მოსკოვის საპატრიარქო
სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს მოციქულთასწორის და ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა. ქვემოთ მოყვანილია მილოცვის ტექსტი.
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ!
პატივისცემით გილოცავთ მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს.
განანათლა რა ივერია ქრისტეს სარწმუნოების ნათლით, წმინდა ნინომ წინასწარ განსაზღვრა შემდგომი ისტორიული გზა საქართველოსი, რომელიც იქცა ქრისტიანულ სახელმწიფოდ. მისი მაცხოვნებელი თესვის ნაყოფი, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია, თქვენი უწმინდესობისა და უნეტარესობის ბრძნული წინამძღვრობით, ინარჩუნებს და ამრავლებს წმინდა ნინოს სულიერ მემკვიდრეობას, განსწავლის და განამტკიცებს ღვთისმოსავ ქართველ ხალხს ქრისტეს ღვთაებრივ მცნებებში.
დღეს ჩვენ თქვენთან ერთად ლოცვით აღვნიშნავთ ღვთის წმინდა მსახურის საპატიო ხსოვნას და სიყვარულით ქებას ვასხამთ ივერიის გამობრწყინებულ მნათობს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის განდიდებულ მოწაფეს („უფალო, ღაღად-ვყავ“-სა ზედა დასდებელი).
წმინდა მოციქულთასწორის ნინოს მეოხებით, დაე მოგმადლოთ უფალმა კეთილდღეობა, ჯანმრთელობა და ძალების სიმტკიცე, რათა განაგრძოთ თქვენი მაღალი საპატრიარქო მსახურება.
ქრისტეში მოოკრძალებული სიყვარულით,
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების თავმჯდომარე,
ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი