მთავარი გვერდი საავტორო ანალიტიკა
მაკარი დიდის უკანასკნელი დიალოგი…

მაკარი დიდის უკანასკნელი დიალოგი

Illustration_1.jpg
ს. გ. ალფეროვი, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თანამშრომელი, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და კოპტურ ეკლესიას შორის დიალოგის კომისიის წევრი

2021 წელს ნიტრიის უდაბნოს (კოპტური ეკლესია, ეგვიპტე) ღირსი მაკარი დიდის მონასტრის მკვიდრნი ფრიად მნიშვნელოვანი თეოლოგიური ტექსტის აღმომჩენები გახდნენ: მონასტრის ბიბლიოთეკაში დაცული მანუსკრიპტების შესწავლისა და გაციფრების პროცესში, გამოავლინეს ორი ძველი ხელნაწერი კოპტურ ენაზე, რომლებიც ამიერიდან ოფიციალურად შეტანილია ბიბლიოთეკის კატალოგში როგორც „ხელნაწერი № 383“ და „ხელნაწერი № 384“.

ესენი ერთი ტექსტობრივი ნაშრომის ორ ნაწილს წარმოადგენენ, რომელიც დაწერილია 1630 წლის წინ, რაც პრაქტიკულად ემთხვევა სავანის პირველი იღუმენის ღვთივაღსრულების 391 წლით დათარიღებას.

ტექსტოლოგიური ანალიზი ჩატარდა ქაიროს კოპტური კვლევის ინსტიტუტის სპეციალისტების მონაწილეობით და დადგინდა, რომ ეს ხელნაწერები სხვა არაფერია, თუ არა უკანასკნელი ცხოვრებისეული სულიერი შეგონება ღირსი მაკარი დიდისა, ჩაწერილი მისი მოწაფეების მიერ. სწორედ ამიტომ ტექსტმა სახელწოდებად მიიღო: „ღირსი მაკარი დიდის უკანასკნელი დიალოგი“, რაც ამ კონკრეტულ კონტექსტში აღნიშნავს საუბარს, წმინდანის მიმართვას თავისი მოწაფეებისადმი.

კოპტური ეკლესიის პატრიარქ თავადროს II ლოცვა-კურთხევით, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და კოპტურ ეკლესიას შორის დიალოგის კომისიის მუშაობის ფარგლებში, შესრულდა მოპოვებული ძეგლის რუსულ ენაზე თარგმნა შემდგომი ლიტერატურული რედაქტირებით.

თავდაპირველი და დღეისათვის წიგნის შეზღუდული ეგზემპლარები რუსეთში ჩამოიტანა კოპტური ეკლესიის მონასტრების იღუმენებისა და ბინადრების დელეგაციამ მომლოცველობითი ვიზიტის დროს, რომელიც 2021 წლის 23 აგვისტოს-1 სექტემბერს შედგა

Illustration_2.jpg

წარმოდგენილი ნაწარმოები თავისი არსით წარმოადგენს ქრისტიანის კეთილმსახური ცხოვრების საფუძვლების მოკლე გადმოცემას და თავისი სიმარტივითა და, იმავდროულად, აზრის სიღრმით საოცარ ემოციებს იწვევს, შეიცავს ყოველი დროისათვის აქტუალურ სულიერ რჩევებს და უეჭველად ცხოველ ინტერესს გამოიწვევს მკითხველთა ფართო წრეში. 

ღირსი მაკარი დიდის უკნასკნელი დიალოგი

ერთხელ ნიტრიის მთის ბერებმა [1] ღირსი მაკარი თავისთან მიიწვიეს: „გვინახულე ჩვენ, გვინდა გნახოთ სანამ უფალთან განხვალ“. როდესაც იგი მივიდა, მთელი საძმო შეიკრიბა, და სთხოვეს ბერებმა: „მამაო, გვითხარი სიტყვა“.

და მან უთხრა: „ჰოი, ჩემო საყვარელო შვილებო, მივაგოთ დიდება წმინდანებს. ჩვენ უნდა ვეშურვოთ წმინდანების ღვაწლს, მათი ცხოვრების წესს, იმას, თუ როგორ მიაღწიეს ნეტარებას ცათა სასუფეველში. იმიტომ, რომ მათ ეს ფულით არ უყიდიათ, მაგრამ როგორც ჩვენ გვესმის, ბაძავდნენ თავის წინამორბედ წმინდანთა ღვაწლს. მათ მოიხვეჭეს უპოვარება, სულის სიმდაბლე, გულის შემუსვრილობა ლოცვაში, სიყვარული ყველა ადამიანისა და ღვთის შიში, რომელიც არასდროს ტოვებდა მათ გულს. სწორედ ამით აძევებდნენ ისინი მრისხანებას. ესენი – სულის სათნოებებია.

მათ უარყვეს ყველა ხორციელი ვნება, იყვნენ მშივრები და განიცდიდნენ წყურვილს, არაფერი ამსოფლიური არ ატკბობდათ. ამ ღვაწლში მათ მოიხვეჭეს დიდება და მიიღეს ცათა სასუფევლის გვირგვინი. მათ ყველა გულისთქმა დაუტევეს უფლის გამო, აღიღეს ჯვარი და გაჰყვნენ მას, და უკვე აღარაფერი აშორებდა მათ მისი სიყვარულისგან.

ჩვენ არ გაგვაჩნია ღმერთის ისეთი სრულყოფილი და სრული სიყვარული, როგორიც ჩვენს წმინდა მამებს ჰქონდათ. ვისაც წმინდა სიყვარულით უყვარს ღმერთი, შეურევნელად სიცრუისა და პირმოთნეობისა, მას არაფერი აშორებს ღვთის სიყვარულს – არც შვილები, არც ცოლი, არც ძმა, არც ოჯახი, არც ოქრო, არც ხელისუფლება. როგორც ღვთის გულწრფელად მოსიყვარულე აბრაამმა არ დაინდო თავისი ძე – ისააკი, როდესაც მისგან მისი მსხვერპლად შეწირვა ებრძანა, არამედ შეისმინა მისი და გააკეთა ის, რაც ნაბრძანები ჰქონდა. და როგორც წმინდა მოწამენი, რომლებმაც ღვთის სიყვარული არჩიეს დროებით ცხოვრებას და მოთმინებით იტანდნენ ტანჯვას, ღვთისთვის ღვრიდნენ საკუთარ სისხლს. ღვთისადმი სიყგვრულის მიზეზით ასრულებდნენ ისინი წმინდა პავლე მოციქულის სიტყვებს: „ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა: ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ სიყმილმან, შიშლოებამან ანუ ურვამან ანუ მახვილმან?.. რამეთუ მრწამს მე, ვითარმედ არცა სიკუდილმან, არცა ცხორებამან, არცა ანგელოზთა, არცა მთავრობათა, არცა ძალთა, არცა ამან სოფელმან, არცა მან სოფელმან, არცა სიმაღლეთა, არცა სიღრმეთა, არცა სხუამან დაბადებულმან შემიძლოს ჩუენ განყენებად სიყუარულსა ღმრთისასა, რომელ არს ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა (რომ. 8:35, 38-39).

Illustration_3.jpg

ჩემო შვილებო, ახლა ეს ჩენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მოვიძაგეთ რა სოფლის სიყვარული და მისი მსახურება, გავყევით უფალ იესო ქრისტეს, ჩვენ იგი უნდა შევიყვაროთ მშობლებზე, ძმებზე, შვილებზე და ყველა დანარჩენზე მეტად, რათა შევასრულოთ მცნება, მივბაძოთ წმინდანთა კეთილპატიოსნებას და დავიცვათ სათნოებები.

ჩემო შვილებო, გაექეცით ცოდვას და იქონიეთ მოთმინება სიკვდილამდე, დაიცავით უფლის მცნებები. ნუ მიიღებთ ზრახვებს [კაცობრიობის, – აქ და შემდგ. რუს. რედ.] მტრისგან, რომელიც ღვთის ნების დასარღვევად აღგძრავს, – რაც არ უნდა მცირე მცნება იყოს ის, რადგან ნებისმიერი მათგანის დარღვევა ღვთის რისხვას იწვევს.   

მინდა, რომ თქვენ, ჩემო შვილებო, ყოველთვის ტაძრები იყოთ თქვენში დამკვიდრებული ღმრთისა (შდრ. კორ. 6:19). მოყვასი ყოველთვის გიყვარდეთ; დაე, ნურასდროს ყოფილიყოს თქვენ შორის ისეთი ადამიანი, ვისაც ღვარძლი და ძმის სიძულვილი ექნება, რადგან გული, რომელიც ჭვრეტს ღვარძლსა და სიძულვილს, შეუძლებელია, ღვთის დამტევნელი გახდეს. თქვენ იცით, რომ თუკი ერთმანეთი გიყვართ, მაშინ ღმერთიც თქვენთან იქნება (შდრ. ინ. 13:35). მაშ, გიყვარდეთ ერთმანეთი, რათა შეგეძლოთ, შეიძინოთ, ყველა ღირსება თქვენი სამონაზვნო წოდების სხვა სათნოებებისა თქვენი ცხოვრების ყველა დღისთვის.   

მოიშორეთ სახიდან სიბნელის საფარი, ხელს რომ გიშლით სიტკბოს ხილვა [ქრისტესთან ცხოვრებაში]. იქონიეთ მოყვასის სიყვარული და შეიტკბეთ ამ სათნოების ღირსება. მოუსმინეთ პავლე მოციქულს, როგორ გეუბნებათ, რომ „თქუენ ტაძარნი ღმრთისა ცხოველისანი ხართ“ (2 Кор. 6, 16).

დაიმარხეთ ეს თქვემს გულებში და ნუ განიკითხავთ მოყვასს, ნუ აწყენინებთ მას, რათა არ განარისხოთ მასში დამკვიდრებული ღმერთი. იმიტომ, რომ ყოველგვარი პატივი, რასაც ადამიანინ თავის მოყვასს აღმოუჩენს, ეს არის ქრისტესთვის მიგებული პატივი – დიდება მას!

Illustration_4.jpg

ზუსტად ასევე მიაგეთ პატივი ღატაკსა და გაჭირვებულს, რამეთუ უფალი გვასწავლის: „რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ“ (მთ. 25:40). გთხოვთ, გაექცეთ იმას, ვინც სულის დამღუპველ ჩხუბს და განკითხვას თესავს. სული, რომელიც განხეთქილებას არ იწყნარებს, უარყოფს ვერცხლისმოყვარეობას და ამსოფლურ ვნებებს, მზესავით ბრწყინავს, რამეთუ ცოდვისგან თავისუფალი ხდება; ხოლო თუ მას განკითხვის ჟინი ძლევს, შფოთს თესავს და შურისა და ანგარების ცოდვაში ვარდება და სხვა ბოროტ საქმეებსაც აკეთებს, მაშინ მას მადლი ტოვებს.

თქვენ იცით, რომ რომ ბრძენი კაცი ერთხელ ორმოში ჩავარდება, მაშინ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ კვლავ აღარ ჩავარდეს. ისიც იცით, რომ როგორც გველი იყო მტრის მოქმედების ჭურჭელი და მისი მეშვეობით იგემა ადამმა სიკვდილი, ასევე, ბოროტი საქმეები – მტრის კარიბჭეა, რისგანაც იღუპება მოღვაწის სული. ამიტომ უნდა დაიცვა თავი, რომ არ გახდე სატანის ჭურჭელი.

Illustration_5.jpg

ჩემო შვილებო, გაუფრთხილდით თქვენს ყყურებს, რათა თქვენი გულებმა სისუფთავე შეინარჩუნოს, და გაექეცით ნებისმიერ უწმინდურებას, რადგან ამჟამად ბევრი მგელი დაძრწის, რომლებსაც უცოდველი ცხვრების გაწყვეტა სწყურიათ.

თუ რომელმა თქვენგან შეცდომა დაუშვა და ძმის გულს წყლული მიაყენა სიტყვით ან შფოთის დათესვით, მაშინ მან დაუყოვნელივ უნდა შეინანოს, მომავალში აღარ გაიმეოროს, [ვნების] ცეცხლი არ გააღვიღოს. თუ ვინმემ თავის ძმაზე განკითხვა მოისმინა, მაშინ მან იგი უნდა დაიცვას და გაამართლოს, რათა თქვენ შორის მშვიდობა და სიყვარული სუფევდეს, ხოლო სიტყვა მაცხოვრისა ჩვენისა, თქვენში კეთილ ნაყოფს გამოიღებდეს. ნეტარ არიან მშვდობისმყოფელნი, რამეთუ ისინი უზენაესი ღმრთის ძენი არიან (შდრ. მთ. 5:9).

ისიც იცით, ჩემო შვილებო, რომ ადამიანის გულში ჭეშმარიტად არსებობს საღვთო საიდუმლოება. როდესაც გული წმინდა არ არის და უწმუნდურია მისი განზრახვები მოყვასის მიმართ, მაშინ გული გრძნობს ამ უწმინდურებას, რაც არ უნდა გულმოდგინედ იყოს ის დამალული.

ზუსტად ასევეა სიყვარულიც. თუ თქვენი ძმის გულს თქვენ უყვარხართ, თქვენი გული გრძნობს ამას, ისევე, როგორც თქვენ გრძნობთ თქვენს მისდამი საპასუხო სიყვარულს. ასე რომ, იყავით გულისხმიერნი და გულით წმინდები.

როცა ვინმე ჭმუნვას განიცდის და აბრკოლებს ძმის სიტყვები და არ ამოწმებს, სიცრუეა ისინი თუ ჭეშმარიტება, მაშინ მან არ უნდა დამალოს გულში ეს ჭმუნვა. მით უფრო არ არის საჭირო მისთვის კეთილი სიტყვების მიგება, როდესაც შინაგანად ღვარძლი გაქვს მის მიმართ შეფარული. გაუწმენდავი გული წარმოშობს გასასტიკებულ სიძულვილს და ღმერთის რისხვას იწვევს. ამიტომ, რომ თუკი ადამიანს ესმის თავისი ძმის სიტყვები, რომლებსაც მის გულში ჭმუნვა შემოაქვს, მაშინ მან დაუყოვნებლივ უნდა მისცეს ძმას ამ სიტყვებისთვის შენიშვნა. რადგან, თუკი ასე არ მოიქცევა, მაშინ მასში თანდათან სიკვდილთან მიმყვანი სიძულვილი ჩაისახება – ახლანდელ ცხოვრებაშიც და მომავალ საუკუნეშიც.

ჩემო შვილებო, ყველა ვინც მწუხარებას განიცდის, მაგრამ არ იწყნარებას მას და არ მდაბლდება მის წინაშე – დაიღუპება. ტანჯვა მოეწევა და ეს გააბოროტებს, დაადარდიენებს, მოადუნებს და მწყობრიდან გამოიყვანს. სულიერი ღვაწლი სამეფო გზას ჰგავს, რომელსაც დღედაღამ იცავს სამეფო დაცვა. ვინც ამ გზას ირჩევს და შეუქცევლად რჩება მასზე – ის დაცული იქნება. ხოლო ვინც უდიერია, თავისმოყვარეა და მორჩილება არ გააჩნია, მას თავისთავის ძნელი და დამღლელი გზა აურჩევია. ყველა, ვინც კი იმ გზაზე დგას, გადაიღლება და შეიძლება დაიღუპოს, რადგან იმ გზაზე ავაზაკები დათრეშობენ. ამიტომ ვინც სამეფო გზას ასცდა და განსაცდელში აღმოჩნდა, დაე, წამოდგეს და გამოწორდეს. ხოლო ვინც შეგნებულად უარყო სამეფო გზა და ნებაყოფლობით აირჩია სხვა, მისთვის არ არსებობს არც გამართლება, არც კურნება.

მთელი გულით გთხოვთ – „მზე ნუ დაჰვალნ განრისხებასა თქუენსა“ (ეფ. 4:26). ნურცერთი თქვენგანი ნუ წავა სასაძინებლად, სანამ თავის ძმაზე წყენა უდევს გულში, რადგან რა ეშველება, ამაღამ რომ გარდაიცვალოს? – იგი უფალთან გავა, შებილწული გულით უწმინდური აზრებით, დაკარგავს ყველა თავის ნაშრომს, სიმშვიდეს და მომავალ ცხოვრებას.

ჩემო შვილებო, გისურვებთ თქვენ, რომ გაგემრავლებინოთ წმინდანებისა [2] და ავადმყოფების წინაშე მსახურება, რაც შეიძლება მეტი სიკეთე გაუკეთეთ მათ. იცოდეთ, რომ ნებისმიერი ღვაწლი თითოეულ თქვენგანს სიკეთედ შეერაცხება, – იქნება ის მსახურება, ლოცვა, მეტანიები, ცრემლი თუ მარხვა. თუნდაც ერთი სიტყვაც კი, რომელსაც ადამიანი ღვთის სიყვარულით წარმოთქვამს, ან სათნოების ნებისმიერი გამოვლინება – ყველაფერი ეს სასიკეთოა თქვენთვის. ნუ შეგეშინდებათ, ჩემო შვილებო, ჩვენს მაცხოვარს არ სურს ჩვენთვის არანაირი ბოროტება, და თითოეული ჩვენი კეთილმოქმედება გაეცხადება მას, როდესაც დადგება ჩვენი სულის სხეულთან გაყრის ჟამი.

საყვარლებო, იმათ კი ნუ დაემსგავსებით, ვინც უზომოდ ჭამს, სვამს და სძინავს. არამედ მათ, ვინც უფლისთვის შრომობს და ყველაფერს სიმდაბლით იწყნარებს. ამიტომ გულმოდგინედ შეასრულეთ თქვენი საქმე და შეიყვარეთ სიძნელეები. ხორციელი დაღლა დაე, თქვენთვის სასიხარულო და მანუგეშებელი ყოფილიყოს. ნუ დამწუხრდებით მის გამო და იშრომეთ არა იძულებით, არამედ კეთილი განზრახვით.

ღვაწლის მსურველმა დაე, ესწრაფვოს მას მხიარული გულით, უდებების გარეშე. კურთხეულნი არიან, ვინც ყოველთვის გულში სიხარულით შრომობენ, რამეთუ მათთვის სამოთხის კარი იხსნება. 

Illustration_6.jpg

ხოლო ვინც თავისი ხორცის სისუსტეს ემორჩილება, ის დროთა განმავლობაში უცხო ხდება გულწრფელად მოღვაწისთვის განმზადებული ყოველგვარი სათნოების საწყისისთვის. ვისაც საყოველთაო აღდგომაში ეჭვი ეპარება, მას არ ექნება უნარი იმისა, რომ მიიღოს ზეციური მადლი, რადგან არაფერი აქვს თავის თავში, გარდა წუხილისა და უსასრულო სიბნელისა.

რა სარგებელი ადამიანს, თუკი ის მოკლე დროით იპოვის ამ სოფელში ნუგეშს საჭმელით, სასმელით და ფუფუნებით, მერე კი მარადიული სატანჯველით დაისჯება (იხ. ლკ. 12:16-21).

ის, ვინც ერთ სათნოებას იხვეჭს, სხვას კი უტევებს, იმ ადამიანს ჰგავს, ვინც ზეთით სავსე ჭურჭელი აიღო, მაგრამ უგულებელყო, რომ ის გახვრეტილი იყო და ამ ჭურჭლით გზას დაადგა [3]. გზის მიზანი მისთვის მიუწვდომელი დარჩა, რადგან მალე ჭურჭელში ზეთი გამოილია. ზუსტად ასევე, ყველა, ვინც ერთ მცნებას იცავს, დანარჩენს კი უარყოფს, ამაოდ შორმობს.    

დაიმარხეთ სიფხიზლე, რათა არ დაგჯაბნოთ სიზარმაცემ. ნუ ცდუნდებით ცრუ ოცნებებით, რათა არ დაემსგავსოთ მათ, ვინც მოწყალებას გასცემს და არის რა ზარმაცი, სწამს, რომ უკვე თავისუფალია სხვა მცნებების შესრულებისგან; ან იმას, ვინც ფიქრობს, რომ გადარჩენილია მხოლოდ იმით, რომ ვიღაც დააპურა, გაუწია სტუმასპინძლობა, მოინახულა ავადმყოფი ან პატიმარი საპყრობილეში, მაგრამ ამასთან, დაუტევა ყველა სხვა მცნება; ან იმას, ვინც დღედაღამ ლოცულობს, მაშინ როდესაც არ გააჩნია სიყვარული, გულმოწყალება და არღვრევს სხვა მცნებებს. ნურც ისეთი იქნებით, ვინც მუმდივად მარხულობს და იკლებს ყველანაირ მიწიერ სიკეთეს, მაგრამ არ იწვრთნება სხვა მცნებებში; ან როგორც ისეთი, ვინც მხოლოდ სიზარმაცის გამო ცხოვრობს თავშეკავებასა და უქონლობაში, და დარწმუნებულია, რომ თავისი უბიწოებითა და უპოვრობით გადარჩება; ან როგორც ის, ვისაც ფიზიკური სიწმინდა აქვს, მაგრამ არ გაურბის ბოროტ ზრახვებს, ჩხუბს, შურს და ჰგონია, რომ მისმა ფიზიკურმა სიწმინდემ უკვე ცათა სასუფეველს მიაღწია.

ამგვარად, ის, ვინც იცავს ზოგიერთ ცალკე აღებულ მცნებას, ნაკლებ სარწმუნოა, რომ იმით ოდესმე გადარჩეს, რამეთუ მცნებები ერთიან ჯაჭვს ჰგავს: საკმარისია ერთი რგოლი გამოვარდეს, რომ დამთავრდა მისი საქმე. ყველა, ვინც უგულებელყოფს თუნდაც ერთ მცნებას, კარგავს მთელ თავის ნაშრომს!

ჩემო შვილებო, მიიღეთ ჩემი სიტყვები, დაიმარხეთ ისინი თქვენს გულებში, რამეთუ დადგება დრო, როდესაც უფალი მოგთხოვთ თქვენ ჩემი სიტყვების ნაყოფს, და თქვენ დაადასტურებთ იმას, რაც ჩემგან მოისმინეთ. ნუ გამოიყენებთ ჩემს სიტყვებს რაიმე სახის განკითხვის მიზეზად, რადგან ყოველივე ეს მხოლოდ თქვენს გადასარჩენად და თქვენს სასარგებლოდაა გადმოცემული.

იზრუნეთ, ჩემო შვილები, სულის ცხონებაზე და მიმართეთ უფალს წმინდა სინანულით, სიცრუის გარეშე, ტირილითა და ვედრებით.

აღიარეთ თქვენი სისუსტეები და ნუ დაემსგავსებით ცხოველებს, რომლებსაც არც გონიერება გააჩნიათ და არც სიბრძნე, რომლებიც რაკი ერთხელ ჩავარდნენ თხრილში, ამის შემდეგ კვლავ ბრუნდებიან მასში. იცოდეთ, რომ თითოეული ჩვენგანისთვის დადგენილი და განმზადებულია სინანული, და ის უღებს ყველა სათნოების კარს თითოეულს, ვინც მას ეძებს. რამეთუ როგორც სინანულის საქმეა დიდი, ასევე დიდია მონანულის ნეტარი გადასვლა მარადისობაში. და ვინც სინანულში იწვრთნება, არ უტევებს მისკენ გულითად სწრაფვას, ის ამისთვის დიდ ჯიდოს მიიღებს და ასე მიაღწევს ცათა სასუფეველს.

წმინდა სინანანული, ყველა ცოდვის აღიარება – ხორციელის და სულიერის – გასაღებია ყველა სათნოებისა და დასაწყისია ყოველგვარი სამართლიანობისა. ვინც მას მოიხვეჭს, ამით მას გზა გაიყვანს მცნებების შესრულებისკენ და იმ ერთგულ ადამიანს დაემსგავსება, სახლის შენება რომ კლდეზე დაიწყო (შდრ. მთ. 7:24-25).

ჩემო შვილებო, ვევედრები თქვენზე მზრუნველ უფალს, რომ არ დაუშვას თქვენი ჩავარდნა მზაკვრულ საცდურში და, უდიერებით გაცივება თქვენი გულებისა, რადგან ეს სინანულს გვაშორებს, მერე კი საერთოდ გვაკარგვინებს მას. სანამ სხეულში ცხოვრობთ, მაგრად ჩაეჭიდეთ სინანულს, ნუ დაუშვებთ რომ ის ხელიდან დაგისხლტეთ.

გახსოვდეთ, რომ ყოველი, ვინც უარს ამბობს სინანულსა და გულმოწყალებაზე, საკუთარ თავს ცათას საუფეველს აშორებს.

Illustration_7.jpg

ყოველთვის იყავთ ლოცვებსა და ტირილში ჩვენი მაცხოვრის წინაშე, რათა თითოეული თქვენგანი ღირსიქმნეს ხმის გაგონებისა – „შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!“ მარკ. 2:5). მაცხოვარი ჩვენი სახიერი და კაცთმოყვარეა, მას ახარებს თქვენი სინანული და თავისი ზეციერი მამის მიმართ თქვენთვის ლოცულობს. მაგრამ ნუ გამოსცდით მისი გულის სიკეთეს თქვენი ცოდვებით, რადგან ამაო გახდება მაშინ თქვენთვის მისი ვედრება.

არსებობს კი იმაზე მეტი უმსგავსობა, როდესაც ვინმე სინანულს დაუტევებს, მოეშვება და უდიერებას მიეცემა, რითაც გათელავს ყველა სულიერ ნაყოფს, რაც დიდი ძალისხმევისა და ცრემლების წილ გარდამოევლინა? ამრიგად, შეიყვარეთ და იშრომეთ უფლისთვის, რამეთუ სიმდაბლეს და გულმოდგინებას ადამიანისთვის მოაქვთ ნუგეში ჭეშმარიტი, კურნავენ გულის ყველა სნებას, წყარონი ხდებიან უხვი წყალობისა და მაშინ, საბოლოდ, ღირსიქმნება იგი გახდეს სულიწმიდის დამტევნელი და სამკვიდრებელი.

მაშ, შევინანოთ, სანამ გვაქვს სინანულის დრო მოცემული. ეს ჟამი არ არის ხანგრძლივი, და უნდა შეძლო მისი სწორად გამოყენება, სანამ მოგვიწოდებენ ამ მიწიერი სხეულის დატოვებას. უფალი კეთილ საქმეებსაც არ მიიღებს იმისას, ვინც თავისი ცხოვრება ცოდვებში მოუნანიებლად დაასრულა. შევისმინოთ ეს, რათა ნუგეში ვპოვოთ მწუხარების ჟამს. ზარმაცი მოწათმოქმედი, რომელიც არ თესავს და არც იმკის, ვერაფრით შეივსე თავის ბეღლებს.

ყველაფერი ეს ჭეშამრიტად ასეა, და ამიტომ თითოეული ჩვენგანმა დაე, საკუთარი ძალისაებრ იმოსაგრეოს და მიიღოს ყველამ თავისი გვირგვინი, რომელიც ღმერთის მოწყალებით ებოძა მას სათნოებების შესაბამისად. გთხოვთ, ჩემო საყვარლებო, ნუ დაიტვირთავთ თავს ამასოფლის საზრუნავით და ნუ იქნებით როგორც ის უდიერი მონა, რომელმაც მიწაში დაფლა თავისი ბატონის ვერცხლის ტალანტი, თავად კი სრულიადაც არ უშრომია (იხ. მთ. 25:14-30). ჩვენ ვშრომობთ შესაბამისად ჩვენი ძალებისა, მაგრამ სახიერი და გულუხვი უფლისათვის გაღებული უმცირესი შესაწირიც კი თავის ჯილდოს არ დაკარგავს.

ყოველთვის მართლების მიბაძვას ვეცადოთ, ვჭვრიტოთ ისინი თავიანთ დიდებაში, და დიდი გულმოდგინებით მოვემზადოთ საკუთარი აღსასრულისთვის, რათა იგივე მადლი მივიღოთ მემკვიდრეობითად, რაც მათ მიიღეს.

ჩემო შვილებო, იშრომეთ ახლა მთელი ძალით, იფიქრეთ იმ დიდებაზე, რაც თქვენს შრომებს დააგვირგვინებს. იზრუნეთ იმაზე, რომ არ დკარგოთ მადლი. წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლეში ნათქვამია: „ზრახვაჲ იგი ჴორცთაჲ სიკუდილ არს, ხოლო ზრახვაჲ იგი სულისაჲ ცხორება არს და მშჳდობა“ (რომ. 8:6). დაე, იყოს ჩვენი ფიქრები სულიერი სახის, რათა ნეტარების მემკვიდრეობა და მარადიული ცხოვრება მიგვეღოს.

Illustration_8.jpg

ჩემო შვილებო, თითოეულ თქვენგანს მცენებად ვაძლევ, რომ არ მიეახლოს ეკლესიის სანუკვარ საიდუმლოებს, სანამ წინასწარ ყველას არ შეურიგდება. ვისაც თავის ძმაზე რამე წყენა გაგაჩნია – იჩქარე მასთან შერიგება, სთხოვე შენდობა და დიდი მეტანია გაუკეთე, და მხოლოდ ამის შემდეგ მიეახლე საიდუმლოებს. იცოდეთ, რომ ძმებს შორის სიყვარული და მათი გულების ურთიერთშერიგება არის კურთხევა, რომელშიც მადლის მთელი სავსება მყოფობს.

რისხვა, ღვარძლი, საყვედური, შური, სიძულვილი, ქურდობა, პირმოთნეობა – ყველაფერი ეს წყეული მტრის ნამოქმედარია. ყველა, ვინც კი ერთ-ერთი ამ ვნების მიმდევარია, სატანას ემსგვასება. ამიტომ ვინც საკუთარ ცხონებას სასოებთ, გაექეცით ყველ ამ სიბილწეს. იცოდეთ, რომ ჩვენს მაცხოვარს არ უბრძოლია სატანასთან, და არ უქადია თავისი საღვთო წარმომავლობით, არამედ სიმდაბლეს ინარჩუნებდა, სანამ სატანა შერცხვენილი არ იქნა. უფალმა ჩვენც გვასწავლა, ვებრძოლოთ მტრებს იმავე მეთოდით, ვიდრე არ დავამარცხებთ. მაშ, ვისწავლოთ ჩვენი მოძღვრის სიმდაბლე და მოვიპოვებთ გამარჯვებას. საყვარლებო, დავრჩეთ უცხონი ამა საოფლისათვის, რათა ღირსვიქმნეთ მარადიულ ნეტარებისა.

სამოთხეში პირველი ცოდვა იყო მუცლის მაამებლობა.

პირველი საქმე, რომელიც უფალმა თავისი ნათლისღების შემდეგ აღასრულა, იყო –ორმოცდღიანი მარხვა, და მტერი დამხობილ იქნა. ასე რომ, ვესწრაფოთ იმას, რაც მაცხოვარმა გვასწავლა – შევუდგეთ მარხვას მისი ღვაწლის მისაბაძად. მერე კი გავაძლიეროთ ის და მივიღოთ დიდი ჯილდო.

იცოდეთ, რომ წმინდა ორმოცეული – ეს არის მთელი წლის საფუარი, ამიტომ ჩვენ ფრთხილად უნდა ვიმარხულოთ, რადგან თუ საფუარმა ძალა დაკარგა, მთელი ცომიც გაფუჭდება.

Illustration_9.jpg

მარხვა უკავშირდება რამდენიმე ყველა თქვენგანისთვის ცნობილ სათნოებას, მაგრამ მათ მხოლოდ მაშინ მოაქვთ შედეგი, როცა ერთად არიან. ყურადღებით იყავით, ნუ უგელებელყოფთ მარხვას, და მაშინ ჩვენი მტრები, რომლებსაც შურთ და ცდილობენ ჩვენი სათნოებების გათელვას, უღონონი გახდებიან ჩენთვის ზიანის მოსაყენებლად. რაც მეტად უგულებელვყოფთ მარხვებს, მით მეტის ზიანის მოტანას შეძლებენ ისინი ჩვენთვის.

ამიტომ თუკი ხამსინის დღეებშიც კი [4] არ შეგიძლიათ იმარხულოთ და დიდი მეტანიები გააკეთოთ, მაშინ იფხიზლეთ და გულმოდგინედ იკითხეთ წმინდა წერილი. აღასრულეთ თქვენი მსახურება მთელი ყურადღებითა და ღვთის შიშით. თავს ნუ აარიდებთ ტაძარში მისვლას. იცოდეთ, რომ უფლის ანგელოზმა, რომელიც განსაკუთრებული მადლის მფლობელია, იცის, ვინ არის ღირსეული [თავის სულიერ ცხოვრებაში] და ხარობს მისით და აკურთხებს მას. ხოლო უღირსებს წუხს და დარდობს.   

ჩემო შვილებო, გულისხმა-ჰყავთ, და ნუ გაკადნიერდებით, მიეახლოთ წმინდა საიდუმლოებს, თუკი რამე მიზეზით იმის შიში გექნებათ, რომ ის თქვენთვის განსასჯელად და წარსაწყმედელად იქცევა (იხ. 1 კორ. 11:29-30).

ნუ დააგვიანებთ საეკლესიო მსახურეზაზე, უსმინეთ ფსალმუნებს, სადიდებელ გალობებს და წმინდა წერილს – ვიდრე ქრისტეს ხორცსა და მის ცხოველმყოფელ სისხლს ეზიარებოდეთ. ეს საიდუმლოება განაძევებს თქვენი სულიდან ბნელეთის ყველა ძალას და განწმედს თქვენს გულებს ყოველგვარი უწმინდურებისგან მაცხოვრის სიტყვის თანახმად: „რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგომილ არს, და მე მის თანა“ (ინ. 6:56).

ხოლო მათზე, ვინც დაუდევარია და ჯიუტად არ სურს ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიაროს, გაიმარჯვებენ ბნელეთის ძალები, ისინი შებილწავენ მის გულს და განდევნიან მისგან მაცხოვრის მიერ ბოძებულ მადლს.

ამგვარად, ჩვენ არ უნდა დავტოვოთ ჩვენში სენი და სიბილწეები, რომლებიც ხელს გვიშლიან წმინდა საიდუმლოებთან ზიარებაში წმინდა გულითა და სულით. მაშ, ყოველთვის ვიყოთ ქრისტესთან შერთებულნი, რადგან მის მიერ ვთავისუფლდებით ჩვენ მტრის ხელწიფებისგან.

იფხიზლეთ სულით და აღივსეთ რწმენით, რათა შეგეძლოთ უფალთან მიახლება წმინდა გულითა და კეთილი საქმეებით პირმოთნეობის გარეშე, ღირსეულად შეხვიდეთ ზეციურ იერუსალიმში და მიიღოთ უხრწნელი გვირგვინები. კურთხეულია, ვინც მოიპოვებს მაცხოვარს ჩვენსას იესო ქრისტეს, რომლისა არს დიდება მამისა თვისისა და სულისა წმიდისა თანა უკუნითი უკუნისამდე. ამინ“.

დასასრულ, მან კიდევ თქვა: „ძმებო, მაშ, ვიტიროთ და, დაე, იდინონ ცრემლებმა ჩვენს თვალთაგან ამჟამად, ვიდრე წავიდოდეთ იქ, სადაც ამაოდ წვავენ ისინი ჩვენს სხეულს“.

და ატირდსა მაშინ ღირსი მაკარი და მასთან ერთად ყველამ ტირილი დაიწყო და განერთხნენ ძირს სიტყვებით: „მამაო, ილოცე ჩვენთვის“.

შენიშვნები

1. უდაბნო.

2. ამ კონტექსტში – მონაზონ-თანამოძმეებს.

3. იგულისხმება ზეთის ლამპრები, რომლებსაც ძველად ადამიანები იყენებდნენ, კერძოდ, ღამის საათებში გადასაადგილებლად. ეს დეტალია ნიმუშად მოყვანილი ათი ქალწულის შესახებ სახარებისეულ იგავში (მთ. 25:1:13).

4. ქვიშის ქარიშახალი, რომელიც 50 დღე გრძელდება და თან პაპანაქება სიცხე ახლავს. ეგვიპტეში ეს მოვლენა, ჩვეულებრივ, გაზაფხულზე ხდება; არცთუ იშვიათად დიდ მარხვას ემთხვევა. 

გაზიარება:
პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის თავისუფალი ადამიანი

07.01.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2024

შედგა სატელეფონო საუბარი უწმინდეს პატრიარქ კირილესა და ბელგოროდის მიტროპოლიტ იოანეს შორის

02.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება გამოფენის – „ბელგრადის წმინდა საბას ტაძრის მშვენიერება“ – გახსნის ცერემონიის მონაწილეებს

19.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მონაწილეობა მიიღო რუსეთის რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან რუსეთის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის შეხვედრაში

26.10.2023

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

სსკ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

26.12.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო იუნესკოს საქმეებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის კომისიის საერთო კრების მუშაობაში

22.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب