მოსკოვის საპატრიარქო
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ ესტონეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობის მიმოხილვა ხაზს უსვამს ესტონეთის მართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესიის დისკრიმინაციას
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 16.04.2026. ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევები, მათ შორის რელიგიურ სფეროში, ხაზგასმულია ესტონეთში არსებული მდგომარეობის შესახებ მასალების მიმოხილვაში, რომელსაც გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი განიხილავს თავისი რეგულარული ანგარიშის მომზადებისას.
მიმოხილვა, კერძოდ, მოიცავს ჟენევაში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის Justic pour Tous Internationale („სამართლიანობა ყველასთვის“) მიერ ადრე წარდგენილი ანგარიშის შეჯამებას ესტონეთის ხელისუფლების მიერ კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის (ამჟამად ესტონეთის მართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესია) წინააღმდეგ მიღებული დისკრიმინაციული პოლიტიკის შესახებ.
ადამიანის უფლებათა დამცველებმა აღნიშნეს, რომ ესტონეთის მიერ ეროვნული უსაფრთხოების კანონმდებლობის გამოყენება, სისხლის სამართლის კოდექსის 235-ე მუხლის შესაბამისად, ღრმა შეშფოთებას იწვევს ფუნდამენტური უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით. 2019 წლის ცვლილებებმა გააფართოვა ეს დებულება და ჩართო უცხოური ორგანიზაციების „მხარდაჭერის“ ბუნდოვნად განსაზღვრული განმარტება, რითაც, სხვა საკითხებთან ერთად, კრიმინალიზაციას უწევს კანონიკურ რელიგიურ კონფესიებში წევრობას.
ამ ბუნდოვანმა ფორმულირებამ ხელი შეუწყო სასამართლო პროცესებში გამჭვირვალობის ნაკლებობას, რაც ეწინააღმდეგება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-9 და მე-14 მუხლებს და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლს, რაც ძირს უთხრის კანონის უზენაესობას და სათანადო სამართლებრივ პროცედურას. „სამართლიანობა ყველასთვის“-ს ორგანოზაციის მონაცემების თანახმად, „საკანონმდებლო ბაზამ თავის აპოგეას მიაღწია 2025 წლის 18 ივნისის კანონში „ეკლესიებისა და სამრევლოების შესახებ“ (შესწორებები), რომელიც კრძალავდა „სულიერი კავშირების“ შენარჩუნებას უცხო ქვეყნის რელიგიურ ხელისუფლებასთან, რომლებიც უსაფრთხოების საფრთხედ ითვლებოდა და რომელიც იძლეოდა რელიგიური თემების რეგისტრაციიდან მოხსნის საშუალებას სასამართლო განხილვის გარეშე და სასულიერო პირების გარიცხვას საშუალებას გაუმჭვირვალე საფუძვლებით“.
„ისტორიული ეკლესია თავისი ხელმძღვანელობის გაძევებისა და დაშლის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, რასაც ამართლებდნენ ეროვნული უსაფრთხოებით. კერძოდ, ესტონეთის მართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესია კვლავ განიცდიდა მუდმივ რეპრესიებს საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და აღმასრულებელი ორგანოების მხრიდან“, - აღნიშნავენ დოკუმენტის ავტორები. ადამიანის უფლებათა დამცველების მიერ ესტონეთის ხელისუფლებისადმი წარდგენილ ანგარიშში გაკეთებულ მოწოდებებს შორის იყო „შემზღუდავი კანონმდებლობის გაუქმება ან მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა და ემქე-ის ხელმძღვანელობის ავტონომიის აღდგენა“.
გარდა ამისა, მათ განაცხადეს, რომ ესტონეთში რუსულენოვანი უმცირესობა კვლავ სისტემატურად მარგინალიზებულია სხვადასხვა სფეროში, მათ შორის რელიგიის საკითხებში. კერძოდ, იდევნება რელიგიური ორგანიზაციები, რომლებიც სულიერ მზრუნველობას უწევენ რუსულენოვან თემებს.
ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, „სამართლიანობა ყველასთვის“, თანახმად, უმცირესობათა უფლებების დაცვის აქტებით გათვალისწინებული ესტონეთის ვალდებულებების შესასრულებლად აუცილებელია შეჩერდეს ემქე-ის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი კამპანია, რომელიც მოიცავს გაძევებას, ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმას და პოლიტიკური კონსულტაციებიდან გარიცხვას. მის ანგარიშში ხაზგასმულია: „კანონიკური ხელმძღვანელობის აღდგენა და ეკლესიის ავტონომიის დაცვა აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ რელიგიური იდენტობა არ დაექვემდებაროს ცვალებად პოლიტიკურ გათვლებს“.
27.01.2026
07.01.2026