მოსკოვის საპატრიარქო
მიტროპოლიტი ილარიონი: სტრუქტურულად როგორ გაფორმდება ჩვენი ყოფნა აფრიკაში, წმინდა სინოდი გადაწყვეტს
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 23-24 სექტემბრის წმინდა სინოდმა გადაწყვეტილება მიიღო ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესიის კლირიკოსების მიმართვა განეხილა, რომლებიც მოსკოვის საპატრიარქოს ომოფორის ქვეშ მიღებას ითხოვენ. მიღებულ გადაწყვეტილებას ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა ტელეარხ რუსეთი-24-ზე გადაცემა „ეკლესია და მსოფლიოში“ გაუკეთა კომენტარი: „როდესაც ალექსანდრიის პატრიარქი კონსტანტინეპოლის პატრიარქს შეუერთდა და უკრაინაში არსებული სქიზმატური სტრუქტურა „მართლმადიდებელ ეკლესიად“ აღიარა და მისი ლიდერი ღვთისმსახურებაზე მოიხსენია, ამან ალექსანდრიის ეკლესიაში შიდა განხეთქილება გამოიწვია, რაც მოსალოდნელი იყო. მღვდლების მთელმა რიგმა, რომლებიც არ დაეთანხმნენ ამ მოხსენიებას და განხეთქილების აღიარებას, ჩვენ მოგვმართეს, კერძოდ კი პატრიარქ კირილეს, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში მიღების თხოვნით“ – საუბარი ეხება რამდენიმე ათეულ მღვდელს, განმარტა სსკგ-ს თავმჯდომარემ.
რუსეთის ეკლესიაში იმედოვნებდნენ, რომ ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პატრიარქი თეოდორე II თავის გადაწყვეტილებას გადახედავდა, მაგრამ ეს არ მოხდა. „ამა წლის აგვისტოში პატრიარქი თეოდორე წავიდა კუნძულ იმვროსზე – ეს არის ადგილი, სადაც პატრიარქი ბართლომეოსი დაიბადა. იქ მათ ერთად შეასრულეს ღვთისმსახურება, რომელშიც უკრაინელი სქიზმატიკოსების წინამძღვარი ეპიფანე დუმენკოც მონაწილეობდა. საეკლესიო კანონების თანახმად, თუ იერარქი განხეთქილებაში მყოფებთან თანამწირველობს, ის ამით თავად ვარდება განხეთქილებაში. სამწუხაროდ, ეკლესიის კანონები ჩვენ სხვა რაიმე ინტერპრეტაციის საშუალებას არ გვაძლევს“, – განაცხადა სსკგ-ს თავმჯდომარემ.
ამ თანამსახურების შემდეგ „პატრიარქმა თეოდორემ საბოლოოდ განხეთქილებასთან საკუთარი თავის ასოცირება მოახდინა“, და რუსეთის მარლმადიდებელ ეკლესიას აღარ აქვს საფუძველი ალექსანდრიის საპატრიარქოს კლირიკოსების ამგვარ მიმართვებზე უარით უპასუხოს, – კონსტატირება მოახდინა მიტროპოლიტმა ილარიონმა. „რამდენ ხანს გასტანს ეს განხილვა და სტრუქტურულად როგორ გაფორმდება ჩვენი ყოფნა აფრიკაში – ამ ყველაფრის შესახებ ჩვენ წმინდა სინოდის უახლოეს სხდომებზე მოგვიწევს მსჯელობა“, – აღნიშნა მწყემსმთავარმა.
სსკგ-ს კომუნიაციების სამსახური