მოსკოვის საპატრიარქო
ფილიპინების ქალაქ ბაგიოს ისტორიაში პირველი მართლმადიდებლური ლიტურგია აღევლინა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 28.09.2026. 26 სექტემბერს, იერუსალიმის ქრისტეს აღდგომის ტაძრის განახლების დღესასწაულზე, პირველი მართლმადიდებლური წირვა აღევლინა ლუზონის კუნძულზე ქალაქ ბაგიოში (ფილიპინები). საღმრთო ლიტურგია აღავლინა მანილის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სამრევლოს წინამძღვარმა, მღვდელმონაზონმა იოანემ (გონდაიაო).
როგორც ფილიპინებისა და ვიეტნამის ეპარქიის საიტზეა აღნიშნული, ბაგიოს უწოდებენ ფილიპინების ზაფხულის დედაქალაქს: ეს უმსხვილესი ქალაქი კუნძულ ლუზონის ჩრდილოეთ მხარეში, მაღალ მთებში მდებარეობს. აქ მარტის, აპრილისა და მაისის ცხელ თვეებში (ფილიპინების ზაფხული) საკმაოდ კომფორტული ტემპერატურაა, რაც მრავალ ტურისტს იზიდავს მთის პეიზაჟების სილამაზით დასატკბობად.
ლიტურგიას ესწრებოდნენ ადგილობრივი მაცხოვრებელები და ქალაქსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები უცხოელები, – იუწყება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის საპატრიარქო საეგზარქოსოს ტელეგრამ-არხი.
„ვიმედოვნებთ, რომ ეს ფილიპინების უმსხვილესი კუნძულის ჩრდილოეთით ახალი თემის ჩამოყალიბების დასაწყისი იქნება“, – აღნიშნა მამა იოანემ.
ლიტურგიის შემდეგ გაიმართა საერთო ტრაპეზი, რომლის დროსაც დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მღვდელთან ერთად განეხილათ მათთვის საინტერესო სულიერი საკითხები.