ღმერთის მოპოვება

Illustration_1.jpg
როგორ ეძებდა მე-20 საუკუნეში ბერძნული ინტელიგენცია გზას მართლმადიდებლობისაკენ

ათანასე ზოიტაკისი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი

XIX საუკუნე ხასიათდება ბერძნების მნიშვნელოვანი ნაწილის განდგომით მართლამდიდებლობისგან. „ცივილიზებული ევროპის“ კულტურის ბრწყინვალებით მოხიბლულმა ბერძენმა ინტელიგენტებმა სახელმწიფოს კარი უცხოურ ზეგავლენებს გაუღეს. დასავლეთიდან შემოვიდა მატერიალიზმი, თეოსოფია, მარქსიზმი, რაციონალიზმი, სკეპტიციზმი და ნიჰილიზმი. საბერძნეთის ქალაქებში აღმოცენდა მოდა ყველაფერ უცხოურზე, ხოლო სიტყვა „კულტურული“ სინონიმი გახდა „ტექნოლოგიურისა“ და „დასავლურისა“.

XIX საუკუნის მეორე ნახევარში ბერძნული ქალაქები ღრმა ზნეობრივ კრიზისს განიცდიდნენ. ერთი მხრივ, ბევრი იყო ღარიბი მშრომელები და ღატაკები, მეორე მხრივ – დიდგვაროვნები და მდიდრები, რომლებსაც უამრავი მოსამსხურე ჰყავდათ და არისტოკრატულ ცხოვრებას მისდევდნენ. მოდაში შემოვიდა უცხოური ჩვევები და ჩაცმულობა, ხელგაშლილი მიღებები და დროსტარებები. საზოგადოების უმაღლესი ფენა დამცირებით მოიხსენიებდა კონსერვატორულ მართლმადიდებლობას, დასცინოდა ხალხის რელიგიურობას.

აღმოჩნდა რა სახელმწიფოს კოტროლის ქვეშ, ელადის ეკლესიის იერარქია პრაქტიკულად დუმდა. მონასტრები ძლივს უბრუნდებოდნენ ჩვეულ ყოფას სახლმწიფოს მხრიდან ანტიმონაზვნური კამპანიის შემდეგ. სამრევლოს მოძღვრების უმრავლესობა მატერიალურ პრობლემებში იყო ჩაფლული და სამწყსოზე ზრუნვის დრო ნაკლებად ჰქონდა.

ამ პირობებში მართლმადიდებლობის დასაცავად ერისკაცები აღდგნენ. ბევრმა ინტელიგენტმა იპოვა ღმერთისკენ გზა და თანამემამულენიც თან გაიყოლა.

დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ ბერძნული ხელოვნების სამ გამოჩენილ წარმომადგენელზე: მწერალზე, არქიტექტორზე და მხატვარზე. დექრისტიანიზაციის პირობებში მათ აჩვენეს, რომ თანამედროვე საერო კულტურა შეიძლება ეფუძნებოდეს ტრადიციებს და შეიცავდეს და ავლენდეს მართლმადიდებლურ ხასიათს.  

Illustration_2.jpg

ახალი დროის უმსხვილესი ბერძენი პროზაკოსი. მისმა თხზულებებმა დამსახურებული აღიარება ჰპოვეს სამშობლოში და ითარგმნა ბევრ ევროპულ ენაზეც (მათ შორის, რუსულზე).   

პაპადიამანდისი დაიბადა კუნძულ სკიაფოსზე მღვდლის ოჯახში. იგი მოეწყო ათენის უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, მაგრამ ფინანსურმა სიძნელეებმა აიძულა, შეეწყვიტა სწავლა და დამოუკიდებლად გამოემუშავებინა საარსებო სახსრები. ასე გამოჩნდა მისი პირველი მოთხრობები, სტატიები და თარგმანები.

პაპადიამანდისი კეთილი და თავმდაბალი ადამიანი იყო. მოხვდა რა დედაქალაქის ცხოვრების მითვის უცხო ატმოსფეროში, მწერალს მწვავე ზბეობრივ-ფსიქოლოგიური კრიზისის გადატანა მოუხდა; მისგან გამოსავალი მან მართლამადიდებლურ სარწმუნოებაში ჰპოვა. ლოცვებსა და საკუთარ ფიქრებთან განმარტოებული მწერალი „ერში მყოფი მონაზვნის“ ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდა.

იგი წერდა ლექსებსა და საღვთისმსახურო ტექსტებს, მაგრამ სახელი მას მოკლე მოთხრობებმა გაუთქვა. მას ჰქონდა უნიკალური ნიჭი: თითოეულ კერძო შემთხვევაში შეეძლო, მოვლენის გლობალური აზრი დაენახა.

მის მიერ დაწერილი ორასზე მეტი მოთხრობა – ეს არის სკიაფოსის მოსახლეობისა და მისი მრავალრიცხოვანი ეკლესიებისა და მონასტრების მკვიდრთა ზნეობისა და ჩვეულებების ენციკლოპედია, ასევე, საბერძნეთის სხვა რაიონების გლეხებისა და მეთევზურთა ცხოვრების თავისებური მატიანე.

დოსტოევსკის მსგავსად (პაპადიამანდისის საყვარელი მწერალი), ისიც ნამდვილ სიყვარულს ავლენდა თითოეული თავისი გმირის მიმართ. ალექსანდროსის მოწოდება: გულმოწყალე იყავი დამცირებულთა და ჩაგრულთა მიმართ – მისი უმეტესი მოთხრობის მსჭვალავი თემაა. 

Illustration_3.jpg

პაპადიამანდისი, როგორც თავად მწერალს უყვარდა საკუთარ ნაწერებში ამის აღნიშვნა, ჰგავდა „საწყალობელ, გალუმპულ, გათოშლ მტრედს“, ხოლო მისი საქმიანობა ხაზგასმულად ანომალური უღმერთო სამყაროსათვის. თავის ჰონორარებს იგი ღატაკებს ურიგებდა, თვითონ კი ძლივს გაჰქონდა თავი. შეიძლება უარი ეთქვა გასამრჯელოზე შემდეგი სიტყვებით: „ამდენი არ დამიმსახურებია“. განსხვავებით დასავლეთით მოხიბლული ბერძენი ინტელიგენტებისგან, პაპადიამანდისი უბრალო ხალხისა და სახალხო ტრადიციებისკენაა მიმართული, რასაც ზიზღით უყურებდნენ რაფინირებული ინტელექტუალები.

პაპადიამანდისი თანუგრძნობს ცოდვილებს – არ უწყობს მათ ზნეობრივ სამსჯავროს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მწერალი იდეალისტი იყო, იგი მკაფიოდ ხედავდა თანამედროვე საზოგადოების პრობლემებს და მათ თავის ნაწარმოებეში ასახავდა: „აქ აშკარად გაღმერთებულია მამონა. ათასჯერ უკეთესი იქნებოდა, აქ რომ ძველი კერპთაყვანისმცემლობა შენარჩნუნებულიყო. ახლა კი გაბატონებული რელიგია ბინძური და ცხოველური მატერიალიზმია. ქრისტიანობა მხოლოდ საფარად გამოიყენება“.

პაპადიამანდისის შემოქმედება თვითმყოფადია არა მხოლოდ ბერძნულ, არამედ მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტშიც. მის ნაწარმოებებში ტიპიური ბერძნული პროვინციებისათვის დამახასიათებელი ზნის, ყოფისა და ხასიათის გარდა, ასახვა ჰპოვა, აგრეთვე, ქვეყნის ისტორიამ, ხალხურმა ტრადიციებმა და მართლმადიდებლურმა სარწმუნოებამ. პაპადიამანდისის აზრით, სწორედ ყოველივე ეს არის ბერძენი ხალხის სულიერი ძალების ულევი წყარო.

თავისი თაობიდან პაპადიამანდისი პირველი იყო, ვინც მართლადიდებლობასა და ტრადიციულ სახალხო კულტურას მიმართა, როგორც შთაგონების წყაროს. მისმა მაგალითმა და გამოცდილებამ შესამჩნევი გავლენა იქონია ახალბერძნულ საზოგადოებაზე.

Illustration_4.jpg

დაიბადა პირეაში 1887 წელს. სამშობლოში სამოქალქო მშენებლობის შესწავლის შემდეგ, სწავლა პარიზსა და მიუნჰენში გააგრძელა.

საბერძნეთში დაბრუნებული, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი გახდა და აქტიურად დაიწყო თავისი არქიტექტურული პროექტების განხორციელება. აშენებდა დაწყებით სკოლებს, საზაფხულო თეატრებს, საბავშვო მოედნებს.

ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ათენში, აუცილებლად ნახავდა პოკიონისის ნამუშევარს: ათენის აკროპოლისის რაიონის არქეოლოგიურ უბანში ფეხით მოსიარულეთა ზონის შედევრალური გეგმა ოსტატის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედებაა.

თავისი თანამედროვეების უმრავლესობისგან განსხვავებით, არქიტექტურას პიკიონისი ხელობად კი არა, ხელოვნებად თვლიდა. ის თავადაც იყო არა მხოლოდ არქიტექტორი, არამედ ფილოსოფოსიც და მოაზროვნეც, რომელმაც ბერძნულ ხელოვნებას ახალი ესთეტიკური ჰორიზონტები გაუხსნა.

პიკიონისის ხელოვნება თვითმყოფადი და ნოვატორული იყო. იგი შთაგონებას იღებდა ბიზანტიური და ძველბერძნული ხელოვნებიდან, მსოფლიო ხალხების არქიტექტურული სკოლებიდან. თუმცა, ამასთან, გაურბოდა მიმბაძველობას და საკუთარ, უნიკალურ სტილს იცავდა.

Illustration_5.jpg

პიკიონისისთვის შთაგონების მთავარ წყაროდ მართლმადიდებლობა იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი და სამუშაო დიდ დროს ართმევდა, მთელ თავისუფალ დროს იგი ღმერთს უძღვნიდა. დიდი არქიტექტორი ღამეებს „მშვენიერებათმოყვარეობის“, წმინდა მამების წერილების შესწავლასა და ლოცვებში ატარებდა. „პიკიონისი ახალი იოანე კიბისაღმწერელი იყო, თავმდაბალი განდეგილი და მოაზროვნე, რომელიც სულიერი განათლების საკუთარ მიღწევებს არქიტექტურულ ფორმებში ახორციელებდა“, – წერდა მისი ერთ-ერთი თანამედროვე. 

Illustration_6.jpg


ეთნოგრაფი და გამომცემელი ფოტიოს კონდოგლუ (1895-1965) – უნიკალური ფიგურა, რომელმაც ბერძნული საზოგადოების სხვადასხვა ფენაში მართლმადიდებლური ტრადიციების პატივისცემა დააბრუნა; იყო ლიტერატორი, ხატმწერი, ეთნოგრაფი და გამომცემელი.   

წარმოშობით მცირეაზიიდან იყო, ხუთი წელი ევროპაში იცხოვრა და ისწავლა, სადაც ფერწერის უნიკალური ტალანტით გამოიჩინა თავი, გამოაქვეყნა, ასევე თავისი პირველი ლიტერატურული შრომები. 1922 წელს საბერძნეთში დაბრუნდა და ათენში დამკვიდრდა. დედაქალაქის ინტელიგენციაში დასავლური იდეებით საყოველთაო გატაცებამ და სულიერი ინტერესების არქონამ ფოტიოსი გულისგულამდე შეძრა. კოლეგების ისტერიულ ძიებებს მან ქრისტიანული მსოფლმხედველობა დაუპირისპირა. მართლმადიდებლური და ხალხური ტრადიციების დაცვა და გაგრძელება მისი ცხოვრების აზრად იქცა. კონდოგლუ არა მხოლოდ მხატვარი და ლიტერატორი იყო, არამედ პოლემისტიც, მებრძოლიც და მისიონერიც. 

Illustration_7.jpg

ახალი დროის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ხატმწერი – კონდოგლუ ფერწერაში ბიზანტიური ტრადიციის მიმდევარი იყო. მან არათუ დააბრუნა ის მართლმადიდებლურ ტაძრებში, არამედ ამავე ტქნიკას იყენებდა მისგან, თითქოსდა, ისეთ შორსმდგომ ჟანრებშიც, როგორებიცაა – პორტრეტი, პეიზაჟი, ნატუმორტი. მის ფუნჯს ეკუთვნის საბერძნეთის ბევრი მართლმადიდებლური ტაძრის ფრესკები, მოზაიკები, ხატები. იგი რესტავრატორად მუშაობდა ათენის ბიზანტიური ხელოვნების მუზეუმში, ათონის მონასტრებში, კაიროს კოპტურ მუზეუმში.

Illustration_8.jpg

ოსტატის ხელოვნება არ ყოფილა მიმბაძველობითი – ის იყო ბიზანტიური მემკვიდრეობის გადააზრება. კონდოგლუზე ცოტა ხნით ადრე იმავე სტილში დაიწყეს მუშაობა სხვა მხატვრებმაც, რომლებიც ბიზანტიური ნიმუშების წარმოჩენას ცდილობდნენ, რაც მათ ნამუშევრებს სამუზეიმო ექსპონატების იერსახეს აძლევდა. მათგან განსხვავებით, კონდოგლუმ მართლმადიდებლური ხელოვნება ცოცხალი და თანამედროვე გახადა.

არცთუ ნაკლებცნობილია კონდოგლუ როგორც ლიტერატორი. იგი იყენებდა მშობლიურ ენას, ამდიდრებდა მას ადგილობრივი დიალექტების ელემენტებით. მწერლის ნაწამოებებს გამოარჩევდა მაღალი მხატვრულობა და ცხოვრების ღრმა ცოდნა. კონდოლუ მგზნებარე მომხრე იყო ხალხური ჩეულებებისა და სულიერების შესწავლისა და ყოველმხრივ ხელს უწყობდა ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის აქტივიზაციას. გარდა ამისა, ფოტიოსმა ცხოვრებისეული ლიტერატურის ინტერესი დაუბრუნა თანამემამულეებს და აღადგინა ხელნაწერების მინიატურებით შემკობის ბიზანტიური კულტურა. 

კონდოგლუს მნიშვნელოვანი როლი, როგორც ბიზანტიური მემკვიდრეობის პოპულარიზატორისა. 1950 წლიდან იგი გაზეთებში აქვეყნებდა თავის მოთხრობებს მართლმადიდებლური ტრადიციებისა და დღესასწაულების შესახებ. გარდა ამისა, გამოსცემდა ყოველთვიურ ჟურნალს – „კოვჩეგი“, სადაც მკითხველს მართლმადიდებლური ფასეულობების დასაცავად მოუწოდებდა.

ფოტიოს კონდოგლუს მრავალფეროვანმა მოღვაწეობამ კატალიზატორივით იმოქმედა ბერძნული საზოგადოების მართლმადიდებლური ტრადიციებისაკენ მოსაქცევად მის ყველა ფორმაში. ფოტიოსის დამსახურებით ტაძრებში დაბრუნდა ტრადიციული მართლმადიდებლური ხატწერა, ხოლო ბიზანტიურმა გალობამ დასავლური პარტექსი განდევნა.

კონდოგლუმ ბევრი მოწაფე აღზარდა, რომლებმაც მისი დაწყებული საქმე განაგრძეს, ესენია: მუსიკათმცოდნე ს. კარასი – თავის თანამედროვეებში ბიზანტიური მუსიკის საეკლესიო და საერო ტადიციების შესწავლის ინტერესი გააღვივა; ა. ხაძიმიხალი – პირველმა დაიწყო ბერძნული ხალხურ-სახვითი ხელოვნების სეიოზული კვლევა; ა. ორლანდოსი და ა. ზახოსი – ბიზანტიური არქიტექტურის აღორძინებით იყვნენ დაკავებულნი; ხატმწერები და ფერმწერები ს. პაპლუკასი, ს. ვასილიუ, რ. კოპსიდისი, პ. ვამბულისი, ი. ტერზისი, დ. ქსინოპულოსი, ნ. ეგონოპულოსი – გააგრძელეს ბიზანტიური ხელოვნების რეაბილიტაციისა და მართლმადიდებლურ ტაძრებში მისი დაბრუნების საქმე.

Illustration_9.jpg

ქრისტიანული ეკლესიის ზოგიერთი ასპექტი აქამდე არასაკარისადაა შესწავლილი. კერძოდ, სამღვდელოებისა და სამონაზვნო დასის სულიერ ცხოვრებასთან შედარებით უბრალო ერისკაცთა ცხოვრება ნაკლებადაა ცნობილი. თანამედროვე ეპოქამ მნიშვნელოვნად გააფართოვა ინფორმაციის შეკრებისა და შენახვის შესაძლებლობა. ცხადი გახდა, რომ ხშირად სწორედ ერისკაცები ასრულებდნენ მნიშვნელოვან როლს მართლმადიდებლური კულტურის შენარჩუნებისა და მისი შემდგომი თაობებისათვის გადაცემის საქმეში.   

Illustration_10.jpg

სწორედ ზოგიერთ ამგვარ ეპიზოდზე მოგითხრობთ ჩვენი სტატია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ინტელიგენციის მონაწილეობა მართლმადიდებლური გადმოცემის დაცვაში არ ყოფილა ბერძნების უნიკალური ფენომენი. საკმარისია გავიხსენოთ რელიგიური გამოღვიძება XIX-XX საუკუნეების რუსეთის იმპერიაში. არცთუ დიდმა მონასტერმა ოპტინის უდაბნოში თავი მოუყარა რუსული საზოგადოების საუკეთესო ინტელექტუალურ ძალებს. მსგავსი ეპიზოდები ყველა მართლმადიდებელი ერის ისტორიაში ყოფილა. სულიერი კრიზისების დროს სწორედ კულტურის წარმომადგენლები პოულობდნენ საკუთარ თავში იმის ძალას, რომ გარემომცველი სინამდვილისთვის შეეხდათ არა პირადი სარგებლის ან წუთიერი ინტერესის კუთხით, არამედ მარადიულობისა და წარუვალი იდეალების თვალსაზრისით. არ არის გამორიცხული, რომ ჩვენს დროშიც ვიხილავთ ასეთ რელიგიურ გამოღვიძებას. შეიძლება ის უკვე ისახება კიდეც ჩვენს თვალწინ...  

სტატიის ავტორი
ათანასე ზოიტაკისი
გაზიარება:
პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის თავისუფალი ადამიანი

07.01.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2024

შედგა სატელეფონო საუბარი უწმინდეს პატრიარქ კირილესა და ბელგოროდის მიტროპოლიტ იოანეს შორის

02.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება გამოფენის – „ბელგრადის წმინდა საბას ტაძრის მშვენიერება“ – გახსნის ცერემონიის მონაწილეებს

19.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მონაწილეობა მიიღო რუსეთის რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან რუსეთის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის შეხვედრაში

26.10.2023

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

სსკ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

26.12.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო იუნესკოს საქმეებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის კომისიის საერთო კრების მუშაობაში

22.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

Page is available in the following languages
უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب