მოსკოვის საპატრიარქო
როვნოს ოლქში განხეთქილებაში მყოფთა მხრიდან მიტაცებული ტაძრის სანაცვლოდ ახალაგებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძარი აკურთხეს
2021 წლის 24 ივლისს, წმინდა მოციქულთა სწორი მთავრინა ოლღას, წმინდა ნათლისღებით ელენეს, ხსენების დღეს როვნოს ოლქის სოფელ ბუშაში მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ახალი ტაძარი აკურთხეს, იტყობინება როვნოს ეპარქიის პრეს-სამსახური.
ახალი ტაძარი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეების მიერ „მეუ“- ს მომხრეების მიერ მიხაილოვის ტაძარზე თავდასხმისა და მიტაცების შემდეგ აშენდა.
როვნოსა და ოსტროჟის მიტროპოლიტის ბართლომეს ლოცვა-კურთხევით, საყდრის კურთხევის წეს-განგება და საღვთო ლიტურგია როვნოს ეპარქიის ვიკარიუსმა დუბენის ეპისკოპოსმა პიმენმა აღავლინა.
მის ყოვლადუსამღვდელოესობას თანამსახურებას უწევდნენ ეპარქიის მდივანი დეკანოზი ალექსანდრე ეგოროვი, ზდოლბუნოვის რაიონის კეთილმოწესე დეკანოზი იური შევჩუკი, ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ალექსანდრე სტეციუკი, ეპარქიის სასულიერო პირები.
ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ალექსანდრე სტეციუკი დაჯილდოვებულ იქნა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.
ლიტურგის დასრულების შემდეგ სადღესასწაულო პარაკლისი ჩატარდა.
ეპისკოპოსმა პიმენმა ტაძრის წინამძღვარს და მრევლს ტაძრის კურთხევა მიულოცა. დეკანოზმა ალექსანდრემ მეუფე პიმენსა და ყველა იქ მყოფს ლოცვისთვის და სულიერი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„მეუ“- ს მხარდამჭერებმა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი 2019 წლის 1 მარტს მიიტაცეს. ახალი ტაძრის მშენებლობა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებმა 2019 წლის 17 ოქტომბერს დაიწყეს. პროექტი შეადგინა როვნოს ეპარქიის ერთ-ერთმა კლირიკოსმა. ტაძრისთვის ნაკვეთი შეწირა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა მარია კონდრატიუკმა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
განყოფილების თავმჯდომარე
24.01.2024
02.01.2024
24.01.2024
26.12.2023