მოსკოვის საპატრიარქო
რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში კოსოვოს ქრისტიანული სიწმინდეების ბედით შეშფოთებულნი არიან
„სპირალის კიდევ ერთი ხვეული, რომელიც ჩვენ თვალწინ ტრიალებს და რომელსაც, სამწუხაროდ, კოსოვოს სერბი მოსახლეობისთვის, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის და ზოგადად სერბეთისთვის ტრაგიკულ შედეგებამდე მივყავართ“, – ასე შეაფასა მიტროპოლიტმა ილარიონმა კოსოვოს ახალი კონფლიქტის ესკალაცია. სექტემბრის ბოლოს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პოლიციამ სერბული ნომრების მქონე ტრანსპორტს თავის ტერიტორიაზე შესვლაზე უარი განუცხადა, რამაც კოსოვოში მცხოვრების სერბების საპროტესტო აქციის პროვოცირება მოახდინა.
გადაცემის „ეკლესია და მსოფლიოს“ ეთერში სსკგ-ს თავმჯდომარემ კოსოვოსა და მეტოქიაში თავის მოგზაურობის შესახებ ისაუბრა: „ჩემი თვალით ვნახე, შეიარაღებულმა დაპირისპირებამ რა საშინელ შედეგებამდე მიიყვანა ქვეყანა. მე ვნახე დანგრეული ეკლესიები, სერბების მიერ მიტოვებული დასახლებები; მესმოდა ბევრი ისტორია იმაზე, თუ როგორ კვდებოდნენ კოსოველი ალბანელების ხელით უდანაშაულო ადამიანები. მაგრამ ყველა ეს ამბავი დასავლეთში საგულდაგულოდაა დადუმებული: დასავლეთმა კოსოვო გმირად აირჩია, ხოლო სერბეთი – ანტი-გმირად. კოსოვოსადმი დასავლეთის ამ ცალმხრივმა მხარდაჭერამ, სერბი ხალხის ნების სრული იგნორირებით, უკვე გამოიწვია ის, რაც მოხდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ესკალაცია არ მთავრდება“.
„ჩვენ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში ყოველთვის თანმიმდევრულად ვუჭერთ მხარს სერბეთის მართლმადიდებელ ეკლესიას და მის ინტერესებს მთელს მის ისტორიულ და კანონიკურ ტერიტორიაზე, რომელიც, უდავოდ, საკუთარ თავში კოსოვოსაც მოიცავს. იქ სერბეთის ეკლესიის მთავარი სიწმინდეებია, დიდებული მონასტრები უნიკალური ფრესკებით. ჩვენ ძალიან შეშფოთებულნი ვართ ამ მონასტრებისა და ფრესკების ბედით, მაგრამ ყველაზე მეტად ჩვენ შეშფოთებულნი ვართ კოსოვოს მხარის სერბული მოსახლეობის ბედით“, – განაცხადა სსკგ-ს მეთაურმა და იმედი გამოთქვა, რომ მოიძებნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს.
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური