებელმა მთავარეპისკოპოსმა გაბედა ელადის ეკლესიის იერარქთა კრების მოწვევა, რომელზეც პატრიარქის დამტკიცების გარეშე ე.წ. ,,ახალი მიწების“ ეპარქიაში სამი ახალი მიტროპოლიტი იქნა დაადგინა.

მოსკოვის საპატრიარქომ კონსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქოსთან ევქარისტიული ერთობა იმის საფუძველზე გაწყვიტა, რომ ამ უკანასკნელმა წმინდა კანონები დაარღვია. სახელდობრ, როგორც ეს ზემოთ დავამტკიცეთ, მსოფლიო პატრიარქი ცალმხრივად შეიჭრა უკრაინის ეკლესიის საქმეებში, რომელიც მის კანონიკურ ტერიტორიას არ წარმოადგენს, და ამ დარღვევების მწვერვალი გახდა უკრაინის ავტოკეფალიის ტომოსის მინიჭება განხეთქილებაში მყოფი არაკანონიკური სტრუქტურებისათვის.

შესაბამისად, მოსკოვის საპატრიარქოს გადაწყვეტილება, გაეწყვიტა ევქარისტიული კავშირი სამ ეკლესიასთან – კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიისა და ელადის – იყო სწორი და გამართლებული: ის დაფუძნებულია წმინდა კანონებზე და თანხმობაშია საუკუნოვან საეკლესიო პრაქტიკასთან.

რაც ყველაზე მეტად გვაწუხებს უკრაინის ეკლესიის საკითხის ირგვლივ მოვლენებში, ეს არის მზარდი დარწმუნებულობა იმაში, რომ საკითხი უფრო და უფრო დიდი მაშტაბის ეკლესიოლოგიური პრობლემა ხდება. მსოფლიო პატრიარქის ამბიციები ახლა უკვე მთელს ეკლესიაზე განივრცო: არსობრივრად, ის პრეტენზიებს აცხადებს ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი საპატრიარქოსა და ავტოკეფალური ეკლესიის შიდა ცხოვრებაში ჩარევის უფლებაზე.

სამწუხაროდ, ახალგამოჩეკილ თეორიას იმის შესახებ, თითქოს კონსტანტინეპოლელის წინამძღვარი ყველა ეკლესიის თავია, მხარს უჭერენ და აღვივებენ მსოფლიო საყდრის უახლოესი თანამშრომლები.

ისტორიისა და წმინდა კანონების თვალსაზრისით, კათოლიკე ეკლესიაში პირველობის საკითხზე შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი, ეჭვს დაუქვემდებარებელი პასუხი. თავისი ისტორიის ორი ათასწლეულის მანძილზე მართლმადიდებელ ეკლესიას არცერთ მისი ეპისკოპოსისთვის არ მიუნიჭებია ეკლესიის მეთაურის ტიტული და კომპეტენციია.   

შესაბამისად, ცხადზე უცხადესია – და ეს შეიძლება დავამტკოცოთ ისტორიულად, კანონიკურად, დოგმატურად, იკონოგრაფიული ტრადიციიდან და მამათა ნაშრომებიდან – რომ არცერთ წინამძღვარს, პატრიარქს ან ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურს არ შეუძლია შეცვალოს ეკლესიის ერთადერთი შეუცვლელი თავი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე.     

ეკლესიას თავის კრებსითობასა და კათოლიკეობაში არ ჰყავს სხვა თავი, გარდა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ეკლესიაში უმაღლეს კანონიკურ ხელისუფლებას მსოფლიო კრებები წარმოადგენს, და არა რომელიმე ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური.

უძველესი დროიდან ეკლესიაში მსოფლიო კრება მიიჩნეოდა როგორც ეკლესიის უცდომელი და უმაღლესი ინსტიტუტი და მას ეკლესიოლოგიურად ამგვარად განმარტავდნენ.

უძველესი და განუყოფელი ეკლესია, რომელსაც ღრმად აქვს გაცნობიერებული, რომ ის ქრისტეს მისტიური სხეულია, – ერთიანი, განუყოფელი, საღმრთო და კაცობრივი, ხილული და უხილავი ორგანიზმი, ერთადერთი თავით, რომელიც არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე, – მთელი თავისი საეკლესიო მოწყობა ამ ამომავალ პრინციპზე დაამყარა. ამით უძველესმა ეკლესიამ იპოვა თავისი მოწყობის (πολίτευμα) ფორმა არა აბსოლუტურ მონარქიულ სისტემაში, არამედ კრებსით და კოლეგიალურში, ანუ მსოფლიო კრებაში.

ამითვე პირველ ადგილზე უპირატესად გამოვიდა ეკლესიის სულიერი და ზესოფლიური ხასიათი, და მორწმუნეებში შენარჩუნდა ცოცხალი დარწმუნებულობა იმისა, რომ ეკლესიის ჭეშმარიტი და ფაქტობრივად ერთადერთი მესაჭე – ეს თავად უფალია, ხოლო იერარქია უბრალოდ ორგანოა, რომლის ავტორიტეტით ეკლესიის მმართველობა ხორციელდება.

დაბოლოს, დასკვნის სახით ვიტყვით შემდეგს. ერთიანი და განუყოფელი ეკლესიის დაარსების პერიოდში პაპიზმის ინსტიტუტი, როგორც უმაღლესი ხელისუფლება და მსოფლიო ეკლესიაში და ყველა ხელისუფლების წყარო – უცნობი იყო. დიდ განხეთქილებამდე ერთ და განუყოფელ ეკლესიაში, მსოფლიო კრება იყო უმაღლესი კოლეგიალური ორგანო. მმართველობის ამ კრებსითმა სისტემამ თავისი გაგრძელება პოვა მართლმადიდებლურ კათოლიკე ეკლესიაში. და ამრიგად, მართლმადიდებელი კათოლიკე ეკლესიისა და ყველა კერძო მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის პოლიტიკურ-ადმინისტრაციული სტრუქტურა დღეს არის კრებსით-იერარქიული. მართლმადიდებელი ეკლესიის პოლიტიკური და ადმინისტრაციული სტრუქტურის ეს დამახასიათებელი თვისება თავის სრულ გამართლებას და საფუძველს წმინდა წერილში პოულობს; ის ინსტიტუციონალიზირებული და ლეგალიზებულია ეკლესიის ღვთაებრივი და წმინდა კანონებით და საეკლესიო პრაქტიკით. მოციქულთაგან გადმოცემული ამ კრებსით-იერარქიული სისტემის დამხობის ყოველგვარ მცდელობას უნდა გავექცეთ. მართლმადიდებელი ეკლესიის ორგანიზაცია დგას კრებსითობის საფუძველზე და არა აბსოლუტიზირებულ, მონარქიულ და ცენტრალიზირებულ პირველობაზე. თუ ჩვენ გვინდა ერთობა და მშვიდობა ეკლესიაში, როგორც ადგილობრივ, ისე მსოფლიო დონეზე, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მართლმადიდებელი კათოლიკე ეკლესიის მმართველობის კრებსით-იერარქიული სისტემა.                                     

   

გაზიარება:
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ძმური მხარდაჭერა გამოუცხადა იერუსალიმის ეკლესიის წინამძღვარს გეთსიმანიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარზე რადიკალების თავდასხმასთან დაკავშირებით

23.03.2023

წმინდა სინოდმა კვიპროსის ეკლესიის ახალი წინამძღვრის მოხსენიების შეუძლებლობა დაადასტურა

16.03.2023

წმინდა სინოდმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, ხმა აიმაღლოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნისგან დასაცავად.

16.03.2023

უწმიდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის 2023 წლის პირველი სხდომა გაიმართა

16.03.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მიმართვა კიევ-პეჩერის ლავრის ირგვლივ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით

16.03.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რელიგიურ მოღვაწეებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კიევ-პეჩერის ლავრის ირგვლივ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით წერილობითი გზავნილებით მიმართა

11.03.2023

უწმიდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ინტრონიზაციის 10-წლისთავის იუბილესთან დაკავშრებით

24.02.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი თურქეთსა და სირიაში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრასთან დაკავშირებით

06.02.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს ინტრონიზაციის მეთოთხმეტე წლისთავზე ქრისტე მაცხოვრის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღევლინა

01.02.2023

პატრიარქ კირილეს მილოცვა საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს მოციქულთასწორი ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით

27.01.2023

რუსეთის ეკლესიის წინამძღვრის თავმჯდომარეობით გაიმართა XXXI საერთაშორისო საშობაო საგანმანათლებლო საკითხავების პლენარული სხდომა

25.01.2023

შედგა თათბირი, რომელიც უკრაინაში არსებული ვითარების განხილვას მიეძღვნა

10.01.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე საშობაო ზავის დადების მოწოდებით გამოვიდა

05.01.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს დაბადების 90 წლისთავთან დაკავშირებით

04.01.2023

წმინდა სინოდმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, ხმა აიმაღლოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნისგან დასაცავად.

16.03.2023

უწმიდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის 2023 წლის პირველი სხდომა გაიმართა

16.03.2023

გაიმართა საერთაშორისო თანამშრომლობის კომისიიისა და მორწმუნეთა დაცვის რელიგიათაშორისო სამუშაო ჯგუფის კომისიის სხდომა

27.02.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ ნეოფიტეს ინტრონიზაციის 10-წლისთავის იუბილე მიულოცა

24.02.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს ინტრონიზაციის მეთოთხმეტე წლისთავზე ქრისტე მაცხოვრის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღევლინა

01.02.2023

დასრულდა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის სამუშაო ვიზიტი ანტიოქიის საპატრიარქოში

24.01.2023

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა ანტიოქიის პატრიარქ იოანე X-სთან

21.01.2023

სსკგ-ის თავმჯდომარე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

18.01.2023

სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილეს პატრიარქის ჯილდო გადაეცა

17.01.2023

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილეს, არქიმანდრიტ ფილარეტს (ბულეკოვი) 55 წლის იუბილე მიულოცა

16.01.2023

შედგა თათბირი, რომელიც უკრაინაში არსებული ვითარების განხილვას მიეძღვნა

10.01.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს 90 წლის იუბილე მიულოცა

04.01.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

28.12.2022

შედგა ჟურნალის – „ეკლესია და დრო“ განახლებული სარედაქციო საბჭოს პირველი სხდომა

28.12.2022

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب