მთავარი გვერდი დეპარტამენტის შესახებ… მილოცვა და მისამძიმრება…
უწმინდესი პატრიარქის კირილეს სააღდგომო ეპისტოლე მწყემსმ…

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სააღდგომო ეპისტოლე მწყემსმთავრების, მწყემსების, დიაკვნების, სამონაზვნო დასისა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ერთგული შვილის მიმართ

01.05.2021

ყოვლადსამღვდელონო მღვდელთმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო და დიაკონნო, ყოვლადპატიოსანნო ბერ-მონაზონნო, ძვირფასო ძმებო და დებო!

ამ დიდებულ და წმინდა დღეს, რომელიც სავსეა აღდგომის სიხარულითა და ნათელით, ბაგედან ბაგეში, გულიდან გულში გადაეცემა ცხოვრების დამამტკიცებელი  სახარება:

ქრისტე აღდგა!

ამ სიტყვებით ჩვენ ვაღიარებთ ურყევ რწმენას იმისას, ვის წინაშეც ვნების პარასკევს ჯვართან ვიდექით, ვისაც მოწაფეებთან და მენელსაცხებლე დედებთნ ერთად დავსტიროდით და სუდარის წინ ვლოცულობდით. დღეს კი ანგელოზთა მხედრობასთან ერთად, რაც მიწიერი და ზეციური ეკლესიის ერთობის გამომავლინებელია, საზეიმოდ ვღაღადებთ: „ცხოვრება არს სოფლისა, რამეთუ აღჰსდგა ქრისტე, ვითარცა ყოვლისა შემძლებელი“ (სააღდგომო კანონის, მე-4 გალობის სძლისპირი).

პასქა უფლისა – ნათელი მოწმობაა ღვთის სიბრძნისა და კაცობრიობისადმი შემოქმედის უდიდესი სიყვარულისა. ისტორიის დასაწყისი, როგორც ვიცით, შეიბღალა სულიერი ტრაგედიით: პირველმშობელთა დაცემით სამოთხის კარი ადამიანებისთვის დაიკეტა, ტანჯვა და სიკვდილი კი მას შემდეგ გარდაუვალი შედეგი გახდა ადამიანის ცოდვილობისა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ დაკარგეს ღმერთთან – ცხოვრების წყაროსთან – ურთიერთობა, ადამიანებს მაინც არ მოკლებიათ მისი სიკეთე და სიყვარული.

როგორც XIV საუკუნის წმინდანი, ნიკოლოზ კაბასილა წერს, „ღვთის სიყვარული უზომო იყო, მაგრამ მისი გამომხატველი ნიშანი ხილულად არ ჩანდა“ (შვიდი სიტყვა ქრისტეში ცხოვრების შესახებ. სიტყვა VI). სიყვარული ვლინდება მოყვასისადმი სიკეთის აღმოჩენით და იმის მზადყოფნით, რომ ნებაყოფლობით დაითმინო მისთვის ყველა სიძნელე, შეჭირვება და სატანჯველიც კი, და აი, მაცხოვარი ავლენს ყოველივე ამას. თავისი განხორციელებით იგი ანახლებს ცოდვით დაზიანებულ კაცობრივ ბუნებას, ჯვარცმის ღვაწლით კი ბოროტების ბატონობისგან გვათავისუფლებს. „ასე მივიღეთ ჩვენ ცხოვრება ქრისტეში, – ასკვნის ღირსი ეფრემ ასური, – ხორცი უფლისა დავაგემოვნეთ ხის ნაყოფებთან ერთად... მისი მართალი სისხლით განბანილნი ვართ წყევლისგან  და აღდგომის სასოებით... მისი ცხოვრებით ვცხოვრობთ“ (ოხთავის განმარტებიდან, 21).

მაცხოვრის აღდგომამ კაცობრიობას ცათა სასუფევლის კარი გაუღო და ჩვენი მიწიერი ყოფა წარუვალი აზრით აღავსო. უფალმა საკუთარი თავი უბოძა ყველა მის მორწმუნეს როგორც სათნოების ნიმუში და მოიხვეჭა უხრწნელება, რათა მის კვალში იაროს ყველა ცხონებულმა, – როგორც ღირსი მაქსიმე აღმსარებელი წერს (ამბიგვა, 42). ამისათვის კი ჩვენ უკვე აქ, მიწაზე, უნდა ვისწავლოთ მარადიულობის ჰაერით სუნთქვა – განვიძარცვოთ ძუელი იგი კაცი საქმით მისითურთ (კოლ. 3:9), ვიცხოვროთ სახარების შესაბამისად და მონაწილეობა მივიღოთ წმინდა ეკლესიის საიდუმლოებებში, რომელიც არის მემკვიდრე ღვთის დიდი აღთქმებისა.

მაცხოვრის აღდგომის რწმენა აქრობს ყოფითი ცხოვრების მღელვარების ალს და წუთისოფლის ამაოებაზე ამაღლების შესაძლებლობას იძლევა; გვეხმარება ცოდვის საცდურების უარყოფასა და სხვადასხვა შიშის დაძლევაში. საღვთო სიყვარულის საპასუხოდ ჩვენ მოწოდებულნი ვართ გამოვავლინოთ „სიყვარული  გულისაგან წმიდისა და გონებისა კეთილისა და სარწმუნოებისა შეუორგულებელისა“ (1 ტიმ. 1:5); მის გულმოწყალებაზე პასუხად – წყალობა გავიღოთ ჩვენ ირგვლივ მყოფ ადამიანებზე; მის ზრუნვაზე პასუხად – ვიზრუნოთ საზოგადოებრივ ცხოვრების მოწყობაზე მაღალ, სახარებისეულ იდეალებთან თანხმობაში.

პასექის ზეიმი, რომლისთვისაც არ არსებობს ეროვნული და სახელმწიფოებრივი საზღვრები, სულიერად აერთიანებს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ მილიონობით ქრისტიანს. ეს მრავალხმიანი მიწიერი გუნდი უხორცო ზეციური ძალების დასსთან ერთად ქებას აღუვლენს უფალ იესოს, რომელმან ყოველთათვის დასთხია სისხლი და ცხოველითა სიკუდილითა, სოფელი მოიყიდა (პარაკლიტონი, მე-6 ხმის შაბათის ცისკრის დასდებელი).

ეს სამადლობელი წლიდან წლამდე, საუკუნიდან საუკუნემდე, ათასწლეულიდან ათასწლეულამდე გამარჯვებად ისმის მთელს დედამიწაზე მიუხედავად ყოველნაირი საცდურისა, სიძნელისა და განსაცდელისა. არ წყდება ის დღესაც, როდესაც მსოფლიო დამღუპველი ეპიდემიისგან იტანჯება.

ამ რთულ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანალმობა და თანადგომა ავადმყოფებისა და უძლურებისათვის, ასევე მათთვის, ვინც დაკარგა და გლოვობს ახლობლებსა და ნათესავებს, ვინც მოკლებულია ყოფით სახმარს, ვინც ვერ დადის ტაძარში. მოდით, ჩვენი ძალისმიერი დახმარება გავუწიოთ გაჭირვებულთ, გულგრილად ნუ ჩავუვლით გვერდზე იმათ, ვინც ადამიანურ თანაგრძნობას, ყურადღებასა და ზრუნვას საჭიროებს.

სულ ცოტა ხნის წინ, ეპიდსაწინააღმდეგო ზომების გამო, ბევრ ჩვენგანს არ შეეძლო ღვთისმსახურებაზე დასწრება. მიღებულმა გამოცდილებამ გვაჩვენა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, დააფასო და გამოიყენო ნებისმიერი შესაძლებლობა იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღო ერთობლივ ლოცვაში, ღვთისმსახურებაში, წმინდა საიდუმლობებში, განსაკუთრებით – საღვთო ევქარისტიაში, რომელიც ქრისტესთან და ერთმანეთთან გვაერთებს.

ჩემო ძვირფასებო, გულითადათ გილოცავთ აღდგომის უდიდეს დღესასწაულს და გისურვებთ მტკიცე ჯანმრთელობასა და სიუხვეს ცხოვრებისმომცემელი ქრისტესგან. დაე, ღირსგვყოს მოწყალე უფალმა უსრულესი მოღება მადლითა მისითა დაუღამებელსა მას დღესა სუფევისა მისისასა, რათა სიხარულით დავამოწმოთ:

ქრისტე აღდგა!

ჭეშმარიტად აღდგა! 

+კირილე, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი

აღდგომა ქრისტესი,

2021 წ.

მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

19.05.2026

მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია მონაწილეობას იღებს სრულიად საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში

18.05.2026

წმინდა სინოდის წევრებმა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისა და მიტროპოლიტ ანტონისათვის (ჩერემისოვი) სულის მოსახსენიებელი ლიტია აღავლინეს

14.05.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგ სხდომას უხელმძღვანელა

14.05.2026

სსკგ-ის თავმჯდომარემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

11.05.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს მილოცვა სრულიად საქართველოს ახალარჩეულ კათოლიკოს-პატრიარქს

11.05.2026

შედგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი წინამძღვრის არჩევა

11.05.2026

მოსკოვში გაიმართა წიგნის – „კიევის სამიტროპოლიტოს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან შეერთება. 1676–1686 წწ. კვლევა და დოკუმენტები“ – ბერძნულენოვანი გამოცემის პრეზენტაცია

06.05.2026

შედგა რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის სამღვდელთმთავრო კრება

05.05.2026

გამოვიდა ჟურნალ „ეკლესია და დრო“-ს ახალი ნომერი

24.04.2026

ჩერკასისა და კანევის მიტროპოლიტი თეოდოსი: რამდენიმე ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია ღირსეულ ადგილს გვთავაზობს ნამდვილი საყოველთაო მართლმადიდებლური კრების ჩასატარებლად

17.04.2026

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ ესტონეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობის მიმოხილვა ხაზს უსვამს ესტონეთის მართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესიის დისკრიმინაციას

16.04.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

12.04.2026

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

11.04.2026

შედგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივგანსვენებული წინამძღვრის წესის აგება და დაკრძალვა

23.03.2026

როგორს ვხედავთ დღეს ჩვენ კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს?

26.09.2021

„მიწიერი მეუფება – მოკლე და დროებითია, ხოლო ზეციური – უკუნისამდე მარადიული“

19.09.2021

მაკარი დიდის უკანასკნელი დიალოგი

11.09.2021

ლოდი შებრკოლებისა მართლმადიდებლურ-კათოლიკურ დიალოგში

23.08.2021

რუსეთის ნათლობა: აზრები და მსჯელობები

23.07.2021

რუსეთის მიწის წითელი მზე

18.07.2021

მსოფლიო პატრიარქი. ერთი ტიტულის ისტორია

16.06.2021

როგორ ჩაუყარა რუსეთ-სირიის მეგობრობას საფუძველი ანტიოქიის პატრიარქმა გრიგოლი IV 

26.05.2021

როგორია აფრიკის ქვეყნების ქრისტიანი მოსახლეობის მდგომარეობა

26.04.2021

„მესამე რომი“: ესქატოლოგიიდან პოლიტიკურ მითამდე

04.04.2021

იპოვე შენში ადამი

28.03.2021

რუსეთი და 1821 წლის ეროვნულ-განმათავისუფლებელი რევოლუცია საბერძნეთში

21.03.2021

ერთობა საფრთხის წინაშე

01.03.2021

ღმერთის მოპოვება

07.02.2021

და 100 ათასი აშშ დოლარი

20.01.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب