მთავარი გვერდი ახალი ამბები
შედგა რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის სამღვდელთმთავრო კ…

შედგა რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის სამღვდელთმთავრო კრება


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 05.05.2026. 2026 წლის 29 აპრილიდან 5 მაისამდე, გერმანიის ქალაქ ბუხენდორფში, წმინდა მოწამე დიდი მთავრინა ელისაბედის სახელობის დედათა მონასტერში, გერმანიის ეპარქიის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის ეპისკოპოსთა კრება გაიმართა.

კრების სხდომებში, რომლებსაც რუსეთის საზღვარგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პირველიერარქი, აღმოსავლეთ ამერიკისა და ნიუ-იორკის მიტროპოლიტი ნიკოლოზი თავმჯდომარეობდა, მონაწილეობას იღებდნენ ბერლინისა და გერმანიის მიტროპოლიტი მარკოზი, სან-ფრანცისკოსა და დასავლეთ ამერიკის მთავარეპისკოპოსი კირილე, მონრეალისა და კანადის მთავარეპისკოპოსი გაბრიელი, კარკასისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი იოანე, ლონდონისა და დასავლეთ ევროპის ეპისკოპოსი ირინეოსი, მანჰეტენის ეპისკოპოსი თეოდოსი, სირაკუზის ეპისკოპოსი ლუკა, სონორის ეპისკოპოსი იაკობი, შტუტგარტის ეპისკოპოსი იობი, ტორონტოს ეპისკოპოსი სპირიდონი, ბოსტონის ეპისკოპოსი მიქაელი და სიეტლის ეპისკოპოსი პეტრე.

30 აპრილს გამართულ კრების სხდომაზე დადგინდა: რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდისადმი შეთავაზებულ იქნას ალაპაევის წმინდა მოწამეთა წმინდა ნაწილების იერუსალიმში გადასვენების დღესასწაულის (17/30 იანვარი) საერთო საეკლესიო კალენდარში შეტანა.

იმავე დღეს შეიქმნა ბიოეთიკის კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შევიდნენ შტუტგარტის ეპისკოპოსი იობი და სირაკუზის ეპისკოპოსი ლუკა. მათ უფლება მიეცათ, კომისიის შემადგენლობაში შეიყვანონ საეკლესიო მოღვაწეები და მეცნიერები მართლმადიდებელი საერო წრეებიდან.

1 მაისს გერმანიის ეპარქიამ მიუნხენში, წმინდა ახალმოწამეთა და აღმსარებელთა საკათედრო ტაძარში, საზეიმო საღვთო ლიტურგიით აღნიშნა თავისი დაარსების 100 წლისთავი. წირვას წარუძღვა რუსეთის საზღვარგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პირველიერარქი, აღმოსავლეთ ამერიკისა და ნიუ-იორკის მიტროპოლიტი ნიკოლოზი. მას თანამსახურება გაუწია რსმე-ის ყველა იერარქმა, ასევე პრესპანისა და პელაგონიის მიტროპოლიტმა პეტრემ (მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესია); ბერლინისა და გერმანიის ეპარქიის მმართველმა, რუზკის მთავარეპისკოპოსმა ტიხონმა; რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის სულიერი მისიის ხელმძღვანელმა, არქიმანდრიტმა რომანმა (კრასოვსკი); საკათედრო ტაძრის მეკლიტურმა, დეკანოზმა ნიკოლოზ არტემოვმა; გერმანიის ეპარქიის დაახლოებით 100 სასულიერო პირმა; მოწვეული სამღვდელოებამ.

2 მაისს ეპისკოპოსთა კრებამ განიხილა ნეტარხსენებულ მღვდელმონოზონ სერაფიმეს (როუზი) ცხოვრების, მემკვიდრეობისა და აღიარების შესწავლის კომისიის თავმჯდომარის, სონორის ეპისკოპოს იაკობის, მოხსენება. კრებამ, აღიარა რა ნეტარხსენებულ მღვდელმონოზონ სერაფიმეს (როუზი) ცხოვრების გზის ღვთისსათნოობა, დაადგინა, იკურთხოს მისი საეკლესიო განდიდების პროცესის მომზადება, ღირს მამათა დასში მის შესარაცხად.

4 მაისს კრებამ განაჩინა მონრეალისა და კანადის მთავარეპისკოპოს გაბრიელის გათავისუფლება შუა ამერიკის ეპარქიის მმართველობიდან მადლობის გამოცხადებით მისი შრომისთვის, ხოლო ყოვლადუსამღვდელოესი სპირიდონი დაადგინა ჩიკაგოსა და შუა ამერიკის ეპისკოპოსად.

კრებამ ასევე აირჩია ეპისკოპოსთა სინოდის წევრები, რომელთა შორის არიან: ბერლინისა და გერმანიის მიტროპოლიტი მარკოზი – თავმჯდომარის პირველი მოადგილე; სან-ფრანცისკოსა და დასავლეთ ამერიკის მთავარეპისკოპოსი კირილე – თავმჯდომარის მეორე მოადგილე და მდივანი; მონრეალისა და კანადის მთავარეპისკოპოსი გაბრიელი; ლონდონისა და დასავლეთ ევროპის ეპისკოპოსი ირინეოსი – მართლმადიდებელთაშორისი ურთიერთობების მდივანი; მანჰეტენის ეპისკოპოსი თეოდოსი – მდივნის მოადგილე; შტუტგარტის ეპისკოპოსი იობი. სათადარიგო წევრად არჩეულ იქნა სიეტლის ეპისკოპოსი პეტრე.

5 მაისს, ეპისკოპოსთა კრების ბოლო სხდომაზე, რომელიც გაიმართა ზაიფრიდსბერგში წმინდა იობის სახელობის ახალი მამათა მონასტრის სხდომათა დარბაზში, მღვდელთმთავრებმა განიხილეს და მიიღეს კრების ეპისტოლის ტექსტი. იმავე დღეს გაიმართა სამღვდელთმთავრო სინოდის გაფართოებული სხდომა, რომელმაც ოფიციალურად დაადასტურა სამღვდელთმთავრო კრების განჩინებები, – იტყობინება რუსეთის საზღავრგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ვებგვერდი.

გაზიარება:
წმინდა სინოდის წევრებმა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისა და მიტროპოლიტ ანტონისათვის (ჩერემისოვი) სულის მოსახსენიებელი ლიტია აღავლინეს

14.05.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგ სხდომას უხელმძღვანელა

14.05.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს მილოცვა სრულიად საქართველოს ახალარჩეულ კათოლიკოს-პატრიარქს

11.05.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

12.04.2026

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

11.04.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს სამძიმარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო

18.03.2026

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს მიმართ სამღვდელთმთავრო ქიროტონიის 50 წლისთავთან დაკავშირებით

14.03.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2026 წლის პირველ სხდომას

12.03.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უმაღლესი საეკლესიო საბჭოს მუშაობას უხელმძღვანელა

17.02.2026

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილესადმი ინტრონიზაციის მორიგ წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ XXXIV საერთაშორისო საშობაო საგანმანათლებლო საკითხავების პლენარულ სხდომას უხელმძღვანელა

28.01.2026

უწმინდესი პატრიარქი კირილე საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს წმინდა ნინოს ხსენების დღეს ულოცავს

27.01.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს საშობაო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს

07.01.2026

სსკგ-ის თავმჯდომარემ საშობაო მილოცვა გაუგზავნა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს

07.01.2026

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2026

წმინდა სინოდის წევრებმა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისა და მიტროპოლიტ ანტონისათვის (ჩერემისოვი) სულის მოსახსენიებელი ლიტია აღავლინეს

14.05.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგ სხდომას უხელმძღვანელა

14.05.2026

სსკგ-ის თავმჯდომარემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

11.05.2026

სსკგ-ის თავმჯდომარემ სამძიმარი გამოთქვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის გარდაცვალების გამო

18.03.2026

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში „ბიბლიის სინოდალური თარგმანის 150 წლისთავი: ტრადიციები და თანამედროვეობა“

16.02.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ XXXIV საერთაშორისო საშობაო საგანმანათლებლო საკითხავების პლენარულ სხდომას უხელმძღვანელა

28.01.2026

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2025 წლის დასკვნითი სხდომა

26.12.2025

შედგა წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

25.12.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

25.12.2025

ზოგადსაეკლესიო ასპირანტურაში გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა „მართლმადიდებელი ეკლესიის კრებსითი მოწყობის დასაცავად“

29.11.2025

XXVII მსოფლიო რუსული სახალხო კრების ფარგლებში სექციაზე „დიპლომატია და რუსეთის მართლმადიდებლობის დაცვის უფლება“, განიხილეს მართლმადიდებლობის დაცვის საკითხები

18.11.2025

საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თანამშრომლებმა სსკგ-ის თავმჯდომარეს სამღვდელთმთავრო მსახურების 10 წლის იუბილე მიულოცეს

10.11.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგ სხდომას უხელმძღვანელა

30.10.2025

საპატრიარქო მილოცვა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის მღვდელთმთავრად კურთხევის 10 წლისთავთან დაკავშირებით

26.10.2025

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب