მოსკოვის საპატრიარქო
სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსთა ეპისკოპოსთა კრებამ მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 20.05.2026. 2026 წლის 13-19 მაისს ბელგრადში, წმინდა საბას ტაძარში, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელთმთავრო კრების მორიგი სესია გაიმართა სერბეთის უწმინდესი პატრიარქის, პორფირეს თავმჯდომარეობით.
ეპისკოპოსთა კრების სხდომის შდეგების მიხედვით გამოქვეყნდა ოფიციალური პრეს-რელიზი. მასში, კერძოდ, აღნიშნულია, რომ კრების მონაწილეებმა განიხილეს მსოფლიოში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტებისა და კრიზისების სულიერი და გეოპოლიტიკური შედეგები.
„უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტანჯვა კიევის ამჟამინდელი ხელისუფლების ქმედებებისგან, მისი ქონების, ეკლესიებისა და მონასტრების კონფისკაციისგან, ასევე უკრაინაში ამ ერთადერთი კანონიკური ეკლესიის ეპისკოპოსების, მღვდლებისა და მონაზვნების დევნისგან, რომლებიც მოკლებულნი არიან საერთაშორისო კონვენციებით გარანტირებული ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, კვლავ აქტუალურ საკითხად რჩება“, – ნათქვამია სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„კრება კვლავ და კვლავ აღიმაღლებს ხმას უუფლებო და დევნილი მართლმადიდებელი ძმების დასაცავად და მოუწოდებს ყველა შესაბამის საერთაშორისო ინსტიტუტს, არ დახუჭონ თვალი ამ დიდ უსამართლობაზე“, - განაცხადეს სერბეთის ეკლესიაში.
ფოტო: სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ვებგვერდი
27.01.2026
07.01.2026