მთავარი გვერდი საავტორო ანალიტიკა
რუსეთი და 1821 წლის ეროვნულ-განმათავისუფლებელი რევოლუცი…

რუსეთი და 1821 წლის ეროვნულ-განმათავისუფლებელი რევოლუცია საბერძნეთში

Illustration_1.jpgისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოლღა პეტრუნინა

მიმდინარე წელს საბერძნეთი აღნიშნავს ქვეყნის უახლესი ისტორიის ფუძემდებელი მოვლენის – 1821 წლის ეროვნულ-განმათავისუფლებელი რევოლუციის დაწყების 200 წლის იუბილეს, რომელსაც სახელმწიფოში დიდი რევოლუციაც კი უწოდეს. მისი ძირითადი მნიშვნელობა ისაა, რომ მის შედეგად ევროპის რუკაზე გაჩნდა სახელმწიფო – საბერძნეთი, რომელიც მანამდე არასდროს არსებულა: ძველ დროში ბერძნებს ჰქონდათ არა ერთიანი სახელმწიფო, არამედ ცალკეული პოლისები, ხოლო ის შუასაუკუნეების იმპერია, რომელსაც ჩვენ, ჩვეულებრივ, ბიზანტიას ვუწოდებთ, იყო მრავალნაციონალური სახელმწიფო და საკუთარ თავს რომის მემკვიდრედ თვლიდა. ამ ხალხების ერთობა ნარჩუნდებოდა ბევრი მათგანისთვის საერთო მართლმადიდებლური სარწმუნოებით.

დიდი ხნის განმავლობაში საბერძნეთად იმ ოლქებს მოიხსენიებდნენ, რომლებიც ტრადიციულად ბეძნებით იყო დასახლებული. მას შემდეგ, რაც თურქებმა ბიზანტია დაიპყრეს, ბერძნები რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში სულთანების ხელისუფლების ქვეშ ცხოვრობდნენ და საკუთარი ქრისტიანული სახელმწიფოს აღორძინებაზე ოცნებობდნენ. ბერძნებში პოპულარული იყო წინასწარმეტყველება, მომავალში ბოსფორზე ქრისტიანული სამეფოს აღორძინების შესახებ, რომელიც უნდა მომხდარიყო „ძლიერი, ღიაფერისთმიანი ჩრდილოელი ხალხის დახმარებით“. დიდი ხნის განმავლობაში საბერძნეთად იმ ოლქებს მოიხსენიებდნენ, რომლებიც ტრადიციულად ბეძნებით იყო დასახლებული. მას შემდეგ, რაც თურქებმა ბიზანტია დაიპყრეს, ბერძნები რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში სულთანების ხელისუფლების ქვეშ ცხოვრობდნენ და საკუთარი ქრისტიანული სახელმწიფოს აღორძინებაზე ოცნებობდნენ. ბერძნებში პოპულარული იყო წინასწარმეტყველება, მომავალში ბოსფორზე ქრისტიანული სამეფოს აღორძინების შესახებ, რომელიც უნდა მომხდარიყო „ძლიერი, ღიაფერისთმიანი ჩრდილოელი ხალხის დახმარებით“.

ნაპოლეონის ომების დასრულების შემდეგ, ბერძენმა აქტივისტებმა აჯანყებისათვის მზადება დაიწყეს: ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, ოდესაში, შეიქმნა საიდუმლო ორგანიზაცია „ფილიკი ეთერია“ („მეგობრული საზოგადოება“), რომელიც სულთანის სამფლობელოებში აჯანყებებს ამზადებდა. საზოგადოების მეთაური გახდა რუსი არმიის ოფიცერი, ეთნიკური ბერძენი ალექსანდრე იპსილანტი. 1821 წლის თებერვლის ბოლოს იგი მცრერიცხოვანი რაზმით გადავიდა სასაზღვრო მდინარე პრუტზე და მოლდოვაში ბერძნების ამბოხი მოაწყო. ერთი თვის შემდეგ აჯანყება დაიწყო საბერძნეთშიც. 

Illustration_2.jpg

თითქმის ათი წელი იბრძნოდნენ მამაცი ბერძნები თავისუფლებისათვის. მაგრამ ძალები ძალიან არათანაბარი იყო. აჯანყებით მოცული რამდენიმე ოლქის რესურსის შედარებაც კი არ შეიძლებოდა ოსმალეთის იმპერიის უზარმაზარ რესურსთან. ამიტომ, მიუხედავად თავდაპირველი წარმატებებისა, საბერძნეთის რევოლუცია განწირული აღმოჩნდა დამარცხებისათვის გარე დახმარების გარეშე.   

სამწუხაროდ, ზოგიერთმა ბერძენმა პოლიტიკოსმა და საზოგადოებრივმა მოღვაწემ შემდგომში დაიწყო რუსეთის, ინგლისისა და საფრანგეთის დახმარების უარყოფა დამოუკიდებელი საბერძნეთის შექმნის საქმეში. ამის ერთ-ერთი უკანასკნელი დროის მაგალითია –  წერილი, მაშინ ჯერ კიდევ აბიდოსის ეპისკოპოსისა, ამჟამად კრინიის მიტროპოლიტისა და მალტის ეგზარქოსისა კირილესი, რომელიც მან ახალი ამბების სააგენტო Romfea.gr.-ს გაუგზანა. ყოვლადუსამღვდელოესი კირილე აღიარებს, რომ რუსეთში მართლაც იყო ფართო საზოგადოებრივი მოძრაობა აჯანყებულ ბერძენთა დასახმარებლად, მაგრამ ამასთანავე, ირწმუნება, თითქოს ოფიციალურ დონეზე რუსეთს საბერძნეთისთვის არაფერი გაუკეთებია.  

Illustration_3.jpg

თუმცა საქმე ასე სრულებითაც არ არის. 1821 წლის გაზაფხულ-ზაფხულზე სულთანის კარზე რუსეთის ელჩი, გრაფი გ. ა. სტროგანოვი მაღალ პორტას (სულთანის მთავრობა) პროტესტის ნოტებით ბომბავდა ბერძნების წინააღმდეგ წარმოებული რეპრესიებისა და დარბევების გამო. ბოლოსდაბოლოს რუსეთის მისიამ დატოვა ოსმალეთის დედაქალაქი და ამით ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა გაწყდა.  

1823 წლის ბოლოს სწორედ რუსეთი გახდა ინიციატორი პირველი საერთაშორისო პროექტისა საბერძნეთში ავტონომიური სამთავროების შექმნის თაობაზე, – ცნობილი, როგორც ტატიშევის გეგმა. მაგრამ მაშინ ეს ბერძნებს ცოტა მოეჩვენათ. ისინი კმაყოფილნი იყვნენ საკუთარი წარმატებებით: 1821 წელს მათ მოახერხეს გამაგრებულიყვნენ პელოპონესში – რევოლუციის ეპიცენტრში, 1822 წელს კი დაემარცხებინათ მათ წინააღმდეგ გაგზავნილი ორი თურქული არმია. 1823 წელს ახალი არმიის გაგზავნა შეჩერდა დედაქალაქში იანიჩარების აჯანყების მიზეზით. იმავდროულად, მთელს ევროპაში, განსაკუთრებით, საფრანგეთსა და რუსეთში, ფართოვდებოდა საზოგადოებრივი მოძრაობა აჯანყებულ ბერძენთა დასახმარებლად: იქმნებოდა ფილელინური კომიტეტები, იკრიბებოდა ტყვედ ჩავრდნილი ქრისტიანების გამოსასყიდი სახსრები, ყალიბდებოდა და აჯანყებულ საბერძნეთში იგზავნებოდა მოხალისეთა რაზმები. ალბათ არცერთ სხვა ერს არ მიუღია ასეთი ფართო საერთაშორისო საზოგადოებრივი დახმარება, როგორიც ბერძნებმა მიიღეს. 

Illustration_4.jpg

ყოველივე ეს ბერძენ რევოლუციონერებს ცრუ ილუზიებს უქმნიდა სწრაფი გამარჯვების შესახებ. მათ ის გარემოებაც კი უგულებელყვეს, რომ აჯანყების რაიონში ბევრი ციხესიმაგრე ჯერ კიდევ თუქეთის გარნზონებს ეკავათ. 1824-1825 წლებში პოლიტიკურმა უთანხმოებამ ბერძენთა ბანაკში მთელი რიგი სამოქალაქო ომები გამოიწვია. ამ დროს სულთანმა ბრძოლის ტაქტიკა შეცვალა და დასახმარებლად თავის ვასალს, ეგვიპტის მმართველ მუჰამედ ალის მიმართა. 1824 წ. თურქულ-ეგვიპტურმა ფლოტმა ბერძენ ამბოხებულებს ზღვაზე რამდენიმე დამარცხება აწვნია და უზრუნველყო, ამბოხებულ რაიონებში ჯარის ზღვით გადასროლის უსაფრთხოება. 1825 წლის თებერვალში დაიწყო ეგვიპტის ჯარების შესვლა პელოპონესში.

სამოქალქო ომებით დასუსტებულმა ბერძნებმა ვერ შეძლეს, წინააღმდეგობა გაეწიათ ეგვიპტის კარგად შეიარაღებული და დისციპლინირებული ჯარისთვის, რომელსაც მუჰამედ ალის ვაჟი, ნიჭიერი მხედართმთვარი იბრაგიმ-ფაშა მეთაურობდა. დამარცხებით გატეხილი აჯანყებულები გაიფანტნენ, შიმშილითა და ავადმყოფობით დაუძლურებელმა მოსახლეობამ კი სულთანს ერთგულება შეჰფიცა. 1827 წლის გაზაფხულისთვის ბერძენ რევოლუციონერთა კონტროლის ქვეშ მხოლოდ პატარა რაიონი დარჩა პელოპონესის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. როგორც შემდგომში ამბოხებულთა ჯარის მეთაური, თეოდორე კოლოკოტრონისი იხსენებდა, სწორედ მაშინ დადგა ბერძნებისთვის ყველაზე კრიტიკული მომენტი. საბერძნეთის რევოლუციის საბოლოოო ჩახშობა თითქმის გარდაუვალი იყო – მისი გადარჩენა მხოლოდ სასწაულს შეეეძლო, და ეს სასწაული მოხდა.

Illustration_5.jpg

1827 წელს რუსეთმა ინგლისსა და საფრანგეთს შესთავაზა, კონვენცია მიეღოთ საბერძნეთის საკითხთან დაკავშირებით, რათა სულთანი აეძულებინათ, დათმობაზე წასულიყო და ბერძნებისთვის ავტონომია დაემტკიცებინა. ამ კონვენციის თანახმად, რომელსაც 1827 წლის 24 ივნისს (6 ივლისს) მოეწერა ხელი, სამი „დერჟავა“ შუამდგომელი ხდებოდა ბერძნულ-თურქული კონფლიქტის გადაჭრის საქმეში. იმისათვის, რომ ორივე მხარეს მორატორიუმი დაეცვა მოლაპარაკების პერიოდში, საბრძოლო მოქმედებების რაიონში ინგლისურ-ფრანგულ-რუსული ესკადრა იქნა შეყვანილი. 1827 წლის 8 (20) ოქტომბერს ამ ესკადრამ ნავარინის ბუხტაში მდგომი თურქეთ-ეგვიპტური ფლოტი გაანადგურა; ყველაზე დიდი წარმატებით მოქმედებდა ესკადრის რუსული ნაწილი კონტრ-ადმირალ ლ. პ. გეიდენის მეთაურობით. ამ ბრძოლამ, რომლის მოსახსენებლადაც ყოველწლიურად იმართება სადღესასწაულო ღონისძიებები, კარდინალურად შეცვალა ძალთა ბალანსი. მაგრამ მაღალ პორტას სიტყვის გაგონებაც არ სურდა, ბერძნების დამოუკიდებლობაზე ან თუნდაც ავტონომიის მინიჭებაზე. ბერძენი მეექვსეკლასელების ისტორიის დღევანდელ სახელმძღვანელოში სამართლიანადაა აღნიშნული, რომ მხოლოდ „რუსეთ-თურქეთის 1828-1829 წწ. ომში ოსმალეთის იმპერიის დამარცხებამ აიძულა სულთანი, მოლაპარაკებებზე წასულიყო“. 

1829 წლის 10 (22) მარტს რუსეთმა, ინგლისმა და საფრანგეთმა ხელი მოაწერეს პროტოკოლს, სადაც ჩამოყალიბებული იყო საბერძნეთისთვის ავტონომიის მინიჭების პირობები, ამასთან, რუსი დიპლომატები დაჟინებით მოითხოვდნენ მომავალი საბერძნეთის სახელმწიფოსთვის საზღვრების, რაც შეიძლება, გაფართოებას. 1829 წლის ზაფხულში რუსული არმია სწრაფად გაიჭრა წინ და ადრიანეპოლი დაიკავა, საიდანაც პირდაპირი გზა იხსნებოდა ოსმალეთის იმპერიის გულისკენ. სულთანი იძულებული გახდა, მიეღო პროტოკოლის პირობები. 

Illustration_6.jpg

ადრიანეპოლის სამშვიდობო შეთანხმებამ (1829 წ.) დაასრულა რუსეთ-თურქეთის ომი. შეთანხმების მეათე მუხლი სულთანს ავალებდა, 1827 წლის კონვენციისა და 1829 წლის მარტის პროტოკოლის აღიარებას. რამდენიმე თვის შემდეგ, 1830 წლის 22 იანვარს (3 თებერვალს) რუსეთმა, ინგლისმა და საფრანგეთმა საბერძნეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარეს.

შემდგომში ა. ს. პუშკინი წერდა: „1829 წელს ევროპის ყურადღება მიპყრობილი იყო ადრიანეპოლისკენ, სადაც საბერძნეთის ბედი წყდებოდა. რვა თვის განმავლობაში მთელი მართლმადიდებლური სამყარო მხოლოდ ამაზე ფიქრობდა. საბერძნეთი გაცოცხლდა, ჩრდილოეთის ძლიერმა დახმარებამ მას დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობა დაუბრუნა“.

ახლა, ამ მოვლენებიდან 200 წლის შემდეგ, ჩვენ გვახსოვს, რომ რუსეთმა შეიფარა თურქეთის რეპრესიებს გამოქცეული ბერძენი დევნილები; გვახსოვს კონსტანტინეპოლში რუსეთის მისიის ძალისხმევა ბერძენი მოსახლეობის დარბევისგან დასაცავად; გვახსოვს რუსი დიპლომატების ბრძოლა, ბერძნებისათვის ავტონომიისა და დამოუკიდებლობის მისანიჭებლად; გვახსოვს რუსი მოხალისენი – ძმები ბერეზანსკები, რომლებმაც აჯანყებულ საბერძნეთში 180-კაციანი რაზმი შეიყვანეს; გვახსოვს რუსი ოფიცერი ნიკოლოზ რაიკო, რომელიც დამოუკიდებელი საბერძნეთის პირველი დედაქალაქის კომენდატი გახდა; გვახსოვს 1828-1829 წწ. თურქეთის ომში დაღუპული ათასობით რუსი ჯარისკაცი და ოფიცერი. გვახსოვს ისიც, რომ რუსეთის დახმარების გარეშე საბერძნეთი ვერ გახდებოდა დამოუკიდებელი სახელმწიფო. სასურველია, რომ ეს ბერძნებსაც ახსოვდეთ. 

სტატიის ავტორი
Olga Petrunina
გაზიარება:
რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის მეორე სამუშაო დღე დაიწყო

24.09.2021

რუსეთის პატრიარქმა კირილემ რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომას უხელმძღვანელა

23.09.2021

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სიტყვა კონფერენციის გახსნაზე, რომლის თემაა: „მსოფლიო მართლმადიდებლობა: პირველობა და კრებსითობა მართლმადიდებლური სარწმუნოების სწავლების შუქზე“.

16.09.2021

უწმინდესი პატრიარქი კირილე მართლმადიდებლობაში პირველობისა და კრებსითობის თემაზე კონფერენციას გახსნის

14.09.2021

პატრიარქ კირილეს მილოცვა მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიის 155 წლის იუბილესთან დაკავშირებით

13.09.2021

რუსეთის ეკლესიის წინამძღვრის მისალმება G20-ის რელიგიათაშორისი ფორუმის მონაწილეებისადმი

12.09.2021

პატრიარქმა კირილემ ალექსანდრე ნეველის 800 წლის იუბილესთან დაკავშირებით სანკტ-პეტერბურგში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა

12.09.2021

პატრიარქის მიმართვა რუსეთის სპორტსმენებს – ტოკიოს XVI საზაფხულო პარაოლიმპიური თამაშების მონაწილეებს

06.09.2021

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა მიტროპოლიტ იოანიკეს, ჩერნოგორიის კათედრაზე აღსაყდებასთან დაკავშირებით

05.09.2021

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ კოპტური საპატრიარქოს სპეციალურ წარმომადგენელს დოქტორ ა. მილადს ჯილდო გადასცა

03.09.2021

უწმინდესი პატრიარქ კირილეს მილოცვა ა. კარისისადმი ესტონეთის პრეზიდენტის პოსტზე არჩევასთან დაკავშირებით

02.09.2021

უწმინდესი პატრიარქი კირილე: ბოროტი ძალები მართლმადიდებელი ეკლესიების ერთობას არღვევენ

29.08.2021

პატრიარქ კირილეს სამძიმარი უზბეკეთის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

24.08.2021

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება ფესტივალის – „რუსეთი – საბერძნეთი. ერთად საუკუნეების სიღრმეში“ – მონაწილეებს

21.08.2021

საპატრიარქო მილოცვა კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის მეშვიდე წლისთავთან დაკავშირებით

17.08.2021

რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის მეორე სამუშაო დღე დაიწყო

24.09.2021

რუსეთის პატრიარქმა კირილემ რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომას უხელმძღვანელა

23.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი თავისი დედობრივი სიყვარულით მთელს სამყაროს და თითოეულ ადამიანს გულში იკრავს

21.09.2021

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი მოსკოვის ენერგეტიკის ინსტიტუტს ეწვია

20.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: კონსტანტინეპოლი ხელყოფს სხვის საკუთრებას

20.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: მოდით შევთხოვოთ უფალს, რომ ჩვენი გული ყოველთვის ღია იყოს მისი საღვთო მყოფობისათვის

19.09.2021

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა ვენაში პატროლოგების კონფერენციაში დისტანციურ რეჟიმში მიიღო მონაწილეობა

18.09.2021

მიტროპოლიტ ილარიონის სიტყვით გამოსვლა წიგნის პრეზენტაციაზე – „კიევის მიტროპოლიის შეერთება რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან. 1676-1686 წწ. კვლევები და დოკუმენტები“

16.09.2021

სსკგ-ს თავმჯდომარე ყირგიზეთის რელიგიური და სახელმწიფო მოღვაწეთა დელეგაციას შეხვდა

14.09.2021

გამოვიდა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონის წიგნის – „ეკლესიის წმინდა საიდუმლო" რუმინული თარგმანი

14.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უკრაინაში შეჭრით პატრიარქმა ბართლომეოსმა პოლიტიკური ბრძანება შეასრულა

13.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ხალხს აუკრძალო მუსიკის მოსმენა – იგივეა, რომ აუკრძალო წყლის დალევა

13.09.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა მოუწოდა არჩევნებში ხმის მიცემისას ამომრჩეველმა საკუთარი სინდისის ხმით იხელმძღვანელოს

13.09.2021

პატრიარქმა კირილემ ალექსანდრე ნეველის 800 წლის იუბილესთან დაკავშირებით სანკტ-პეტერბურგში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა

12.09.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب