მოსკოვის საპატრიარქო
ელადის ეკლესიის იერარქმა დაადასტურა ლოცვითი მხარდაჭერა უმე-ს მეთაურისადმი მართლმადიდებლობისთვის არც თუ იოლ დროში
შედგა საუბარი კერკირის, პაქსისა და დიაპონტის კუნძულების მიტროპოლიტ ნეკტარიოსსა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქ, ჩერქასისა და კანევსკის მიტროპოლიტ თეოდოსს შორის, რომელიც კორფუზე (საბერძნეთი) წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის წმინდა ნაწილების მოსალოცად ჩავიდა, – ცნობა ამის შესახებ 2021 წლის 5 სექტემბერს ჩერქასის ეპარქიის პრესს-სამსახურმა გაავრცელა.
საუბრის ფარგლებში იერარქებმა განიხილეს მძიმე ვითარება, რომელიც შეიქმნა მსოფლიო მართლმადიდებლობაში და იმსჯელეს მისგან გამოსვლის პერსპექტივებზე იმ კალაპოტის დაცვით, რაც განსაზღვრული გვაქვს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური წესებითა და ნორმებით.
მიტროპოლიტმა თეოდოსიმ მეუფე ნეკტარიოსს კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტ ონოფრესგან მეგობრული მოკითხვა და საუკეთესო სურვილები გადასცა. თავის მხრივ კერკირის, პაქსისა და დიაპონტის კუნძულების მიტროპოლიტმა ნეკტარიოსმა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს ერთმანეთისათვის ლოცვით მხარდაჭერა აღუთქვა მთელი მსოფლიოსა და მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ამ არა მარტივ დროში.
შეხვდერას ესწრებოდა ჩერქასკის ეპარქიის ვიკარიუსი, კორსუნისა და შევჩენკოვის ეპისკოპოსი ანტონი.
მანამდე მაღალიერარქებმა საღვთო ლიტურგია აღასრულეს წმინდა სპირიდონის ტაძარში მის უხრწნელ წმინდა ნაწილებთან. მეუფეებთან ერთად ლოცულობდნენ უკრაინელი მომლოცველები – მღვდელმსახურნი და მრავალრიცხოვანი მრევლი.
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილების შეტყობინების მიხედვით
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
24.01.2024
02.01.2024
24.01.2024
26.12.2023