მთავარი გვერდი ახალი ამბები
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო…

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს

სააღდგომო ეპისტოლე

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მწყემსთმთავრებს, მწყემსებ, დიაკვნებ, ბერ-მონოზვნებს და ყველა ერთგულ შვილს

უფალში საყვარელო ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო და დიაკონნო, ღვთისმოყვარე ბერ-მონზონნო, ძვირფასო ძმებო და დებო!

    

     დღევანდელ დღესასწაულთა დღესასწაულზე და ზეიმთა ზეიმზე, რომელიც, წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვით, იმდენად აღემატება ყველა დღესასწაულს, არა მარტო ადამიანურ და მიწიერ, არამედ ყველა საუფლოს და ქრისტესთვის დაწესებულს, რამდენადაც მზე აღემატება ვარსკვლავებ (ჰომილია 45, წმიდა პასექზე), დიდი სიხარულით მოგმართავთ თქვენ უძველესი და მარად ახალ, ყველასათვის ჩვეული და მავდროულად ჩვენი გულების მუდმივად აღმაფრთოვანებელი მისალმებით:

ქრისტე აღდგა!

     სიცოცხლის დამამტკიცებელი ეს ორი სიტყვა იმდენ ძალას შეიცავს, რომ მათგან ადამიანთა სახეები სულიერი სიხარულით ბრწყინავენ და პირდაპირ ჩვენს თვალწინ იცვლება ჩვენი გარემო: ცა, ქვეყან და ქვესკნელი აღივსება ნათლითა, ხილული და უხილავი სამყარო ზეიმობს, რამეთუ აღდგა ქრისტე, მარადიული მხიარულება (დღესასწაულის კანონი).

     მაცხოვრის აღდგომა არ არის მხოლოდ ისტორიული მოვლენა, რომლის შესახებაც წმინდა ტექსტებიდან ვიგებთ. ეს არის რწმენის ქვაკუთხედი და, წმინდა მღვდელთმთავარ ფილარეტ მოსკოველის სიტყვებით, მარადიული უწყება, წყარო ფიქრისა, გაკვირვების, მადლიერების და სასოებისა (სიტყვა ბრწყინვალე აღდგომის დღეს).

     თავისი განკაცები, ვნებით, დაფლვითა და მესამე დღეს აღდგომით, მაცხოვარი ახლებს ადამიანურ ბუნებას, გვათავისუფლებს ცოდვისა და სიკვდილის ძალაუფლებისგან, ადამიანებს უღებს ცათა სასუფევლის კარიბჭეს და გვიჩვენებს შემოქმედთან ერთობის გზას. სწორედ ქრისტეში, რომელშიც შეირიგა ღმერთმა ქვეყანა (2 კორ. 5:19), ჩვენ ყველას გვაქვს შესაძლებლობა მივიღოთ შვილობა და გამართლება, ოვიპოვოთ მარადიული ცხოვრება, რამეთუ არ არსებობს სხვა სახელი ცის ქვეშ, ვისი წყალობითაც ვიხსნიდით თავს, გარდა იესოს სახელისა, რომლიც ღმერთმა აღადგინა მკვდრეთით (საქ. 4:10-12).

     მაცხოვრის საფლავიდან ღდგომ სიკვდილს უკვდავებად აქცევს, მწუხარებასსიხარულად, განწირულობასიმედად. ქრისტეს ჯვარცმასა და აღდგომაში ჩვენ გვეცხადება უსაზღვრო სიკეთისა და სრულყოფილი სიყვარულის ღმერთი.

     ღმერთის ეს ყოვლისმძლეველი სიყვარული, ჩვენ შემოქმედისადმი მადლიერებით აღგვძრავს და გვაძლევს ძალას, რომ დავძლიოთ მძიმესი სულიერი მდგომარეობები და ურთულესი ვითარებები, გვამაღლებს ყოველდღიურობის ამაოებაზე, გვეხმარება ძველი შეცდომების გამოსწორებაში და ანადგურებს მოწყინებას, ომელი ხელს გვიშლის სრულფასოვან ცხოვრებასა და სულიერ განვითარებაში.

     არცთუ იშვიათად ადამიანები მზაკვარ ზრახვებს ეძლევიან იმის გამო, რომ ბოროტება ბატონობს და ზეიმობს, სიკეთე კი შეუმჩნეველი და სუსტი ჩანს. ჩვენს გონებას ეჭვი ეპარება ქრისტეს მიერ შესრულებული გამოსყიდვის ძალაში, როდესაც ირგვლივ ახლობელი ადამიანების სიკვდილს ხედავს, ესმის ცოდვილთა მარადიულ ტანჯვის შესახებ სახარების ფურცლებიდან და, ამასთან, ხედავს, რომ ყოველი სოფელი ბოროტსა ზედა დგას (1 იოანე 5:19). მაგრამ ღვთის ეკლესია ათასობით წლის განმავლობაში დამაჯერებლად მოწმობს: მაცხოვარმა დაამარცხა ცოდვა, მოსპო სიკვდილი და დააცარიელა ჯოჯოხეთი (წმ. იოანე ოქროპირი. განსასწავლი ქადაგება ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულზე). ქრისტემ დაძლია სიკვდილის გარდაუვალობა და ბოროტების საყოველთაოობა, და ჩვენ მათ დამარცხებას რწმენის თვალებით ვუყურებთ უკვე მომავალი საუკუნის ცხოვრებიდან, პასქალური სიმაღლიდან.

     უფლის საფლავიდან ღდგომ გვახსენებს არა მხოლოდ წარსულის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას, არამედ მომავალ საყოველთაო აღდგომასაც მოწმობს, რადგან თუ გწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, მაშინ ღმერთი იესოში განსვენებულთაც მოიყვანს მასთან ერთად (1 თეს. 4:14). ჩვენთვის კი აუცილებელია, გვახსოვდეს წმინდა წერილის სიტყვები: მოთმინება გმართებთ, რათა აღასრულოთ ღვთის ნება და მიიღოთ აღთქმული (ებრ. 10:36) და უფლის მცნებების შესრულებით, სიყვარულისა და მოწყალების საქმეებით, ეკლესიის საიდუმლო ცხოვრებაში მონაწილეობით, შევუერთდეთ ქრისტეს გამარჯვებას და ბოლომდე მისი ერთგულები დავრჩეთ,

     ამიტომ, საყვარელო ძმებო და დებო, დაიცავით მოციქულის მცნება, ნუ განიშორებთ სასოებას, რომელსაც დიადი საზღაური მოჰყვება (ებრ. 10:35). დაე, უფალ იესოს აღდგომის დღესასწაული ყოფილიყო მუდმივი შეხსენება ამ ჭეშმარიტი საღმრთო აღთქმებისა, რომლებიც გვაძლევს იმედს და ძალას ყველაზე რთულ ვითარებებში. დაე, ამ ზეიმმა ყველა ჩვენგანს შთაგვაგონოს რწმენითა და სიყვარულით ცხოვრება, რადგან ვიცით, რომ ვერც სიკვდილი, ვერც ტანჯვა და ვერც ბოროტება ვერ დაგვამარცხებს, თუ ჩვენ ვიქნებით ქრისტესთან და ქრისტეში, რომელმაც დაამარცხა ცოდვა, სიკვდილი და ყოველგვარი უსამართლობა.

     მაშ, ვიზეიმოთ უფლის პასექი წმინდა ცხოვრებით, კეთილზნეობით და კეთილი საქმებით (წმინდა მღვდელთმთავარი ათანასე დიდი. მეათე სააღდგომო ეპისტოლე), რათა გარდავიქმნები რა ქრისტეში ახალ ადამიანებად, ემსახუროთ ცოცხალსა და ჭეშმარიტ ღმერთს, და ელოდოთ ზეციდან მის ძეს, რომელიც აღადგინა მკვდრეთით, იესოს, მომავალი რისხვისაგან ჩვენს მხსნელს (1 თეს. 1:9-10). ამინ!

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი

ქრისტეს აღდგომა

2024 .

გაზიარება:
უწმინდესი პატრიარქი კირილე დამწუხრებული და აღშფოთებულია სერბეთის ეკლესიის წინამძღვრისა და მღვდელთმთავრების კოსოვოში შესვლის აკრძალვით

17.05.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

05.05.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მილოცვები გაუგზავნა ძველი აღმოსავლეთის ეკლესიების წინამძღვრებს, რომლებიც აღდგომას 5 მაისს დღესასწაულობენ

05.05.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

04.05.2024

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის თავისუფალი ადამიანი

07.01.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2024

შედგა სატელეფონო საუბარი უწმინდეს პატრიარქ კირილესა და ბელგოროდის მიტროპოლიტ იოანეს შორის

02.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს სააღდგომო მილოცვები გაუგზავნა

05.05.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ სააღდგომო მილოცვა გაუგზვნა ძველი აღმოსავლური ეკლესიების მეთაურებს, რომლებიც აღდგომას 5 მაისს აღნიშნავენ

05.05.2024

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

სსკ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

26.12.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب