მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის და ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა.
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ,
უფლისმიერ საყვარელო ძმაო და თანამსახურო!
გ
ულითადად გილოცავთ საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულთასწორ ნინოს დღესასწაულს.
ამ საოცარი წმინდანის სახელი, რომელიც არის სიტყვისა ღმრთისა მსახურთა თანამოსაგრე (წმინდანის ტროპარიდან), რომელმაც სახარების საქადაგებლად გამოავლინა რწმენის სიმტკიცე და მოშურნეობა, ძველთაგანვე გარემოცულია განსაკუთრებული პატივისცემით ივერიაში, რომლის მაცხოვრებლები დღემდე საზრდოობენ შთაგონებითა და სულიერი ძალებით მისი ნაღვაწიდან. წმინდა ნინოს უდიდესი ღვაწლი, ქრისტეს ჭეშმარიტების ნათელით ხალხის განათლების საქმეში, ახლა გულმოდგინედ გრძელდება თქვენი უწმინდესობისა და უნეტარესობის მიერ, რამეთუ დაკისრებული გაქვთ ქართველი ხალხის წინამძღვრობა და მასზე მარუნველობა, რათა თქვენდამი რწმუნებულ სამწყსოს ნაყოფი გამოჰქონდეს ყველა კეთილ საქმეში და იზრდებოდეს ღვთის შემეცნებით (კოლ. 1:10).
მოციქულთასწორ წმინდა ნინოს ლოცვითი შეწევნით, დაე ყოვლადუხვმა მაცხოვარმა გარდამოუვლინოს თავისი მდიდარი წყალობა ივერიის მიწას.
უფალში ძმური სიყვარულით,
+ კირილე,
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი