მთავარი გვერდი ახალი ამბები
პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის…

პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატის მიბრძანებას წმინდა სერგის სამების ლავრაში

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 22.06.2024. 22 ივნისს, ყოვლადწმინდა სამების (სულთმოფენობის) დღესასწაულის წინა დღეს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი წმინდა და ცხოველმყოფელი სამების ხატის შეხვედრას წმინდა სერგის სამების ლავრაში და ღამისთევის მსახურება აღასრულა სავანის სამების საკათედრო ტაძარში.

ღამისთევის მსახურების დაწყების წინ უწმინდესმა მეუფემ ყოვლადუსამღვდელოესი მეუფეებისა და ლავრის საძმოს თანხლებით ზარების რეკვის ქვეშ მსვლელობას წარუძღვა წმინდა კარიბჭისკენ, რომლის წინ, კრასნოგორსკის მოედანზე, სპეციალურ კარავში დასვენებული იყო მანამდე მობრძანებული ყოვლადწმინდა სამების ხატი, დაწერილი ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ, – იუწყება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრეს-სამსახური.

სულთმოფენობის დღესასწაულის სადიდებელი გალობის ქვეშ უწმინდესი პატრიარქი კირილე კარავში შევიდა, სადაც თაყვანი სცა ხატს, რის შემდეგაც სასულიერო პირებმა ის მხრებზე შეიდგეს. ხატთან ერთად მსვლელობა დაიძრა ლავრის სამების საკათედრო ტაძრისკენ.

სამების საკათედრო ტაძარში ხატი თავის ისტორიულ ადგილას, აღსავლის კარის მარჯვნივ დაბრძანდა.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი ემთხვია დაბრძანებულ ხატს და ღირსი სერგი რადონეჟელის წმინდა ნეშტს, რის შემდეგაც შეკრებილებს საწინამძღვრო სიტყვით მიმართა:

„გულითადად გილოცავთ ამ დიდებულ მოვლენას. ყველა ჩვენგანისთვის ბედნიერებაა, რომ მონაწილეობას ვიღებთ იმაში, რაც ახლა ხდება: ყოვლადწმინდა სამების ხატი თავის სახლში ბრუნდება. როცა ის ლავრიდან გაჰქონდათ, როცა მონასტერს შეურაცხყოფდნენ, ის ბოროტი ადამიანები ალბათ ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ დადგებოდა არა მხოლოდ თავის ადგილზე წმინდა ხატის დაბრუნების დრო, არამედ საერთოდ რწმენის აღორძინების დროც ჩვენს ხალხში. და რომ არ მომხდარიყო რწმენის აღორძინება, მაშინ არც წმინდა სამების ხატის დაბრუნება მოხდებოდა. ყოველივე ამისთვის ჩვენ ღმერთს უნდა ვმადლობდეთ, რადგან ჩვენს თვალწინ აღსრულდა დიდი სასწაული – უღმერთო იდეის შერცხვენა, რომელმაც ერთ დროს დაიპყრო ჩვენი ხალხის უმრავლესობის ცნობიერება; ღვთისგან განდგომილობის იდეა, რომელმაც განგმირა ადამიანების სული და ცნობიერება და განაშორა ისინი ღმერთს. მაგრამ ახლა სიწმინდეების დაბრუნება მოწმობს ღრმა ცვლილებებს ჩვენი ხალხის ცხოვრებაში – მართლმადიდებლობის აღორძინებას წმინდა რუსეთში.

ამ მოვლენის საპატივცემულოდ, კურთხევას ვიძლევი, რომ ამ დღეს ვუწოდოთ წმინდა სამების სასწაულთმოქმედი ხატის მობრძანების დღე წმინდა სერგის სამების ლავრაში და ყოველწლიურად ჩავატაროთ პოლიელეოსის ღვთისმსახურება.

მართლაც, ეს მოვლენა დაუვიწყარი უნდა იყოს, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ამის მოწმეა, და ეს უნდა ჩაიბეჭდოს ჩვენი ეკლესიის ისტორიაში. ყველა ჩვენგანისთვის ეს კიდევ ერთი ნიშანია ღვთის მყოფობისა ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნისა და თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში.

ამ ღვთაებრივი სასწაულებით გაძლიერებულნი, ჩვენ შევინარჩუნებთ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, მასში აღვზრდით ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს, განვამტკიცებთ პიროვნული, ოჯახური, საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ცხოვრების საფუძვლებს, რომლებიც შექმნეს ჩვენმა ღვთისმოსავმა წინამორბედებმა, ღვთის წმინდა სათნომყოფელებმა, ჩვენმა ღირსმა და ღმერთშემოსილმა მამებმა და წმინდა დედებმა. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს მოვლენა, რომელიც უდავოდ ცხადყოფს ღვთაებრივ ნებას და ღვთაებრივ სასწაულს, ბევრს გააძლიერებს რწმენაში და, შესაძლოა, ბევრს მოაქცევს ქრისტესკენ. ღმერთმა ინებოს, რომ ასეც იყოს, და რომ ადამიანებმა შეძლონ ამ სასწაულების გაცნობიერება და აღქმა, როგორც ღვთის მყოფობის ნიშანი ჩვენს ცხოვრებაში.

ყველას გილოცავთ ამ დიდ ისტორიულ სულიერ მოვლენას! კეთილი იყოს ყოვლადწმინდა სამების ხატის დაბრუნება თავის სახლში! ამინ".

შემდეგ დაიწყო ღამისთევის მსახურება. მის უწმინდესობას თანამწირველობას უწევდნენ: მოსკოვის მიტროპოლიაში პატრიარქის ადგილმონაცვლე, კრუტიცკისა და კოლომნის მიტროპოლიტი პავლე; მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პირველი ვიკარი ქ. მოსკოვში, ნოვოსპასის სტავროპიგიალური მონასტრის წინამძღვარი, ვოსკრესენის მიტროპოლიტი გრიგოლი; საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი; მოსკოვის საპატრიარქოს საფინანსო-სამეურნეო სამმართველოს თავმჯდომარე, ნარო-ფომინსკის მიტროპოლიტი ნიკანდრე; მონასტრებისა და მონაზვნობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე, დონის სტავროპიგიალური მონასტრის წინამძღვარი, კაშირის მიტროპოლიტი თეოგნოსტე; სინგაპურისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მიტროპოლიტი სერგი; სერგი-სამების ლავრის წინამძღვარი, მოსკოვის სასულიერო აკადემიის რექტორი, სერგიევ-პოსადისა და დმიტროვის ეპისკოპოსი კირილე; უწმინდესი პატრიარქის კირილეს პირადი მდივანი, რამენის ეპისკოპოსი ალექსი; სერგი-სამების ლავრის ბინადარი, არქიმანდრიტი იერემია (სოლოვიევი); სერგი-სამების ლავრის ბინადარი, არქიმანდრიტი ავლიპი (კასტალსკი-ბოროზდინი); სერგი-სამების ლავრის ბინადარი, არქიმანდრიტი ზაქარია (შკურიხინი); სერგი-სამების ლავრის ბინადარნი სასულიერო ხარისხში.

საკურთხეველში ლოცულობდა მოსკოვის საპატრიარქო საყდართან სერბეთის პატრიარქის წარმომადგენელი, რემეზიანის ეპისკოპოსი სტეფანე.

საპატრიარქო ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ: რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების სახელმწიფო დუმის კომიტეტის თავმჯდომარე სამშენებლო და საბინაო-კომუნალური მომსახურების საქმეებში ს.ა. პახომოვი; რუსეთის ფედერაციის კულტურის მინისტრის მოადგილე ს.გ. ობრივალინი; მოსკოვის რეგიონის სერგიევ-პოსადის ურბანული ოლქის ხელმძღვანელი მ.იუ. ტოკარევი; ღია სააქციო საზოგადოება „რუსეთის რკინიგზის“ გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ვ.ვ. მიხაილოვი; რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სამხატვრო-წარმოების საწარმო „სოფრინოს“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ა.ვ. პოტიომკინი.

ღამისთევის მსახურებაზე გალობა შეასრულა სერგი-სამების ლავრის მგალობელთა გუნდმა მღვდელმონაზონ ნესტორის (ვოლკოვი) ხელმძღვანელობით.

ღვთისმსახურება გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში ტელეარხებზე «Союз» და «Спас», ასევე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ ვებგვერდზე Патриархия.ru.

ღამისთევის მსახურების დასასრულს უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ქადაგება წარმოთქვა.

***

გადაწყვეტილება, ღირსი ანდრია რუბლიოვის „სამების“ ხატის ისტორიულ ადგილზე – წმინდა სერგის სამების ლავრაში – დაბრუნების შესახებ, მიღებულ იქნა რუსეთის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის მიერ 2023 წლის მაისში.

„წმინდა სამება“ წმინდა ხატმწერმა XV საუკუნის პირველ ნახევარში დაწერა სამების საკათედრო ტაძრის კანკელის ადგილობრივი მწკრივისთვის ღირსი ნიკონ რადონეჟელის თხოვნით, რომელიც ღირსი სერგი რადონეჟელის მოწაფე და მემკვიდრე იყო. ხატი გახდა ერთარსი და სამჰიპოსტასოვანი ღმერთის შესახებ ქრისტიანული დოგმატის მხატვრული გამოხატვის იდეალი. ჯერ კიდევ 1551 წელს, სტოგლავის კრებაზე, რომელიც მეფე ივანე მრისხანემ მოიწვია, ხატი აღიარებულ იქნა წმინდა სამების გამოსახვის ნიმუშად.

სამების საკათედრო ტაძარში ნახევარი ათასწლეულის განმავლობაში ყოფნის შემდეგ, 1929 წელს რსფსრ-ის განათლების სახალხო კომისარიატის განკარგულებით სიწმინდე გადაეცა ტრეტიაკოვის სახელმწიფო გალერეას. როგორც ძველი რუსული ხელოვნების შედევრი, „წმინდა სამება“ გახდა მუზეუმის ერთ-ერთი მთავარი ექსპონატი. ტაძრის კანკელში კი მისი ასლი მოათავსეს, რომელიც რესტავრატორმა ნიკოლოზ ბარანოვმა შექმნა. თითქმის ასი წლის შემდეგ, 2022 წლის 17 და 18 ივლისს, ღირსი ანდრია რუბლიოვის ხსოვნის დღეს და ღირსი სერგი რადონეჟელის წმინდა ნეშტის მოპოვების 600 წლისთავის დღესასწაულზე, რუბლიოვის ორიგინალი მოაბრძანეს სამების საკათედრო ტაძარში დროებითი თაყვანისცემისთვის. ეს ნიშანდობლივი მოვლენა გახდა ლავრის ცხოვრებაში.

2023 წლის ზაფხულში წმინდა სერგის სამების ლავრამ და ტრეტიაკოვის სახელმწიფო გალერეამ ხელშეკრულება გააფორმეს „წმინდა სამების“ ხატის ლავრისთვის გადაცემის შესახებ. მიმდინარე წლის 5 იანვრიდან სიწმინდე დროებით დავანებული იყო მოსკოვში ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში. მანამდე, 1997 წლიდან, მორწმუნეებს შესაძლებლობა ჰქონდათ წელიწადში ერთხელ თაყვანი ეცათ ხატისთვის წმინდა სამების დღესასწაულზე მოსკოვში, ტოლმაჩის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში.

ახლა სიწმინდე ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება სახალხო თაყვანისცემისთვის: წმინდა სერგის სამების ლავრის სამების საკათედრო ტაძარი მოქმედი ტაძარია, რომელშიც ყოველდღიურად ტარდება ღვთისმსახურება: საძმო პარაკლისი, საღმრთო ლიტურგია, ღვთისმშობლისა და ღირსი სერგი რადონეჟელის პარაკლისები აკათისტოებთან ერთად.

მსურველებს ასევე შეუძლიათ, შეისწავლონ ხატი დამატებული რეალობის დახმარებით: ამისათვის რია „ნოვოსტმა“ მონასტერთან ერთად შექმნა აპლიკაცია „სერგის ლავრა. გზამკვლევი“ IOS-სა და Android-ისთვის. 19 ივნისს მონასტრის ტერიტორიაზე დამონტაჟდა ათი სტენდი ხატის გამოსახულებით და QR კოდით, რომლითაც შესაძლებელია აპლიკაციის გვერდზე შესვლა და დეტალებში ხატის შესწავლა. ამისათვის დაგჭირდებათ აპლიკაციაში თქვენი სმარტფონის კამერაზე სიწმინდის ორიგინალის, ნებისმიერი ასლის ან რეპროდუქციის აღბეჭდვა. ვისაც არ აქვს საშუალება, ხატს ფოტო გადაუღოს, შეუძლია ისარგებლოს აპლიკაციის სპეციალური ორგანზომილებიანი რეჟიმით, სადაც უკვე წარმოდგენილია მისი ციფრული გამოსახულება ინტერაქტიული აღწერილობით.

აპლიკაცია მომხმარებელს გააცნობს „აბრაამის სტუმართმოყვარეობის“ ძველაღთქმისეულ ისტორიას, აუხსნის ფერების სიმბოლიკას, ხატის კომპოზიციისა და ელემენტების მნიშვნელობას. გზამკვლევი ასევე შეიცავს იკონოგრაფიული ტერმინების ჩამონათვალს, მონასტრის აუდიო-გიდის ფრაგმენტებს და რია „ნოვოსტისა“ და წმინდა სერგის სამების ლავრის ერთობლივ მხატვრულ-ისტორიული პოდკასტის ეპიზოდებს – „გზა ლავრამდე“. მსურველებს საშუალება ექნებათ აპლიკაციაში მოისმინონ ლავრის გუნდის გალობა.

აპლიკაციის შექმნაში საექსპერტო დახმარება გასწიეს „ლადანის“ და „სამების სკოლის“ გამომცემლობების მთავარმა რედაქტორმა მღვდელმონაზონმა ნეკტარიოსმა (სოკოლოვი) და ლავრის ხატწერის სახელოსნოს ხელმძღვანელმა მღვდელმონაზონმა ნიკიფორემ (ისაკოვი).

სერგიევ-პოსადში სიწმინდე სპეციალიზებული ტრანსპორტით მიაბრძანეს, რომელიც განკუთვნილია ხელოვნების ნიმუშების პროფესიონალური ტრანსპორტირებისთვის და აღჭურვილია ამორტიზაციის სისტემის კლიმატური ბოქსით. ტაძარში სიწმინდე დაბრძანებულია საგანგებოდ დამზადებულ სტაციონარულ კიოტში, რომელშიც დაცულია ხატისთვის აუცილებელი კლიმატი. კიოტი აღჭურვილია ტემპერატურისა და ტენიანობის რეჟიმის ავტომატური კონტროლის სისტემით, ასევე დამცავი ფენებით – მათ შორის, ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისგან – დაფარული ბრონირებული შუშით.

გაზიარება:
უწმინდესი პატრიარქი კირილე დოკუმენტური ფილმის - „ქრისტეს ხალხი. ჩვენი დრო“ - რუსულ პრემიერას დაესწრო

03.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს 95 წლის იუბილე მიულოცა

04.11.2024

უწმინდესი პატრიარქის კირილეს გამოსვლა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა VIII მსოფლიო კონგრესზე

30.10.2024

პატრიარქმა კირილემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის კეთილმორწმუნე მთავრის, დანიელ მოსკოველის ორდენი გადასცა

24.10.2024

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უკრაინის უმაღლესი რადას მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიკვიდაციაზე მიმართული კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით რელიგიურ მოღვაწეებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართა

24.08.2024

წმინდა სერგი რადონეჟელის ხსენების დღეს უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღავლინა წმინდა სერგის სამების ლავრაში

18.07.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელს საპატრიარქო ტახტზე გამორჩევა და აღსაყდრება მიულოცა

30.06.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე პატიმრობიდან გათავისუფლებულ ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტ იონათანს შეხვდა

25.06.2024

პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატის მიბრძანებას წმინდა სერგის სამების ლავრაში

22.06.2024

ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტი იონათანი გაათავისუფლეს

22.06.2024

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

30.05.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დამწუხრებული და აღშფოთებულია სერბეთის ეკლესიის წინამძღვრისა და მღვდელთმთავრების კოსოვოში შესვლის აკრძალვით

17.05.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

05.05.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მილოცვები გაუგზავნა ძველი აღმოსავლეთის ეკლესიების წინამძღვრებს, რომლებიც აღდგომას 5 მაისს დღესასწაულობენ

05.05.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დოკუმენტური ფილმის - „ქრისტეს ხალხი. ჩვენი დრო“ - რუსულ პრემიერას დაესწრო

03.12.2024

გაიმართა რუსეთის სულიერი კულტურის დღეების საორგანიზაციო კომიტეტის სხდომა

02.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელს შეხვდა

23.11.2024

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა სერბეთის პრეზიდენტ ა.ვუჩიჩთან

19.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

14.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ საერთაშორისო კინოფესტივალის, „რუსული საზღვარგარეთი“, მონაწილეებს მიესალმა

08.11.2024

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო რელიგიურ ლიდერთა სამიტში COP29

06.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის 95 წლის იუბილე მიულოცა

04.11.2024

პატრიარქმა კირილემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის კეთილმორწმუნე მთავრის, დანიელ მოსკოველის ორდენი გადასცა

24.10.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე რუსეთის მართლმადიდებლური უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე ლექციით გამოვიდა

09.10.2024

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მოსკოვში ანტიოქიის საპატრიარქოს მეტოქიონს ეწვია

27.06.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ბაქოსა და აზერბაიჯანის ეპისკოპოს ალექსის შეხვდა

27.06.2024

პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატის მიბრძანებას წმინდა სერგის სამების ლავრაში

22.06.2024

სინოდის კონსტატაციით, შეუძლებელია ბულგარეთის ეკლესიის იმ იერარქებთან თანამსახურება, რომლებიც სქიზმატებთან საეკლესიო ზიარებაში შევიდნენ

30.05.2024

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب