მთავარი გვერდი საავტორო ანალიტიკა
ლოდი შებრკოლებისა მართლმადიდებლურ-კათოლიკურ დიალოგში…

ლოდი შებრკოლებისა მართლმადიდებლურ-კათოლიკურ დიალოგში

Illustration_1.jpg

დანიელ არაქელიანი

დღეს საერთაშორისო არენაზე რომაულ-კათოლიკური ეკლესია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი ძირითადი პარტნიორია. ამან შეიძლება გააკვირვოს ადამიანი, რომელიც საგანგებოდ არ ინტერესდება ეკლესიათაშორისი დიალოგით და იცის მხოლოდ ისტორიული მტრობის შესახებ კათოლიკებსა და მართლმადიდებლებს შორის. მიუხედავად ამისა, ურთიერთობა წმინდა საყდარსა და მოსკოვის საპატრიარქოს შორის უკანასკნელ ათწლეულებში ძალიან გარდაისახა.

1960-იან წლებში დაწყებული დაახლოება, მართლმადიდებლებსა და კათოლიკებს შორის, დიდი ხნის განმავლობაში ეფუძნებოდა საღვთისმეტყველო დიალოგს. თუმცა დასაწყის ეტაპზე მხარეებს არ მიუმართავთ მწვავე თეოლოგიური საკითხებისთვის. შერეული საერთაშორისო კომისია საღვთისმეტყველო დიალოგში, რომელმაც ორმხრივი დიალოგის სერია ჩაანაცვლა, 1990-იანი წლების დასაწყისამდე ისეთი საკითხებით იყო დაკავებული, რომლებიც რელიგიური თვალსაზრისით ყველაზე ნაკლებად იყო სადავო. რუსეთის ეკლესიის ინიციატივით XX საუკუნის უკანასკნელ ათწლეულში უნდა დაწყებულიყო საეკლესიო მოწყობისა და მისი კანონიკური წეს-წყობის უფრო რთული პრობლემების განხილვა. ბედის ირონიით ამ განზრახვას ბიძგი მისცა 1980-იანების ბოლო და 1990-იანების დასაწყისის მოვლენებმა.   

ლიბერალიზაციამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად, მსოფლიოს ამ რეგიონში უნიატური სტრუქტურების აღორძინება გამოიწვია. განსაკუთრებით აქტიურად მოქმედებდა უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია (უბკე, УГКЦ). მიიღო რა 1989 წლის ბოლოს ლეგალური სტატუსი, უკვე 1990 წლის ივნისისთვის მან თავისი კონტროლის ქვეშ 1303 ეკლესია მოაქცია, რომელთა უმრავლესობაც მანამდე მოსკოვის საპატრიარქოს სამრევლოებს ეკუთვნოდა [10, – С. 567.]. როგორც უწმინდესი პატრიარქი ალექსი II რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 1997 წლის სამღვდელთმთავრო კრებაზე აღნიშნავდა, ბერძენ-კათოლიკები ძალით იტაცებდნენ მართლმადიდებლურ ტაძრებს, „პროუნიატურად განწყობილი ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით აძევებდნენ მართლმადიდებელ მღვდლებსა და სამრევლოებს“ [1]. მთლიანობაში უნიატების მოქმედებამ დაასუსტა დასავლეთ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლადიდებელი ეკლესია. მაგრამ უბკე ამით არ შემოფარგლულა. შეიქმნა კიევის საეგზარქოსო, დაიწყო უნიატების შეღწევა იმ მიწებზე, რომელთა მოსახლეობაც ისტორიულად მართლმადიდებლებს შეადგენდა. უკრაინელმა ბერძენ-კათოლიკებმა პრეტენზიების წამოყენება დაიწყეს ნაციონალური უკრაინული ეკლესიის სტატუსზე.

მართლმადიდებლურ-კათოლიკური დიალოგისათვის ორაზროვანი სიტუაცია იქმნებოდა. ერთი მხრივ, კათოლიკური ეკლესია ოფიციალურად უწოდებდა მართლმადიდებლურ ეკლესიებს „დებს“, აწარმოებდა მათთან საღვთისმეტყველო დიალოგს. მეორე მხრივ, ამავე კათოლიკური ეკლესიის ნაწილი ძალით აძევებდა მართლმადიდებლებს საკუთარი ტაძრებიდან, პროვოცირებდა ძალადობასა და სიძულვილს. ყოველივე ამის შედეგად, მართლმადიდებლურ-კათოლიკური დიალოგი შეჩერებულ იქნა და პერეორიენტაცია მთლიანად გაკეთდა უნიის პრობლემის განხილვაზე. 10 წლის განმავლობაში უნიისადმი მიძღვნილი შერეული კომისიის სამი სხდომა გაიმართა: ფრაიზინგში (1990 წ.), ბალამანდში (1993 წ.) და ბალტიმორში (2000 წ.). პრაქტიკულად ყოველ წელიწადს იმართება შეხვედრები რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და რომაულ-კათოლიკური ეკლესიის დელეგაციებს შორის დასავლეთ უკრაინაში ვითარების დასარეგულირებლად. და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარის განცხადებით „უარყოფენ [უნიას], როგორც ერთობის ძიების მეთოდს, რადგან ეწინააღმდეგება ჩვენი ეკლესიების საერთო ტრადიციებს“ [13, С. – 309], ამ საკითხის საბოლოოდ გადაჭრა მაინც არ მოხერხდა. უნიატების მხრიდან არც ქონების დაბრუნება მომხდარა, არც რიტორიკის შერბილება, არც ექსპანსიის შეწყვეტა.

ამის პარალელურად XX საუკუნის ბოლო გახდა აღორძინების პერიოდი საკუთრივ კათოლიკური სტრუქტურებისთვისაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე. თუმცა საქმე არ შემოფარგლულა უბრალო აღდგენით. როგორც მოგვიანებით თავად კათოლიკებმა აღიარეს, ადგილი ჰქონდა „არასწორ ქმედებას“ კათოლიკი მღვდელმსახურების მხრიდან, ან, როგორც ამას მოსკოვის საპატრიარქოში უწოდეს – პროზელიტიზმს, ანუ აქტიურ მისიონერულ საქმიანობას სხვა ეკლესიის წევრებს შორის [9]. რომაულ-კათოლიკური ეკლესიის ამ მოქმედებების შედეგი გახდა ის, რომ ცალკეული გამოთვლებით კათოლიკების რიცხვი რუსეთში XXI საუკუნის დასაწყისისთვის მილიონ ადამიანამდე გაიზარდა [12, – С. 135].

2000-იანი წლების შუა ხანებისთვის, ვატიკანთან რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობების შუალედური დასკვნების მიხედვით, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, სმოლენსკისა და კალინინგრადის მიტროპოლიტმა კირილემ აღნიშნა, რომ „ზოგჯერ {ეს ურთიერთობები} სრული გაწყვეტის ზღვარზე იდგა“ [7]. ამ დროს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე, ვატიკანმა გამოაცხადა კათოლიკური სამოციქულო ადმინისტრატურების სტატუსის ამაღლება რუსეთში ეპარქიების დონემდე, დაარსა ახალი კათოლიკური ეპარქიები უკრაინასა და ყაზახეთში. იმავდროულად უბკე-მ შექმნა დონეცკ-ხარკოვისა და ოდესა-ყირიმის საეგზარქოსოები და კვლავ წამოწია უკრაინის უნიატური საპატრიარქოს დაარსების თემა.

ამ პირობებში, როდესაც მრავალმხრივი დიალოგი პრაქტიკულად გაიყინა, როდესაც ორმხრივმა ურთიერთმოქმედებამ ვერ მოიტანა მოსალოდნელი შედეგი, რუსეთისა და რომის ეკლესიებმა შეძლეს ისე შეეცვალათ თავიანთი ურთიერთობების ფორმატი, რომ დღევანდელი მდგომარეობით ამ ურთიერთობებს შეგვიძლია ვუწოდოთ გაფორმებული „სტრატეგიული ალიანსი“ [6].

მსგავსი ტრანსფორმაცია რამდენიმე მიზეზმა გამოიწვია. პირველი, რუსეთის ტერიტორიაზე შეწყდა კათოლიკების რიცხვის ზრდა [14] და შენელდა უნიის გავრცელება [15]. ამით დაიკლო იმ პრობლემების სიმწვავემ, რომელთა ირგვლივაც ვითარდებოდა ურთიერთობა მოსკოვის საპატრიარქოსა და ვატიკანს შორის წინარე პერიოდში.

მეორეც, ორივე ეკლესია შეეჯახა ახალ გამოწვევებს, რომლებიც მათ თანამშრომლობისკენ უბიძგებდა. უპირველეს ყოვლისა, ეს იყო ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში ქრისტიანების დევნის გაშლა. აშშ-ს ერაყში შეჭრის შემდეგ 2003 წელს და განსაკუთრებით „არაბეთის გაზაფხულის“ დაწყების შემდეგ 2011 წელს, ლევანტის ოდითგანვე ქრისტიანული მოსახლეობა რელიგიურ ნიადაგზე დევნას შეეჯახა. ის საჭიროებდა მასობრივ კოორდინირებულ დახმარებას. ასეთ პირობებში დაიწყო რუსეთის ეკლესიისა და ვატიკანის დაახლოება. ამის მტკიცებულებას ემსახურება ის, რომ პაპ ფრანცისკესა და პატრიარქ კირილეს 2016 წლის ერთობლივი დეკლარაცია სწორედ ახალი დევნისგან ქრისტიანთა დაცვისკენ იყო მიმართული. 

სხვა გამოწვევა, რომელსაც ქრისტიანული სამყარო შეეჯახა, ეს იყო აგრესიული სეკულარიზმის შემოტევა. მაშინ როდესაც ბევრმა დასავლურმა კონფესიამ აირჩია საკუთარი მემკვიდრეობის შემგუებლობის გზა შეცვლილ გარემოებებთან, ამ დროს მართლმადიდებლები, კათოლიკები და კონსერვატორული პროტესტანტები ტრადიციული ქრისტიანული ფასეულობების დაცვას შეუდგნენ. თუმცა ძნელია შეაფასო ამ მიმართულებით შესრულებული სამუშაოს ეფექტურობა. თვით თანხვედრა შეხედულებებისა ამ საკითხთან დაკავშირებით მართლმადიდებლებსა და კათოლიკებს შორის, აღძრავს მათ ურთიერთმოქმედებების ახალი ფორმების საძიებლად და ეხმარება ერთმანეთთან მოლაპარაკებაში.

თუ წმინდა საყდრისა და მოსკოვის საპატრიარქოს ურთიერთმოქმედებას ფართო სპექტრში შევხედავთ, შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ ახლა ურთიერთობა გაცილებით ორგანიზებული გახდა, ვიდრე 30 წლის წინ იყო. ამჟამად არსებობს სამუშაო ჯგუფი რომაულ-კათოლიკურ ეკლესიასა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ურთიერთობების დასარეგულირებლად, მხარეები მონაწილეობენ ქრისტიანულ კონფესიათაშორის საკონსულტაციო კომიტეტის მუშაობაში და ერთმანეთთან მუდმივ კონტაქტში იმყოფებიან. თანაც, ამ პროცესით დაინტერესებულნი არიან არა მხოლოდ კათოლიკები, რომლებმაც გაზარდეს თავიანთი დასწრება რუსეთში XX საუკუნის ბოლო –XXI საუკუნის დასაწყის პერიოდში, არამედ მოსკოვის საპატრიარქოს მორწმუნენიც, რომელთა რიცხოვნობაც ასევე გაიზარდა კათოლიკების უმრავლესობის ქვეყნებში. ამ პროცესს დიდად შეუწყო რუსეთის საზღვარგარეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთობის აღდგენამ 2007 წელს და რუსული ტრადიციების დასავლეთ ევროპის სამრევლოების სამთავარეპისკოპოსოებთან 2019 წელს. დღეს კათოლიკები და მართლმადიდებლები სულ უფრო ნაკლებად არიან ჩაკეტილები ცალკეული ნაციონალური სახელმწიფოების საზღვრებში, ამიტომ ცხოვრება თვითონ აძლევს ბიძგს მათ თანამშრომლობას, რომელიც უკანასკნელი წლების განმვლობაში ინსტიტუციურად გაფორემებული ხდება.

თუმცა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და რომაულ-კათოლიკურ ეკლესიას შორის ურთიერთობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, მსოფლიო მართლმადიდებლობაში არსებული კრიზის აღიარება. თანაც ამ კრიზისმა მართლმადიდებლურ-კათოლიკურ ურთიერთობაზე გავლენა დაიწყო ბევრად ადრე, ვიდრე ღია ფორმით გამოვლინდებოდა 2018 წელს უკრაინის მოვლენებთან კავშირში. ეს ნათლად შეგვიძლა დავინახოთ იმის მაგალითზე, თუ როგორ ვითარდებოდა მრავალმხრივი საღვთისმეტყველო მართლმადიდებლურ-კათოლიკური დიალოგი XXI საუკუნეში. მაშინ რაკი უნიის პრობლემის გადაჭრა ვერ მოხერხდა, ამიტომაც მხარეებმა გადაწყვიტეს სხვა, არცთუ ნაკლებ რთული საკითხების გადაჭრას შედგომოდნენ, კერძოდ, ეკლესიოლოგიის საკითხს. ამ თემის სიმწვავემ მაშინვე გამოავლინა მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ერთობის არარსებობა. პირველივე სხდომაზე, რომელიც 2006 წელს ბელგრადში გაიმართა – სკანდალი გაჩაღდა. დავა გამოიწვია შემდეგმა ფრაზამ: „ორივე ეკლესია განაგრძოდა [XI საუკუნეში მომხდარი განხეთქილების შემდეგ] „საერთო“ კრებების მოწვევას, რომლებშიც რომის საყდართან ერთობაში მყოფი ადგილობრივი ეკლესიების ეპისკოპოსები და კონსტანტინეპოლის საყდართან ერთობაში მყოფი ადგილობრივი ეკლესიების ეპისკოპოსები მონაწილეობდნენ“. რუსეთის ეკლესია თავისი წარმომადგენლის, ვენისა და ავსტრიის ეპისკოპოს ილარიონის (ალფეევი) სახით, მსგავსი ფორმულირების წინააღმდეგ გამოვიდა და აღნიშნა, რომ „კოსტანტინეპოლის საყდართან ერთობა არასდროს აღიქმებოდა კრებითობის ისეთივე სავალდებულო პირობად, როგორიც დასავლეთის ეკლესიებისთვის გახდა რომის საყდართან ერთობა“. კონსენსუსის არარსებობის მიუხედავად, კომისიის თანათავმჯდომარემ კარდინალმა ვალტერ კასპერმა ეს ფრაზა რამდენადმე შეცვლილი, მაგრამ არსებითად უცვლელი სახით გამოიტანა კენჭისყრაზე. მოსკოვის საპატრიარქო იძულებული შეიქნა პროტესტი შეეტანა დიალოგის წარმოების მსგავსი პროცედურის წინააღმდეგ – მიუთითა რა დოგმატური და ეკლესიოლგიური ხასიათის საკითხების კენჭისყრის გზით გადაჭრის დაუშვებლობაზე“ [2].

ამ საკითხის განხილვას უნდა დაბრუნებოდნენ 2007 წელს რავენის სხდომაზე. მაგრამ კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს პროვოკაციის გამო, – რაც იმაში გამოიხატა, რომ თავის დელეგაციაში არაკანონიკური „ესტონეთის სამოციქულო ეკლესიის“ წარმომადგენლები შეიყვანა, რომელიც ფანარამ მოსკოვის საპატრიარქოს კანონიკურ ტერიტორიაზე შექმნა, – რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია იძულებული გახდა, დაეტოვებინა სხდომა და აღარ მიეღო მონაწილეობა მის მუშაობაში. სხდომის დასრულების შემდეგ გამოსულმა „რავენის დოკუმენტმა“, რომელიც სადავო ფორმულირებას შეიცავდა, რუსეთის ეკლესიის უთანხმოება გამოიწვია და მან 2013 წლისთვის საკუთარი დოკუმენტი მოამზადა – „მოსკოვის საპატრიარქოს პოზიცია მსოფლიო ეკლესიაში პირველობის შესახებ“. მასში აღიარებულია კონსტანტინეპოლის ეკლესიის „პატივის პირველობა“, რომლის შინაარსობრივი შევსებაც განისაზღვრებოდა „მართლმადიდებელი ეკლესიების კონსენსუსით“ [8]. ამრიგად, თუკი ფანარა (და მასთან ერთად ირიბად რომიც) იჟინებდა, რომ ის ფლობდა ზოგიერთ ხელმწიფებრივ უფლებამოსილებას მსოფლიო ან ზოგადმართლმადიდებლურ დონეზე თავისთავად, ამ დროს რუსეთის ეკლესია ამტკიცებდა, რომ შესაძლებელი უფლებამოსილების წყარო რომელიმე თავმჯდომარე ეკლესიისა, შეიძლება იყოს მხოლოდ ყველა სხვა ადგილობრივი ეკლესიის თანხმობა თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში.

მიუხედავად აღნიშნული საკითხის სიმწვავისა, გარკვეული დროით თითქოსდა კონფლიქტი ჩაცხრა. მაგრამ ამ თვალსაზრისის მოჩვენებითობა კარგად გამოაჩინა 2018 წლის უკრაინის კრიზისმა. ამ პირობებში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, შეეჩერებინა მოსკოვის საპატრიარქოს მონაწილეობა „ყველა საეპისკოპოსო კრებაში, საღვთისმეტყველო დიალოგში, მრავალმხრივ კომისიებსა და სხვა სტრუქტურებში, სადაც თავმჯდომარეობენ ან თანათავმჯდომარეობენ კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს წარმომადგენლები“ [3]. ეს იმასაც ნიშნავდა, რომ ჩერდებოდა საღვთისმეტყველო დიალოგი რუსეთის და რომის ეკლესიებს შორის. შედეგების შუალედური შეჯამებისას, მიტროპოლიტმა ილარიონმა განაცხადა, რომ მართლმადიდებლურ-კათოლიკური დიალოგი დღეს „ჩიხშია“ შესული [5].

ავითარებს რა დღეს ურთიერთობას რომაულ-კათოლიკურ ეკლესიასთან, მოსკოვის საპატრიარქომ უნდა გაითვალისწინოს შემდეგი ფაქტორები. ერთი მხრივ, შეინიშნება თანამშრომლობის ორმხრივი ნება სხვადასხვა სფეროში, მნიშვნელოვნად დაიკლო ძველი კონფლქტების სიმწვავემ. არ შეიძლება ანგარიში არ გავუწიოთ ურთიერთობათა იმ მაღალ ნიშნულს, რომელიც მიღწეულია ისტორიულ შეხვედრაზე პაპ ფრანცისკესა და პატრიარქ კირილეს შორის ჰავანაში 2016 წელს და ორ ეკლესიას შორის ერთობლივი მუშაობისას მიღწეულ შეთანხმებას დევნილი ქრისტიანებისა და ქრისტიანული ფასეულობების დაცვის საქმეში. ამავე დროს, ძველი გამოწვევები არსად გამქრალა. ჯერ კიდევ გადაუწყვეტელია უნიის პრობლემა, რომელსაც მოსკოვის საპატრიარქოს სსკგ-ს თავმჯდომარე ვოლოკალამსკის მიტროპოლიტი ილარიონი დღესაც უწოდებს მართლმადიდებლურ-კათოლიკურ დიალოგში „შებრკოლების ლოდს“ [4]. ნეგატიურდ აისახება რუსეთის ეკლესიისა და ვატიკანის ურთიერთქმედებებზე მართლმადიდებელთაშორისი ურთიერთობების დღევანდელი კრიზისიც. ვითარების სირთულე ისაა, რომ ეს პრობლემები საღვთისმეტყველო თემებს ეხება და გადასაჭრელად მოითხოვს ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის წინასწარ კონსენსუსს, რაც უახლოეს მომავალში ნაკლებ სავარაუდოა, რომ მიღწეულ იქნეს. ხოლო იმ პირობებში, როდესაც ძირითადი საკითხები გადაუჭრელი რჩება, შეუძლებელია დაგეგმო ხანგრძლივი ურთიერთობები, მაგრამ მათი გაუმჯობესება ან გაუარესება გრემოებების ცვლილებებთანაა დაკავშირებული. ეს იმით ვლინდება, რომ მოსკოვის საპატრიარქოსა და წმინდა საყდრის დღევანდელი სტრატეგიული ალიანსი უპირველეს ყოვლისა გარეგან გამოწვევებზე რეაგირებს. ხანგრძლივი თანამშრომლობა კი აუცილებლად მოითხოვს საღვთისმეტყველო დიალოგის გადატვირთვას.

წყაროების ნუსხა

1. უწმიდესი პატრიარქის ალექსის მოხსენება 19197 წ. სამღვდელთმთავრო კრებაზე [ელექტრონული რესურსი] // URL: http://www.patriarchia.ru/db/text/421718.html (дата обращения: 10.08.2021).

2. ეპისკოპოსმა ილარიონმა კარდინალ კასპერს პროტესტი განუცხადა მართლმადიდებლურ-კათოლიკური დიალოგის წარმოების პროცედურასთან დაკავშირებით [ელექტრონული რესურსი] // URL: http://www.patriarchia.ru/db/text/145204.html (дата обращения: 10.08.2021).

3. Журнал № 69 // ЖУРНАЛЫ заседания Священного Синода от 14 сентября 2018 года.

4. ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი: „უნია რჩება მთავარ შებრკოლების ლოდად მართლმადიდებლურ-კათოლიკურ დიალოგში“ [ელექტრონული რესურსი]  // URL: http://www.patriarchia.ru/db/text/4616459.html (дата обращения: 10.08.2021)

5. ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი: „კონსტანტინეპოლის პატრიარქმა მართლმადიდებლურ-კათოლიკური დიალოგი ჩიხში შეიყვანა“ [ელექტრონული რესურსი]  // URL: https://mospat.ru/ru/news/87722/ (дата обращения: 10.08.2021).

6. ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი: „ერთად მუშაობა ქრისტიანობის დასაცავად“ [ელექტრონული რესურსი]  // URL: https://www.vaticannews.va/ru/church/news/2020-02/mitropolit-ilarion-rabotat-vmeste-dlya-zashity-hristianstva.html (дата обращения: 10.08.2021).

7. კურთხეული სამღვდელთმთავრო კრების განჩინება საგარეო საქმიანობის საკითხების შესახებ [ელექტრონული რესურსი]  // URL: http://www.patriarchia.ru/db/text/418906.html (дата обращения: 26.04.2019).

8. მოსკოვის საპატრიარქოს პოზიცია მსოფლიო ეკლესიაში პირველობის საკითხთან დაკავშირებით [ელექტრონული რესურსი] // URL: http://www.patriarchia.ru/db/text/3481089.html (дата обращения: 10.08.2021).

9. Сперанская Е. С. Диалоги богословские Русской Православной Церкви // Православная Энциклопедия [Электронный ресурс] // URL: https://www.pravenc.ru/text/171923.html (дата обращения: 10.08.2021)

10. Тамборра А. Католическая Церковь и Русское Православие: Два века противостояния и диалога. – М.: Библейской-богословский институт св. апостола Андрея, 2007. – С. 631.

12. Юдин А. Католический на вызов глобализации в Евразии / Религия и глобализация на просторах Евразии/ под ред. Малашенко А., Филатов С. –М.: Российская политическая энциклопедия, 2009. – 126-175 с.

13. Юдин А. Православие и католичество: От конфронтации к диалогу. – М.: Библейско-богословский институт св. апостола Андрея, 2005. – 596 с.

14. Catholic Hierarchy [Электронный ресурс] // URL: https://www.catholic-hierarchy.org/diocese/dmosc.html (дата обращения: 28.04.2019).

15. The Eastern Catholic Churches [Электронный ресурс] URL: http://www.cnewa.org/source-images/Robersoneastcath-statistics/eastcatholic-stat16.pdf (дата обращения: 28.04.2019).

სტატიის ავტორი
დანიელ არაქელიანი
გაზიარება:
გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უკრაინის უმაღლესი რადას მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიკვიდაციაზე მიმართული კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით რელიგიურ მოღვაწეებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართა

24.08.2024

წმინდა სერგი რადონეჟელის ხსენების დღეს უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღავლინა წმინდა სერგის სამების ლავრაში

18.07.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელს საპატრიარქო ტახტზე გამორჩევა და აღსაყდრება მიულოცა

30.06.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე პატიმრობიდან გათავისუფლებულ ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტ იონათანს შეხვდა

25.06.2024

პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატის მიბრძანებას წმინდა სერგის სამების ლავრაში

22.06.2024

ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტი იონათანი გაათავისუფლეს

22.06.2024

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

30.05.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დამწუხრებული და აღშფოთებულია სერბეთის ეკლესიის წინამძღვრისა და მღვდელთმთავრების კოსოვოში შესვლის აკრძალვით

17.05.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

05.05.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მილოცვები გაუგზავნა ძველი აღმოსავლეთის ეკლესიების წინამძღვრებს, რომლებიც აღდგომას 5 მაისს დღესასწაულობენ

05.05.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

04.05.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე მიმართვით გამოვიდა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე ზეწოლის აღმაშფოთებელ შემთხვევებთან დაკავშირებით

27.04.2024

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მოსკოვში ანტიოქიის საპატრიარქოს მეტოქიონს ეწვია

27.06.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ბაქოსა და აზერბაიჯანის ეპისკოპოს ალექსის შეხვდა

27.06.2024

პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატის მიბრძანებას წმინდა სერგის სამების ლავრაში

22.06.2024

სინოდის კონსტატაციით, შეუძლებელია ბულგარეთის ეკლესიის იმ იერარქებთან თანამსახურება, რომლებიც სქიზმატებთან საეკლესიო ზიარებაში შევიდნენ

30.05.2024

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

30.05.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს სააღდგომო მილოცვები გაუგზავნა

05.05.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ სააღდგომო მილოცვა გაუგზვნა ძველი აღმოსავლური ეკლესიების მეთაურებს, რომლებიც აღდგომას 5 მაისს აღნიშნავენ

05.05.2024

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب