მოსკოვის საპატრიარქო
უკრაინაში ანტიეკლესიური კანონის მიღების შემდეგ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში შეშფოთებულნი არიან ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების პრინციპების დარღვევის შესაძლებლობის გაჩენით
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 26.08.2024. ეკლესიათა მსოფლიო საბჭო „ღრმად შეშფოთებულია მთელი რელიგიური თემის გაუმართლებელი კოლექტიური დასჯის და რელიგიის ან რწმენის თავისუფლების პრინციპების დარღვევის შესაძლებლობით, უკრაინის რადას მიერ 2024 წლის 20 აგვისტოს მიღებული ახალი კანონის მიხედვით“. ამის შესახებ ლაპარაკია 24 აგვისტოს გავრცელებულ ემს-ს განცხადებაში.
„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ უკრაინის მთავრობას, გამოიჩინოს სიფრთხილე იმ ზომებთან მიმართებაში, რომლებიც საფრთხეს უქმნის რელიგიის ან რწმენის თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებას და ძირს უთხრის სოციალურ ერთიანობას ქვეყნისათვის საგანგებო მდგომარეობის პირობებში“, – ნათქვამია ქრისტიანთაშორისი ორგანიზაციის განცხადებაში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საჭიროა სათანადო ყურადღების მიქცევა საერთაშორისო სამართლის პრინციპების, ბუნებრივი სამართლიანობისა და სამართლებრივი პროცედურებისადმი ამ ახალი კანონის პირობებში ჩადენილი ნებისმიერი ქმედებებისას.
„არც ცალკეული პირების დანაშაულები და არც კონკრეტული რელიგიური ერთეულის ისტორიული კუთვნილება ვერ იქნება საკმარისი საფუძველი იმ ზომების მისაღებად, როგორიც არის უკრაინაში ცოცხალი თაყვანისმცემელი რელიგიური თემის კოლექტიური დასჯა. უკრაინის მთავრობა პასუხისმგებელია თავისი ყველა მოქალაქის უფლებების დაცვაზე“, – ნათქვამია ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს განცხადებაში.