მთავარი გვერდი ახალი ამბები
მიტროპოლიტი ილარიონი: მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის სა…

მიტროპოლიტი ილარიონი: მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის სამარცხვინო ვიზიტმა უკრაინაში მსოფლიოს წინაშე მისი საქმიანობის ნაყოფის დემონსტირება მოახდინა


აგვისტოს ბოლოს კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოსი უკრაინას ეწვია. ვიზიტის დროს იგი შეხვდა ქვეყნის სახელმწიფო ხელისუფლებას, მის მიერ აღიარებულ განხეთქილებაში მყოფი გაერთიანების „მეუ“–ს მეთაურს და უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებს, თუმცა, ამასთანავე, იგნორირება გაუკეთა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსების, სასულიერო პირებისა და მრევლის პოზიციას, რომელიც აერთიანებს უკრაინის მორწმუნეთა უმრავლესობას. მას აგრეთვე „არ შეუმჩნევია“ მისი ჩასვლის წინააღმდეგ გამართული მრავალათასიანი საპროტესტო აქცია.

ამ ვიზიტთან დაკავშირებით, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა წმინდა წერილიდან შემდეგი სიტყვები მოიყვანა: „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: რომელი არა შევალს კარით ეზოსა ცხოვართასა, არამედ სხჳთ კერძო შევალს, იგი მპარავი არს და ავაზაკი. ხოლო რომელი შევალს კარით, მწყემსი არს ცხოვართაჲ“ (ინ. 10:1-2.).

სატელევიზიო პროგრამის, „ეკლესია და მსოფლიო,“ ეთერში გამოსვლისას, მან აღნიშნა: „პატრიარქი ბართლომეოსი ჩავიდა ქვეყანაში, სადაც მართლმადიდებელი მორწმუნეების უმრავლესობა მას არ აღიარებს თავის მწყემსად. ის პირდაპირი გაგებით იძულებელი გახდა უმაღლეს რადაში გვერდითა შესასვლელიდან შესულიყო, იმიტომ რომ იქ შეიკრიბნენ მორწმუნენი, რომლებიც მის ვიზიტს აპროტესტებდნენ. ეს ვიზიტი განხორციელდა სახელმწიფო ხელისუფლებისა და განხეთქილებაში მყოფთა მიწვევით, მაგრამ მართლმადიდებელი მორწმუნეების უმრავლესობამ არა მხოლოდ იგნორირება გაუკეთა ამ ვიზიტს, არამედ ძალიან ნათლად აჩვენა, რომ პატრიარქი ბართლომეოსი მათთვის მწყემსი არ არის“.

მიტროპოლიტ ილარიონის მოსაზრებით, „ეს ყველაფერი იმას მოწმობს, რომ 2018 წელს პატრიარქმა ბართლომეოსმა შეცდომა დაუშვა, რომლის მონანიებაც არასგზით არ სურს“.

„ახლა პატრიარქი ბართლომეოსი, ცდილობს თავისი სურვილები რეალობად წარმოაჩინოს, მიდის განხეთქილებაში მყოფთა ჯგუფთან და ამბობს: აქ არის ნამდვილი ეკლესია, იქ კი – უბრალოდ ვიღაც ტიტულარული იერარქები არიან, – განაგრძო მეუფემ. – ეკლესიას, რომელსაც 12 ათასზე მეტი სამრევლო, 250-ზე მეტი მონასტერი, ასზე მეტი ეპისკოპოსი და მილიონობით მორწმუნე ჰყავს, უბრალოდ იგნორირებულია პატრიარქ ბართლომეოსის მიერ – თითქოს არც არსებობდეს. ეს არის აბსურდული და სამარცხვინო სიტუაცია და ამაში მხოლოდ ერთი ადამიანია დამნაშავე – კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბართლომეოსი“.

გაიხსენა რა სახარებისეული გამოთქმა „თავიანთი ნაყოფით იცნობთ მათ“ (მთ. 7, 16), ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა ხაზგასმით აღნიშნა: „პატრიარქ ბართლომეოსის ეს სამარცხვინო ვიზიტი უკრაინაში გახდა დემონსტრაცია მთელი მსოფლიოს წინაშე მის მიერ ჩადენილი საქმეების ნაყოფისა“.

სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური

 

გაზიარება:
უწმინდესი პატრიარქის კირილეს სიტყვა კონფერენციის გახსნაზე, რომლის თემაა: „მსოფლიო მართლმადიდებლობა: პირველობა და კრებსითობა მართლმადიდებლური სარწმუნოების სწავლების შუქზე“.

16.09.2021

უწმინდესი პატრიარქი კირილე მართლმადიდებლობაში პირველობისა და კრებსითობის თემაზე კონფერენციას გახსნის

14.09.2021

პატრიარქ კირილეს მილოცვა მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიის 155 წლის იუბილესთან დაკავშირებით

13.09.2021

რუსეთის ეკლესიის წინამძღვრის მისალმება G20-ის რელიგიათაშორისი ფორუმის მონაწილეებისადმი

12.09.2021

პატრიარქმა კირილემ ალექსანდრე ნეველის 800 წლის იუბილესთან დაკავშირებით სანკტ-პეტერბურგში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა

12.09.2021

პატრიარქის მიმართვა რუსეთის სპორტსმენებს – ტოკიოს XVI საზაფხულო პარაოლიმპიური თამაშების მონაწილეებს

06.09.2021

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა მიტროპოლიტ იოანიკეს, ჩერნოგორიის კათედრაზე აღსაყდებასთან დაკავშირებით

05.09.2021

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ კოპტური საპატრიარქოს სპეციალურ წარმომადგენელს დოქტორ ა. მილადს ჯილდო გადასცა

03.09.2021

უწმინდესი პატრიარქ კირილეს მილოცვა ა. კარისისადმი ესტონეთის პრეზიდენტის პოსტზე არჩევასთან დაკავშირებით

02.09.2021

უწმინდესი პატრიარქი კირილე: ბოროტი ძალები მართლმადიდებელი ეკლესიების ერთობას არღვევენ

29.08.2021

პატრიარქ კირილეს სამძიმარი უზბეკეთის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

24.08.2021

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება ფესტივალის – „რუსეთი – საბერძნეთი. ერთად საუკუნეების სიღრმეში“ – მონაწილეებს

21.08.2021

საპატრიარქო მილოცვა კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის მეშვიდე წლისთავთან დაკავშირებით

17.08.2021

პატრიარქ კირილეს სამძიმარი ლიბანში საწვავის საცავის აფეთქების შედეგად ადამიანების დაღუპვასთან დაკავშირებით

16.08.2021

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი ჩრდილოეთ თურქეთში წყალდიდობის შედეგად ადამიანების დაღუპვასთან დაკავშირებით

16.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: კონსტანტინეპოლი ხელყოფს სხვის საკუთრებას

20.09.2021

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა ვენაში პატროლოგების კონფერენციაში დისტანციურ რეჟიმში მიიღო მონაწილეობა

18.09.2021

სსკგ-ს თავმჯდომარე ყირგიზეთის რელიგიური და სახელმწიფო მოღვაწეთა დელეგაციას შეხვდა

14.09.2021

გამოვიდა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონის წიგნის – „ეკლესიის წმინდა საიდუმლო" რუმინული თარგმანი

14.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უკრაინაში შეჭრით პატრიარქმა ბართლომეოსმა პოლიტიკური ბრძანება შეასრულა

13.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ხალხს აუკრძალო მუსიკის მოსმენა – იგივეა, რომ აუკრძალო წყლის დალევა

13.09.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა მოუწოდა არჩევნებში ხმის მიცემისას ამომრჩეველმა საკუთარი სინდისის ხმით იხელმძღვანელოს

13.09.2021

პატრიარქმა კირილემ ალექსანდრე ნეველის 800 წლის იუბილესთან დაკავშირებით სანკტ-პეტერბურგში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა

12.09.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: რუსეთში თეოლოგიის სწავლება ძალიან დინამიურად ვითარდება

07.09.2021

შედგა სსკგ-ს თავმჯდომარის შეხვედრა უნგრეთის ვიცე-პრემიერთან

07.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი უნგრეთში რუსეთის ელჩს შეხვდა

07.09.2021

შედგა სსკგ-ს თავმჯდომარის შეხვედრა ბუდიმის ეპისკოპოს ლუკიანესთან

06.09.2021

სსკგ-ს თავმჯდომარე ბუდაპეშტში საერთაშორისო ევქარისტიულ კონგრესზე სიტყვით გამოვიდა

06.09.2021

ევქარისტიის მართლმადიდებლური გაგება

06.09.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب