მთავარი გვერდი ახალი ამბები
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ბულგარეთის უწმინდეს პატრი…

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელს საპატრიარქო ტახტზე გამორჩევა და აღსაყდრება მიულოცა


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 30.06.2024. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ წინამძღვარს, უწმინდეს პატრიარქ დანიელს პატრიარქად გამორჩევა  და ბულგარელი პატრიარქების ტახტზე აღსაყდრება მიულოცა.

მის უწმინდესობა დანიელს, სოფიის მიტროპოლიტს, ბულგარეთის პატრიარქს

თქვენო უწმინდესობავ, საყვარელო თანამოძმევ და თანამსახურო ღვთის საყდრის წინაშე!

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქების, სამღვდელოების, მონაზვნებისა და მთელი სისავსის სახელით, ასევე ჩემგან პირადად, გულითადად გილოცავთ ბულგარეთის საპატრიარქო ტახტზე გამორჩევასა და აღსაყდრებას.

სულსა წმიდასა და პატრიარქის საარჩევნო საეკლესიო კრების ღირსეულ მონაწილეებს ჯერ-უჩნდა (საქ. 15:28) თქვენი მოხმობა მაღალ და საპასუხისმგებელი საწინამძღვრო მსახურებაზე, – გარწმუნათ რა თქვენ ბულგარეთის მართლმადიდებლობის ხვედრი.

თქვენი უწმინდესობის სახით, ღირსი იოანე რილელისა და წმინდა მღვდელთმთავარ ეფთვიმე ტირნოველის ეკლესიამ ამჟამად ჰპოვა თავისი ახალი წინამძღვარი – ბულგარეთის მარადსახსენებელი პატრიარქების კირილეს, მაქსიმესა და ნეოფიტეს ღირსეული მემკვიდრე, რომლებმაც ბევრი გააკეთეს მშობლიური სულიერი ტრადიციების შესანარჩუნებლად და თავისი სამწყსოს წმინდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში განსამტკიცებლად.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გულწრფელად ხარობს თავის საყვარელ და-ეკლესიასთან ერთად, რომლის საჭესთან დადგა ღვთივგანბრძნობილი იერარქი, რომელიც ცნობილია ღვთისმოსაობით, წმინდა კანონიკური წესრიგის მტკიცე დაცვით და საეკლესიო ერთობის გასამყარებლად მსხვერპლგაღებითი შრომისათვის მზადყოფნით.

აღორძინება მადლითა და მეცნიერებითა უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა (2 პეტ. 3:18), უკვე ათას წელზე მეტია, რაც ჩვენი ეკლესიების და მათ მიერ სულიერად გამოკვებული ძმური ხალხების მთავარი მიზანია, რომლებიც არიან სლავური სულიერი ტრადიციების თანამემკვიდრენი, და ეს დაწყებულია მოციქულთა სწორთა კირილესა და მეთოდეს ღვაწლით. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შვილების მადლიერი ლოცვითი მეხსიერება ინახავს როგორც ბულგარელი მისიონერების გამორჩეულ როლს კიევის რუსეთის ქრისტიანულ განათლებაში, ასევე ბულგარეთის დიდი შვილის, წმინდა მღვდელთმთავარ კვიპრიანეს სულგანბრძნობილ ნიმუშს, რომელსაც ეკავა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტის კათედრა. მადლიერებით მივაგებთ ჩვენ პატივს ასევე წმინდა მღვდელთმთავარ სერაფიმეს, ბოგუჩარის მთავარეპისკოპოსს, სოფიელ საკვირველთმოქმედს, ჩვენი ერთობის განმასახიერებელს. ფაქიზად ვიმარხავთ იმ რუსი ჯარისკაცების ხსოვნასაც, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს ჩვენი ბულგარელი ძმების ხუთსაუკუნოვანი მწარე მონობისგან გათავისუფლებას.

ჩვენ გვჯერა, რომ თქვენი უწმინდესობა ახალ ნათელ ფურცლებს ჩაწერს ჩვენი ეკლესიების ურთიერთობის დიდებულ, მრავალსაუკუნოვან ისტორიაში.

ამ მნიშვნელოვან დღეს ლოცვით გისურვებთ მტკიცე ჯანმრთელობას, მოუკლებელ სიხარულს უფალში და მრავალჟამიერ მის ყოვლადძლიერ შეწევნას ნაყოფიერი მიღწევებით მდიდარ ღვთივკურთხეულ საპატრიარქო მსახურებაში, ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივდაცულ სამწყსოს კი – კეთილდღეობასა და მშვიდობას.

ქრისტეში ძმური სიყვარულით,

+ კირილე,

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი

გაზიარება:
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელს საპატრიარქო ტახტზე გამორჩევა და აღსაყდრება მიულოცა

30.06.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე პატიმრობიდან გათავისუფლებულ ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტ იონათანს შეხვდა

25.06.2024

პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატის მიბრძანებას წმინდა სერგის სამების ლავრაში

22.06.2024

ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტი იონათანი გაათავისუფლეს

22.06.2024

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

30.05.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დამწუხრებული და აღშფოთებულია სერბეთის ეკლესიის წინამძღვრისა და მღვდელთმთავრების კოსოვოში შესვლის აკრძალვით

17.05.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

05.05.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მილოცვები გაუგზავნა ძველი აღმოსავლეთის ეკლესიების წინამძღვრებს, რომლებიც აღდგომას 5 მაისს დღესასწაულობენ

05.05.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

04.05.2024

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის თავისუფალი ადამიანი

07.01.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მოსკოვში ანტიოქიის საპატრიარქოს მეტოქიონს ეწვია

27.06.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ბაქოსა და აზერბაიჯანის ეპისკოპოს ალექსის შეხვდა

27.06.2024

პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატის მიბრძანებას წმინდა სერგის სამების ლავრაში

22.06.2024

სინოდის კონსტატაციით, შეუძლებელია ბულგარეთის ეკლესიის იმ იერარქებთან თანამსახურება, რომლებიც სქიზმატებთან საეკლესიო ზიარებაში შევიდნენ

30.05.2024

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

30.05.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს სააღდგომო მილოცვები გაუგზავნა

05.05.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ სააღდგომო მილოცვა გაუგზვნა ძველი აღმოსავლური ეკლესიების მეთაურებს, რომლებიც აღდგომას 5 მაისს აღნიშნავენ

05.05.2024

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب