იპოვე შენში ადამი

Illustration_1.jpg

ანდრია ჩუპრასოვი, პორტალის ავტორი

ძნელია, ათონის შესახებ ისეთი ვიდეომიმდევრობა გადაიღო, გამოცდილ მაყრებელს რომ გააკვირვებს. გამოუცდელი კი ამით არც დაინტერესდება. ვისაც წმინდა მთის ისტორია აინტერესებთ და იქ არაერთხელ ყოფილან, მთელი სიგრძე-სიგანით მოუვლიათ მონაზვნების ბილიკები მთებსა და ტყეებში, მოუსმენიათ ლეგენდარული ისტორიები წმინდანთა ცხოვრებებიდან, ყველა ისინი სიხარულით ნახავენ ნებისმიერ ფილმს ათონის შესახებ. სადღაც გაეღიმებათ, სადღაც ნაცნობ ადგილებს დაინახავენ, შეიძლება, მონაზონთა შორის ნაცნობი სახეებიც კი იხილონ, – ღვთისმსახურებაზე რომ თვალწინ გაელვებულან. უბრალო მოკვდავი ასე შორს, ალბათ, არ წავა – მას ხომ მორიგი სერიალისთვისაც კი დრო ძლივს ყოფნის! ასეთი სტერეოტიპი არსებობს, და ფილმის - „ადამ, სადა ხარ“ შემქმნელებს აშკარად სურთ მისი დამსხვრევა თვით ამ კინოპროდუქტით და მრავალრიცხოვანი ინტერვიუთი. უნდა ითქვას, რომ ეს მათ ნაწილობრივ გამოუვიდათ.

film.png

ნახეთ ტრეილერი „ადამ, სადა ხარ“

აქვე შევნიშნავ, რომ მრავალჯერ ვყოფილვარ ათონის მთაზეც და დოქიარის მონასტერშიც, სადაც ფილმის სიუჟეტი ვითარდება. პირველ კადრებში ცნობილი ლიმონის ხე ჩანს მონასტრის შესასვლელთან. მოსავალს ამ ხიდან აღდგომის წინ იღებენ და კიდევ შემოდგომაზე. ნაყოფის სქელი კანი იმდენ ეთერულ ზეთს შეიცავს, რომ მას შემდეგ, რაც ლიმონს გაფცქვნი, ხელები კეთილსურნელოვანი თხელი გარსით იფარება. არომატი კი რამდენიმე საათი ნარჩუნდება. ნაყოფის ხიდან მოწყვეტა არ შეიძლება, ხოლოდ ძირს ჩამოცვენილი შეგიძლია აიღო. ყოველივე ამას თავში სწრაფად ატრიალებ, იხსენებ და აზრებს დაჩრდილულ ტალავარში მიჰყავხარ მთავარანგელოზის დაცვის ქვეშ მონასტრის შესასვლელთან. ყველაფერი ისეა, როგორც ყოველთვის – სასიამოვნო სანახაობისთვის ეწყობი. და ამ დროს – აბსოლუტური კოგნიტიური დისონანსი. ბერი ძაღლების გარემოცვაში. ძაღლების სამეფო. აქ ნახავთ დიდ ქოფაკებსაც და გაძვალტყავებულ მაწანწალა ძაღლებსაც და სულ პატარა გლამურულ ბალონკებსაც. ათონი – ეს არის კატების სამეფო! ეს ყველამ იცის. აქ კი რაღაც სხვანაირად არის. აქვე წინასწარ ვიტყვი, რომ კატები და მათი სამეფო ფილმის შუა ნაწილში გამოჩნდება. მანამდე კი გულ-ღვიძლს რომ ამოგიტრიალებს, ისეთ სურათს ვხედავთ: დასახიჩრებული ძაღლი ცდილობს, სამსაფეხურიან კიბეზე ავიდეს და ვერ ახერხებს, ბერი უკნიდან წაბიძგებით ეხმარება. თავისი მოქმედებით იგი ძაღლს შესაძლებლობას აძლევს, მიირბინოს საჭმლის თასთან, თავისი სიტყვით კი ჩვენ გვაძლევს საშუალებას, მივეახლოთ ათონის ბერების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებისა და რწმენის სიბრძნეს

Illustration_2.jpg

რეჟისორმა ალექსანდრე ზაპოროშჩენკომ და პროდიუსერმა მამა ალექსანდრე პლისკამ კარგად იციან ათონიც და მსოფლიო დოკუმენტალური კინომატოგრაფიაც. ისინი თავიანთ ფილმს წარმოაჩენენ როგორც ზოგადმართლმადიდებლურ შემოქმედებას, რომელსაც საზღვრები არ გააჩნია. ფილმის ჩვენება მათ მოაწყვეს რუსეთის, უკრაინისა დაა ბელორუსიის სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის, ყირიმშიც. ამით, თითქოსდა, თავიდანვე აცხადებენ, რომ მათი ნამუშევარი შორს დგას რომელიმე ცალკე აღებული სახელმწიფოს ინტერესებისგან; ის მთლიანად დაცლილია პოლიტიკური კონიუქტურისგან, თეოლოგიური დავებისგან. მათი აქცენტი ადამიანის სულზეა მიმართული, მართლმადიდებელი ადამიანის საბაზო ფასეულობებზე – აღდგომაზე, სინანულზე. ერთხელ ჟან-ლიუკ გოდარმა თქვა რომ კინო – ეს არის წამში 24-კადრიანი სიმართლე. რომელ სიმართლეს ეძებენ ფილმის ავტორები? ამ კითხვაზე პასუხი ზედაპირზე არ დევს, ის იხილვება ფილმის მთავარი გმირების – დოქიარის მონასტრის ბერების აზრებში, სიტყვებში გამოხედვებში.

საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ღვთისმშობელი თავისი საფარველით იცავს ათონს ყოველლგვარი უბედურებისგან. როდესაც ამ ფილმს ვუყურებთ, აშკარად ვრწმუნდებით, რომ ეს საფარველი ათასობით ბერის ბედითაა მოქსოვილი, – მრავალი წლის განმავლობაში წმინდა მთაზე რომ ლოცულობდნენ. თითოეული ძაფი – ეს ადამიანის სულია. აი, რეჟისორის კამერა ჩერდება ბერ-მეფუტკრეზე, მერე – მეთევზურზე, ხატმწერზე, მეპურეზე, ქირურგზე... და შენ ხვდები, რომ ღვთისმშობელი მხოლოდ ზედამხედველობს, საფარველს კი თავად ბერები ქსოვენ – საკუთარი შრომით, ლოცვით.

მაგრამ ყველა საფარველს აქვს ისეთი გამორჩეული ორნამენტი, განსაკუთრებული ფიგურა, რომელიც მას საკრალურ მნიშვნელობას სძენს.

ამ ორნამენტში წითელი ძაფია – იღუმენი გრიგოლი (ზუმისი). მასთან საუბარში იკვეთება ფილმის ძირითადი შინაარსობრივი აქცენტები.

Illustration_3.jpg

როგორც ჭეშმარიტი დოკუმენტალისტები, ავტორები ინტერვიუში ამბობენ, რომ მათ „არაფერი მოუგონიათ“. გერონდა გრიგოლის არ მოსწონს, როცა მონაზვნურ ცხოვრებას ალამაზებენ და საეკლესიო ზღაპრებს სთხზავენ; როცა „ცხოვრებებში“ წმინდანები ძალიან „დავარცხნილები“ არიან, ხოლო მათი ცხოვრების ადამიანური მხარე დაფარულია. იგი ამბობდა, რომ ამგვარი წერილებით იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ისინი ღრუბლებზე დადიან. ფილმში ეს ზოგჯერ მართლაც გვაძრწუნებს. იღუმენი ფილმში ძალიან გულწრფელია. იგი ტირის ახალი მონაზონის კურთხევისას (სულისშემძვრელი ძლიერი სცენაა), სამოთხისა და ადამიანის დანიშნულების შესახებ ისეთი მარტივი კატეგორიებით საუბრობს, რომ თავიდან გიკვირს, მერე კი თანდათან ხვდები, რომ აღსარებას ისმენ. როგორც მამა ალექსანდრე ამბობს, თავად დოქიარის ბერებმაც, როცა ფილმი ნახეს, აღიარეს, რომ იღუმენი სულ სხვა მხრიდან გაიცნეს. Illustration_4.jpg

უნდა ითქვას ფილმის მხატვრულ შემადგენლობაზეც. უკრაინის დოკუმენტური კინო ახლა ნამდვილ ბუმს განიცდის. ბევრია ახალგაზრდა რეჟისორიც და თავის საქმეში პროფესიონალურად შემდგარი ოსტატიც. „ადამი“ – ეს არის ზომიერი ავტორისეული მონტაჟი, მაგრამ მონტაჟი – ინტერაქტიური და ინტელექტუალური. რეჟისორის მიზანი არ არის, მაყურებელს რამე თავს მოახვიოს, – საკმაო სივრცეს ტოვებს იმისათვის, რომ თითოეულმა საკუთარი დასკვნა გამოიტანოს. მთავარი მოქმედება მაყურებლის თავში ვითარდება. ეს არის ფილმი ადამიანების შესახებ, რომლებიც საკუთარ თავს ეძებენ. ბევრი სცენა ერთი დუბლითა გადაღებული, თუმცა რა დუბლებზე შეიძლება ილაპარაკო, როცა ყველაფერი ეს სუფთა „ლაივია“ – ამწუთიერი ემოციებითა და განცდებით! ფილმი გახსენებს ვერნერ ხერცოგის „დოკუმენტურ“ ფილმს „ზარები სიღრმიდან“ – სახალხო რწმენის შესახებ (ჩუმაკი, ბესარიონი და სხვ.) რუსეთის 90-იანებიდან. „დოკუმენტური“ შეგნებულად ჩავსვი ბრჭყალებში, იმიტომ, რომ ხერცოგისთვის ზღვარი მხატვრულ და დოკუმენტურ კინოს შორის არცთუ იშვიათად წაშლილია. ფილმში არის სცენა, სადაც მომლოცვლები მუხლებზე ხოხავენ ტბის გაყინულ ტბაზე და ლოცვით ექსტაზში ცდილობენ კიტეჟ-გრადის დანახვას. კინოგადაღების ადგილას ხერცოგმა ერთი მომლოცველიც კი ვერ იპოვა და ქუჩის მაწანწალები დაიქირივა. აი, ასეთი „დოკუმენტალისტიკაა“.

„ადამში“ ასეთი რამ ხსენებაშიც არ არის. ფრიად შემძვრელია სცენა მონაზვნების ჩხუბით. თავიდან ფიქრობ, რომ ხუმრობაა, მაგრამ მერე ხვდები – ყველაფერი სინამდვილეა. ნუთუ ეს შესაძლებლია?

„დიახ, ყველაფერი შესაძლებელია. თუკი თითოეული ჩვენგანი გულისხმისყოფით გამოიკვლევს საკუთარ თავს, დაინახავს მთელ იმ სულიერ პრობლემატიკას, რომელიც ერთნაირად აქტუალურია როგორც ათონის მონასტერში, ისე ქალაქის ბინაში“, – გვპასუხობს ფილმის პროდიუსერი ალექსანდრე პლისკა.

მაგრამ რა ანათაესავებს ზაპოროშჩენკოს სტილს ხერცოგისეულთან? – ეს არის პეიზაჟის, როგორც ათვლის წერტილის როლი. ზღვის სიწყნარე და ხმაური, ხის ქერქისა და ქვის ტექსტურა მოკირწყლულ გზაზე შოპენისა და კუპერენის მუსიკის თანხლებათ, რომელსაც მონაზონი ძველ, მონასტრის საუკუნოვან პიანინოზე ასრულებს. საიდან გაჩნდა პიანინო? სად ისწავლა ასეთი მშვენიერი დაკვრა? ამ კითხვებზე პასუხები შეგვიძლია მოვძებნოთ მხოლოდ საკუთრა გულში. სწორ პასუხებს შეიძლება მივუახლოვდეთ, თუ კარგად დავუკვირდებით სცენას დელფინის მონაწილეობით, სადაც ის ახლოს მიცურდება მონასტრის ნავსაყუდელთან.

ფილმში არის საგანმანათლებლო ისტორია, მაგრამ მას არვინ გვახვვეს თავს. აი, მამა გრიგოლი ამბობს, რომ „თუ ავიღებთ ჩვენი ცხოვრების 100 ნაბიჯს, იქიდან 3-5 ჩვენი საკუთარი ნაბიჯია. დანარჩენს უფალი დგამს ჩვენს ნაცვლად, მაგრამ ეს 3-5 ნაბიჯი ჩვენ თავად უნდა გადავდგათ“. იქნებ, მათგან ერთ-ერთმა სინანულამდე მიგიყვანოთ? „რატომ ეძახდა ღმერთი ადამს? იმიტომ კი არა, რომ არ იცოდა სად იმყოფებოდა. იგი მას სინანულისკენ მოუწოდებდა“. ასე მთავრდება ეს მშვენიერი ისტორია. 

Illustration_6.jpg

და აი, კიდევ რა მგონია ძალიან მნიშვნელოვანი. ბერძნულ სამყაროში ხშირად ეჭვობენ, რომ სლავებს სურთ „პირველობის“ მიტაცება მართლმადიდებლურ სამყაროში. აქ მოვიყვან ფილმის რეცენზიიდან ჩემთვის უცნობი ავტორის ერთ ციტატას, რომელიც სრულად გამოხატავს იმ გრძნობას, ფილმის ნახვისას რომ განვიცადე.

„ეს ფილმი არის ერთი ბერძენის შესახებ, რომელსაც ყველას გვინდა, რომ ვემსგავსოთ. ეს ბერძნული მართლმადიდებლობაა, და მას ყველანი ვეთაყვანებით. ეს არის ფილმი დიდ კაცზე, და ეს ფილმი, რომელიც ჩვენი (რუსეთის) ეკლესიის წევრებმა შექმნეს, ამოწმებს, რომ ჩვენ პირველობას არ მივსდევთ, ჩვენ ვდგავართ სარწმუნოების სიწმინდის სადარაჯოზე, როგორც იდგა ბერძენი ერის ეს დიდი შვილი – ბერი გრიგოლი ზუმისი“.

სტატიის ავტორი
Andrei Chuprasov
გაზიარება:
პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის თავისუფალი ადამიანი

07.01.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2024

შედგა სატელეფონო საუბარი უწმინდეს პატრიარქ კირილესა და ბელგოროდის მიტროპოლიტ იოანეს შორის

02.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება გამოფენის – „ბელგრადის წმინდა საბას ტაძრის მშვენიერება“ – გახსნის ცერემონიის მონაწილეებს

19.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მონაწილეობა მიიღო რუსეთის რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან რუსეთის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის შეხვედრაში

26.10.2023

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

სსკ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

26.12.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო იუნესკოს საქმეებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის კომისიის საერთო კრების მუშაობაში

22.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب