მთავარი გვერდი ახალი ამბები
მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია მონაწილეობას იღებს სრულ…

მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია მონაწილეობას იღებს სრულიად საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 18.05.2026. 2026 წლის 16 მაისს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს ლოცვა-კურთხევით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ტვერისა და კაშინის მიტროპოლიტი ამბროსი და მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი, თბილისს ეწვია სრულიად საქართველოს ახლადარჩეული კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ის აღსაყდრებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.

დელეგაციას აეროპორტში დახვდა ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი.

17 მაისს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წევრებმა ილოცეს საღვთო ლიტურგიაზე თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში. საღვთო ლიტურგია აღავლინეს სრულიად საქართველოს უწმინდესმა და უნეტარესმა კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ და ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის უნეტარესმა მიტროპოლიტმა როსტისლავმა. მათ თანამსახურება გაუწიეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებმა და სამღვდელოებამ, ასევე ზეიმში მონაწილე სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებმა.

წირვას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი პირები: პრეზიდენტი მ. ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ი. კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე შ. პაპუაშვილი.

დღესასწაული დაემთხვა ოჯახის სიწმინდის დღეს, რომელიც საქართველოში ეროვნულ დონეზე აღინიშნება და დაწსებულია უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ინიციატივით. ამ დღეს თბილისის ყველა ეკლესიაში აღევლინა ადრეული საღვთო ლიტურგია, რის შემდეგაც შედგა მრავალათასიანი სახალხო მსვლელობა წმინდა სამების საკათედრო ტაძრისკენ, რომლის ეზოშიც სადღესასწაულო პარაკლისი ჩატარდა.

წირვისშემდგომ სიტყვაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ ხალხს გაერთიანებისკენ მოუწოდა საქართველოში ოჯახის ინსტიტუტის დასაცავად.

„დღეს თანამედროვე გამოწვევებით სავსე სამყაროში მართლმადიდებელ ეკლესიას უმნიშვნელოვანესი მისია ეკისრება. ის, როგორც ზნეობრივი ფასეულობების ორიენტირი და საფუძველი, ერის გამაერთიანებელი, ხალხში ქრისტიანული ღირებულებების განმამტკიცებელია. ამიტომ აუცილებელია, ეკლესიაც და სახელმწიფოც ერთად ვზრუნავდეთ მომავალი თაობის ღირსეულად აღზრდისათვის, ოჯახური სიწმინდისა და სიყვარულის დაცვისათვის. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ოჯახი არა მარტო პირადი სივრცე, არამედ ეროვნული იდენტობის საძირკველია. სწორედ ოჯახის სიმყარე განაპირობებს ძლიერ და ერთიან სახელმწიფოს“. – განაცხადა პატრიარქმა.

საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლებში ხაზი გაესვა ეკლესიის მნიშვნელოვან გამაერთიანებელ როლს ქართულ საზოგადოებაში ზნეობრივი ღირებულებების, მათ შორის ოჯახური ღირებულებების დაცვის საქმეში. აღინიშნა, რომ ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნა ქართველი ხალხის მართლმადიდებლური იდენტობის ნიშანია, რომელიც უნდა იყოს დაცული და გაძლიერებული საქართველოს მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის.

იმავე დღეს მიტროპოლიტი ამბროსი და დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი ეწვივნენ თბილისის უძველეს სიონის საკათედრო ტაძარს, სადაც მათ ლიტია აღასრულეს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის საფლავზე და, ასევე თაყვანი სცეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთ მთავარ სიწმინდეს – წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ჯვარს.

საღამოს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მიწვეულ იქნა საზეიმო მიღებაზე, რომელიც მიეძღვნა სრულიად საქართველოს უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ის ინტრონიზაციას. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს საპატრიარქოს წინამძღვარი და იერარქები, ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციები, საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები, უცხდომადიდებელი ქრისტიანული კონფესიებისა და რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლები.

ტვერისა და კაშინის მიტროპოლიტმა ამბროსიმ მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახლადარჩეულ წინამძღვარს და გულითადი მილოცვა გადასცა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილესგან.

თავის მიმართვაში მიტროპოლიტმა ამბროსიმ ყურადღება მიაქცია იმას, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საყდარი დამშვენდა ახალი პირველიარარქით ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო წელს. მეუფემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ახალ პატრიარქს მართებს ნეტარხსენებული კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მრავალრიცხოვან ინიციატივის გაგრძელება და გამრავლება, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია ოჯახური და სხვა ზნეობრივი ფასეულობების დაცვაზე ზრუნვას. „თბილისში ყველგან ვხედავდით მკაფიო და ცოცხალ მოწმობას იმისას, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში სახარებისეული სიტყვას გამოაქვს სათანადო ნაყოფი და ეს ნაყოფი სულ უფრო იზრდება – ამას აჩვენებს მრავალრიცხოვანი მლოცველების, მათ შორის მრავალი ახალგაზრდისა და ბავშვის ნათელი, შთამაგონებელი სახეები და ოჯახის სიწმინდის დღის ჭეშმარიტად ეროვნული დღესასწაული“, – აცხადებს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციის ხელმძღვანელი. მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიოს, მან უსურვა ძალების სიმტკიცე და ზეგარდამო შეწევნა, და დაარწმუნა, რომ მის საწინამძღვრო მოღვაწეობას ყოველთვის ეხლება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის თბილი ლოცვითი მხარდაჭერა.

შემდეგ მიტროპოლიტმა ამბროსიმ პატრიარქ შიოს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

მიღებაზე სიტყვით გამოვიდნენ ასევე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები და ზეიმის ოფიციალური სტუმრები.

გაზიარება:
წმინდა სინოდის წევრებმა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისა და მიტროპოლიტ ანტონისათვის (ჩერემისოვი) სულის მოსახსენიებელი ლიტია აღავლინეს

14.05.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგ სხდომას უხელმძღვანელა

14.05.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს მილოცვა სრულიად საქართველოს ახალარჩეულ კათოლიკოს-პატრიარქს

11.05.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

12.04.2026

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

11.04.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს სამძიმარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო

18.03.2026

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს მიმართ სამღვდელთმთავრო ქიროტონიის 50 წლისთავთან დაკავშირებით

14.03.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2026 წლის პირველ სხდომას

12.03.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უმაღლესი საეკლესიო საბჭოს მუშაობას უხელმძღვანელა

17.02.2026

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილესადმი ინტრონიზაციის მორიგ წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ XXXIV საერთაშორისო საშობაო საგანმანათლებლო საკითხავების პლენარულ სხდომას უხელმძღვანელა

28.01.2026

უწმინდესი პატრიარქი კირილე საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს წმინდა ნინოს ხსენების დღეს ულოცავს

27.01.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს საშობაო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს

07.01.2026

სსკგ-ის თავმჯდომარემ საშობაო მილოცვა გაუგზავნა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს

07.01.2026

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2026

წმინდა სინოდის წევრებმა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისა და მიტროპოლიტ ანტონისათვის (ჩერემისოვი) სულის მოსახსენიებელი ლიტია აღავლინეს

14.05.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგ სხდომას უხელმძღვანელა

14.05.2026

სსკგ-ის თავმჯდომარემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

11.05.2026

სსკგ-ის თავმჯდომარემ სამძიმარი გამოთქვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის გარდაცვალების გამო

18.03.2026

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში „ბიბლიის სინოდალური თარგმანის 150 წლისთავი: ტრადიციები და თანამედროვეობა“

16.02.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ XXXIV საერთაშორისო საშობაო საგანმანათლებლო საკითხავების პლენარულ სხდომას უხელმძღვანელა

28.01.2026

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2025 წლის დასკვნითი სხდომა

26.12.2025

შედგა წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

25.12.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

25.12.2025

ზოგადსაეკლესიო ასპირანტურაში გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა „მართლმადიდებელი ეკლესიის კრებსითი მოწყობის დასაცავად“

29.11.2025

XXVII მსოფლიო რუსული სახალხო კრების ფარგლებში სექციაზე „დიპლომატია და რუსეთის მართლმადიდებლობის დაცვის უფლება“, განიხილეს მართლმადიდებლობის დაცვის საკითხები

18.11.2025

საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თანამშრომლებმა სსკგ-ის თავმჯდომარეს სამღვდელთმთავრო მსახურების 10 წლის იუბილე მიულოცეს

10.11.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგ სხდომას უხელმძღვანელა

30.10.2025

საპატრიარქო მილოცვა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის მღვდელთმთავრად კურთხევის 10 წლისთავთან დაკავშირებით

26.10.2025

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب