მოსკოვის საპატრიარქო
საპატრიარქო ეგზარქოსმა წმინდა ალექსანდრე ნეველის 800 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
2021 წლის 12 სექტემბერს, მილანში, ამბროსიანას ბიბლიოთეკაში, XIII საერთაშორისო ამბროსიული საკითხავების გახსნა გაიმართა. სამეცნიერო ფორუმის მუშაობა, რომელიც ყოველწლიურად ეწყობა წმინდა ამბროსის სამრევლოს მიერ, წელს წმინდა კეთილმსახური მთავრის, ალექსანდრე ნეველის დაბადებიდან 800 წლისთავის აღნიშვნის კონტექსტში ჩატარდა.
კონფერენციის გახსნისას, დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსმა, კორსუნისა და დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. თავის გამოსვლაში მან აღნიშნა, რომ თანამდებობით შემოსილ ადამიანს, განსაკუთრებით სახელმწიფო მოღვაწეს, ზოგჯერ არცთუ ემარტივება თავის ცხოვრებაში გააერთიანოს, ერთი მხრივ, მაღალი ქრისტიანული იდეალები და, მეორე მხრივ, რთული გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობა, რაც ხშირად მოითხოვს სიმკაცრესა და პრინციპულობას სხვებთან მიმართებაში. იერარქმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წმინდა ალექსანდრე ნეველი შევიდა მშობლიურ ისტორიაში, როგორც გამოჩენილი პოლიტიკოსი და ნიჭიერი მხედართმთავარი, და ასევე თავისი პირადი მაგალითით აჩვენა სახე ჭეშმარიტი სიწმინდისა.
მიტროპოლიტმა ანტონიმ გულთბილი მადლობა გადაუხადა ფორუმის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს და უსურვა მათ ნაყოფიერი მუშაობა. შემდეგ, კონფერენციის სტუმრების მოხსენებები გაჟღერდა.
ბელოცერკოვისა და ბოგუსლავის მიტროპოლიტმა ავგუსტინემ მოხსენება გააკეთა თემაზე „ჯვრის ტარება, როგორც მთავარი შემადგენელი ქრისტიანის სულიერ ცხოვრებაში“.
იტალიაში მოსკოვის საპატრიარქოს სამრევლოების ადმინისტრაციის მდივანმა, მღვდელმონაზონმა ამბროსიმ (მაცეგორა), თავისი მოხსენება წმინდა ალექსანდრე ნეველისა და მისი დროის რომის კათოლიკურ ეკლესიას შორის ურთიერთობების პრობლემებს მიუძღვნა.
კონფერენციის ფარგლებში ასევე სიტყვით გამოვიდნენ: რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის საყოველთაო ისტორიის ინსტიტუტის წარმომადგენელი მ. გ. ტალალაი; მილანის წმინდა ამბროსის სამრევლოს წინამძღვარი, არქიმანდრიტი ამბროსი (მაკარი); ამბროსიანული აკადემიის სლავური განყოფილების დირექტორი, მონსინიორ ფრანჩესკო ბრასკი და სხვები.
იმავე დღის საღამოს ფორუმის მონაწილეები წმინდა ამბროსის სამრევლო გუნდის კონცერტს დაესწრნენ.
კორსუნის ეპარქიის საიტი / სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
24.01.2024
02.01.2024
24.01.2024
26.12.2023