მოსკოვის საპატრიარქო
გაიმართა კონფერენციის – „რუსული ეკლესიის საგანმანათლებლო საქმიანობა აფრიკაში: პრობლემები და პერსპექტივები“ – პლენარული სხდომა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 29.10.2026. 28 ოქტომბერს, რუსეთ-აფრიკის მესამე სამიტის ფარგლებში, სასტუმრო „დანილოვსკაიაში“ გაიმართა საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსოს კონფერენციის პლენარული სხდომა თემაზე „რუსეთის ეკლესიის საგანმანათლებლო საქმიანობა აფრიკაში: პრობლემები და პერსპექტივები“.
ღონისძიებას უძღვებოდა აფრიკის საპატრიარქო ეგზარქოსი, კაორისა და ჩრდილოეთ აფრიკის მიტროპოლიტი კონსტანტინე. კონფერენციას მოდერაციას უწევდა საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსოს მარკოზ მოციქულის სახ. სასულიერო-საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ტიგრი ხაჩატრიანი.
სესიის პირველ ნაწილში მიტროპოლიტმა კონსტანტინემ წარმოადგინა მთავარი მოხსენება თემაზე „საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსოს საგანმანათლებლო საქმიანობის სისტემა“.
შემდეგ მოხსენებებით გამოვიდნენ: რელიგიური განათლებისა და კატეხიზაციის სინოდალური განყოფილების აპარატის ხელმძღვანელი, მღვდელმონაზონი სიმეონი (სერეგინი) („ეკლესიის საგანმანათლებლო საქმიანობის ძირითადი ორიენტირები“); ნიკოლო-უგრეშის სასულიერო სემინარიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მღვდელმონაზონი ლუკა (პრონსკიხი) („სულიერი განათლება აფრიკელი სტუდენტებისთვის ნიკოლო-უგრეშის სასულიერო სემინარიის მაგალითზე“); საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსოს მისიონერული განყოფილების ხელმძღვანელი მღვდელი გიორგი მაქსიმოვი („სკოლის მოსწავლეებთან საუბრების მისიონერული შინაარსი“), – იტყობინება საეგზარქოსოს ტელეგრამ-არხი.
შესვენების შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ მღვდელმსახურები – აფრიკის ქვეყნებში მართლმადიდებლური სკოლებისა და თავშესაფრების ხელმძღვანელები. წარმოდგენილი იქნა ცნობები კენიის, უგანდის, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკისა და ტანზანიის საგანმანათლებლო ცენტრების, ასევე კენიისა და კამერუნის ბავშვთა სახლების შესახებ. მომხსენებელთა შორის იყვნენ კენიის ქალაქ ნიაბინიში მდებარე მოციქულ ბარნაბას სახ. საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორი, მღვდელი მეთოდე კარიუკი; სოფელ ნკოკონჯერუს (უგანდა) წმინდა მღვდელთმთავარ ალექსის სახ. სკოლის დირექტორი, მღვდელი თომას სებირანდა; ქ. ნაირობის (კენია) დიდმოწამე პანტელეიმონის სახ. სკოლის დირექტორი, მღვდელი რაფაელ ანდაი; ქ. ბიმბოს (ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა) ღირსი სერგი რადონეჟელის სახ. სკოლის დირექტორი, მღვდელი სერგი ვოემავა; სოფელ ოიანის (კენია) კეთილმსახური მთავრის, ალექსანდრე ნეველის სახ. საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორი, მღვდელი პატაპი ჩასია; ქ. იაუნდიას (კამერუნი) დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის სახ. ბავშვთა სახლი-ინტერნატის დირექტორი, მღვდელი იოანე ბესალა; სოფელ ნიბიგეგის (კენია) წმინდა მღვდელთმთავარ ათანასე დიდის სახ. ბავშვთა თავშესაფრის დირექტორი, მღვდელი თეოდორე ოურუ; სოფელ მარაკუსის (კენია) წმინდა პავლე მოციქულის სახ. სკოლის დირექტორი, მღვდელი ისაია უანიონი; სოფელ გულუს (უგანდა) მთავარანგელოზ მიქაელის სახ. სამრევლოს წინამძღვარი, მღვდელი დავით ლაკვო.
ფორუმს ესწრებოდნენ საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსოს ვიკარიუსი და ეგვიპტის საეკლესიო ოლქის კეთილმოწესე, ლუხოვიცის ეპისკოპოსი ეფთვიმე, სამღვდელოება და საეგზარქოსოს თანამშრომლები, მოსკოვის სასულიერო აკადემიის, ნიკოლო-უგრეშის და პერერვინის სასულიერო სემინარიების სტუდენტები, მედიის წარმომადგენლები.
ფოტო: ილია ბელოვი