მთავარი გვერდი ახალი ამბები
რუსეთს ეგვიპტის მონასტრების იღუმენებისა და წევრების დელ…

რუსეთს ეგვიპტის მონასტრების იღუმენებისა და წევრების დელეგაცია ეწვია


2021 წლის 23 აგვისტოს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს მოწვევით, მოსკოვში კოპტური ეკლესიის მონასტრების იღუმენებისა და წევრების დელეგაცია ჩამოვიდა რუსეთის მართლმადიდებლური სავანეების მოსალოცად.

აღნიშნული მოგზაურობა რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიასა და კოპტურ ეკლესიას შორის დიალოგის განვითარების კონტექსტში მიმდინარეობს, ეკლესიათაშორისი დიალოგის შესაბამისი კომისიის საქმიანობის ჩარჩოებში და ბოლო წლებში განხორციელებული რუსული და კოპტური მონაზვნობის ურთიერთვიზიტის პროგრამის ნაწილს წარმოადგენს.

ჩამოსული დელეგაციის შემადგენლობაში არიან: დელეგაციის მეთაური ალ-მუჰრახის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის მონასტრის (ასიუტის პროვინცია) წინამძღვარი ეპისკოპოსი ვუკოლე; ჰადაბის წმინდა თომასა და ბიქტორის სახელობის მონასტრის (სამხრეთ სინაის პროვინცია) წინამძღვარი ეპისკოპოსი სევერი; ახმიმის (სუჰაგის პროვინცია) ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის მონასტრის წინამძღვარი ეპისკოპოსი მათე; ნიტრიის უდაბნოს ღირსი პაისი დიდის სახელობის მონასტრის წინამძღვარი ეპისკოპოსი აღათი; საპატრიარქოს პირველი ვიკარიუსი ქაიროში ეპისკოპოსი მიქაელი; პატრიარქის მდივანი, ნიტრიის უდაბნოს ღირსი პაისი დიდის საახელობის მონასტრის წევრი, მღვდელმონაზონი კირილე ანბა ბიშოი; ალ-მუჰრახის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის მონასტრის (ასიუტის პროვინცია) წევრი, მღვდელმონაზონი თავადროს ელ მოჰარაკი; ჰადაბის წმინდა თომასა და ბიქტორის სახელობის მონასტრის (სამხრეთ სინაის პროვინცია) წევრი, მონაზონი იუსეფ ელ-ახმიმი; ნიტრიის უდაბნოს ღირსი მაკარი დიდის სახელობის მონასტრის წევრები – მონაზონი პეტრე ელ-მაკარი, მონაზონი ზევსი ელ-მაკარი, მონაზონი მერკური ელ-მაკარი და მონაზონი მარკოზ ელ-მაკარი; კოპტის საპატრიარქოს სპეციალური წარმომადგენელი დოქტორი ანტონ მილადი.

დომოდედოვოს საერთაშორისო აეროპორტში სტუმრებს დახვდნენ: რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მონასტრებისა და მონაზვნების სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე, კაშირის მიტროპოლიტი თეოგნესტი; სსკგ-ს ქრისტიანთაშორისი ურთიერთობების მდივანი მღვდელმონაზონი სტეფანე (იგუმნოვი); რუსეთში კოპტური ეკლესიის წარმომადგენელი მღვდელმონაზონი დაურ ელ-ანტონი; სსკგ-ს თანამშრომლები: მღვდელმონაზონი პეტრე (ახმატხანოვი), ს. გ. ალფეროვი, დ. ე. არაკელიანი და რ. დ. რუბანი.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საღზვრებში დელეგაციის სტუმრობა 1 სექტემბრამდე გაგრძელდება წმინდა ადგილებისა და ისტორიულ-კულტურული ღირსშესანიშნაობების ვიზიტის ფარგლებში შემდეგ ტერიტორიებზე: მოსკოვის, ტვერის, ნოვგოროდისა და სანკტ-პეტერბურგის სამიტროპოლიტოებში, ჩრდილოეთ რუსეთის სავანეებში.

***

კავშირს ისტორიული რუსეთის ხალხსა და ეგვიპტელ ქრისტიანებს შორის ღრმა ფესვები აქვს. უძველესი საუკუნეებიდან ჩვენი ღვთისმოსავი წინაპრების მზერა მიმართული იყო ბიბლიაში აღწერილი ქრისტიანული აღმოსავლეთის მიწებისკენ. რუსი მომლოცველების ინტერესს იწვევდა არა მხოლოდ პალესტინა, სირია და მცირე აზია, არამედ ეგვიპტეც­ – ქრისტიანული მონაზვნობის სამშობლო, – მიწა, სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში წმინდა ოჯახი ცხოვრობდა. მომლოცველობის ფარგლებში იყო ურთიერთობები რუს და ეგვიპტელ ქრისტიანებს შორის. ამ უკანასკნელების აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენენ კოპტური ეკლესიის მორწმუნენი, რომელიც უძველეს აღმოსავლურ, ქალკედონამდელი ტრადიციის ეკლესიათა ოჯახს წარმოადგენენ სომხური სამოციქულო, სირიული მართლმადიდებელი, მალანკარის, ეთიოპიის და ერიტრეას ეკლესიებთან ერთად. სწორედ კოპტის ქრისტიანები გვევლინებიან ეგვიპტის წმინდა ადგილების მცველებად და სამონაზვნო ცხოვრების გამგრძელებლებად, რომელსაც ამ უძველესი ხალხის წარმომადგენლებმა ჩაუყარეს საფუძველი – ღირსმა მამებმა ანტონი დიდმა, პავლე თებაიდელმა, მაკარი დიდმა, პაისი დიდმა, პახუმი დიდმა და მრავალმა სხვამ.

1845 და 1850 წლებში ეგვიპტეს ეწვია ირუსალიმში რუსული სასულიერო მისიის მეთაური არქიმანდრიტი პორფირი (უსპენსკი), რომლის ავტოგრაფის ნახვა დღესაც შესაძლებელია აღმოსავლეთ უდაბნოს წითელის ზღვის მახლობლად ღირსი ანტონი დიდი სახელობის ლავრის მთავარი ტაძრის კედელზე. მაშინ მან მრავალი მონოგრაფია დაწერა, რომლებიც კოპტურ ეკლესიას მიუძღვნა. თავად კოპტებში ეს ნაშრომები საკმაოდ ფართოდ იყო ცნობილი ჯერ კიდევ განვლილ საუკუნეში, მსგავსად ისეთი დიდი რუსი წმინდანების ნაშრომებისა, როგორებიც არიან წმინდა ფილარეტ მოსკოველი, თეოფანე დაყუდებული, ეგნატე (ბრიანჩანინოვი), მართალი წმინდა იოანე კრონშტადტელი.

ოფიციალური კონტაქტები ხორციელდებოდა მაღალ დონეზეც, – კერძოდ, კოპტი პატრიარქი პეტრე VII არაერთხელ შეხვდა იმპერატორ ნიკოლოზ I-ის დელეგატებს, ხოლო კონსტანტინეპოლში რუსეთის ელჩს ა. ბ. ლობანოვ-როსტოვსკის მიმოწერა ჰქონდა პატრიარქ კირილე IV-თან. კოპტ ხალხში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა იმპერატორი ალექსანდრე III, რომლის გარდაცვალებისას 1894 წელს ქაიროს წმინდა მარკოზის სახელობის საკათედრო ტაძარში პანაშვიდი გადაიხადეს. კოპტური ეკლესიის იერარქები ასევე იმყოფებოდნენ იმპერატორ ნიკოლოზ II-ის კორონაციაზე მოსკოვში 1896 წელს.

1917 წლიდან 1943 წლამდე პერიოდში რუსულ ეკლესიას, რომელიც ღვთისმებრძოლთა მხრიდან დევნულ პირობებში და იძულებით იზოლაციაში იმყოფებოდა, არ ჰქონდა შესაძლებლობა კოპტურ ეკლესიასთან კავშირი შეენარჩუნებინა, ისევე როგორც სხვა ეკლესიებთან. მაგრამ ასეთი შესაძლებლობის მოპოვებისთანავე კონტაქტები განახლდა. უკვე 1945 წელს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის პირველი ვიზიტი შედგა ეგვიპტეში – ამ ქვეყანას ეწვია უწმინდესი პატრიარქი ალექსი I. მაშინვე ქაიროში დაარსდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის წარმომადგენლობა ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პატრიარქთან, რომლის უშუალო ამოცანებში შედიოდა კონტაქტების შენარჩუნება როგორც ალექსანდრიის მართლმადიდებელ ეკლესიასთან, ასევე კოპტურ ეკლესიასთან. უწმინდესი პატრიარქი ალექსი მეორედ 1960 წელს ეწვია ეგვპტეს და შეხვდა კოპტური ეკლესიის პატრიარქს კირილე VI. კოპტური ეკლესიის დელეგაციას რეგულარულად იწვევდნენ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგადსაეკლესიო ზეიმებზე, მათ შორის, ისინი ესწრებოდნენ 1971 და 1990 წლების ადგილობრივ კრებებს. 1991 წელს ეგვიპტეში ვიზიტი ასევე განახორციელა უწმინდესმა პატრიარქმა ალექსი II, ხოლო 2010 წელს – უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ.

კოპტურ მხარესთან ეკლესიათაშორისი კავშირების გააქტიურებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სსკგ-ს თავმჯდომარემ ლენინგრადისა და ნოვგოროდის მიტროპოლიტმა ნიკოდიმმა, რომელიც პირადად არაერთხელ წვევია ეგვიპტეს ჯერ კიდევ 1950-იანი წლების ბოლოდან, როდესაც არქიმანდრტის ხარისხში მყოფი იკავებდა იერუსალიმში რუსეთის სასულიერო მისიის ხელმძღვანელის თანამდებობას. ნეტარხსენებული მეუფე მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების დროსაც ამ კონტაქტებს დიდ ყურადღებას უთმობდა.

კოპტური ეკლესიის პირველი წარმომადგენელი, რომელმაც მოსკოვის საპატრიარქოს საზღვრებში ვიზიტი განახორციელა, იყო პატრიარქი შენუდა III (1972 წელს). 1988 წელს ის მეორედ უკვე დიდი კოპტური დელეგაციის მეთაურის რანგში ეწვია რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას და მონაწილეობა მიიღო რუსეთის გაქრისტიანების 1000 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში. 2008 და 2009 წლებში პატრიარქ შენუდას კურთხევით კოპტური დელეგაციები ესწრებოდნენ უწმინდესი პატრიარქის ალექსი II დაკრძალვასა და უწმინდესი პატრიარქის კირილეს ინტრონიზაციას. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები ქაიროს ეწვივნენ 2012 წელს პატრიარქ შენუდა III დაკრძალვასა და პატრიარქ თავადროს II ინტრონიზაციაზე დასასწრებად.

2014 წლის 28 ოქტომბრიდან – 4 ნოემბრამდე რუსეთში შედგა პატრიარქ თავადროს II ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც იგი შეხვდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს. შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება თანამშრომლობის გაფართოების შესახებ, – კერძოდ, შეიქმნა სპეციალური კომისია რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და კოპტურ ეკლესიას შორის დიალოგისთვის. დღესდღეობით ამ ორ ეკლესიას შორის ხორციელდება დელეგაციების რეგულარული გაცვლები და ერთობლივი პროექტები, მათ შორის ორმხრივი საღვთისმეტყველო კონუსლტაციების არეალში, ასევე აკადემიურ, მედიურ, სოციალურ და ახალგაზრდულ სფეროებში. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან, ქრისტიანების მხარდაჭერის სისტემატიური ძალისხმევის კონტექსტში, ეგვიპტეს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. კოპტური ეკლესია, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონებში ჰუმანიტარული ძალისხმევის რეალიზების პროცესში მოსკოვის საპატრიარქოს ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან პარტნიორს წარმოადგენს.

უკანასკნელ წლებში ურთიერთთანამშრომლობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად იქცა ორი ეკლესიის მონასტრების წარმომადგენელთა კონტაქტები. კოპტი იერარქები და კლირიკოსები ყოველთვის ინტერესდებოდნენ რუსული მონასტრების ცხოვრებით, ისევე როგორც ეგვიპტის კოპტური სავანეების მონახულება ტრადიციულად შედიოდა რუსეთის ეკლესიის დელეგაციების ვიზიტის პროგრამაში. წმინდა ბიშოიას მონასტერში (ღირსი პაისი დიდი), რომელსაც ლავრისა და ერთ-ერთი საპატრიარქო რეზიდენციის სტატუსი აქვს, შერეული კომისიის მრავალი შეხვედრა ჩატარდა საღვთისმეტყველო დიალოგის მიმართულებით მართლმადიდებელ ეკლესიასა და უძველეს აღმოსავლურ ეკლესიებს შორის, მათ შორის მისი პლენარული სხდომები. ისტორიულად სწორედ მონასტრები გვევლინებიან კოპტების საეკლესიო ცხოვრების ცენტრად, პრაქტიკულად ყველა კოპტი ეპისკოპოსი მუდმივად მონასტერში ცხოვრობს და მათი წინამძღვრები ან წინამძღვრის ადგილმონაცვლენი არიან.

ეგვიპტური და რუსული მონაზვნური ტრადიციების შესწავლა ორმხრივად მნიშვნელოვანია. კოპტურ ეკლესიაში კარგადაა ცნობილი მრავალი რუსი მოღვაწე – ღირსნი სერგი რადონეჟელი და სერაფიმე საროველი, ნეტარი ქსენია პეტერბურგელი და მატრონა მოსკოველი. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ეგვიპტურ მონასტრებში წეს-განგებითი ცხოვრების შენარჩუნების გამოცდილება, რომელიც შექმნილია მონაზვნობის დამაარსებელი მამების მიერ. უწმინდესი პატრიარქის კირილეს ლოცვა-კურთხევით, მოცემული მიმართულების თანამშრომლობის განვითარებას კოპტურ ეკლესიასთან, კურირებს მონასტრებისა და მონაზვნების სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე კაშირის მიტროპოლიტი თეოგნოსტი.

ამ ურთიერთთანამშრომლობამ ორივე ეკლესიაში ფართო დადებითი გამოხმაურება ჰპოვა. კერძოდ, მონასტრებისა და მონაზვნების სინოდალური განყოფილების საერთაშორისო კონფერენციაზე, ეგვიპტური პატერიკის მამების სულიერი მემკვიდრეობა ძირითად თემას წარმოადგენდა (მოსკოვი, 2018 წლის ნოემბერი). 2018-2021 წლებში ეგვიპტის ძველი მონასტრები არაერთხელ მოინახულეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მასმედიის გადამღებმა ჯგუფებმა; მათ შექმნეს მთელი რიგი დოკუმენტალური კინოპროექტები, მიძღვნილი კოპტური ეკლესიის ისტორიისა და თანამედროვე ცხოვრებისადმი. მისი სულიერი მემკვიდრეობა მოიცავს როგორც უძველესი ღვთისმოსაობის ტრადიციას, ისე ახალმოწამეების ღვაწლს, ამ უკანასკნელებმა ქრისტესთვის სიკვდილი მიიღეს 2015 წელს ლიბიაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე.

სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური

გაზიარება:
პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის თავისუფალი ადამიანი

07.01.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2024

შედგა სატელეფონო საუბარი უწმინდეს პატრიარქ კირილესა და ბელგოროდის მიტროპოლიტ იოანეს შორის

02.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება გამოფენის – „ბელგრადის წმინდა საბას ტაძრის მშვენიერება“ – გახსნის ცერემონიის მონაწილეებს

19.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მონაწილეობა მიიღო რუსეთის რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან რუსეთის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის შეხვედრაში

26.10.2023

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

სსკ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

26.12.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო იუნესკოს საქმეებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის კომისიის საერთო კრების მუშაობაში

22.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب