მთავარი გვერდი ახალი ამბები
ლუგანსკში ჩატარდა მრგვალი მაგიდა, რომელიც სინდისის თავი…

ლუგანსკში ჩატარდა მრგვალი მაგიდა, რომელიც სინდისის თავისუფლების სფეროში სამართალდამცავ პრაქტიკას მიეძღვნა

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 23.12.2022. 22 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივმა პალატამ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივ პალატასთან ტელეხიდის ფორმატში გამართა მრგვალი მაგიდა თემაზე „სინდისის თავისუფლების სფეროში სამართალდამცავი პრაქტიკის განვითარების საკითხები: რეგიონალური ასპექტი“. 

ღონისძიების გამართვის ინიციატივით გამოვიდა ეროვნებათაშორისო და რელიგიათაშორისო ურთიერთობების ჰარმონიზაციის საკითხებში რფ-ს საზოგადოებრივი პალატის კომისია, სრულიად რუსული საზოგადოებრივი ორგანიზაცია „რელიგიური თავისუფლების დაცვის რუსეთის ასოციაცია“ (РАРС) და საზოგადოებასთან და მასმედიასთან (СМИ) ეკლესიის ურთიერთობის სინოდალური განყოფილება (ОВЦО). ღონისძიება ჩატარდა პრეზიდენტის საგრანტო ფონდის მხარდაჭერით, –  იტყობინება ОВЦОиСМИ საიტი. 

მრგვალ მაგიდაში მონაწილეობის მისაღებად ლუგანსკში ჩავიდნენ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების მდივანი შორეული საზღვარგარეთის საქმეებში დეკანოზი სერგი ზვონარიოვი და ბელგოროდის ოლქის საზოგადოებრივი პალატის წევრი, გუბკინის ეპარქიის რაკიტიანის ოლქის კეთილმოწესე დეკანოზი ნიკოლოზ გერმანსკი, ასევე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული რელიგიურ გაერთიანებებთან ურთიერთობის საბჭოს წევრი, РАРС-ის გენერალური მდივანი ო.იუ. გონჩაროვი. 

მოსკოვში დისკუსიის მოდერატორებად გამოვიდნენ ეროვნებათაშორისო და რელიგიათაშორისო ურთიერთობების ჰარმონიზაციის საკითხებში რფ-ს საზოგადოებრივი პალატის კომისიის თავმჯდომარე ვ.იუ. ზორინი, რელიგიური თავისუფლების დაცვის რუსეთის ასოციაციის თავმჯდომარე ს.ა. მელნიკოვი და საზოგადოებასთან და მასმედიასთან ეკლესიის ურთიერთობის სინოდალური განყოფილების სახელმწიფო სტრუქტურებთან მუშაობის სამმართველოს ხელმძღვანელი პ.ვ.ლებედევი, ხოლო ლუგანსკში – ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი პალატის თავმჯდომარე ა.ვ. კარიაკინი. 

ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეული იყვნენ ფედერალური და რეგიონალური დონის სახელმწიფო სახელისუფლო ორგანოების წარმომადგენლები, სახელმწიფო-კონფესიური ურთიერთობების სფეროს ექსპერტები, რელიგიური მოღვაწენი. სამსჯელოდ გამოტანილი იქნა სახელმწიფოს სახელისუფლო ორგანოების, რელიგიური გაერთიანებებისა და სახელმწიფო-კონფესიური ურთიერთობების სფეროს ექსპერტების დიალოგის განვითარების საკითხები ფედერალურ და რეგიონალურ დონეზე, რუსეთის ახალი რეგიონების რელიგიური გაერთიანებების ჩართვა რუსეთის ფედერაციის სოცკულტურულ და სამართლებრივ სივრცეში, ასევე „რუსეთის ტრადიციული სულიერ-ზნეობრივი ფასეულობების დაცვისა და განმტკიცების სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების დამტკიცების შესახებ“ რფ-ს პრეზიდენტის 2022 წლის 9 ნოემბრის №809 ბრძანებულების დებულებათა იმპლემენტაცია. 

მოდერატორების მიერ დისკუსიისათვის პრობლემური საკითხების გაჟღერების შემდეგ ექსპერტული კომენტარებითა და მოხსენებებით გამოვიდნენ: საზოგადოებასთან და მასმედიასთან ეკლესიის ურთიერთობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ვ.ვ. ყიფშიძე; რუსეთში მუსლიმთა სულიერი კრების მეთაური, ეროვნებათაშორისო და რელიგიათაშორისო ურთიერთობების ჰარმონიზაციის საკითხებში რფ-ს საზოგადოებრივი პალატის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მუფთი ა.პ. კრგანოვი; მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების მდივანი შორეული საზღვარგარეთის საქმეებში დეკანოზი სერგი ზვონარიოვი; ბელგოროდის ოლქის საზოგადოებრივი პალატის წევრი, რუსული გამოცდილების შეკრების რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელი დეკანოზი ნიკოლოზ გერმანსკი; ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი პალატის წევრი, ღვთისმშობლის ხატის – „მოალერსე“ სახ. ლუგანსკის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ალექსანდრე პონომარიოვი; ეროვნებათაშორისო და კონფესიათაშორისო ურთიერთობათა მდგომარეობის, ექსტრემიზმის პროფილაქტიკისა და რუსეთის ეროვნულ საქმეთა ფედერალური სააგენტოს რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთობის მონიტორინგის სამმართველოს უფროსი ა.ო. ბულატოვი; დონეცკის სახალხო რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს რელიგიური და ეროვნული განყოფილების მთავარი სპეციალისტი ვ.იუ. სავიცკი; ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს რელიგიის საკითხების სექტორის გამგე ო.ი. პომნიკოვი; РАРС-ის გენერალური მდივანი, პრეზიდენტთან არსებული რელიგიურ გაერთიანებებთან ურთიერთობის საბჭოს წევრი ო.იუ. გონჩაროვი; ეროვნებათაშორისო და რელიგიათაშორისო ურთიერთობების ჰარმონიზაციის საკითხებში რფ-ს საზოგადოებრივი პალატის კომისიის წევრი, სახარების რწმენის ქრისტიანთა რუსეთის გაერთიანებული კავშირის (ორმოცდაათიანელები) მმართველი ეპისკოპოსი ს.ვ. რიახოვსკი; ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მუფთი ე. ღამბაროვი; ეროვნებათაშორისო და რელიგიათაშორისო ურთიერთობის ჰარმონიზაციის საკითხებში რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის კომისიის წევრი ს.ვ. კირიშოვი; თათრეთის რესპუბლიკის მუფთის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში ს. იბრაგიმოვი.

საზოგადოებასთან და მასმედიასთან ეკლესიის ურთიერთობის სინოდალური განყოფილების მხრიდან ღონისძიებას რფ-ს საზოგადოებრივ პალატაში ასევე შეუერთდნენ სამმართველოს მუშაკები სახელმწიფო სტრუქტირებთან თამამშრომლობის საკითხებში დიაკონი ზაქარია ბეგდაში, ვ.ო. ბორზენკო და რეფერენტი პ.ა. ოვსიანიკოვი. 

მრგვალი მაგიდის დასრულების შემდეგ დეკანოზმა სერგი ზვონარიოვმა, დეკანოზმა ნიკოლოზ გერმანსკიმ, ო.იუ. გონჩაროვმა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მუფთმა ე. ღამბაროვმა დონბასელ ბავშვებს ჰუმანიტარული დახმარება გადასცეს, რომელიც რელიგიურ გაერთიანებებთან ურთიერთქმედების რფ-ს პრეზიდენტთან არსებული საბჭოს დისკრიმინაციისა და ქსენოფობიისგან მორწმუნეთა უფლებათა დაცვის რელიგიათაშორისო სამუშაო ჯგუფის წევრების ძალებით შეგროვდა.

გაზიარება:
უწმინდესი პატრიარქის კირილეს ინტრონიზაციის მეთოთხმეტე წლისთავზე ქრისტე მაცხოვრის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღევლინა

01.02.2023

პატრიარქ კირილეს მილოცვა საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს მოციქულთასწორი ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით

27.01.2023

რუსეთის ეკლესიის წინამძღვრის თავმჯდომარეობით გაიმართა XXXI საერთაშორისო საშობაო საგანმანათლებლო საკითხავების პლენარული სხდომა

25.01.2023

შედგა თათბირი, რომელიც უკრაინაში არსებული ვითარების განხილვას მიეძღვნა

10.01.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე საშობაო ზავის დადების მოწოდებით გამოვიდა

05.01.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს დაბადების 90 წლისთავთან დაკავშირებით

04.01.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

28.12.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და ეკლესიის უმაღლესი საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

28.12.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს მიულოცა, რომლებიც შობის დღესასწაულს გრიგორიანული კალენდრით აღნიშნავენ

25.12.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ინტრონიზაციის 45 წლისთავი მიულოცა

25.12.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რუმინეთის უნეტარეს პატრიარქ დანიელს ანგელოზის დღე მიულოცა

17.12.2022

შედგა უწმინდესი პატრიარქის შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან, დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსთან და ეგზარქოსის ვიკარიუსთან

29.11.2022

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მილოცვა უწმინდეს პატრიარქ კირილეს დაბადების 76 წლისთავთან დაკავშირებით

20.11.2022

უფალს მიებარა კვიპროსის მთავარეპისკოპოსი უნეტარესი ქრიზოსტომოს II

07.11.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს ინტრონიზაციის მეთოთხმეტე წლისთავზე ქრისტე მაცხოვრის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღევლინა

01.02.2023

დასრულდა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის სამუშაო ვიზიტი ანტიოქიის საპატრიარქოში

24.01.2023

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა ანტიოქიის პატრიარქ იოანე X-სთან

21.01.2023

სსკგ-ის თავმჯდომარე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

18.01.2023

სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილეს პატრიარქის ჯილდო გადაეცა

17.01.2023

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილეს, არქიმანდრიტ ფილარეტს (ბულეკოვი) 55 წლის იუბილე მიულოცა

16.01.2023

შედგა თათბირი, რომელიც უკრაინაში არსებული ვითარების განხილვას მიეძღვნა

10.01.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს 90 წლის იუბილე მიულოცა

04.01.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

28.12.2022

შედგა ჟურნალის – „ეკლესია და დრო“ განახლებული სარედაქციო საბჭოს პირველი სხდომა

28.12.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და ეკლესიის უმაღლესი საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

28.12.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ სსკგ-ის რიგი თანამშრომლები დააჯილდოვა

27.12.2022

სსკგ-ის თავმჯდომარემ უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს საშობაო მილოცვები გაუგზავნა

25.12.2022

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II ს საწინამძღვრო მსახურების 45 წლისთავი მიულოცა

25.12.2022

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب