მოსკოვის საპატრიარქო
დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსმა კატალონიაში წმინდა მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას სამრევლოს სასაყდრო დღესასწაულის ზეიმი ჩაატარა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 29.07.2026. 2026 წლის 28 ივლისს, მოციქულთასწორის მთავარ ვლადიმერისა და წმინდა მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას ხსენების დღეს, დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსმა, ესპანეთ-პორტუგალიის ეპარქიის მმართველმა, კორსუნისა და დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა მარკოზმა საზეიმო ლიტურგია ჩაატარა ქალაქ ლორეტ დე მარში, წმინდა მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას კატალონიური სამრევლოს სასაყდრო დღესასწაულთან დაკავშირებით.
კორსუნის ეპარქიის ვებ-გვერდის ცნობით, წირვა ჩატარდა XIII საუკუნეში აშენებულ სან-კვირსეს უძველეს სამლოცველოში. მთავარეპისკოპოსს თანამსახურებდნენ ბარსელონის ხარების სამრევლოს წინამძღვარი, არქიმანდრიტი სერაფიმე (პავლოვი); წმინდა მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას სამრევლოს წინამძღვარი, მღვდელი ვასილი სტოპურიაკი; ესპანეთ-პორტუგალიის ეპარქიალური მმართველობის მდივანი, დიაკონი გლებ ზაიკა; სამრევლოს სტუმარი მღვდელმსახურები.
ლიტურგიის დასრულების შემდეგ, მიტროპოლიტმა მარკოზმა, სასულიერო პირებმა, მრევლმა და დღესასწაულის სხვა მონაწილეებმა ეკლესიის გარშემო ჯვრით მსვლელობა შეასრულეს.
განტევების შემდეგ დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსმა სასყდრო ზეიმის მონაწილეებს სამღვდელთმთავრო დამრიგებლური სიტყვით მიმართა, ისაუბრა წმინდა მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას მოწამეობრივი ღვაწლის შესახებ, ასევე, რუსეთის განმანათლებლის, წმინდა მოციქულთასწორი დიდი მთავრის, ვლადიმერის ცხოვრების მაგალითზე. მღვდელთმთავრის ურთიერთობა სამრევლოსთან სადღესასწაულო ტრაპეზზე გაგრძელდა.