
მოსკოვის საპატრიარქო
აკარის ტრაგედიის მსხვერპლთათვის ლიბანის ჟალ ელ-დიბში პანაშვიდი გადაიხადეს
2021 წლის 17 აგვისტოს ჟალ ელ-დიბის (ლიბანი) ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში აკარის ტრაგედიის მსხვერპლთათვის პანაშვიდი გადაიხადეს. ღვთისმსახურება აღასრულა ბეირუთში რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მეტოქის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ფილიპე (ვასილცევმა).
15 აგვისტოს ჩრდილოეთ ლიბანის მხარეში აკარის რაიონში ნავთობის საცავი აფეთქდა. უკანასკნელი ინფორმაციით, ტრაგიკულმა შემთხვევამ 30 კაცის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის, სამი ჯარისკაცის. კიდევ ოთხი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. 79 დაშავებულს შორის უმეტესობამ სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა მიიღო.
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მიუსამძიმრა დიდი ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის უნეტარეს პატრიარქ იოანე X ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების გამო.
„მწუხარებას ვიზიარებ თქვენს უნეტარესობასთან და ლიბანელ ხალხთან ერთად თქვენს ქვეყანაზე მოწეული უბედურების, აღვავლენ ლოცვებს ყოვლადმოწყალე შემოქმედის მიმართ მიცვალებულთა განსვენებისთვის, დაზარალებულთა გამოჯანმრთელებისთვის და მათი ოჯახის წევრთა ძალების განმტკიცებისთვის და ახლობელთა თავსდმატყდარი განსაცდელის ღირსეულად გამკლავებისთვის“, – ნათქვამია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის წერილში.
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
ბეირუთში რმე-ს მეტოქის საიტისა და საინფორმაციო სააგენტოების მასალებზე მიხედვით
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.05.2025
21.04.2025
08.05.2025
20.04.2025