მთავარი გვერდი ახალი ამბები
მიტროპოლიტი ილარიონი: მნიშვნელოვანია, რომ ეთნიკური კონფ…

მიტროპოლიტი ილარიონი: მნიშვნელოვანია, რომ ეთნიკური კონფლიქტი რელიგიურად არ იქცეს

2021 წლის 16 ოქტემბერს გადაცემაში „ეკლესია და მსოფლიო“, რომელიც შაბათს და კვირას ტელეარხ «Россия 24»-ზე გამოდის, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა გადაცემის წამყვანის, ეკატერინა გრაჩევას კითხვებს უპასუხა.

ე. გრაჩევა: ეს არის კითხვების დრო ტელეარხ „Россия 24“-ს გადაცემიდან „ეკლესია და მსოფლიო“, რომლებსაც ჩვენ ყოველ კვირა ვუსვამთ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარეს, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს. მოგესალმებით, მეუფევ!

მიტროპოლიტი ილარიონი: მოგესალმები, ეკატერინე! მოგესალმებით ძვირფასო ძმებო და დებო!

ე. გრაჩევა: ამ დღეებში დასრულდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის, სომხური სამოციქულო ეკლესიისა და კავკასიის მუსლიმთა სულიერი სამმართველოს სულიერი ლიდერების სამმხრივი შეხვედრა. რა შინაარსის დატვირთვა აქვს ასეთ შეხვედრებს? რაზე იმსჯელეს ამჯერად სულიერმა ლიდერებმა? რა შეუძლიათ მათ დაამატონ იმას, რასაც პოლიტიკოსები წყვეტენ?

მიტროპოლიტი ილარიონი: კონფლიქტი მთიან ყარაბაღში ოცდაათ წელზე მეტხანს გაგრძელდა. ორ მხარეს შორის ჯერ კიდევ რჩება გადაუჭრელი პრობლემები. მიუხედავად იმისა, რომ დაიდო სამშვიდობო ხელშეკრულება და მთიანი ყარაბაღის ძირითადი ნაწილი აზერბაიჯანს მიეკუთვნა, ნაწილს კვლავ სომხეთი აკონტროლებს, მაგრამ დროებით. რჩება მთელი რიგი გადაუჭრელი ჰუმანიტარული პრობლემები. მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც რჩება – ეს არის შეუხორცებელი მტრობა ორ ხალხს შორის, თანაც მოსაზღვრე რაიონებში.

რა თქმა უნდა, რელიგიური წინამძღვრები პირდაპირ ვერ ჩაერევიან პოლიტიკური პრობლემების მოგვარებაში. პოლიტიკურ დონეზე ჯერ კიდევ არის ძალიან სერიოზული უთანხმოება. მაგალითად, სომხები ამბობენ, რომ აზერბაიჯანში რჩებიან სამხედრო ტყვეები, აზერბაიჯანელები კი პუსუხობენ, რომ არანაირი სამხედრო ტყვეები არ არიან, არამედ არიან ადამიანები, რომლებიც სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დააკავეს.

ძალიან მნიშვნელოვანია, უპირველეს ყოვლისა, რომ ეთნიკური კონფლიქტი არასოდეს გადაიზარდოს რელიგიურ კონფლიქტში, ანუ იმ კონფლიქტმა, რომელიც ოცდაათ წელზე მეტი ხანია არსებობს, არ გამოიწვიოს ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის მტრობა. მეორეც, მნიშვნელოვანია, რომ ეს კონფლიქტი არ გახდეს სიძულვილის მიზეზი, არ გამოიწვიოს არაკეთილმოსურნე გრძნობების ესკალაცია ორ ხალხს შორის, რომლებიც განწირულნი არიან გვერდიგვერდ იცხოვრონ და კეთილმეზობლური ურთიერთობები დაამყარონ. აი, საკუთრივ, რაზე საუბრობდნენ სულიერი ლიდერები.

რასაკვირველია, ბევრწილად სიტუაციის მათეული შეფასება განსხვავებულია, მაგრამ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის შუამავლობით, ისევე როგორც წინა შემთხვევებში, როდესაც სულიერი ლიდერები ხვდებოდნენ, მთელ რიგ პრობლემებზე მოხერხდა ურთიერთგაგება. პირველ რიგში ეს ის საკითხებია, რომლებიც პატრიარქმა თავის დასკვნით სიტყვაში გააჟღერა. არსებობს საერთო გაგება იმისა, რომ დაუშვებელია არსებული პრობლემების მოგვარება იარაღის დახმარებით, რომ აუცილებელია ორ ხალხს შორის სიძულვილისგან თავის დაღწევა, ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარება, მათ შორის სამხედრო ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებული საკითხები.

ე. გრაჩევა: მეუფევ, ოქტომბრის დასაწყისში თქვენ ეწვიეთ ვატიკანს, სადაც მონაწილეობა მიიღეთ მსოფლიო რელიგიების წარმომადგენლებისა და მეცნიერების შეხვედრაში ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით. მონაწილეთა შორის იყო კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბართლომეოსიც. საინტერესოა, თუ გქონდათ მასთან უშუალო კომუნიკაცია? რა ატმოსფერო სუფევდა იმ დღეებში ვატიკანში?

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩემსა და პატრიარქ ბართლომეოსს შორის რაიმე შინაარსობრივი კომუნიკაცია არ შემდგარა, და ეს არც იყო დაგეგმილი. მაგრამ რადგანაც ჩვენ ერთად ვიყავით რომის პაპ ფრანცისკეს მიერ ორგანიზებულ ორ ღონისძიებაზე, რომლებიც მიეძღვნა კლიმატის ცვლილებისა და განათლების თემებს, ამიტომ მოგვიწია გვერდიგვერდ ჯდომა ერთი სკამის გამოტოვებით. ერთ შემთხვევაში ჩვენ შორის კენტერბერიის მთავარეპისკოპოსი იჯდა, მეორეში შემთხვევაში – უცხო რელიგიური ტრადიციის წარმომადგენელი. ორივეჯერ, შეხვედრებზე მისულებმა, ერთმანეთს მივესალმეთ. ამით, საკუთრივ, ამოიწურა ჩვენი ურთიერთობა.

თუ ვსაუბრებთ იმ ინფორმაციაზე, რომლის გავრცელებაც მედიამ დაიწყო რომის პაპ ფრანცისკესა და პატრიარქ კირილეს შორის შეხვედრის მზადების შესახებ, მაშინ უნდა ითქვას, რომ ეს ინფორმაცია ეფუძნება ინტერვიუს, რომელიც ვატიკანში ყოფნის დროს მივეცი უმსხვილეს იტალიურ გაზეთს Corriere della sera-ს. როგორც ყოველთვის, დამისვეს შეკითხვა: შედგება თუ არა რომის პაპის ვიზიტი რუსეთში და შესაძლებელია თუ არა რომის პაპისა და პატრიარქის შეხვედრა? მე ვთქვი, რომ პაპის რუსეთში ვიზიტის პირობები ამჟამად არ არსებობს. იგივე განაცხადა არც ისე დიდი ხნის წინ ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა პიეტრო პაროლინიმ.

პაპსა და პატრიარქს შორის უკვე შედგა შეხვედრა ხუთ წელზე მეტი ხნის წინ - ჰავანაში გამართული ეს შეხვედრა, 2016 წლის 12 თებერვალს, ბევრი თვალსაზრისით სასარგებლო და მნიშვნელოვანი იყო. რა თქმა უნდა, რაკი ერთი შეხვედრა შედგა, შეიძლება შედგეს მეორეც, მესამეც. ქრისტიანული კონფესიების ლიდერები უნდა ხვდებოდნენ ერთმანეთს საჭიროებისამებრ: თუკი შეიძლება პატრიარქი შეხვდეს სომხეთის პატრიარქს, მაშაინ რსატომ არ შეუძლია შეხვდეს, მაგალითად, პაპს? მაგრამ ამ შეხვედრის მოსამზადებლად კონკრეტული ქმედება ჯერჯერობით არ ხორციელდება. მისი თარიღი და ადგილი განსაზღვრული არ არის, ამ შეხვედრის თემატიკა ჯერ კიდევ დამუშავების ეტაპზეა.

ე. გრაჩევა: 4 ოქტომბერს, თქვენ სწორედ ამ მივლინებაში იმყოფებოდით, როდესაც WhatsApp-ის მესენჯერი და სოციალური ქსელები Facebook და Instagram მთელს მსოფლიოში გაითიშა. ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტებმა პრობლემა ვერ მოაგვარეს ექვსი საათის განმავლობაში. თქვენ შენიშნეთ ეს ხარვეზი? ზოგადად, ამერიკულ სოციალურ ქსელებზე ხართ დამოკიდებული თქვენს ყოველდღიურ მუშაობაში თუ იყენებთ, მაგალითად, Telegram-ს? ან იქნებ ამდაგვარს არაფერს ხმარობთ?

მიტროპოლიტი ილარიონი: რა თქმა უნდა, ხარვეზი შევამჩნიე, თუმცა მე პირადად მხოლოდ WhatsApp-ს ვიყენებ, მაგრამ ჩემს ფეისბუქ-გვერდს, მაგალითად, ჩემი თანამშრომლები მართავენ, ისევე როგორც ჩემს გვერდს Instagram-ში.

ჩვენი დამოკიდებულება სოციალურ მედიაზე მართლაც ძალიან ძლიერი ხდება და ეს შემთხვევითი არ არის. მე სადღაც წავიკითხე, რომ ყოველი საათის განმავლობაში, სანამ ეს სოციალური ქსელები არ მუშაობდნენ, რუსეთი კარგავდა 70 მილიონ რუბლს, ხოლო Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა, სხვადასხვა წყაროების მიხედვით, 6-7-დან 17 მილიარდ დოლარამდე დაკარგა.

ჩვენ ახლა გარკვეულწილად ყველა დამოკიდებულები ვართ ამერიკულ სოციალურ ქსელებზე, რადგან ძალიან ბევრი კომუნიკაცია მათი მეშვეობით ხორციელდება. მახსენდება დრო, როცა ქალაქში სატელეფონო ზარის განსახორციელებლად ფული არ იყო საჭირო, ხოლო ნებისმიერი საქალაქთაშორისო, განსაკუთრებით კი საერთაშორისო ზარისთვის უნდა გადაგეხადა. ეს ზარები ძალიან ძვირი ღირდა. ამიტომ, ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ქალაქში და მით უმეტეს სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობდნენ, ძალიან იშვიათად ურთიერთობდნენ ერთმანეთთან.

პირდაპირ ჩემ თვალწინ მოხდა მორიგი საინფორმაციო რევოლუცია: გამოჩნდა მესენჯერები, რომლებიც ადამიანებს უფასო კომუნიკაციების საშუალებას აძლევს. რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანი, მილიონობით და მილიარდობით, „დაჯდა“ ამ მესენჯერებზე. შესაბამისად, თუ რაიმე სახის ხარვეზი ხდება, მაშინ ეს ყველა იმ ადამიანს ეხება, ვინც ამ საკომუნიკაციო საშუალებებით სარგებლობს.

ვფიქრობ, დღეს ამ პრობლემის ცალსახა გადაწყვეტა არ არსებობს, მაგრამ ბევრი ადამიანი ცდილობს, რამდენიმე მესენჯერი გამოიყენოს, რომლებიც სხვადასხვა სისტემასთან არის დაკავშირებული და ერთი სისტემის ხარვეზის შემთხვევაში ისინი დრულად გადადიან მეორეზე.

ე. გრაჩევა: გრანდიოზული მოვლენა მოხდა რუსეთში, ყოველ შემთხვევაში, ბევრმა ჟურნალისტმა ასე მონათლა ეს შემთხვევა: პეტერბურგში, პირველად 120 წლის განმავლობაში, რომანოვების საიმპერატორო ოჯახის წევრი, დიდი მთავარი გიორგი მიხეილის ძე დაქორწინდა, რომელსაც ზოგიერთი მონარქისტი მიიჩნევს რუსეთის ტახტის პირდაპირ მემკვიდრედ. როგორ კომენტარს აკეთებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ამ მოვლენაზე?

მიტროპოლიტი ილარიონი:  ეკლესიის კომენტარი ამ მოვლენის შესახებ სრულ თანხვედრაშია პრეზიდენტის პრეს-მდივნის ნათქვამთან: „ჩვენ ბედნიერებას ვუსურვებთ ყველა ახალდაქორწინებულს“. დიდი მთავარი გიორგი მიხეილის ძეს ჯვრისწერა ჰქონდა წმინდა ისააკის ტაძარში, რაც თავისთავად მნიშვნელოვანი მოვლენას წარმოადგენს. საქორწილო წყვილი პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტმა ბარსანუფიმ დაგვირგვინა. ქორწინებას ესწრებოდნენ ევროპის არაერთი სახელმწიფო და სამეფო სახლის წარმომადგენლები, მათ შორის ბულგარელთა მეფე სიმეონი, რომელიც გარკვეული პერიოდი ბულგარეთში პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა. ვფიქრობ, რომ ეს მოვლენა თავისთავად მნიშვნელოვანი იყო რომანოვების ოჯახის ისტორიაში. სამწუხაროდ, რომანოვების დინასტია, როგორც ვიცით, ტრაგიკულად შეწყდა. ჩვენ პატივს ვცემთ რუსეთის უკანასკნელ იმპერატორ ნიკოლოზ II-ს, როგორც ვნებათდამთმენელს: ის დახვრიტეს მთელ ოჯახთან ერთად, მათ შორის, არასრულწოვან ქალიშვილებთან და მემკვიდრე-ცარევიჩთან ერთად. ეს ტრაგიკული მოვლენა ჩვენი რუსეთის ისტორიაზე ერთ-ერთი სამარცხვინო ლაქაა.

მე არ მინდა ტახტის მემკვიდრეობის შესახებ დავის დეტალებში შევიდე, რადგან, პირველ რიგში, რუსეთში იმპერატორის ტახტი აღარ არსებობს, მეორეც, პირდაპირი მემკვიდრეობა შეწყდა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ წმინდა ისააკის ტაძარში მომხდარი მოვლენა, თავისთავად მაინც მნიშვნელოვანი იყო, რადგან ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში რუსეთში პირველად მოხდა, რომ ისააკის ტაძარში იმ დინასტიის წარმომადგენლები დაქორწინდნენ, რომელიც რუსეთს მართავდა.

ე. გრაჩევა: მეუფევ, არ მინდოდა მორიგ პროგრამაშიც კორონავირუსის თემას დავბრუნებოდი, მაგრამ, სამწუხაროდ, რუსეთში გაუარესებული ვითარება გვაიძულებს ამის გაკეთებას. რიცხვები იზრდება, ქვეყანას აქვს სიკვდილიანობის რეკორდული მაჩვენებელი. ჯანდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ COVID-19 ამცირებს დაორსულების შანსებს ЭКО-ის დახმარებითაც კი, ქალებს აქვთ საკვერცხის უჯრედების რეზერვის შემცირება. ეს ხდება ვაქცინაციის კიდევ ერთი საბაბი?

მიტროპოლიტი ილარიონი: მეჩვენება, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობა ჩვენს სამშობლოში, სამწუხაროდ, ძალიან არასახარბიელოა. მე მიხდება მოგზაურობა და ვაკვირდები, როგორ ებრძვიან კორონავირუსს სხვა ქვეყნებში. ვხედავ, რომ ბევრ ქვეყანაში აცრილი ადამიანების პროცენტი უკვე 70-ს უახლოვდება, ზოგიერთში კი - მოსახლეობის 80 პროცენტს. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობას განუვითარდა სტაბილური იმუნიტეტი კორონავირუსის მიმართ და ამ ქვეყნებში პანდემია თანდათანობით, ზოგან კი საკმაოდ სწრაფადაც უკან იხევს. ეს ქვეყნები ხსნიან შეზღუდვებს, ხალხი აღარ ატარებს ნიღბებს და ზოგადად ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება. სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან შორს ვართ ამისგან, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ რუსეთში დარეგისტრირდა კორონავირუსის პირველი ვაქცინა, ანუ ჩვენ ამ გამოწვევას სხვა ქვეყნებზე ადრე გავუმკლავდით, მაგრამ არ გამოვიყენეთ ის შესაძლებლობები, რაც მოგვაწოდეს ჩვენმა სპეციალისტებმა, რომლებმაც ეს ვაქცინები შექმნეს.

ვაქცინაცია, მართლაც, ძალიან ნელა მიმდინარეობს, აცრილი ადამიანების რაოდენობა კვლავ 40 მილიონის ზღვარზეა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან უმნიშვნელო პროცენტია 145 მილიონიანი ქვეყნისთვის. ეს ნიშნავს, დიდი ალბათობით, რომ პანდემია ჩვენთან კიდევ ძალიან დიდხანს გაგრძელდება, ბევრ ადამიანს დავკარგავთ. ჩვენ ახლა ყოველდღიურად ასობით ადამიანს ვკარგავთ. თუ თავიდან ეს იყო გამოწვევა, რომელსაც არ, არ ვიცოდით, როგორ გავმკლავებოდით, ახლა ვიცით, როგორ გავუმკლავდეთ. ჩვენ გვაქვს ვაქცინები, არის უფასო ვაქცინაციის შესაძლებლობა, მაგრამ ბევრი ადამიანი არა მხოლოდ არ იყენებს ამას, არამედ ხელს უშლის სხვებს, ავრცელებს ყველანაირ მითს ვაქცინაციის სავარაუდო საფრთხის შესახებ ან იმის შესახებ, რომ ის არ იცავს ვირუსისგან. მართლაც, ვაქცინაცია ასი პროცენტით ვერ იცავს, მაგრამ ის იცავს 90-96-99 პროცენტით და ეს ძალიან მაღალი პროცენტია. თუ დავაკვირდებით, ვინ იმყოფება ახლა საავადმყოფოებში და ტანჯვაში კვდება კორონავირუსისგან, ვნახავთ, რომ აბსოლუტური უმრავლესობა ეს არის არავაქცინირებული ადამიანები, რომლებმაც უარი თქვეს ვაქცინაზე, ან ისინი, ვისაც ნათესავებმა ან მეგობრებმა შეუშალეს ხელი ვაქცინაციაში.

ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში ჩვენ უნდა მოვუხმოთ რაღაც კოლექტიურ გონიერებას. მე ყოველთვის ვეუბნები იმ ადამიანებს, რომლებსაც არ სურთ ვაქცინაცია: თუ არ გსურთ ამის გაკეთება თქვენთვის, გააკეთეთ ეს, ყოველ შემთხვევაში, სხვებისთვის და განსაკუთრებით თქვენ გარშემომყოფი მოხუცებისთვის.

ჩვენ, მღვდლები, ამას ყოველდღიურად ვაწყდებით და როდესაც ვინმე გვეუბნება, რომ ვირუსი არ არის საშიში, რომ იმდენი ადამიანი იღუპება კოვიდით, რამდენიც გრიპისგან, ჩვენ არ გვჯერა ამის, რადგან გვჯერა ჩვენი თვალების, და სურათი რომელიც ჩვენ თვალებს წარმოუდგება, სამწუხაროდ, ძალიან სავალალოა. ამიტომ, სრულად ვეთანხმები ჩვენი პრეზიდენტის მოწოდებას, რომელმაც მრავალჯერ მიმართა ჩვენს თანამოქალაქეებს, აცრილიყვნენ თუ საკუთარი თავისთვის არა, სხვების გულისთვის მაინც.

ე. გრაჩევა: დიდი მადლობა, მეუფევ, რომ კომენტარები გააკეთეთ ჩვენთვის ამ სიახლეებზე.

მიტროპოლიტი ილარიონი: გმადლობ, ეკატერინე.

გადაცემის მეორე ნაწილში მიტროპოლიტმა ილარიონმა უპასუხა მაყურებლების შეკითხვებს, რომლებიც გადაცემის – „ეკლესიისა და მსოფლიოს“ ვებ-გვერდზე იყო გამოგზავნილი.

კითხვა: ძალიან მიხარია, მეუფევ ილარიონ, რომ ვაქცინაციის შესახებ თქვენს მოწოდებებს წარმატება არ მოჰყოლია. ბევრმა ადამიანმა გამოიჩინა განმსჯელობა და არ იჩქარა შეუმოწმებელი ვაქცინით აცრა. გასაგებია, რომ არავინ არანაირ გარანტიას არ იძლევა, რაც იმას ნიშნავს, რომ არავინ აგებს პასუხს შესაძლო საშინელ უარყოფით შედეგებზე - ეს არის ქალებში უნაყოფობა, მამაკაცებში იმპოტენცია, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირება და რაც მთავარია - ჩიპიზაცია. სჯობს ათჯერ გადაიტანო ავადმყოფობა, ვიდრე ერთხელ აიცრა.

მიტროპოლიტი ილარიონი: აი, რას გვწერს ჩვენ მარიამი. რა შემიძლია ვთქვა ამაზე? თუ ამას „განმსჯელობა“ ჰქვია, მაშინ ძალიან მეეჭვება, რომ ადამიანს ტვინი წესრიგში ჰქონდეს. თქვენ უბრალოდ იმეორებთ ყველაზე უაზრო მითებს, რომლებიც არსებობს ვაქცინის შესახებ. აშკარა ფაქტების მიუხედავად, სრულიად გადაუმოწმებელ თეორიებს ახმოვანებთ. ფაქტები კი ამოწმებს, რომ ვაქცინირებული ადამიანები აგრძელებენ ნორმალურ და სრულყოფილ ცხოვრებას. ირგვლივ მილიონობით ასეთი ადამიანია, ვისაც შეუძლია გითხრათ: ვაქცინაციის შემდეგ ისინი არ გახდნენ იმპოტენტები და არ დაუკარგავთ შვილების გაჩენის შესაძლებლობა, არ ჩავარდნილან ჭკუასუსტობაში, არ ჰქონიათ სხვა საშინელი შედეგები, რასაც თქვენ ამბობთ. სამაგიეროდ მართლაც საშინელი შედეგები აქვთ იმ ადამიანებს, ვინ ვაქცინაციას არ იკეთებენ და კორონავირუსით ავადდებიან. ზოგი უკვე გარდაიცვალა, ზოგმაც ძალიან მძიმედ გადაიტანა, ზოგი ახლაც ავად არის და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული, სხვებს კიდევ აწი ელოდებათ დაავადება.

დღეს ყოველდღიურად რამდენიმე ასეული ადამიანი კვდება. ჩვენ ყოველდღე ვხსნით სიკვდილიანობის რეკორდებს. კიდევ რამდენი გინდათ, რომ მოკვდეს? კიდევ რამდენი ადამიანი უნდა დაინფიცირდეს იმისთვის, რომ ვაქცინაციის საჭიროებაში დარწმუნდეთ?.. ახლა ეს არის ერთადერთი არსებული დაცვა. შესაძლოა, ეს არ არის ასპროცენტიანი, არ არის საკმარისად სრულყოფილი. შეიძლება ოდესღაც, 20 ან 30 წლის შემდეგ, რომელიმე ვაქცინირებულმა გაიგოს შედეგების შესახებ, მაგრამ, ჯერ ერთი, შეიძლება იმ დრომდე ვერ მიაღწიო, მეორეც, ასობით ვაქცინა არსებობს და ყველა ჩვენგანი, მათ შორის, ვფიქრობ, თქვენც, ბავშვობაში აცრილი ხართ. არავინ გეკითხებოდათ, გინდოდათ ვაქცინა თუ მისი წინააღმდეგი იყავით. მხოლოდ ახლა მომრავლდა მითები ვაქცინაციის ირგვლივ, მაშინ კი არავინ გვეკითხებოდა. ვაქცინაციას გვიკეთებდნენ და ამით მრავალი სერიოზული დაავადება ავიცილეთ თავიდან.

გულწრფელად ვწუხვარ, რომ ყველა ამ სისულელეს დაუჯერეთ და ძალიან მებრალება თქვენი ახლობლები, რომლებიც თქვენი სისულელის, უდარდელობისა და ეგოიზმის გამო შესაძლოა კორონავირუსის მსხვერპლნი გახდნენ.

კითხვა: რომელი სახარებით არის უკეთესი ახალი აღთქმის გაცნობის დაწყება? ერთი მირჩევს ჯერ იოანესაგან სახარების წაკითხვას, მეორე - მათესაგან. და როგორ წავიკითხო სწორად სახარება, აუცილებელია თუ არა სპეციალისტების კომენტარების შესწავლა?

მიტროპოლიტი ილარიონი: ვფიქრობ, თუ პირველად იღებთ ხელში სახარებას, მაშინ ალბათ მათესაგან სახარებით უნდა დაიწყოთ. შემდეგ წაიკითხეთ მარკოზისაგან სახარება და შემდეგ – ლუკასაგან. თქვენ ნახავთ, რომ ამ სამ სახარებაში მსგავსი მასალა ბევრია, ზოგიერთი ამბავი თითქმის მეორდება. მაგრამ როცა იოანეს სახარებამდე მიხვალთ, მაშინ ნახავთ, რომ ბევრი ახალი მასალაა, ბევრი ახალი სიუჟეტია და იესო ქრისტეს პიროვნება ახლებურად გაგეცხადებათ.

სახარების გასაგებად, რა თქმა უნდა, მიზანშეწონილია წაიკითხოთ ეკლესიის წმიდა მამებისა და თანამედროვე ავტორების განმარტებები, რადგან სახარებაში ყველაფერი თავიდანვე ცხადი არ არის, ზოგიერთი რამ კი გაუგებარია მეორედ და მესამედ წაკითხვის შემდეგაც. სპეციალისტებს, რომლებმაც სახარების ტექსტი შეისწავლეს, შეუძლიათ თავის წიგნებში მოგვითხრონ, ამა თუ იმ მოვლენის რომელი ვერსიები არსებობს, რომელი განმარტებებია იესო ქრისტეს ერთსა და იმავე გამონათქვამზე. ახლა უამრავი ლიტერატურა არსებობს, რომელიც სახარების ტექსტის სწორად გაგების საშუალებას იძლევა.

რა თქმა უნდა, მრავალგვარი განმარტებიდან შეგიძლიათ აირჩიოთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგესადაგებად, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ. საქმე ისაა, რომ ზოგჯერ უფალი იესო ქრისტეს ერთი და იგივე გამონათქვამი ძალიან განსხვავებულად განიმარტება.

ჩვენ, ეკლესიური ხალხი, ვამბობთ, რომ სახარების ლეგიტიმური განმარტება არის ის, რომელსაც ეკლესია გვთავაზობს, რადგან ეკლესია – ეს არის უფალი იესო ქრისტეს მიმდევართა თემი. ფაქტიურად, სწორედ ამ თემში იშვა სახარებები. ამიტომ სწორედ ეს თემი წარმოადგენს სახარების ტექსტების ყველაზე ავტორიტეტულ განმმარტებელს.

ეს გადმოცემა მსურს დავასრულო წმინდა პავლეს მოციქულის სიტყვებით ტიმოთეს მიმართ მეორე ეპისტოლიდან: „ყოველი წიგნი ღმრთივ სულიერი და სარგებელი სამოძღურებელად არს და სამხილებელად და განსამართლებელად და სასწავლელად სიმართლისა“ (2 ტიმ. 3.16) .

გისურვებთ ყოველგვარ სიკეთეს. თავს გაუფრთხილდით, ახლობლებს გაუფრთხილდით, დაე, უფალი გფარავდეთ ყველას.

 

სსკგ-ს კომუნიკაციის სამსახური

 

 

გაზიარება:
წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის თავისუფალი ადამიანი

07.01.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2024

შედგა სატელეფონო საუბარი უწმინდეს პატრიარქ კირილესა და ბელგოროდის მიტროპოლიტ იოანეს შორის

02.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება გამოფენის – „ბელგრადის წმინდა საბას ტაძრის მშვენიერება“ – გახსნის ცერემონიის მონაწილეებს

19.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მონაწილეობა მიიღო რუსეთის რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან რუსეთის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის შეხვედრაში

26.10.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე გამოეხმაურა უწმინდესი პატრიარქის ნეოფიტეს მიმართვას სოფიაში რუსული ტაძრის შესახებ

04.10.2023

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

სსკ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

26.12.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო იუნესკოს საქმეებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის კომისიის საერთო კრების მუშაობაში

22.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

ვენის წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარში ღამისთევის ლოცვას ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი წარუძღვა

26.11.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب