მთავარი გვერდი საავტორო ანალიტიკა
როგორ ჩაუყარა რუსეთ-სირიის მეგობრობას საფუძველი ანტიოქი…

როგორ ჩაუყარა რუსეთ-სირიის მეგობრობას საფუძველი ანტიოქიის პატრიარქმა გრიგოლი IV 

Illustration_1.jpg

ლორა გერდ, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, რმა-ის სანკტ-პეტერბურგის ზოგადსაყოველთაო ისტორიის განყოფილების წამყვანი მეცნიერ-მუშაკი, სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის ბიბლეისტიკის კათედრის დოცენტი, სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის პედაგოგი

რომის იმპერიის ოდესღაც აყვავებული ქალაქი – ანტიოქია, ცნობილია, როგორც ქალაქი, სადაც წმინდა მოციქულთა საქმეთა მიხედვით, ქრისტიანებმა პირველად მიიღეს თავისი სახელწოდება (საქ. 11:26). სამი ასწლეულის შემდეგ იქ მგზნებარე ქადაგებებს წარმოთქვამს წმინდა მღვდელთმთავარი იოანე ოქროპირი. VII ს-ში არაბების შემოსევის შემდეგ ის თანდათან გაპარტახდა და თავისი ბრწყინვალების ადგილი დამასკოს დაუთმო. სწორედ იქ იქნა გადატანილი საპატრიარქო კათედრა. არაბულმა ენამ ნელ-ნელა განდევნა ბერძნული და ღვთისმსახურების ენა გახდა. XVII საუკუნეში ანტიოქიის პატრიარქი მაკარი ორჯერ ჩამოდის მოსკოვში. XVIII ს-დან პატრიარქის ტახტს და სამღვდელთმთავრო კათედრების უმრავლესობას ბერძნები იკავებენ. იმავდროულად, სირიაში ძლიერდება კათოლიკური პროპაგანდა. ფრანგი მისიონერები ახერხებენ, უნიისკენ მიდრიკონ მართლმადიდებელი არაბების დიდი რაოდენობა. ზოგიერთ ადგილებში, მაგალითად, ალეპოში, ისინი ქრისტიანული მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას შედგენდნენ. ბერძენი იერარქები ნაკლებად ზრუნავდნენ არაბი სამწყსოს განათლებაზე, რომლის უმრავლესობაც სიღატაკესა და უმეცრებაში იმყოფებოდა.

Illustration_2.jpg

ასეთ მდგომარეობას შეესწრო არქიმანდრიტი პორფირი (უსპენსკი), რომელიც სირიას 1843 წ. ბოლოს ეწვია. რუსეთის ხელისუფლების დავალებით, მან იმოგზაურა ქვეყანაში, მოინახულა და აღწერა ძირითადი მონასტრები და ტაძრები, გაეცნო ეკლესიის ისტორიას და არსებულ სიტუაციას. მისმა მოგზაურობამ დასაბამი დაუდო მართლმადიდებლურ აღმოსავლეთთან რუსეთის ურთიერთობის ახალ ეტაპს. XIX ს-ის მეორე მეოთხედიდან რუსეთის იმპერია დიდი დერჟავების (უპირველესად, საფრანგეთი და ინგლისი) შეჯიბრში ჩაერთო ახლო აღმოსავლეთში უპირატესობის მოსაპოვებლად. ამ პოლიტიკურმა მიმართულებამ მიიღო სახელწოდება „აღმოსავლეთის საკითხი“. 1840 წ. ბეირუთში დაარსდა რუსეთის საკონსულო, 1847 წ. – რუსეთის სასულიერო მისია იერუსალიმში. მისიის ხელმძღვანელმა არქიმანდრიტმა პორფირიმ მრავალი საინტერესო ფაქტი და ანალიტიკური ჩანაწერი გააკეთა თავის დროზე, რომლებიც საფუძვლად დაედო და ბევრი ათწლეულის განმავლობაში განსაზღვრავდა რუსეთის ეკლესიის პოლიტიკას სირიაში. მისი ერთ-ერთი ძირითადი თეზისი იყო ანტიოქიის საპატრიარქოს მართლმადიდებელი არაბი მოსახლეობისათვის დახმარების გაწევა და განათლების მხრივ ისეთივე შესაძლებლობის შექმნა, როგორიც ბერძნებს ჰქონდათ.

ყირიმის ომის შემდეგ (1853-1856) არაბი მოსახლეობისთვის მხარდაჭერა რუსეთის პოლიტიკის ძირითადი მიმართულება გახდა სირიაში და განიხილებოდა როგორც იქ მართლმადიდებლობის შენარჩუნების ერთადერთი გზა. რუს დიპლომატებს არაბების დაცვა მოუხდათ არაბ-ბერძნების გამწვავებულ კონფლიქტში. რუსი დიპლომატების მხარდაჭერით მრავალი წელი გრძელდებოდა ბრძოლა საეპისკოპოსო კათედრების გადაცემაზე ადილობრივი წარმომავლობის მღვდელმსახურებისათვის. რუსეთი ანტიოქიის საპატრიარქოს ეკლესიების, მონასტრებისა და სკოლებისათვის ტრადიციულ დახმარებას დიპლომატიური მეთოდებით ახორციელებდა. ბოლოს, როგორც იქნა, მორიგ საპატრიარქო არჩევნებზე 1899 წ., დამასკოში რუსეთის კონსულის, ა. ბ. ბელიაევის მნიშვნელოვანი თანადგომით, პატრიარქად გამორჩეულ იქნა არაბი, ლაოდიკიის ეპისკოპოსი მელეტი დუმანი. მისი მემკვიდრე გახდა გრიგოლი IV (ხადადი) (1906-1928).

Illustration_3.jpg

მისი მმართველობის წლებზე მოდის რუსეთისა და ანტიოქიის პატრიარქს შორის ყველაზე მტკიცე ურთიერთობები. მომავალი პატრიარქი გრიგოლი სოფელ აბეიეში დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. თავიდან ამერიკის მისიის ადგილობრივ სკოლაში სწავლობდა. შემდეგ, 1859 წლიდან ბეირუთის მიტროპოლიტ გაბრიელის მფარველობით სწავლა განაგრძო ბეირუთის სასულიერო სკოლაში. პატრიარქი გრიგოლი მთელი ცხოვრება თვითგანათლებით იყო დაკავებული. 1879 წლიდან ბერდიაკონის ხარისხში გრიგოლი აქტიურად მონაწილეობს ბეირუთის ეპარქიის საქმიანობაში; თავმჯდომარეობდა საზოგადოებას „პავლე მოციქული“, სტატიებს წერდა საგანმანათლებლო გაზეთისთვის „ძღვენი“, რომელსაც თხუთმეტი წლის განმავლობაში ედგა სათავეში. 1890 წ. იგი დაადგინეს ტრიპოლის დაქვრივებულ კათედრაზე, რომელსაც თხუთმეტი წელი მართავდა. ახალგაზრდა მიტროპოლიტი ზრუნავდა საკუთარი სამწყსოს განათლებაზე, ქველმოქმედებაზე და ყოველივე ამით მოსახლეობის დიდი ნდობა დაიმსახურა.

თავისი წინამორბედი მელეტის მსგავსად, გრიგოლი დიდი ხნის განმავლობაში არ იყო აღიარებული აღმოსავლეთის ბერძენი პირველიერარქების მხრიდან. მხოლოდ 1909 წელს, ახალგაზრდა თურქების რევოლუციის შემდეგ, რუსეთის ელჩმა კონსტანტინეპოლში ნ. ვ. ჩარიკოვმა მოახერხა კონსტანტინეპოლის პატრიარქ იოაკიმე III მიერ მისი აღიარება. რუსეთთან პატრიარქ გრიგოლის თანამშრომლობა მის ინტრონიზაციამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო: 1890-იან წლებში, ჯერ კიდევ ტრიპოლის მიტროპოლიტის რანგში, მან პალესტინის საზოგადოებას კურთხევა მისცა, გაეხსნათ სკოლები მის ეპარქიაში. პალესტინის საიმპერატორო მართლმადიდებლური საზოგადოება დაარსდა 1882 წელს. მისი პირველი რიგის ამოცანებში შედიოდა არაბულ სოფლებში სამრევლო სკოლების ორგანიზება. 1895-1910 წწ. საზოგადოებამ გახსნა 77 სკოლა 10 000 მოწაფისთვის: 27 სკოლა ჩრდილოეთ სირიაში, 45 – სამხრეთში და 5 – ბეირუთში. მათი შენახვა დიდ ხარჯებს უკავშირდებოდა (მარტო 1891-1892 წწ. მათი საქმიანობისთვის 26 300 რუბლი დაიხარჯა). ამ სკოლებმა დიდი როლი შეასრულა არაბული მართლმადიდებლური კულტურის შენარჩუნებაში, ხალხის განათლებაში და ამასთანავე, ახლო აღმოსავლეთში განამტკიცა მართლმადიდებლური რუსეთის ავტორიტეტი. ანტიოქიელმა პატრიარქებმა და ეპისკოპოსებმა სიამოვნებით დაუთმეს პალესტინის საზოგადოებას სკოლების ნაწილი და ახლების დაარსებაზეც გასცეს ნებართვა.

ХХ საუკუნის დასაწყისიდან ანტიოქიის ეკლესიამ უხვი დაფინანსება მიიღო რუსეთიდან – 20-დან 40 ათასამდე წელიწადში. ამან პატრიარქ გრიგოლის საშუალება მისცა განეხორციელებინა თავისი ხალხის საგანმანთლებლო პროექტები. კვლავ გაიხსნა სემინარია ბალამანდეში – პატრიარქს მისი სასულიერო აკადემიად გადაკეთება სურდა. სემინარიის საუკეთესო კურსდამთავრებულნი განათლებას განაგრძობდნენ რუსეთის აკადემიებსა და საღვთისმეტყველო სკოლებში კუნძულ ხალკიზე. გრიგოლი IV-მ დააფუძნა ასევე ტიპოგრაფია და დაწყებითი სკოლები. მისი მზრუნველობით გამოიცემოდა სასულიერო ჟურნალი „ალ-ნიმანი“ („მადლი“). 1907 წელს პატრიარქმა ნიკოლოზ II-ს თხოვნით მიმართა დახმარების გაზრდაზე და მართლაც მიიღო მისგან საჩუქრად 30 000 რუბლი. 1908 წლიდან ამ თანხას მას ყოველწლიურად უხდიდნენ. 1908-1914 წწ. ანტიოქიის ეკლესია ძირითადად რუსეთიდან გაგზავნილი შესაწირით არსებობდა. და მაინც, უკვე პირველ ორ წელიწადში პატრიარქის ვალი 30 000 რუბლს შეადგენდა. მისი მცდელობა, 80 000 რუბლამდე გაზრდილიყო დახმარება, წარუმატებლად დასრულდა. 1912 წელს, როცა გრიგოლი უკვე პატრიარქი იყო, მან ხელშეკრულება გააფორმა რუს ათონელ ბერ გენადისთან, მისთვის ლიბანის მთებზე შუვეირის წმ. ილიას მონასტრის არენდით გადაცემის შესახებ განუსაზღვრელი ვადით. ხელშეკრულების თანახმად, პატრიარქი მონასტერში ცხოვრების უფლებას იტოვებდა, როცა მას მოესურვებოდა. არენდის საფასური პირველ სამ წელიწადში 200 ფრანკს შეადგენდა, შემდგომ სამ წელიწადში – 250 ფრანკს, და შემდეგ უკვე – 400 ფრანკს. სავარაუდოდ, არენდა შეწყდა პირველი მსოფლიო ომის დროს. 

Illustration_4.jpg

რუსეთის ხელისუფლების მხარდაჭერამ დადებითი როლი შეასრულა ახლო აღმოსავლეთის უნიატების ნაწილისა და არაქალკედონური თემების მართლმადიდებობასთან შეერთების საქმეში. ეს პროცესი ჯერ კიდევ XIX ს. დაიწყო. განსაკუთრებით ცნობილია, 1898 წ. აღმოსავლეთ თურქეთიდან რამდენიმე ათასი ნესტორიანელის რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან შემოერთება. ამ მოვლენებმა მესოპოტამიისა და სირიის მცირე თემები აღძრა, ანალოგიური თხოვნით მიემართათ რუსეთის წმინდა სინოდისათვის. მაგრამ მათი მიერთება რუსეთის ეკლესიასთან შეუძლებელი იყო როგორც პოლიტიკური, ისე კანონიკური სამართლის მიზეზით. სამაგიეროდ რუსი დიპლომატები ყველანაირად ეხმარებოდნენ ანტიოქიის საპატრიარქოსთან მათი შეერთების პროცესს. ХХ-ის პირველ წლებში სირიის იაკობიტური ეკლესიის ჰომსის (ემესის) ეპისკოპოსმა ბუტროსმა (პეტრემ) ჯერ პატრიარქ მელეტის მიმართა თხოვნით, მერე კი, მისი სიკვდილის შემდეგ, 1906 წ., პატრიარქ გრიგოლი IV-ს, რომ მიეღოთ იგი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში. თავის ყველა მოქმედებას ეპისკოპოსი პეტრე რუსეთის კონსულთან ათანხმებდა. 1910 წლის 14 ივლისს შედგა ეპისკოპოს პეტრეს შეწყნარება სადადის ეპისკოპოსის ტიტულით, თუმცა თემის რიტუალები და ჩვეულებები კვლავ ძველი რჩებოდა. ჰომსის (ემესის) ეპისკოპოს ათანასეს, რომელსაც ამიერიდან ეს სამრევლო ემორჩილებოდა, არ დაუყოვნებია, რუსეთის ხელისუფლებისათვის ყოველწლიურად 5 000 რუბლის გამოყოფის თხოვნით მიემართა – ახალშემოერთებულ ქრისტიანთა და მათი მღვდელთმთავრების დასახმარებლად. რუსეთის წმინდა სინოდმა ამ თხოვნის შესრულება შეუძლებლად მიიჩნია და მხოლოდ ერთჯერადი დახმარება გამოუყო 1 000 რუბლის ოდენობით. თუმცა რუსეთის ეკლესია იმავე წლის დეკემბერში განაგრძობდა ჰომსის ეპარქიის სკოლების დაფინანსებას წელიწადში 700 რუბლით კიდევ სამი წლის განმავლობაში – 1910-დან 1912 წლის ჩათვლით. 

Illustration_5.jpg

თავისი პატრიარქობის პირველივე წლებიდან გრიგოლი IV სულ ეძებდა შემთხვევას, რუსეთში მოხვედრილიყო და პირადად წარსდგომოდა იმპერატორს. რუსეთთან კავშირების გასამყარებლად, პატრიარქმა რუსეთის მხარეს შესთავაზა, პეტერბურგში გაეხსნათ „ანტიოქიის სიძველეების“ მუზეუმი და იქ გამოეფინათ მისი ეპარქიიდან ჩატანილი განსაკუთრებული მნიშვნელობისა და ფასეულობის სიძველენი. გარდა მადლიერების ჟესტისა რუსეთის იმპერატორის მიმართ, ამ წინადადების განხორციელება დაიცავდა, ასევე, არტეფაქტებს დაზიანებისა და მიტაცებისგან, დასავლეთ ევროპაში გატანისგან და „მართლმადიდებლური სახლის“ საზღვრებში მათ შენარჩუნებას უზრუნველყოფდა (მართლმადიდებლური სამყაროს ერთიანი სივრცე, მართლმადიდებლური ერთობა – პატრიარქ გრიგოლის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი იყო). დაიგეგმა, რომ ანტიოქიის მუზეუმის შექმნის იდეა განხილულიყო არქეოლოგიურ კონგრესზე კაიროში (1909 წ. 28 მარტი-3 აპრილი). კონგრესის შემდეგ არაბისტი ე. ი. კრაჩკოვსკი სირიას ეწვია, რამდენიმე თვე იმუშავა იქ მონასტრების ბიბლიოთეკებში და შეადგინა უმეტესად ფასეული ხელნაწერების ნუსხა, მათ შორის იყო არქიდიაკონი პავლე ალეპოელის ნაწარმოები, სადაც ის აღწერდა პატრიარქ მაკარის მოგზაურობას რუსეთში. კრაჩკოვსკის კოლეგებმა, არქეოლოგებმა ბ. ვ. ფარმაკოვსკიმ და ე. მ. პრიდიკმა (საიმპერატორო ერმიტაჟის მცველი) არქეოლოგიური ძეგლები გამოიკვლიეს. სტუმრებთან სამსაათიანი შეხვედრის პროცესში პატრიარქმა გრიგოლიმ შესთავაზა, განეხორციელბინათ უძვირფასესი ხელნაწერებისა და სიძველეების გატანა რუსეთში, სადაც ისინი უკეთ იქნებოდა დაცული. გარდა აკადემიური ინტერესისა, განადგურებას გადარჩენილი ხელნაწერები და დოკუმენტები საშუალებას მისცემდნენ, დაემტკიცებინათ მათზე სირიის მართლმადიდებელი ეკლესიებისა და მონასტრების ქონებრივი უფლებები. საბოლოოდ, პეტერბურგში გაგზავნილ იქნა ყუთი იმპერატორისთვის განკუთვნილი საჩუქრებით (52 ანტიკური შუშის ნივთი; მოხატული ფაიანსისგან დამზადებული კვიპროსული სტატუეტკა; ეგვიპტური ფაიანსის სამი ნივთი; თიხის ლამფები). მათი უმრავლესობა ახლაც დაცულია სახელმწიფო ერმიტაჟში. საბოლოო ჯამში ანტიოქიის სიძველეების მუზეუმის შექმნის იდეა უარყოფილ იქნა თურქეთის ხელისუფლებასთან კონფლიქტის საფრთხით, რომელიც მკაცრად კრძალავდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან არქეოლოგიური ძეგლების გატანას.

Illustration_6.jpg

რუსეთში ჩასვლის შესაძლებლობა გრიგოლი IV-ს 1913 წ. მიეცა, რომანოვების სახლის 300 წლის იუბილეზე; მას თან ახლდნენ სასულიერო პირები და ერისკაცები. პატრიარქს დიდი პატივით შეხვდნენ პეტერბურგში. მან მონაწილეობა მიიღო ღვთისმსახურებებსა და წვეულებებში. გრიგოლი IV-ს რამდენიმე აუდენცია ჰქონდა ნიკოლოზ II-სთან; განიხილეს საკითხები აღმოსავლეთის ეკლესიებთან უფრო მჭიდრო კონტაქტების თაობაზე, იმსჯელეს რუსეთში საპატრიარქოს აღდგენასა და საეკლესიო რეფორმებზე. პირველი შეხვედრის დროს, 1913 წ. 21 თებერვალს, გრიგოლი IV-მ იმპერატორს საჩუქრად მიართვა ბიბლიის ძველი კოდექსი, წმინდა იოანე ნათლისმცემლის წმინდა სხეულის ნაწილი, წმინდა ჯვრის ნაწილი და აბრეშუმის სუდარა. ეს ნივთები სამეფო ოჯახის პირად საკუთრებად ითვლებოდა და დაცული იყო ალექსანდრიის სასახლეში –სამეფო სოფელში; სუდარა კი – თეოდორეს ქალაქში, სერაფიმე საროველის მიწისქვეშა აკლდამაში. წმინდა ძელის ნაწილი საიდანაის ტრიპტიხთან დაკავშირებულია ტიხრული მინანქრის ფირფიტებით. ეს არტეფაქტი მანამდეც იყო ცნობილი რუსი ბიზანტოლოგებისთვის. ფ. ი. უსპენსკიმ და ნ. პ. კონდაკოვმა ის იხილეს საიდანაის მონასტერში და დაათარიღეს X-XI ს. 1956 წლიდან ძვირფასი ნივთი რელიქვიასთან ერთად დაცულია სახელმწიფო ერმიტაჟში. სუდარა თარიღდება 1712 წლით, მოქარგულია აბრეშუმის, ოქროსა და ვერცხლის ძაფებთ წითელ-ჟოლოსფერ ატლასზე. ადრე ის ბალამანდის მონასტერში ინახებოდა. 1934 წ. ისიც ერმიტაჟში იქნა გადაბრძანებული. ბიბლიის კოდექსი ამჟამად დაცულია რმა-ის აღმოსავლური ხელნაწერების ინსტიტუტში – პეტერბურგში. გრიგოლი IV-სთვის ძველი ხელნაწერები განსაკუთრებული მზრუნველობის საგანს წარმოადგენდა. იგი მათ აგროვებდა ჯერ კიდევ ტრიპოლის მიტროპოლიტობის დროს, განსაკუთრებით კი როცა პატრიარქი გახდა. 1913 წ. 5 მარტს გრიგოლი IV უკანასკნელი აუდენცია ჰქონდა სამეფო წყვილთან. მან სამეფო ოჯახის თითოეულ წევრს ხელით შესრულებული არაბული ნაკეთობები აჩუქა; ასევე, 41 თუ 42 შუასაუკუნების დროინდელი არაბული ხელნაწერები, რომლებსაც ზამთრის სასახლის ბიბლიოთეკაში დაუდეს ბინა. საინტერესოა, რომ ე. ი. კრაჩკოვსკიმ, რომელიც ცდილობდა ხელნაწერთა კრებულს 1909 წ. დამასკოში ყოფნისას გაცნობოდა, ამის ნებართვა მაშინ ვერ მიიღო: როგორც ჩანს, პატრიარქს ეშინოდა ამ ამბის გახმაურების, რადგან კოლექციის რუსეთისთვის გადაცემა თურქეთის ხელისუფლების ნებართვის გარეშე ხდებოდა. კოლექცია მან უკვე 1914 წ. აღწერა პეტერბურგში და აღნიშნა, რომ ეს იყო ქრისტიანულ-არაბული ხელაწერების უნიკალური კოლექცია, რომელიც შეიცავდა წმინდა წერილის წიგნებს, საღვთისმეტყველო და ისტორიულ ტრაქტატებს. უკანასკნელი საჩუქარი ნიკოლოზ II-სთან უკვე გრიგოლი IV-ის რუსეთიდან გამგზავრების მერე ჩამოვიდა; ეს იყო ორი რელიეფური გამოსახულება პალმირიდან – ქვასვეტები მამაკაცისა და ქალის გამოსახულებებით.

რუსეთში საპატიო მიღებით გამხნევებულმა გრიგოლი IV, სახლში დაბრუნების შემდეგ რუსეთის ხელისუფლებას ფულადი დახმარების გაზრდის თხოვნით მიმართა. 1914 წლის 4 იანვარს წმინდა სინოდის ობერ-პროკურორმა გამოაცხადა 30 000 რუბლის დამატებითი ასიგნირება ანტიოქიის საპატრიარქოს სასარგებლოდ, თუმცა განიხილებოდა 50 ათასიანი კრედიტი. პირველმა მსოფლიო ომმა დასასრული დაუდო ამ გეგმებს.

მთლიანობაში, სულიერ-პოლიტიკური თანამშრომლობა პატრიარქ გრიგოლი IV-სა და რუსეთს შორის ურთიერთსასარგებლო გამოდგა. სირიის მართლმადიდებელმა ეკლესიამ უხვი მატერიალური და დიპლომატიური მხარდაჭერა მიიღო რუსეთის იმპერიის მხრიდან, რამაც მას საშუალება მისცა, განეხორციელებინა მთელი რიგი კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტები და ღირსეული დაცვა უზრუნველეყო კათოლიკური და პროტესტანტული პროზელიტიზმისგან. ამრიგად, ანტიოქიის საპატრიარქოსთვის მართლმადიდებლურ დახმარებას ფუჭად არ ჩაუვლია.

რუსეთისთვის კი სირია გახდა ის ტერიტორია, სადაც მან შეძლო, ყველაზე მეტი მხარდაჭერა მიეღო ადგილობრივი მართლმადიდებელი მოსახლეობისგან და ამით მყარი პლატფორმა შეექმნა პოლიტიკური კონურენტების წინააღმდეგ. 1917 წ. ოქტომბრის რევოლუციამ ძირეულად შეცვალა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ხასიათი: საბჭოთა სახელმწიფომ სრული უარი თქვა მართლმადიდებლობაზე, როგორც აღმოსავლეთში თავისი პოლიტიკის საფუძველზე. მიუხედავად ამისა, ჩრდილოელი დერჟავის მიმართ მართლმადიდებელი არაბების მადლიერება და სიმპათიები უცვლელი დარჩა. 

სტატიის ავტორი
ლორა გერდ
გაზიარება:
უწმინდესი პატრიარქის კირილეს სიტყვა კონფერენციის გახსნაზე, რომლის თემაა: „მსოფლიო მართლმადიდებლობა: პირველობა და კრებსითობა მართლმადიდებლური სარწმუნოების სწავლების შუქზე“.

16.09.2021

უწმინდესი პატრიარქი კირილე მართლმადიდებლობაში პირველობისა და კრებსითობის თემაზე კონფერენციას გახსნის

14.09.2021

პატრიარქ კირილეს მილოცვა მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიის 155 წლის იუბილესთან დაკავშირებით

13.09.2021

რუსეთის ეკლესიის წინამძღვრის მისალმება G20-ის რელიგიათაშორისი ფორუმის მონაწილეებისადმი

12.09.2021

პატრიარქმა კირილემ ალექსანდრე ნეველის 800 წლის იუბილესთან დაკავშირებით სანკტ-პეტერბურგში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა

12.09.2021

პატრიარქის მიმართვა რუსეთის სპორტსმენებს – ტოკიოს XVI საზაფხულო პარაოლიმპიური თამაშების მონაწილეებს

06.09.2021

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა მიტროპოლიტ იოანიკეს, ჩერნოგორიის კათედრაზე აღსაყდებასთან დაკავშირებით

05.09.2021

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ კოპტური საპატრიარქოს სპეციალურ წარმომადგენელს დოქტორ ა. მილადს ჯილდო გადასცა

03.09.2021

უწმინდესი პატრიარქ კირილეს მილოცვა ა. კარისისადმი ესტონეთის პრეზიდენტის პოსტზე არჩევასთან დაკავშირებით

02.09.2021

უწმინდესი პატრიარქი კირილე: ბოროტი ძალები მართლმადიდებელი ეკლესიების ერთობას არღვევენ

29.08.2021

პატრიარქ კირილეს სამძიმარი უზბეკეთის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

24.08.2021

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება ფესტივალის – „რუსეთი – საბერძნეთი. ერთად საუკუნეების სიღრმეში“ – მონაწილეებს

21.08.2021

საპატრიარქო მილოცვა კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის მეშვიდე წლისთავთან დაკავშირებით

17.08.2021

პატრიარქ კირილეს სამძიმარი ლიბანში საწვავის საცავის აფეთქების შედეგად ადამიანების დაღუპვასთან დაკავშირებით

16.08.2021

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი ჩრდილოეთ თურქეთში წყალდიდობის შედეგად ადამიანების დაღუპვასთან დაკავშირებით

16.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: კონსტანტინეპოლი ხელყოფს სხვის საკუთრებას

20.09.2021

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა ვენაში პატროლოგების კონფერენციაში დისტანციურ რეჟიმში მიიღო მონაწილეობა

18.09.2021

სსკგ-ს თავმჯდომარე ყირგიზეთის რელიგიური და სახელმწიფო მოღვაწეთა დელეგაციას შეხვდა

14.09.2021

გამოვიდა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონის წიგნის – „ეკლესიის წმინდა საიდუმლო" რუმინული თარგმანი

14.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უკრაინაში შეჭრით პატრიარქმა ბართლომეოსმა პოლიტიკური ბრძანება შეასრულა

13.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ხალხს აუკრძალო მუსიკის მოსმენა – იგივეა, რომ აუკრძალო წყლის დალევა

13.09.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა მოუწოდა არჩევნებში ხმის მიცემისას ამომრჩეველმა საკუთარი სინდისის ხმით იხელმძღვანელოს

13.09.2021

პატრიარქმა კირილემ ალექსანდრე ნეველის 800 წლის იუბილესთან დაკავშირებით სანკტ-პეტერბურგში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა

12.09.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: რუსეთში თეოლოგიის სწავლება ძალიან დინამიურად ვითარდება

07.09.2021

შედგა სსკგ-ს თავმჯდომარის შეხვედრა უნგრეთის ვიცე-პრემიერთან

07.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი უნგრეთში რუსეთის ელჩს შეხვდა

07.09.2021

შედგა სსკგ-ს თავმჯდომარის შეხვედრა ბუდიმის ეპისკოპოს ლუკიანესთან

06.09.2021

სსკგ-ს თავმჯდომარე ბუდაპეშტში საერთაშორისო ევქარისტიულ კონგრესზე სიტყვით გამოვიდა

06.09.2021

ევქარისტიის მართლმადიდებლური გაგება

06.09.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب