მთავარი გვერდი ახალი ამბები
ევქარისტიის მართლმადიდებლური გაგება …

ევქარისტიის მართლმადიდებლური გაგება

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონის მოხსენება საერთაშორისო ევქარისტულ კონგრესზე (ბუდაპეშტი, 2021 წლის 6 სექტემბერი).

კათოლიკებსა და მართლმადიდებლებს შორის არ არსებობს ევქარისტული ზიარება, თუმცა მათ აკავშირებს საერთო რწმენა იმისა, რომ ნაკურთხ პურსა და ღვინოში ქრისტეს მყოფობა არა უბრალოდ სიმბოლური, არამედ რეალური და სრულყოფილია, რომ ევქარისტული პური და ღვინო – ჭეშმარიტი ხორცი და სისხლია უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, და რომ ევქარისტია სრულდება არა უბრალოდ საიდუმლო სერობის მოსაგონებლად, არამედ აქტუალიზირებს მას თითოეული მორწმუნისათვის, ვინც ღვთისმსახურებაში მონაწილეობს. ევქარისტიაში წინამძღვარი თავისი სახელით არ მოქმედებს. იესო ქრისტეს სახელით ის იმეორებს სიტყვებს, რომლებიც ქრისტემ თავდაპირველად გამოთქვა საიდუმლო სერობაზე, და სწორედ ქრისტე, და არა მღვდელი ან ეპისკოპოსი აღასრულებს საიდუმლოს.

მეტადრე ნათელი გამოხატულება ამ იდეამ მართლმადიდებლურ იკონოგრაფიაში მიიღო, კერძოდ, იკონოგრაფიულ ტიპში, რომელიც ცნობილია „მოციქულთა ზიარების“ სახელით. ამ ტიპის ხატებზე ჩვენ ვხედავთ იესო ქრისტეს, რომელიც თავის ხორცსა და სისხლს გადასცემს მოწაფეებს, მათ შორის, – რაც საგულისხმოა, – პავლე მოციქულსაც, რომელიც არ მონაწილეობდა ისტორიულ საიდუმლო სერობაში. ხატზე წმინდა პავლეს დასწრება მოწმობს მთელი კომპოზიციის სიმბოლურ ხასიათს. გამოსახულება საიდუმლო სერობა კი არ არის, არამედ – ევქარისტიაა, რომელშიც ეკლესიის მთელი სხეული იღებს მონაწილეობას.

მართლმადიდებელ ეკლესიას მტკიცედ სწამს, რომ საღმრთო ლიტურგია – ეს არის ყოვლისმომცველი ღვთისმსახურება, რომელიც გამოდის სივრცისა და დროის ფარგლებს გარეთ და აერთიანებს ზეციურ სასუფეველსა და მიწიერ სამეფოს, ცოცხლებსა და მკვდრებს, ანგელოზებსა და ადამიანებს, წმინდანებსა და ცოდვილებს.

ვგონებ, ბევრი თქვენგანი ნამყოფია ფრესკებით ან მოზაიკებით დამშვენებულ ძველ ბიზანტიურ ტაძრებში და შეამჩნევდით, რომ ძალიან ხშირად მათზე წმინდანთა ფიგურები გამოხატულია რიგებად, ერთმანეთის ქვემოთ: ზედა რიგში წინასწარმეტყყველები, მათ ქვემოთ – მოციქულები, შემდეგ – მოწამენი, კიდევ მათ ქვემოთ წმინდა მღვდელთმთავრები და ღირსნი მოღვაწენი. ამასთან, სულ ქვედა რიგში ფიგურები არ ჩანს – ამ ადგილის დასაკავებლად მოწოდებულნი არიანს ტაძარში მდგომარენი, ეკლესიის სამრევლოს წევრები, რომლებიც წმინდანებთან ერთად ეზიარებიან წმინდა ევქარისტიის ზეციურ საიდუმლოს.

როდესაც საკურთხევლიდან საცეცხლურით გამოდის, მთავიდან ღვდელი წმინდანთა ხატებს უკმევს, შემდეგ მრევლს და ზუსტად ისე იდრეკს ქედს მათ წინაშე, როგორც წმინდანების წინაშე. ამით ის აჩვენებს, რომ მისთვის, როგორც ეკლესიისთვის და თავად ქისტესთვის, მრევლიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც წმინდანები, რომლებიც ქრისტესთან ერთად იყოფენ მის ზეციურ დიდებას.

ღვთის სათნომყოფელებმა უკვე მიაღწიეს საკუთარ მიზანს; ჩვენ კი ჯერ კიდევ ვისწრაფვით მისკენ, და გზა ცხონებისკენ, წარმოუდგენელია ევქარისტიის გარეშე. ეკლესიის გარეშე ცხონება არ არსებობს: კათოლიკებსაც და მართლმადიდებლებსაც სწამთ ამისი, თუმცა სხვადასხვაგვარად ვლოკალიზებთ თვით ეკლესიას. ევქარისტიის გარეშე ეკლესიის წარმოდგენა შეუძლებელია, ამიტომ ცნებები – ეკლესიის, ევქარისტიისა და ცხონების შესახებ მყარად უკავშირდებიან ერთმანეთს ჩვენს ღვთისმეტყველებაში.

როდესაც ცხონებაზე ლაპარაკობდნენ, ბერძენი მამები ხშირად სარგებლობდნენ ტერმინით theosis (ბუკვალურად – „განღმრთობა). განღმრთობა ნიშნავს არა იმდენად რაიმესგან გამოხსნას, გათავისუფლებას, – იქნება ის ეშმაკისგან, ცოდვისგან თუ ჯოჯოხეთისგან, რამდენადაც სრულ შეერთებას ღმერთთან, რის შედეგადაც ადამიანი იძენს ღვთაებრივ თვისებებს.

ჩვენ ვაღიარებთ, რომ იესო ქრისტე სრულად ფლობს როგორც საღვთო, ისე კაცობრივ ბუნებასაც. ის არ არის ნახევრად კაცი და ნახევრად ღმერთი: ის არის სრულყოფილი ღმერთი და სრულყოფილი კაცი. ამის აღსაწერად ბერძენი მამებმ გამოიყენეს კიდევ ერთი ცნება – perichoresis (ბუკვალურად – „ურთიერთგანმსჭვალვა“), – იგულისხმება, რომ ქრისტეს კაცობრივი ბუნება სრულად განღმრთობილია, მისი საღვთო ბუნება კი, თუ შეიძლება ასე ითქვას, განკაცებულია. შეიმოსა რა კაცობრივი ბუნება, განხორციელებულმა ღმერთმა ის განწმიდა (აკურთხა). ამასთან, მისი საღვთო ბუნება ასევე დაკავშირებულია იდუმალად კაცობრივ ბუნებასთან. მკვდრეთით აღმდგარს და ზეცად ამაღლებულს, მას არ დაუტოვებია თავისი სხეული აქ, მიწაზე, მსგავსად იმისა, როგორც გველი განიძარცვავს ძველ ტყავს. პირიქით, ის ამაღლდა თავის ზეციერ დიდებასთან თავისი ადამიანური სხეულით და თან აიყვანა ზეცაში მთელი კაცობრიობა. ეს საღვთისმეტყველო იდეა გამოხატულია ამაღლების დღესასწაულისადმი მიძღვნილ მართლმადიდებლურ გალობებში.

თავს აღარ შეგაწყენთ სერიოზული ღვთისმეტყველებით და რთული ბერძნული სიტყვებით. გადავალ საქმის არსზე. მართლმადიდებელი ეკლესია ევქარისტიას მიიჩნევს ყველაზე მოქმედ საშუალებად იმ ქრისტიანული ცხოვრების მიზნის მისაღწევად, რომელიც აღინიშნება სიტყვით: „განღმრთობა“. რაგვარად ხდება ეს? როდესაც წმინდა საიდუმლოებებს ვეზიარებით, ქრისტეს სხეული ჩვენს სხეულში აღწევს, და მისი სისხლი ჩვენს სხეულში იწყებს ჩქეფვას. არა მხოლოდ გონებითა და გულით, არამედ სხეულითაც ვუერთდებით ჩვენ ქრისტეს. მსგავსად იმისა, როგორც თავად ქრისტეში კაცობრივი ბუნების მთელი სავსება (სხეული, სამშვინველი და სული) შეერთებული იყო ღმერთთან, ასევე მთელი ჩვენი კაცობრივი ბუნება მონაწილეობს განღმრთობაში.

ალბათ, სწორედ ამაში მდგომარეობს ყველაზე საოცარი განსხვავება ქრისტიანობისა სხვა მონოთეისტური რელიგიებისგან. თითოეულ მათგანს პრეტენზია აქვს იმაზე, რომ ღმერთს ადამიანებისთვის მისაღწეველს ხდის ლოცვის, ღვთისმსახურების, ღვთის პატივისცემისა და მისი მცნებების შესრულების გზით. მაგრამ არცერთი რელიგია არ კადნიერდება, შესთავაზოს ადამიანს ღმერთთან ისეთი კავშირი, რომელიც გულისხმობს მასთან სრულ შეერთებას და საღვთო თვისებების მოპოვებას. ასეთი იდეა შეიძლება მკრეხელობადაც კი მოეჩვენოს ზოგიერთ მორწმუნე-არაქრისტიანს, რომელიც ასევე ერთ ღმერთს ეთაყვანება.

ჩვენთვის კი, ქრისტიანებისთვის, ეს ჩვენი თეოლოგიის გულისგულს შეადგენს. ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვა ტერმინით ვისარგებლლოთ (ზოგს ლათინური ურჩევნია ბერძნულის ნაცვლად), თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ჩვენგანს სწამს ასეთი ერთიანობის შესაძლებლობისა.

მიიღწევა თუ არა ამგვარი ერთიანობა ავტომატურად ან მაგიურად? საკმარისია თუ არა წმინდა საიდუმლოებებთან ზიარება განღმრთობილ მდგომარეობაში მოსასვლელად? ცხდია, რომ – არა; სხვაგვარად, ყველა მაზიარებელი – ქრისტეს სისხლსა და ხორცს, უკვე წმინდანი იქნებოდა. პარადოქსი ისაა, რომ როდესაც ქრისტეს ხორცი და სისხლი ჩვენს ხორცსა და სისხლში შემოდის, იგი ჩვენ სრულად გვიერთდება, მაგრამ ჩვენ თავად არ ვართ ყოველთვის განმზადებულნი მასთან შესაერთებლად. ის ჩვენშია, მაგრამ ჩვენ ვართ უფრო ხშირად მის გარეთ.

რატომ ხდება ასე? შესაძლოა იმიტომ, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში არ ვასრულებთ მის მცნებებს; შესაძლოა იმიტომ, რომ მაშინ, როდესაც სხეული ტაძარში ვიმყოფება, ამ დროს გონებაით და გულით სადღაც შორს ვართ; შესაძლოა ამის მიზეზი ჩვენი ცოდვები იყოს, – ჩვენსა და ღმერთს შორის შეუვალ კედლად რომ დგას; შესაძლოა, სხვა მრავალ მიზეზთა გამო.

მართლმადიდებლური ტრადიციისთვის დამახასიათებელია საკმაოდ ხანგრძლივი ღვთისმსახურებები. საღმრთო ლიტურგია შეიძლება 2-3 საათი გაგრძელდეს. მასში ჩართულია ბევრი საგალობელი და საკითხავი, ფსალმუნები, დიდებისმეტყველება, სულიერი სიტყვის შესხმა (იხ. კოლ. 3:16). ყოველივე ამის მიზანი არ არის ჩვენი ცხოვრების გართულება და ის, რომ ღვთისმსახურება ჩვენთვის დამღლელი და დამამძიმებელი გახდეს. უბრალოდ ,ჩვენ დრო გვჭირდება იმისათვის, რომ განვუდგეთ ყოველგვარ მიწიერს და შევიდეთ საღვთო რეალობაში, ასევე, შთაგონება, რომ იქით გადავინაცვლოთ გონებითაც და გულითაც.

„რომელნი ქერუბიმთა საიდუმლოდ ვემსგავსენით, და ცხოველს-მყოფელისა სამებისა, სამწმიდა არსობისა გალობასა შევსწირავთ, ყოველივე მსოფლიო დაუტევოთ ზრუნვა“ – ეს სიტყვები საგალობლებიდანაა, რომლებსაც ყოველ ლიტურგიაზე ასრულებენ, და რომლებიც თვალსაჩინოდ აღწერს გონებისა და გულის იმ მდგომარეობას, რომლის მისაღწევადაც მოწოდებულნი ვართ ევქარისტიის დროს.

თუმცა, იმას შორის, რაც ვართ და რაც მოწოდებით უნდა ვიყოთ, უფსკრული დევს და განღმრთობას, პრაქტიკულად, ძალიან ცოტა ვინმე აღწევს. მიზანი ძალიან მაღალია, მას რომ მიაღწიო, ამას ძალიან დიდი შრომა სჭირდება. და მაინც, ჩვენთვის ცნობილია წმინდანთა შესანიშნავი მაგალითები, რომლებმაც მიაღწიეს ამ მიზანს და თავიანთ შრომებში აღწერეს კიდეც საკუთარი გამოცდილება.

ერთ-ერთი მათგანი იყო სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, X-XI საუკუნის დასწყისის წმინდანი. ის იყო პოეტი და მისტიკოსი. მან თავის ნაშრომებში მოგვითხრო საღვთო ნათლის მრავალრიცხოვან ხილვაზე. მას მტკკიცედ სწამდა, რომ სწორედ ევქარისტია აერთებს ადამიან სრულად ღმერთთან და განაღმრთობს. „სინანულითა და ცრემლის ნაკადით განწმედილი, ვეზიარები ღმერთს, როგორც ღვთაებრივ სხეულს, და მეც ღმერთი ვხდები ამ გამოუთქმელი შეერთებით“, – ასე წერდა იგი ამის შესახებ.

წმინდა სვიმეონის მტკიცებით, ევქარისტიაში ჩვენ იმგვარადვე ვუერთდებით ქრისტეს, როგორც ქრისტეა შეერთებული თავის მამასთან. ევქარისტიის გზით ჩვენ ვხდებით ზეციური მამის ძენი და ქრისტეს ძმები“, – წერდა წმინდა მამა. ის განმარტავდა: „ძე ღვთისა, რომელმაც მიიღო ჩვენგან კაცობრივი ხორცი, სანაცვლოდ გვაძლევს საკუთარ ღმრთეებას თავისი განღმრთობილი ხორცის მეშვეობით; ასეთი ნაცვალ-ბოძების წყალობით ჩვენ მისი ნათესავები ვხდებით“.

ერთ-ერთ ჰიმნში წმ. სვიმეონი წერს, თუ რა შეემთხვა მას ერთხელ ზიარების შემდეგ, როდესაც თავის სამონაზვნო საცხოვრისში ბრუნდებოდა. მას ხილვა ჰქონდა, მაგრამ არა ქრისტესი რაიმე სახით. ეს იყო საღვთო ნათლის ხილვა, რომელიც გარეთ კი არა – მის სხეულში ბრწყინავდა. წმინდანი წერდა, რომ მისი სხეულის თითოეული წევრი განმსჭვალული იყო საღვთო ნათელით და განღმრთობილი იყო ღმერთის დასწრებით: „ჩვენ ქრისტეს წევრები ვხდებით, ქრისტე კი ჩვენი წევრი ხდება. ქრისტეს ხელი და ფეხი კი მე ვარ... აი, ვამოძრავებ ხელს, და ხელი ჩემი სრული ქრისტეა... ვამოძრევებ ფეხს და აი, ის ქრისტესავით ბრწყინავს. ნუ იტყვი, რომ მე ვმკრეხელობ, არამედ შეიწყნარე ეს და თაყვანი ეცი ქრისტეს, რომელმაც ასეთი გყო! რადგან თუკი შენც მოისურვებ, გახდები მისი წევრი. და ამგვარად ყველა წევრი თითოეული ჩენგანისა, ცალკეულად ხდება ქრისტეს წევრი, ხოლო ქრისტე – ჩვენი წევრი... მაშინ ჩვენ ყველანი ღმერთები ვხდებით... და თითეული ჩვენი წევრი სრული ქრისტე იქნება“.

თქვენ გესმით, რომ ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული მისტიკური ეგზალტაცია ხილვებით დამთვრალი ერთი რომელიმე კონკრეტული ადამიანისა. ღირსი სვიმეონი, არსებითად, ცდილობდა იმ განცდის შესახებ ეამბო, რომელიც ღრმად არის ჩანერგილი ევქარისტიის საიდუმლოში და ეკუთვის არა მას ერთადერთს, არამედ მთელს ეკლესიას. „მაშინ ჩვენ ერთად ვხდებით ღმერთები“, – აი, რას უსვამდა იგი ხაზს, რადგან ღვთის ნათლისა და განღმრთობის განცდის საკუთარ გამოცდილებას ის არ თვლიდა რაღაც გამონაკლისად. ღირსი სვიმეონი დარწმუნებული იყო, რომ სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ ადამიანს ძალუძს, იგივეს მიაღწიოს.

სვიმეონის აზრით, ზიარება უჰდა იყოს გაცნობიერებული, ანუ მაზიარებელს არათუ სწამდეს საიდუმლოში ქრისტეს რეალური მყოფობისა, არამედ სულიერი თვალებით უნდა ჭვრეტდეს მას როგორც ნათელს. იგი წერდა: „თუკი შენ... ასე ეზიარები საღვთო საიდუმლოებებს, მაშინ მთელი ცხოვრება შენთვის ერთი დღესასწაული იქნება, თუმცა დღესასწაულიც კი არა, არამედ საბაბი დღესასწაულისა და ერთი პასექისა, გადასვლელი ხილულიდან გონებით მისაწვდომელში... სადაც ჩვენ ვიქნებით ქრისტესთან თანამყოფნი, ქრისტესთან თანამეფენი“.

ამით მე დავასრულებ საკუთარ გამოსვლას, რომელშიც შევეცადე მხოლოდ ზოგადი მონახაზით მომეთხრო თქვენთვის ევქარისტიის მართლმადიდებლური გაგების შესახებ, რომელიც გამოხატულია ლიტურგიაში, ვიზუალურ ხელოვნებაში, საღვთისმსახურო გალობებში და მამების თეოლოგიურ შრომებში. მე არ ვამტკიცებ, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში ყველა აღწევს განრმრთობას და წმინდანი ხდება; სრულებითაც არა! ჩვენ მხოლოდ იმ მდიდარი ტრადიციის უღირსი დამცველები ვართ, რომელიც ჩვენთან თავად ქრისტესგან და ძველი ეკლესიის მამებისგან მოვიდა. მე მინდოდა, გამეზიარებინა თქვენთვის ზოგი რამ ამ სიმდიდრისგან და ასეთი შესაძლებლობის მოცემისთვის კონგრესის ორგანიზატორებს გულითად მადლობას მოვახსენებ.


გაზიარება:
პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის თავისუფალი ადამიანი

07.01.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2024

შედგა სატელეფონო საუბარი უწმინდეს პატრიარქ კირილესა და ბელგოროდის მიტროპოლიტ იოანეს შორის

02.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება გამოფენის – „ბელგრადის წმინდა საბას ტაძრის მშვენიერება“ – გახსნის ცერემონიის მონაწილეებს

19.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მონაწილეობა მიიღო რუსეთის რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან რუსეთის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის შეხვედრაში

26.10.2023

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

სსკ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

26.12.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო იუნესკოს საქმეებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის კომისიის საერთო კრების მუშაობაში

22.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب