მთავარი გვერდი ახალი ამბები
სერბეთის პატრიარქი პორფირე მიმართვით გამოვიდა უკრაინის …

სერბეთის პატრიარქი პორფირე მიმართვით გამოვიდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ სახელმწიფო ტერორთან დაკავშირებით


 

მიმართვა

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ

სახელმწიფო ტერორთან დაკავშირებით 

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (უმე), როგორც ეს საყოველთაოდ ცნობილია, წარმოადგენს კანონიკურ და კანონიერ მართლმადიდებელ ეკლესიას უკრაინაში და, ამასთანავე, უმსხვილეს რელიგიური ორგანიზაციას ამ ქვეყანაში. ის აღიარებულია მსოფლიოში ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ, მას ასევე აღიარებს ყველა უცხოდმადიდებელი ეკლესია და კონფესია, მაშინ როდესაც არაკანონიკურ სქიზმატურ სტრუქტურას, – რომელიც, თუმც უწოდებს თავის თავს მართლმადიდებლურ ეკლესიას უკრაინისას (მეუ), ეკლესიურობის ელემენტარული ატრიბუტებიც კი არ გააჩნია, – აღიარებს მხოლოდ ოთხი მართლმადიდებელი ეკლესია, რომლებიც თავიანთი მრევლის რიცხოვნობით მართლმადიდებლურ სამყაროში მორწმუნეთა საერთო რაოდენობის ძალიან მცირე პროცენტს შეადგენენ.

რა თქმა უნდა, რიცხვითი დისპროპორცია არაკანონიკური სტრუქტურის სასარგებლოდ რომც ყოფილიყო, ანუ არა კანონიკური ეკლესიის სასარგებლოდ, მაშინაც ონტოლოგიურ დონეზე ეს გარემოება ვერაფერს შეცვლიდა, რადგან ეკლესია – ეს არის ეკლესია, ხოლო არალეგალური პარასინაგოგა შეიძლება გახდეს ეკლესია მხოლოდ მონანიებისა და კანონიკური პროცედურის გზით, მაგრამ არანაირად ვინმეს ერთი კალმის მოსმით.

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია საერთოდ არ არის ერთ-ერთი „მეომარი მხარე", არამედ ღვთის ცოცხალი და მოქმედი ეკლესიაა, რომელიც სარწმუნოებრივ ერთობასა და ლიტურგიკულ ზიარებაში იმყოფება რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან და სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებთან. ომებს – როგორც სამართლიანს, ისე უსამართლოებს – აწარმოებენ სახელმწიფოები და არა ეკლესიები. მოეპყრა ეკლესიას, როგორც მტერს – ეს თავისთავად სისაძაგლეა, რადგან მასში გაერთიანებულნი არიან ტრაგიკული დაპირისპირების ორივე მხარის მორწმუნენი.

ეკლესია ყოველთვის მშვიდობის მხარესაა. ის მუდმივად ლოცულობს მშვიდობისთვის და შეძლებისაებრ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მეგობრობამ და სიყვარულმა შეცვალოს ადამიანებს შორის მტრობა და სიძულვილი. ეკლესია არ ყოფს ადამიანებს „თავისიანებსა“ და „უცხოებზე“, „თანამოქალაქეებსა“ და „უცხოელებზე“. ღმერთის სახელით, რომელიც არის სიყვარული, ეკლესია ისწრაფვის სიყვარულითა და სამწყემსო ზრუნვით მოიცვას სულის გადასარჩენად და საცხოვნებლად ყველა, ვისაც სჭირდება ძმური სიყვარული და დახმარება.

ასეთი პოზიციისა და ქცევის საუკეთესო მაგალითს გვაძლევს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია – მისი პირველი იერარქი, კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტი ონოფრე, მისი ეპისკოპატი, სამღვდელოება, სამონაზვნო დასი და მორწმუნე ერი. ამიტომ, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია ღრმა შეშფოთებით, მწუხარებითა და თანამგრძნობი ძმური სიყვარულით უმზერს უკრაინაში წმინდანთა მოთმინებას (გამოცხ. 14:12; შდრ. 1:9), ჩაგვრას, ძალადობასა და დევნას, რასაც უკრაინის ახლანდელი მთავრობა იქმს კანონიკური ეკლესიის წინააღმდეგ და, მაშასადამე, საკუთარი მოქალაქეების უმრავლესობის წინააღმდეგ, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საუბარია ქვეყანაში უმსხვილესი რელიგიური თემის შესახებ.

დევნამ კულმინაციას მიაღწია ბუკვალურად ბოლო დღეებში ეკლესიების ძალით მიტაცებით ფსევდოეკლესიური სქიზმატური სტრუქტურის სასარგებლოდ, რომელიც სარგებლობს ერთგვარი „სახელმწიფო ეკლესიის“ და არაფორმალური ინკვიზიციის სტატუსით.

ასევე გამოცხადდა ტერორის მოახლოებული მწვერვალი, რომელიც ჩაფიქრებულია ეკლესიის დევნის ზუსტად საბჭოთა სცენარის მიხედვით – კიევ-პეჩერის ლავრიდან ორას ორმოცდაათი ბერის, ასევე ასზე მეტი მასწავლებლისა და თეოლოგიის სტუდენტის განდევნა, – ლავრიდან, რომელიც არის წმიდა რუსის სულიერი წყარო და უძველესი ცენტრი, აღმოსავლეთ სლავური ქრისტიანობისა და მართლმადიდებლობის ნათლობის ემბაზი თანამედროვე უკრაინაში, რუსეთსა და ბელარუსში.

კიევ-პეჩერის ლავრა თავისი სიწმინდეებით წარმოადგენს არა მხოლოდ მართლმადიდებელი უკრაინის და, უფრო ფართოდ, „რუსული სამყაროს" სიმბოლოსა და ცენტრს (როგორც არ უნდა განმარტავდნენ ამ ტერმინს), არამედ ასევე დაუშრეტელ სულიერ წყაროს მთელი მართლმადიდებლობისთვის. უფრო მეტიც, ლავრის სულიერი და კულტურული მემკვიდრეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ყველასთვის თვალსაჩინო ელემენტია არა მხოლოდ უკრაინული და ზოგადრუსული, არამედ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობისაც.

ამ ფაქტების ფონზე, უკრაინის ამჟამინდელი სახელმწიფო ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება მიტროპოლიტ ონოფრეს, მონასტრის საძმოსა და სასულიერო აკადემიის ლავრიდან განდევნის შესახებ სხვა არაფერია, თუ არა ეკლესიის წინააღმდეგ საშინელი სახელმწიფო ტერორის სინონიმი. ასევე მისი ძირითადი უფლებების უხეში დარღვევა, როგორც რელიგიური თავისუფლებების, ისე მთლიანობაში სინდისის თავისუფლების გათელვა.

უკრაინის ხელისუფლების საქციელი მოწმობს, რომ მისი რეალური და, ალბათ, საბოლოო მიზანი არის ისტორიული მეხსიერების და უკრაინაში თავდაპირველი მართლმადიდებლობის ყველა კვალის განადგურება, რათა შეცვალოს მისი კოდი და ისტორიული იდენტობა, რომელიც ეკლესიამ მოთმინებითა და ტანჯვით შექმნა და საუკუნეების მანძილზე შეინარჩუნა – დაწყებული წმინდა მთავარ ვლადიმერიდან დღემდე.

ვგრძნობთ და ვიცით, რომ უკრაინაში ერთადერთი მართლმადიდებელი ეკლესია კიევის მიტროპოლიტ ონოფრეს მეთაურობით, სიმამაცითა და სიმდაბლით ატარებს თავის ჯვარს და იმედით არის შემდგარი ქრისტესა და საკუთარი გოლგოთის გზაზე. დარწმუნებულები ვართ, რომ ჯვარცმული და აღმდგარი უფალი – ღრმა რწმენის წყალობით, მიტევებითა და ყველას მიმართ სიყვარულით, მათ შორის, ვინც მისი მტრები გახდნენ საკუთარი არჩევანით, – მისცემს თავის ეკლესიას ძალას, გაუძლოს ყველა სატანჯველს, რაც მისი ასატანია და რისი ატანაც მას შეუძლია.

ამავე დროს ღაღადით ვიმაღლებთ ხმას საშინელი უსამართლობისა და სახელმწიფო ტერორის წინააღმდეგ უკრაინის ეკლესიაზე, რომელიც „ზეცას შეჰღაღადებს“. ვიმედოვნებთ, რომ ეკლესიები და რელიგიური თემები, ინსტიტუციები და ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან გულგრილნი მშვიდობის, სამართლიანობისა და მსოფლიოში გარკვეული წესრიგის მიმართ, დაგმობენ უკრაინაში რელიგიური უფლებებისა და თავისუფლებების უხეშ დარღვევას.

მხურვალედ ვლოცულობ უფლის მიმართ უკრაინაში ძმათამკვლელი ომის დასრულებისთვის და მის მიწაზე კურთხეული მშვიდობის სწრაფად აღდგენისთვის; ჩვენ რწმენით, სასოებითა და სიყვარულით ველოდებით ჯვრის ტრიუმფს და ქრისტეს აღდგომას სიბნელის ძალებზე, ბოროტებასა და სიკვდილზე. ჯვარსა შენსა თაყვანს ვცემთ, ქრისტე ღმერთო, და წმინდასა აღდგომასა შენსა ვადიდებთ.

 

+ სერბეთის პატრიარქი პორფირე,

მღვდელთმთავართა წმიდა სინოდის თავმჯდომარე

 

ყარო: Саопштење за јавност поводом државног терора над Украјинском Православном Црквом – Српска Православна Црква (spc.rs)

გაზიარება:
ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს ანგელოზის დღე მიულოცეს

24.05.2023

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა ქალაქ ყაზანის ყაზანის საკათედრო ტაძარში ლიტურგია აღავლინა

21.05.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე კავკასიის მუსლიმთა სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარეს შეხვდა

19.05.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე ყაზანში ჩავიდა

18.05.2023

შედგა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს სატელეფონო საუბარი მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან

27.04.2023

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს მორიგი სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

27.04.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა

16.04.2023

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

15.04.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ძმური მხარდაჭერა გამოუცხადა იერუსალიმის ეკლესიის წინამძღვარს გეთსიმანიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარზე რადიკალების თავდასხმასთან დაკავშირებით

23.03.2023

წმინდა სინოდმა კვიპროსის ეკლესიის ახალი წინამძღვრის მოხსენიების შეუძლებლობა დაადასტურა

16.03.2023

წმინდა სინოდმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, ხმა აიმაღლოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნისგან დასაცავად.

16.03.2023

უწმიდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის 2023 წლის პირველი სხდომა გაიმართა

16.03.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მიმართვა კიევ-პეჩერის ლავრის ირგვლივ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით

16.03.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რელიგიურ მოღვაწეებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კიევ-პეჩერის ლავრის ირგვლივ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით წერილობითი გზავნილებით მიმართა

11.03.2023

უწმიდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ინტრონიზაციის 10-წლისთავის იუბილესთან დაკავშრებით

24.02.2023

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა ქალაქ ყაზანის ყაზანის საკათედრო ტაძარში ლიტურგია აღავლინა

21.05.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე კავკასიის მუსლიმთა სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარეს შეხვდა

19.05.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე ყაზანში ჩავიდა

18.05.2023

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდა

03.05.2023

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს მორიგი სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

27.04.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

16.04.2023

წმინდა სინოდმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, ხმა აიმაღლოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნისგან დასაცავად.

16.03.2023

უწმიდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის 2023 წლის პირველი სხდომა გაიმართა

16.03.2023

გაიმართა საერთაშორისო თანამშრომლობის კომისიიისა და მორწმუნეთა დაცვის რელიგიათაშორისო სამუშაო ჯგუფის კომისიის სხდომა

27.02.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ ნეოფიტეს ინტრონიზაციის 10-წლისთავის იუბილე მიულოცა

24.02.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს ინტრონიზაციის მეთოთხმეტე წლისთავზე ქრისტე მაცხოვრის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღევლინა

01.02.2023

დასრულდა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის სამუშაო ვიზიტი ანტიოქიის საპატრიარქოში

24.01.2023

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა ანტიოქიის პატრიარქ იოანე X-სთან

21.01.2023

სსკგ-ის თავმჯდომარე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

18.01.2023

სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილეს პატრიარქის ჯილდო გადაეცა

17.01.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب